სენატორი რიში: შეძრწუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას

აშშ-ის სენატორი აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯიმ რიში ტვიტერზე ეხმიანება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას. სენატორი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იპოვონ გამბედაობა, რომელიც აჩვენეს უკრაინელებმა. „14 წლის წინ, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ …

„ღარიბაშვილო, ჩვენ არ დავდგებით მკვლელი პუტინის მხარეს“ – აქცია მთავრობასთან | ფოტო

„რუსეთის მონებო!“, „Путин хуйло!“, „მომავალს გვინგრევთ!“ – ასეთი შეძახილებით მივიდნენ დღეს, პირველ მარტს, აჭარის მთავრობასთან საქართველოს მოქალაქეები. ისინი მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამბობენ, რომ მთავრობა სათანადო მხარდაჭერას არ გამოხატავს ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მიმართ. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს ისტორიულ შანსს უკარგავს, რომ დღეს უკრაინასთან ერთად გახდეს ევროკავშირის …

ახალი პერსპექტივა იქმნება უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ – ზურაბიშვილი

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ისაუბრა ბრიუსელიდან: „დღეს მსოფლიო მოვლენების ცენტრში უკრაინა და იქ განვითარებული მოვლენებია, ასევე სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მიმდინარე მოვლენები და ახალი გარემოება ამ ქვეყნის ახალ პერსპექტივას განაპირობებს მომავალში, მაგრამ ამისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ყველანი” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა  რამდენიმე …

დაპირისპირება ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის – დაკავებულია 3 პირი

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. რამდენიმე წუთის განმავლობაში აქციაზე ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას. პირველადი ინფორმაციით აქციაზე დაკავებულია 3 პირი, მათ შორის ქობულეთის საკრებულოს ყოფილი წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაპირისპირება აქციის წევრების მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის პუტინის და საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გინებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები …

ბათუმელი სპორტსმენი, რომელიც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს – „ახლაც ისვრიან“ 

„ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ ხუთ დღეში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს. „თუ ვინმეს პური გავუტეხე, არ ნიშნავს, რომ ეს ყველამ …

2 აფეთქება კიევში სატელევიზიო ანძასთან – შსს მოქალაქეებს დეზინფორმაციაზე აფრთხილებს

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, კიევში სატელევიოზიო ანძის მიმდებარედ ორი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს ანძის გვერდით მდებარე აპარატურის შენობას, სადაც ადამიანები მუშაობდნენ. აფეთქებებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. დროებით შეფერხებულია რამდენიმე არხის ტელემაუწყებლობა. მედიის ინფორმაციით, რუსები უტევენ უკრაინის დედაქალაქის საკომუნიკაციო ობიექტებს. უკრაინული მედიის ცნობით, ტელემაუწყებლობა უახლოეს საათებში სარეზერვო რესურსებით აღდგება. უკრაინის …

ბათუმში აგროვებენ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად – „მოიტანეთ თუნდაც ერთი შეკვრა ბრინჯი“

ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, უკრაინელი ხალხისთვის პროდუქტებსა და მედიკამენტებს აგროვებენ. ჰუმანიტარული ტვირთი პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩავა. პროდუქტებსა და მედიკამენტებს ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა აგროვებენ.  გუშინ, 28 თებერვალს, ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხალხს მოუწოდეს, მცირე რესურსით დახმარების შემთხვევაშიც კი, მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ სპეციალურ პუნქტებში ნებისმიერი რამ, რისი შესაძლებლობაც ექნებათ – იქნება …

უკრაინამ ჩინეთს ომის დასრულებაში დახმარება სთხოვა

“ჩინეთი მზადაა დიპლომატიური გზებით ომის დასასრულებლად ყველაფერი იღონოს”, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მინისტრი დმიტრო კულება  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრ, ვან ის ტელეფონით ესაუბრა. “დმიტრო კულებამ ვან ის სთხოვა გამოიყენოს პეკინსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობების დონე, რათა …

2 სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინის დროშის ფოტოები წააშლევინეს, სამინისტრო უარყოფს

უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალებით თავდასხმას საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს და თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს. რუსეთის აგრესიას უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, საჯარო სკოლებიც, სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო სკოლაში, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად,  უკრაინისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს. თუმცა სკოლებმა სოლიდარობის ფოტოები მალევე წაშალეს გვერდებიდან, მიზეზად კი მითითება …

„მაინც წავალთ“ – კობა ხაბაზი სხვა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში არ გაუშვეს

„ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებს ეს ხელისუფლება მთელ ქვეყანას… ჩვენ მაინც წავალთ უკრაინაში, ვერავინ დამიშლის, გადავალ თურქეთში ან აზერბაიჯანში და იქიდან წავალ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი კობა ხაბაზი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უკრაინაში აპირებდა მოხალისედ წასვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის საშუალება არ მისცა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა …

მედვედევი: ეკონომიკური ომები ბევრჯერ გადაზრდილა ნამდვილ ომში

დღეს, პირველ მარტს, რუსეთის ექსპრეზიდენტმა და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, ტვიტერზე მუქარისშემცველი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ ეკონომიკურ სანქციებს ეხმიანება და ეკონომიკური ომის რეალურ ომში გადაზრდაზე საუბრობს: „რომელიღაც ფრანგმა მინისტრმა დღეს იქ თქვა, რომ მათ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადეს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს, ბატონებო! და არ დაგავიწყდეთ, რომ ეკონომიკური ომები …

ომს უკრაინაში მცხოვრები ბათუმელი კაცი ემსხვერპლა

რუსეთ-უკრაინის ომს ბათუმელი ასლან ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასლან ბოლქვაძე 37 წლის იყო. ის ბოლო 10 წელი კიევში ცხოვრობდა, ხოლო გუშინ, 28 თებერვალს, სამხედრო შეტაკების დროს დაიჭრა. ახლობლების ინფორმაციით, ასლან ბოლქვაძე სამოქალაქო პირი იყო. „მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – ამბობს მამუკა ქამაშიძე, ასლან ბოლქვაძის ნაცნობი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთ-უკრაინის …

შიში, რომელსაც პრემიერის ხმაში ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია – კორძაია

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. მან ასევე გაიხსენა როგორ გახდა აფხაზეთიდან დევნილი, რაშიც რუსეთს მიუძღვის წვლილი. „მე თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წარმოშობით ვარ აფხაზეთიდან. 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვედით მთებით ფეხით. დღეს ვარ 44 წლის. ამ ხნის მანძილზე მე ისევ მახსოვს გზაზე გაყინული ბავშვები, დაჭრილი ჯარისკაცები, …

გერგიევი გაათავისუფლეს მიუნხენის ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან

გერმანიის ქალაქ მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა, მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, რუსი მუსიკოსი ვალერი გერგიევი, თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მუსიკოსი არ გაემიჯნა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს. ქალაქის მერიის განცხადებით, გერგიევმა, რომელიც 2015 წლიდან მთავარი დირიჟორის პოსტს იკავებდა, არ უპასუხა მოთხოვნას, დაეგმო პუტინის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში. „თუკი ვალერი გერგიევი ცხადად არ დააფიქსირებს პოზიციას ორშაბათამდე, აღარ …

როცა პრემიერს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით – ახვლედიანი

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატი არმაზ ახვლედიანი უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა. „როცა პრემიერ-მინისტრს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. სულ არ მიხარია. ვფიქრობ, „ოცნებაში“ შესაძლოა ყველა არა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას განიცდიან, ხვდებიან, რომ ეს არ არის საქართველოს ხმა, ეს არ არის საქართველოს …

ვგეგმავთ სისხლის დონაციას უკრაინის დასახმარებლად – ხუნდაძე

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ სისხლი ჩააბარონ უკრაინის დასახმარებლად. „გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბურად დავგეგმოთ სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკრაინელთა დასახმარებლად. სისხლის ჩაბარება შეუძლიათ პარლამენტის წევრებსაც. პარლამენტში ამისთვის გამოყოფილია სივრცე ბ კორპუსში, 0 17. 0 18, 0 19 ოთახებში“ – თქვა ხუნდაძემ. მისი თქმით, შესაძლოა …

“რაკეტებით, ბომბებით, არტილერიით შეიარაღებული ბოროტება უნდა შეჩერდეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. “რუსულმა ძალებმა დღეს სასტიკად დაბომბეს ხაროვი რაკეტებით. ეს არის ნამდვილად ომის დანაშაული. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული ადგილი. არავითარი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩანაწერი ადასტურებს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი დარტყმა. ეს იყო მოქალაქეების მიზანმიმართული განადგურება. რუსებმა იცოდნენ სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად მოუწევთ საერთაშორისო ტრიბუნალზე …

პარტნიორი ქვეყნები უკრაინას 70 თვითმფრინავით დაეხმარებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული კონტრაქციის ცენტრის ცნობით, 70 დამხმარე თვითმფრინავი უკრაინისკენ მიემართება. „ჩვენი პარტნიორები გვაძლევენ MiG-29 და Su-25-ებს. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ბაზირებულნი იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე, საიდანაც უკრაინელი პილოტები საბრძოლო მისიებს შეასრულებენ,“ – აღნიშნულია კონტრაქციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინას ამ ეტაპზე ეხმარებიან: ბულგარეთი – (Mig-29) – 16 ერთეული; (Su-25) – 14 ერთეული …

“ნიღბები ჩამოიხსნეს” – პოდოლიაკი რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთმა ნიღბები ჩამოიხსნა. “რუსეთის ფედერაცია აქტიურად ბომბავს ქალაქის ცენტრებს. სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს აყენებს საცხოვრებელ უბნებს და ხელისუფლებას. რუსეთის მიზანი ნათელია – მასობრივი პანიკა, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ინფრასტრუქტურის განადგურება. უკრაინა ღირსეულად იბრძვის,” – წერს პოდოლიაკი. მე-6 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე …

რუსეთის საზღვაო ძალები მეკობრეობენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლავს ზღვიდან რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და ექსკლუზიურ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში. რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეებმა დააკავეს სამძებრო-სამაშველო ხომალდი „საფირნი“, გემები: „ათენა“ და „პრინცესა ნიკოლი“ [«Сапфір», «Афіна», «Принцеса Ніколь»]. უკრაინა მოუწოდებს თავის პარტნიორ ქვეყნებს, დაგმონ რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა შავ …

“ოკუპანტების მოძრაობა აკრძალულია” – ახალი საგზაო ნიშნები უკრაინაში

უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტომ პუტინის გადახაზული გამოსახულებით საავტომობილო გზებზე ახალი საგზაო ნიშნების მონტაჟი დაიწყო. “თქვენ წინაშეა ახალი საგზაო ნიშანი:  ოკუპანტების მოძრაობა აკრძალულია”. ნიშანი მიუთითებს მტერს: “დაუყოვნებლივ ჩაბარდით ტყვედ ან შეხვდით სიკვდილს. სანამ ჩვენი მამაცი მეომრები და უშიშარი მოქალაქეები იგერიებენ მტერს, საგზაო სააგენტოს თანამშრომლები ახალ საგზაო ნიშნებს ამაგრებენ”, – წერს უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტო …

“გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას” – პოლ მაკარტნის სოლიდარობა უკრაინას

ბრიტანელი მუსიკოსი, The Beatles-ის ყოფილი წევრი, პოლ მაკარტნი ტვიტერზე უკრაინის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს და ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს. “მახსოვს, 2008 წელს უკრაინაში, მეიდანზე, როგორ ვუკრავდით მეგობრები. ამ რთულ დროს მათზე ვფიქრობ. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას,” – წერს მაკარტნი ტვიტერზე. Remembering playing for our friends in Ukraine in Independence Square in 2008 and thinking …

ფინეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის

ფინეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ავრცელებს. ფინეთი უკრაინას მატერიალური დახმარების სახით მიაწვდის: 2 500 იარაღს, 150 000 ვაზნას, 1 500 ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და  საბრძოლო აღჭურვილობის 70 000 პაკეტს. რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მატერიალური დახმარება მოითხოვა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან. ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, …

ჯონსონი ზელენსკის დაჰპირდა, რომ დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას უახლოეს საათებში აღმოუჩენს დამატებით სამხედრო დახმარებას. ზელენსკიმ კი, თავის მხრივ, მიაწოდა ინფორმაცია ჯონსონს რუსული აგრესიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ. ინფორმაციას „როიტერსი“ავრცელებს ჯონსონის ოფისის სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით. „პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ და ის მზად არის, კიდევ …

დაიღუპა 100 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები – გაერო

გაეროს ინფორმაციით, ხუთი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას გარდაცვლილია 100 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 7 ბავშვი. მსხვერპლი შესაძლოა მოვლენების განვითარების შედეგად შეიცვალოს. უკრაინის ელჩი ჟენევაში, ევგენია ფილიპენკო კი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 350 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი, მათ შორის 16 ბავშვია. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა, ისევე როგორც სხვა დიდი საომარი მოქმედებებისას, …

„ბსუ უკრაინისთვის“ – აქცია ბათუმის უნივერსიტეტში

დღეს, 28 თებერვალს, სლოგანით – „ბსუ უკრაინისთვის“, აქცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. „ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის და ერთი ერის ტკივილი,  ეს არის მთელი მსოფლიოს და ქართველების ერთ-ერთი მთავარი ტკივილიც. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის, რაც ამ მომენტში ხდება უკრაინის ტერიტორიაზე“ – …

1 დაღუპული, 31 მძიმედ დაჭრილი – მსხვერპლი ხარკოვზე ბოლო თავდასხმის შემდეგ

დღეს, 28 თებერვალს, ხარკოვის ბოლო დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოებში გადაყვანილია მძიმე დაჭრილი 15 სამხედრო და 16 სამოქალაქო პირი. გარდაცვლილია ერთი ქალი, სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საკრებულო ავრცელებს. „სროლები ხარკოვში ცოტა ხნის წინ დასრულდა. შესაბამისად, დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება და დღის ბოლომდე შეიძლება შეიცვალოს სტატისტიკა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – წერია ქალაქ ხარკოვის საკრებულოს …

შვეიცარია ფინანასურ სანქციებს აკისრებს პუტინს და ლავროვს და EU-ს სანქციებს უერთდება

შვეიცარიის მთავრობის განაცხადებით, ქვეყანა შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.  მთავრობის განცხადებით, საუბარია 23 და 25 თებერვალს დამტკიცებული სანქციების პაკეტებზე.  შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. შვეიცარიის იუსტიციის მინისტრის, კარინ კელერ-სატერის განცხადებით, შვეიცარიაში შესვლა აეკრძალა …

მოაწყვეთ სკოლაში კუთხეები რუსეთის დანაშაულის საჩვენებლად – უკრაინის თავდაცვა მასწავლებლებს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მეხუთე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, როგორ მოიპოვონ იარაღი, როგორ დაეხმარონ უკრაინულ ჯარს და როგორ გაავრცელონ ინფორმაცია. „გააგრძელეთ უკრაინული არმიის მხარდაჭერა სურსათით, ადგილზე წინააღმდეგობის გაწევით და ინფორმაციის გავრცელებით. გაერთიანდით და დაეხმარეთ ერთმანეთს ოკუპანტების დაბომბვებისა და სხვა ტიპის ტერორისტული თავდასხმების შედეგების დაძლევაში. გაავრცელეთ ჩვენი ოფიციალური გვერდიდან ინფორმაცია, მოუყევით რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების …

„ანონიმუსი“: რუსული პროპაგანდისტული მედიების ვებგვერდები დაჰაკულია

რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების – TASS-ის, Izvestia-ს, Fontanka-ს, RBC-ისა და „კომერსანტის“ ვებგვერდები გატეხილია. ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე „ანონიმუსი“ ავრცელებს. ამ მომენტისთვის Fontanka-ს ვებგვერდი კვლავ მუშაობს, თუმცა შეფერხებით – “Fontanka-ს ვებსაიტი ბოლო საათებში პერიოდულად ექცევა მასიური კიბერშეტევებების ქვეშ, ამიტომ მასალებზე წვდომა შეიძლება გაძნელდეს” – წერს “Fontanka”. JUST IN: The websites belonging to the Russian propaganda news …

კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი

„წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს,“ – უკრაინაში მიმდინარე ომის დაკვირვების დროს გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს „გრავიტაციის ძალა“ ახსენდება, რომლითაც სამხედრო მეთაურები ომის დროს თურმე ადგენენ როგორია არა ჯარისკაცების, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგობა მტრის იერიშის დროს. გრავიტაციის ძალით გენერლები ერთგვარ პროგნოზს აკეთებენ, რა შეიძლება მოხდეს ბრძოლის ველზე. გადამდგარი გენერლის აზრით, …

კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ი „ანონიმუსმა“ გათიშა

რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს TASS-ის (Информационное агентство России „ТАСС“) ვებგვერდი გათიშულია, გათიშვამდე რამდენიმე წუთით ადრე საიტზე გამოჩნდა შემდეგი ტექსტი: „ძვირფასო მოქალაქეებო. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ეს სიგიჟე, ნუ გაგზავნით თქვენს შვილებს და ქმრებს სასიკვდილოდ. პუტინი გვატყუებს და საფრთხეში გვაყენებს. მოგვწყვიტეს მთელ მსოფლიოს, ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტეს. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორც ჩრდილოეთ კორეაში. რად …

უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები

27 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბელარუსის რესპუბლიკაში რეფერენდუმი გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. მედიის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მოსახლეობის 65-ზე მეტმა პროცენტმა დაუჭირა, 10 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. მას ასევე მიენიჭება უვადო იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, თუკი იგი …

სად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ბათუმში უკრაინელებისთვის

უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები საკვებ და სამედიცინო პროდუქტებს აგროვებენ. ამ დროისთვის ბათუმში სამ მისამართზე შეგიძლიათ მიიტანოთ სხვადასხვა სახის ნივთი, რომლესაც უკრაინელებს ქართველი ხალხის სახელით გაუგზავნიან. ეს მისამართებია: ფარნავაზ მეფის #46 (გამსახურდიას კვეთა/„ლელოს“ ოფისი) ვახტანგ გორგასლის #54 (ენმ-ს ოფისი) ვახტანგ გორგასლის #153 (რესტორანი „აჯიკა“) ძირითადად გროვდება არამალფუჭებადი საკვები, ასევე ტკბილეული, მათ შორის, „ჩურჩხელები“, …

რუსი გენერალი ამბობს, რომ კიევის მცხოვრებლებს უსაფრთხო დერეფანს სთავაზობენ

რუსეთი კიევის მცხოვრებლებს ქალაქის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული CNN-ი და რუსული მედია ავრცელებს. უკრაინის დედაქალაქში მცხოვრებ ნებისმიერ სამოქალაქო პირს შეუძლია კიევი-ვასილკოვის გზატკეცილის მეშვეობით დატოვოს კიევი, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი იგორ კანაშენკო. “მივმართავთ კიევის მოსახლეობას. ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის (ვასილკოვი) გზატკეცილის გასწვრივ. ეს მარშრუტი ღია …

არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი, თავს ნუ გვჭრი – სახალხო დამცველი ღარიბაშვილს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფეისბუქზე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას. „ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში მის საპასუხოდ მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 28 თებერვალს, 7 …

Exit mobile version