მთავარი,სიახლეები

ბათუმიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს – ნივთების შეგროვება გრძელდება

03.03.2022 • 1278
ბათუმიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს – ნივთების შეგროვება გრძელდება

ბათუმიდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტრაული ტვირთი გაგზავნეს. ნივთების შეგროვება უკრაინელებისთვის გრძელდება.

უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს ბათუმში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო საბჭო უზრუნველყოფს, უკრაინის საკონსულოსთან შეთანხმებით.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბათუმიდან ჰუმანიტარულ ტვირთს ჯერ თბილისში ჩაიტანენ, შემდეგ კი, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით, პოლონეთიდან შევა უკრაინაში.

ბათუმიდან უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნიან / 3.03.2022

ბათუმში სამ მისამართზეა შესაძლებელი ნივთების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დატოვება ჰუმანიტარული ტვირთისთვის:

  1. ვახტანგ გორგასლის №153 – რესტორანი „აჯიკა“
  2. ფარნავაზ მეფის №46 – პარტია „ლელოს“ ოფისი
  3. ვახტანგ გორგასლის №54 – პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 568 92 92 92. 

ამ თემაზე:

ბათუმში აგროვებენ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად – „მოიტანეთ თუნდაც ერთი შეკვრა ბრინჯი“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: