მთავარი,სიახლეები

არ აინტერესებთ რა იქნება მათ შემდეგ – ზელენსკი ლავროვზე და რუსულ პოლიტიკაზე

03.03.2022
არ აინტერესებთ რა იქნება მათ შემდეგ – ზელენსკი ლავროვზე და რუსულ პოლიტიკაზე

დღეს, 3 მარტს, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვებზე პასუხისას მან გაიხსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან პირველი შეხვედრა.

„მე ცუდად არ ვკითხულობ სახეებს. მე მაინტერესებს ამ ადამიანის [ლავროვის] თვალებში ყურება.

მე ის პირველად ვნახე მგონი პირველი ყოფნისას აშშ-ში, როცა გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. მაშინ მოვიდა ჩემთან ლავროვი და მითხრა – „ბატონო პრეზიდენტო, მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ“. „დიახ, გიცნობთ, ვუყურებ ტელევიზორს“ – ვუპასუხე მე.

მან მკითხა – რა გინდათ რუსეთისაგან და ა.შ. ვკითხე, ეს მხოლოდ ჩვენ შორის საუბარი იყო თუ არა. მან მითხრა, რომ კი.

„ძალიან მინდა, რომ გაათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაბრუნდეს 10 წლის წინ, რადგან იმ რაოდენობის მეგობრები, რაც მე იქ მყავდა, ის ურთიერთობები, რაც მქონდა ბიზნესში, აღარ არის. ამას ხაზი გადაესვა, დავიწყებულია“ – ვუთხარი და კიდევ ის, რომ მინდოდა მშვიდობა.

ვკითხე, ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება, არა?! მაგრამ მშვიდობა  – ყველასთვის. ჩვენ შორის კი დარჩეს ის, რომ თქვენ უნდა ეცადოთ, არ იყვიროთ, რიტორიკა დაამშვიდოთ, რომ რაღაც გამოგვივიდეს.

მან თქვა, რომ მეთანხმებოდა. იქვე აიღო ტელეფონი, შეტრიალდა და დარეკა რომელიღაც რუსულ ტელევიზიაში თუ რადიოსადგურში და უთხრა – ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის, ის თანახმაა წამოვიდეს ჩვენს ყველა პირობაზე.

ეს პასუხია. ეს ამ ადამიანების გზაა.

ისინი არ არიან მზად. მათ არ აინტერესებთ შედეგი. მათ აინტერესებთ პროცესი, გზა. ეს გზა სისხლიანია. მათ აინტერესებთ რა არის აქ და ახლა. არ აინტერესებთ რა იქნება მათ შემდეგ. მსოფლიო კი მათ შემდეგაც ნამდვილად იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: