მთავარი,რეკლამა

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან [ვიდეო]

31.10.2017
როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან [ვიდეო]

აზიური ფაროსანასგან ციტრუსის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მცენარის დროული შეწამვლისაკენ მოუწოდებს.

უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური  წამლობა სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით ტარდება. მისი განმარტებით, პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. ლიპარტიას თქმით, რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ლოდინის პერიოდის დაცვა მოსავლის აღებამდე: 21 დღე – ციტრუსოვან კულტურებზე, 30 – დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 – დღე მარცვლეულზე, 15 დღე  კი ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.

კამპანიას  ,,ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას“ ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: