მთავარი,სიახლეები

კიევსა და სხვა ქალაქებზე მტრის სარაკეტო დარტყმები გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

03.03.2022 • 1029
კიევსა და სხვა ქალაქებზე მტრის სარაკეტო დარტყმები გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მერვე დღეს ბრძოლები გრძელდება როგორც დედაქალაქ კიევთან, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, „საოკუპაციო ძალებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა თითქმის ვერცერთ რაიონში, სადაც ისინი მიიწევდნენ, მიმართეს დიდი ქალაქების საცხოვრებელი უბნების ღამით დაბომბვის ტაქტიკას. დღეს, 3 მარტს, კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები განიცდიან მტრის სარაკეტო დარტყმებს. [რუსული ძალები] ცდილობენ მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბანში.“

  • „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილი, რომელმაც ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობები, გადაჯგუფდება და ცდილობს შეტევას ბროვარისა და კიევის მიმართულებით.
  • სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი ახორციელებს შეტევითი ოპერაციას ზოლოჩივის, ხარკოვისა და ბალაკლეიას რაიონებში. ცდილობს განაგრძოს შეტევა ლოზოვაიას მიმართულებით და უკიდურესად საჭიროებს დაკარგული აღჭურვილობისა და პერსონალის შევსებას.
  • დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ნოვოაიდარის, ვოლნოვახასა და მარიუპოლის რაიონებში. მტერმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – მარიუპოლის აღებას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას.
  • შავი ზღვის წყლებში ოდესის მიმართულებით მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო რაზმის მოძრაობა, რომელიც შედგება ოთხი დიდი სადესანტო გემისგან, რომლებსაც თან ახლავს სამი სარაკეტო ნავი.“ – აცხადებს გენშტაბი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 2 მარტს, სუ-24-მა და სუ-25-მა, საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა, საჰაერო დახმარება გაუწიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დანაყოფებს, გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კოლონები კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში.

„დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის სამი თვითმფრინავი და ორი საოკუპაციო ვერტმფრენი.“ – აცხადებს სამინისტრო.

კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა 3 მარტის 04:00 საათზე. ჯერჯერობით ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.


მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოც შედის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მთავარი ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: