უკრაინა საყოველთაო მობილიზაციას იწყებს – ზელენსკიმ რადას მიმართა

უკრაინის ხელისუფლება მზადაა, იარაღი დაურიგოს ყველას, ვინც ქვეყნის დაცვას გადაწყვეტს. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მოქალაქეთა საერთო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. „მივცემთ იარაღს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის დაცვა უნდა. მზად იყავით, მხარი დაუჭიროთ უკრაინას ჩვენი ქალაქების მოედნებზე“, – დაწერა დღეს ზელენსკიმ Twitter-ზე. ___________________________________________________________________ 24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი …

უკრაინა: დაიღუპა 15 წლის მოზარდი, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ჩუგუევში კორპუსის დაბომბვის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. არიან დაჭრილები. დღეს, 24 თებერვალს, უკრაინის დროით 08:23 საათზე,  უკრაინის სახანძრო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ჩუგუევში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. სამინისტროს ცნობით, კორპუსში ცეცხლი დაბომბვის შედეგად გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის 3 ოპერატიული ჯგუფი და 1 სასწრაფო დახმარების მანქანა გაემგზავრა. …

“შეიარაღებული ძალები მძიმე ბრძოლაში არიან, მაგრამ იბრძვიან” – ზელენსკის შტაბი

„შეიარაღებული ძალები მძიმე ბრძოლაში არიან, მაგრამ იბრძვიან. უკვე ბევრი შედეგი გვაქვს. ზოგიერთ რაიონში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს. შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ რუსეთის ყველა სცენარის/გეგმისთვის და ახლა აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. ეს წინააღმდეგობა გაიზრდება“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის შტაბის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მიხაილო პოდოლიაკმა ასევე მოუწოდა მედიას, …

„უთხარი მსოფლიოს რუსული აგრესიის შესახებ უკრაინაში“ – ტვიტერ-შტორმის კამპანია

ტვიტერ-შტორმი – ამ სახელით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ოფიციალური გვერდი კამპანიას იწყებს და მოუწოდებს ყველას გამოიყენონ ჰეშთეგები #StopRussianAggression (შეაჩერე რუსული აგრესია) და #RussiaInvadedUkraine (რუსეთი შეიჭრა უკრაინაში), რათა უთხრან მსოფლიოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიისა და იმ ფაქტის შესახებ, რომ უკრაინა თავდასხმის ქვეშაა. კამპანია დაგეგმილია 24 თებერვალს, კიევის დროით 12:00-14:00 საათზე, ქართული დროით 14:00- 16:00 …

„უკრაინელო მწერლებო, გვჯერა, რომ ანტიადამიანური ძალა დამარცხდება“ – პენ-ცენტრი

საქართველოს პენ-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და უკრაინელ მწერლებს სოლიდარობას უცხადებს „ძვირფასო უკრაინელო მწერლებო, პენ უკრაინის წევრებო, ჩვენ თქვენთან ვართ ამ მძიმე პერიოდში. უკვე ყველას ესმის, რომ რუსეთი უხეშად არღვევს ქვეყნების ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს, უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და უზღუდავს მეზობელ ქვეყნებს გამოხატვისა და გეოპოლიტიკური არჩევანის თავისუფლებას, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალს, წირავს უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს  იმპერიალისტური ამბიციებისთვის. რუსეთის …

„ვიგერიებთ მტერს“ – უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი

„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ შეიმჩნევა,“ – ამბობს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვას უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაშავდა. ქართველი მებრძოლის თქმით, რუსეთმა ამ ეტაპზე იერიში საბრძოლო პოზიციებზე მიიტანა, ასევე აეროდრომებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე. „ძირითადი იერიშია სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციების გაწყვეტა, სტრატეგიული ობიექტები… ჩვენ გუშინ უკვე მობილიზებული …

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა მიუღებელია – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე  უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა მიუღებელია. სამხედრო შეტევა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაატარონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ – აცხადებს ღარიბაშვილი. დღეს რუსულ აგრესიას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და განაცხადა, რომ ქართველი …

უკრაინის შსს: დაღუპულია 3 მესაზღვრე, არიან დაჭრილები

უკრაინის შს სამინისტრო უკრაინის დროით 10:10 საათზე „რუსეთის შემოსევასთან დაკავშირებით“ მოკლე განცხადებას ავრცელებს. უკარინის შს სამინისტრო რუსეთის არმიასთან პირდაპირი შეტაკებებისა და დაღუპულების შესახებ იუწყება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებში – კოპანისა და ივანოვოს მიდამოებში უკრაინელი სამხედროები მოწინააღმდეგეს ებრძვიან. უწყების ინფორმაციით, „ამ დროისთვის ცნობილია 3 დაღუპული მესაზღვრის შესახებ. არიან დაჭრილები“. ___ ფოტო: უკრაინის შს …

ქართველი ერი შოკირებულია, დიდება უკრაინას – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა twitter-ზე რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. „ქართველი ხალხი შოკირებულია რუსეთის აგრესიის გამო უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას. ომის დაწყებას ტვიტერზე …

დღეს უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ორი აქცია გაიმართება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად  სოლიდარობის ორი აქცია გაიმართება. აქცია 17 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება. ბათუმში 19 საათზე უკრაინის სოლიდარობის აქცია დაანონსებულია ასევე ევროპის მოედანზე. დღესვე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია  გაიმართება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. ეს აქცია სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და პარტიის ორგანიზებით დაიგეგმა. მათ შორის არიან: „დროა“, „სირცხვილია“, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა – „შეცვალე“ და „გირჩი …

„დაუყოვნებლივ შევაჩეროთ პუტინი“ – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დღეს, 24 თებერვალს, დილით დაიწყო. რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა. ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა: „მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ  შევაჩეროთ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ანტიპუტინური კოალიციის შექმნა! სასწრაფო სანქციები, თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის! დაკეტეთ საჰაერო სივრცე! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი, მშვიდობას დაუბრუნდეს“ 10:06 წუთზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ …

Exit mobile version