არ აინტერესებთ რა იქნება მათ შემდეგ – ზელენსკი ლავროვზე და რუსულ პოლიტიკაზე

დღეს, 3 მარტს, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვებზე პასუხისას მან გაიხსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან პირველი შეხვედრა. „მე ცუდად არ ვკითხულობ სახეებს. მე მაინტერესებს ამ ადამიანის [ლავროვის] თვალებში ყურება. მე ის პირველად ვნახე მგონი პირველი ყოფნისას აშშ-ში, როცა გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. მაშინ მოვიდა ჩემთან ლავროვი და მითხრა – „ბატონო პრეზიდენტო, მე …

ზელესკი პუტინს: რა გინდა ჩვენგან, წადი ჩვენი მიწიდან

დღეს, 3 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ზელენსკიმ არაერთ კითხვას უპასუხა, მათ შორის, იმასაც, თუ რა გარანტიების მიცემა შეუძლია მას რუსეთისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარანტიებთან დაკაშირებული კითხვის პასუხად თქვა: „რისი გარანტია? – ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს და არც ვაპირებთ თავდასხმას. რისი გარანტია? ჩვენ ნატოში ვართ? – არა. ჩვენ გვაქვს …

იკეა, იუსკი, შკოდა და სხვა კომპანიები, რომელთაც დღეს რუსეთში მუშაობა შეაჩერეს

დღეს, 3 მარტს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარზე მუშაობას აჩერებს კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია. მათ შორისაა IKEA, შვედური ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელი კონცერნი, რომელიც მუშაობას აჩერებს რუსეთსა და ბელარუსში. ამის შეახებ „იკეამ“ განცხადება დღეს გამოაქვეყნა. მუშაობის შეჩერების გარდა, „იკეა“ აჩერებს იმპორტსა და ექსპორტს რუსეთიდან და ბელარუსიდან. კომპანია აცხადებს, რომ 400 მლნ შვედურ კრონს [41 მლნ …

საგარეო: უკრაინამ 45 ქვეყანასთან ერთად აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რუსეთის შეჭრაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 45 ქვეყანასთან ერთად უკრაინამ ეუთოს მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა: „ჩვენ დავაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. უკრაინამ 45 სახელმწიფოსთან ერთად აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რუსეთის შემოჭრაზე. ექსპერტთა მისია წარუდგენს დასკვნებს ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებს”, – წერს კულება. მოსკოვის მექანიზმი, მიღებულია 1991 წელს …

რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს მრავალმხრივი სანქცია  დაუწესა. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევდა. ეს ერთგვარი მუქარა აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგება შეუზღუდოს. ვინ რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე? შეუძლია თუ არა ევროპას თქვას …

უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს არ ექნებათ სამხედრო ტყვეების სტატუსი – რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, არ ექნებათ სამხედრო ტყვის სტატუსის უფლება და მათ, დაკავების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ. სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, კიევში მყოფი „დაქირავებულები“ არ არიან მებრძოლები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით. „საუკეთესო, რაც უცხოელ დაქირავებულებს ელის, არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ საბრძოლველად წასვლას, …

რადამ მიიღო კანონი უკრაინაში რუსული კომპანიებისთვის ქონების ჩამორთმევაზე

დღეს, 3 მარტს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი უკრაინაში რუსული კომპანიებისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინაში რუსული იურიდიული პირების ქონებისა და ფინანსური რესურსების ნაციონალიზაციას. „კანონის თანახმად, რუსეთის ფედერაციისა და მისი მაცხოვრებლების უკრაინაში ქონების იძულებითი დაყადაღება ხდება საზოგადოებრივი საჭიროების საფუძველზე, კომპენსაციის გარეშე. პრეზიდენტის ბრძანებულება გასვლის შესახებ უნდა დაამტკიცოს უზენაესმა რადამ საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ან შეწყვეტიდან …

რუსეთმა შესაძლოა სარაკეტო სისტემა მიმართოს საკუთარი სასაზღვრო სოფლისკენ – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული მხარე შესაძლოა გეგმავს საკუთარ ტერიტორიაზე ოპერაციას, რომელშიც შემდეგ უკრაინას დაადანაშაულებს. „შემაშფოთებელი ცნობები: რუსებმა შესაძლოა რამდენიმე სარაკეტო გამშვები სისტემა მიმართონ რუსეთის სასაზღვრო სოფელ პოპოვკაში საკუთარი ტერიტორიისკენ. რუსული ქმედებების ბარბაროსული ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ ვშიშობთ, რომ შესაძლოა მომზადდეს “ცრუ დროშის” ოპერაცია უკრაინის დადანაშაულების მიზნით,“ – წერს კულება ტვიტერზე. Worrying reports: …

ფრენის აკრძალული ზონა უკრაინაში – რატომ არ უჭერს მხარს დასავლეთი მის გამოყენებას | BBC

24 თებერვლიდან დღემდე რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ უბნებს ბომბავს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, უკრაინა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ითხოვს პარტნიორებისგან. რას ნიშნავს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ფრენის აკრძალული ზონა? – ამის შესახებ „ბიბისი“ აქვეყნებს სტატიას. რა არის ფრენის აკრძალული ზონა? ფრენის აკრძალული ზონა ეწოდება საჰაერო სივრცეს, სადაც კონკრეტული საფრენი აპარატების ფრენა აკრძალულია. ეს შეიძლება იყოს გამოყენებული …

მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო

დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა. უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია …

15 წლით პატიმრობა რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის – კანონი გამკაცრდა

„რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“ 15 წლით პატიმრობა – რუსეთის სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დღეს, 3 მარტს, დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია TASS-ი ავრცელებს. 2 მარტს რუსეთში დაიბლოკა არაპროპაგანდისტული რუსული მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. რუსეთის პროკურატურამ …

9000 პერსონალი, 217 ტანკი – უკრაინა რუსეთის დანაკარგებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მოწინააღმდეგის – რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა. უკრაინის გენერალური შტაბი განცხადებით, 24 თებერვლიდან 3 მარტის მდგომარეობით რუსეთის დაახლოებითი დანაკარგებია პერსონალი [დაახლოებით] – 9000 ადამიანი ტანკები – 217 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 900 ერთეული, საარტილერიო სისტემა – 90, რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS – 42 საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ბათუმიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს – ნივთების შეგროვება გრძელდება

ბათუმიდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტრაული ტვირთი გაგზავნეს. ნივთების შეგროვება უკრაინელებისთვის გრძელდება. უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს ბათუმში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო საბჭო უზრუნველყოფს, უკრაინის საკონსულოსთან შეთანხმებით. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბათუმიდან ჰუმანიტარულ ტვირთს ჯერ თბილისში ჩაიტანენ, შემდეგ კი, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით, პოლონეთიდან შევა უკრაინაში. ბათუმში სამ მისამართზეა შესაძლებელი ნივთების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დატოვება ჰუმანიტარული ტვირთისთვის: …

იმპორტიორებზე, რომლებსაც უკრაინაში ავტომობილები ვერ გააქვთ, სანქციები გაუქმდა – შემოსავლები

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მდგომარეობით შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინელი მფლობელების მიმართ საბაჟო ფორმალობების აღსრულებაზე შეღავათები დაწესდა. „ავტოიმპორტიორებთან და შსს მომსახურების სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში ავტომობილების იმპორტიორთა ხელშეწყობის და საქონლის გატანის ვადების დარღვევასთან დაკავშირებული საბაჟო პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ. საკითხი შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინის დანიშნულებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტომობილების …

კიევსა და სხვა ქალაქებზე მტრის სარაკეტო დარტყმები გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მერვე დღეს ბრძოლები გრძელდება როგორც დედაქალაქ კიევთან, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, „საოკუპაციო ძალებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა თითქმის ვერცერთ რაიონში, სადაც ისინი მიიწევდნენ, მიმართეს დიდი ქალაქების საცხოვრებელი უბნების ღამით დაბომბვის ტაქტიკას. დღეს, 3 მარტს, კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები განიცდიან მტრის სარაკეტო …

აბრამოვიჩი „ჩელსის“ ჰყიდის, თანხა უკრაინის ომში დაზარალებულებს მოხმარდება – BBC

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ჰყიდის. „ბიბისის“ ცნობით, კლუბის გაყიდვიდან მიღებული თანხა მოხმარდება უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულებს. „არსებულ ვითარებაში გადავწყვიტე გავყიდო კლუბი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს გუნდის ინტერესებშია,“ – აცხადებს ბიზნესმენი. აბრამოვიჩის თქმით, კლუბის გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს, რომელიც შეიქმნება უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. მედიის ცნობით, აბრამოვიჩმა …

7 ღამეა თითქმის არ გვძინებია. დაძინებას შევძლებთ, ოღონდ ომის შემდეგ – ზელენსკი უკრაინელებს

დღეს, 2 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეშვიდე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა გუშინ კიევში ბაბი იარის დაბომბვის ფაქტს. ბაბი იარი მასობრივი რეპრესიების ადგილია. 1941 წელს აქ გერმანელმა ნაცისტებმა ათიათასობით ებრაელი, უკრაინელი და ბოშა დახვრიტეს. სწორედ ამ ადგილის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ზელენსკიმ. „ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ვინც ისტორია იცის, ბაბი იარი კიევის …

რაც ომი დაიწყო, კლინიკიდან არ გავსულვართ – ქართველი ექიმი კიევში

„დილით ზარის ხმამ გამაღვიძა, მეგობარი მირეკავდა ნიკოლაევიდან, სროლის ხმა გვესმის, თქვენთანაც ხომ არ ისმის ხმაო. ამ საუბარში ვიყავით, როცა ჩვენ სიახლოვესაც ჩამოვარდა ბომბი“, – ასე იხსენებს 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს, მიშა ბერიძე, ქართველი ექიმი, რომელიც კიევში ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს. ქართველი ქირურგი ომის დაწყების დღიდან კლინიკაშია სხვა ექიმებთან ერთად და …

უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ქალაქი მაკარივი – თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა გაათავისუფლეს კიევის ოლქში მდებარე ქალაქი მაკარივი და ქალაქში გამაგრდნენ – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, დღეს რუსეთის ოცდაათამდე გამანადგურებელმა დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე, ძირითადად ბელორუსის რესპუბლიკიდან და დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს, 2 მარტს, დილით გავრცელდა ინფორმაცია რუსული სამხედროების მიერ ქალაქ ხერსონის აღების შესახებ, თუმცა უკრაინული მხარე …

ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდეს მედიას და უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდნენ მედიას და საზოგადოების მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხონ. „მეშვიდე დღეა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც 24 თებერვალს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრით დაიწყო. საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში, ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმაღლესი პირების განცხადებებს, რომლებსაც უკვე არაერთი პროტესტი მოჰყვა. …

რუს ტყვეებს გადასცემენ დედებს, თუ ისინი შვილებს კიევში ჩააკითხავენ – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის  თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუს ტყვეებს გადასცემენ დედებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შვილებს უკრაინაში, დედაქალაქ კიევში ჩააკითხავენ. ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების დედებისთვის სამინისტრო ინსტრუქციებს აქვეყნებს: „როგორ უნდა დაიბრუნოთ შვილი ტყვეობიდან? ჯერ საჭიროა დარეკოთ მოცემულ ტელეფონის ნომრებზე, რომ გაარკვიოთ ტყვეების სიაშია თქვენი შვილი თუ გარდაცვლილია. აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ტელეგრამის არხზე: Груз 200 https://t.me/gruz_200_rus ან დარეკოთ …

გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?

„ყველა მოღალატეს და საქართველოს ომის მსურველს ველოდებით რუსთაველზე“ – ამ ტექსტის ორგანიზებულად გავრცელება დაიწყეს გუშინ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ხელისუფლებას სთხოვს, ასევე, მკაფიო იყოს საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დღეს და რაზე მეტყველებს მსგავსი გზავნილები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის …

თურქეთმა უარყო რუსეთის მოთხოვნა სამხედრო გემების გატარებაზე – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთმა თურქეთის თხოვნით გააუქმა თავისი ოთხი სამხედრო ხომალდის თურქეთის წყლებით შავ ზღვაში გაგზავნის წინადადება. ჩავუშოღლუს თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მანამ, სანამ ანკარა სრუტეს დაკეტავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო – წერს როიტერსი . ორშაბათს, 28 თებერვალს, ანკარამ განაცხადა, რომ დაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები 1936 წლის მონტროს კონვენციის …

233 რუსი სასულიერო პირი ომის შეწყვეტას ითხოვს, განცხადებას ხელს არ აწერს პატრიარქი კირილი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 233 სასულიერო პირი უკრაინაში ომის შეწყვეტას ითხოვს. განცხადებას ხელს არ აწერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. განცხადებას ხელმოწერები ახლაც ემატება. „ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას და გვჯერა, რომ უკრაინის ხალხმა არჩევანი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს და არა ავტომატების დამიზნებით, დასავლეთის ან აღმოსავლეთის მხრიდან ზეწოლის გარეშე“ …

კიევის მეტრო, როგორც თავშესაფარი – ფოტო

კიევში მცხოვრები უკრაინელები, რომლებმაც ქალაქი არ დატოვეს, თავს კიევის მეტროს აფარებენ. დღეს მეტროში 60 უცხოელი ჟურნალისტი ჩავიდა მათ შესახებ რეპორტაჟების მოსამზადებლად. “დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, როგორ ცხოვრობენ კიეველები მეტრო დოროგოჟიჩის სადგურზე,” – წერს უკრაინული ტელეგრამ არხი “Украина Сейчас”.

„ბალენსიაგა“: გავავრცელებთ ამბებს უკრაინის მდგომარეობის შესახებ

ფრანგული მოდის სახლი „ბალენსიაგა“, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ინსტაგრამის გვერდზე უკრაინის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს. „მხარს ვუჭერთ მშვიდობას და შევიტანეთ ჩვენი წვლილი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში WFP (გაეროს ორგანო, უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია), რომ გავუწიოთ პირველადი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ლტოლვილებს. უახლოეს დღეებში ჩვენს პლატფორმებს დავუთმობთ ინფორმაციას, რათა გავავრცელოთ ამბები უკრაინის მდგომარეობის შესახებ“ – წერია ინსტაგრამზე „ბალენსიაგას“ ოფიციალურ …

იაპონელ მოხალისეებს სურთ იბრძოლონ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლითაც მან უხმო მოხალისეებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იაპონიაშიც გამოეხმაურნენ. იაპონური გამოცემა, Mainichi Shimbun-ი წერს, რომ პირველი მარტის მდგომარეობით, იაპონიის 70-მდე მოქალაქემ გამოთქვა სურვილი წავიდეს უკრაინაში მოხალისე ჯარისკაცად. „ყველა მოხალისე მამაკაცია და ბევრი მათგანი იაპონიის თავდაცვის ძალების (SDF) ყოფილი ოფიციალური პირია. მათ მიერ დასახელებულ მიზეზებს შორის იყო: „თუ …

ბათუმში პუტინისა და ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებულებს არ ათავისუფლებენ

„ეს დაკავება იყო უკანონო, ახლაც არ არსებობს საფუძველი, რომ ისევ იზოლატორში იყვნენ, ეს პოლიციური სახელმწიფოს ნიშნებია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმში საპროტესტო აქციის 8 მონაწილის დაკავებაზე. საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა. გუშინ, პირველ მარტს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები პუტინისა და …

უკრაინამ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნავიგაცია დახურა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამოქალაქო ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა დახურეს ნავიგაცია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. „ამავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აგრძელებს რუსეთის სახმელეთო ჯარების ტაქტიკას, რომლებიც ცდილობენ თავი დაიფარონ მშვიდობიანი მოქალაქეებით. 2022 წლის 2 მარტიდან რუსული გემები სთხოვენ სამოქალაქო გემ HELT-ს შევიდეს შავი ზღვის სახიფათო ზონაში, რათა ოკუპანტებმა დაიფარონ სამოქალაქო ხომალდი, როგორც …

Русский корабль, иди на#уй იქნება პირველი მარკა, რომელსაც უკრაინა ომის დროს გამოუშვებს

ომის დროს უკრაინის მიერ გამოშვებულ პირველ საფოსტო მარკას ექნება წარწერა:  Русский корабль, иди на#уй  – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფოსტა, ukrposhta ავრცელებს. „უკრაინული მარკა, რომელიც სახელმწიფოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც დროშა, გერბი ან ჰიმნი, დღეს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. მაგრამ რუსეთთან ომის გამო გადავწყვიტეთ აღნიშვნის ნაცვლად, გამოვაცხადოთ სახალხო კონკურსი საფოსტო მარკის საუკეთესო ესკიზზე სათაურით – Русский …

დაღუპულია 5 840 რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის მხარეს დაღუპულ სამხედროთა რიცხვმა 5 840-ს მიაღწია. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით 24 თებერვლიდან 2 მარტამდე დაზიანეს ან გაანადგურეს რუსეთის 30 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი, 211 ტანკი, ჯავშანტექნიკა / APV – 862, საარტილერიო სისტემა – 85, საზენიტო საბრძოლო სისტემა – 9, MLRS – 40, საწვავის ავზი – 60, უპილოტო საფრენი აპარატი – …

„ანონიმუსი“: რუსეთს აღარ აქვს კონტროლი თავის დაზვერვით სატელიტებზე

Anonymous-თან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა NB65-მა გათიშა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი. „რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ ჯაშუშ-სატელიტებზე“ – წერს „ანონიმუსი“ ტვიტერზე. „როსკოსმოსი“ რუსული სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციაა, რომელიც ახლო კომუნიკაციაშია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 1-ელ დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა სამსახურის ახალი ფილიალი – საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები, …

BMW რუსეთში ავტომობილების შეტანას წყვეტს და ქარხანას აჩერებს

გერმანულმა კომპანია BMW-მ შეწყვიტა რუსეთში ავტომობილების შეტანა და ასევე, რუსეთში, კალინინგრადში, გააჩერა ქარხნის მუშაობა. „ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს,“ – აცხადებს კომპანია. „ბიბისის“ ცნობით, BMW არ არის პირველი კომპანია, რომელმაც რუსეთში ავტომობილების მიწოდება შეაჩერა. ასევე მოიქცა Audi, Volkswagen-ი და Land Rover-ი.

როგორ ზრუნავენ უკრაინაში ომის დროს ცხოველებზე

უკრაინაში უკვე შვიდი დღეა ომია. იმის გამო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავს, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა თავი  მეტროს ან სხვა შენობების სარდაფებს შეეფარებინა. მათთან ერთად აფარებენ თავს მათი შინაური ცხოველებიც. ბოლო ინფორმაციით, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინელებს ნებას რთავენ შინაური ცხოველები საზღვარზე ვეტერინარული დოკუმენტაციის გარეშე გადაიყვანონ. უკრაინაში საომარი მოქმედებების დროსაც რჩებიან ცხოველთა უფლებადამცველი …

XI საუკუნის კიევის საკათედრო ტაძარი დღეს შეიძლება დაბომბონ – უკრაინის კულტურის მინისტრი

უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო აცხადებს, რომ კიევის ცენტრში მდებარე XI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშეა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესია, რომელიც უკვე ექვსი დღეა გრძელდება, სამხედრო დანაშაულის სახეს იღებს ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების, საავადმყოფოების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით. მათ შორისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩერნიგოვოში, ხარკოვში, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. დღეს რუსეთის …

მხარდაჭერა არა დროშების გადმოფენა, არამედ მკაფიო განცხადებებია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც სამინისტრო უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების შესახებ წერს. განცხადებაში სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენაც არის მოხსენიებული, პრეზიდენტის სხვა აქტივობაზე კი არაფერი წერია. სამინისტროს ეს პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა სალომე ზურაბიშვილმა მინაწერით:  „საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის …

Exit mobile version