„მერიამ ადამიანები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადაიყვანოს,“ – ეს გეგმის ავტორების მთავარი გზავნილია. როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმში სატრანსპორტო სისტემა – სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს მოეწყო. გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ექსპერტებმა შეიმუშავეს და იგი 2030 წლამდე კონკრეტული აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს. „პარკირება არის საცობის გამომწვევი მთავარი პრობლემა. როცა ადამიანმა …
Tag Archives: ბათუმის მერია
ხმაურისთვის დაჯარიმებებს მერია ივლისიდან დაიწყებს
გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას აქვს. “შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ჩვენი წარმომადგენლები სპეციალური ხმაურმზომი აპარატით დაადგენენ, ირღვევა თუ არა კანონით განსაზღვრული ნორმები,”- ამბობს ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ნუგზარ ცეცხლაძე. გადაჭარბებული ხმაურისთვის დაჯარიმების უფლება ადგილობრივ თვითმმართველობებს გასულ წელს მიენიჭათ მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ბათუმის …
Continue reading “ხმაურისთვის დაჯარიმებებს მერია ივლისიდან დაიწყებს”
ბათუმის მერია შსს-ს 300 ათას ლარს ჩაურიცხავს – დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით
ბათუმის მერია აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს 301 500 ლარს ჩაურიცხავს. დაცვის პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაა და სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ობიექტს იცავს. ბათუმის მერიამ ამ მომსახურების მისაღებად, პირდაპირი შესყიდვის ფორმით, ორი ხელშეკრულება გააფორმა. ორივე ხელშეკრულებას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ 29 მარტს მოაწერა ხელი. ერთი ხელშეკრულების ღირებულება 198 900 ლარია, მეორეს – 102 600. ერთი …
Continue reading “ბათუმის მერია შსს-ს 300 ათას ლარს ჩაურიცხავს – დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით”
54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები
სამშენებლო კომპანია „ალიანსი ფრივილიჯმა“ კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს 54-სართულიანი მრავლფუნქციური შენობის პროექტის შესათანხმებლად მიმართა. პროექტი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 172-მეტრიან მშენებლობას ითვალისწინებს. ზონალურმა საბჭომ საკითხი სხდომაზე უკვე განიხილა და პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საგანგაშოდ არ მიიჩნია“. ბოლო პერიოდში ეს იყო პირველი პროექტი, როცა საბჭოს სხდომაზე შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით …
Continue reading “54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები”
ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს
ბათუმის მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს ასევე უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მის მშენებლობაში. „…უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით ახალი ზოოპარკის მშენებლობის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საკითხში ბათუმის მუნიციპალიტეტს …
Continue reading “ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს”
ბათუმის მერია: #11 ავტობუსი ფერიის სასაფლაომდე უფასოდ იმოძრავებს
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, 9 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. მერიის ცნობით, #11 ავტობუსი, 12-წუთიანი ინტერვალით, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და შავშეთის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს. #11 ავტობუსით გადაადგილება უფასო იყო გუშინაც.
მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ
კვარიათის პლაჟზე, სადაც, წესით, ამ ეტაპზე არანაირი სამუშაოები არ უნდა მიმდინარეობდეს, კერძო პირებს შეაქვთ გარკვეული კონსტრუქციები და დაყარეს მიწა, რითაც პლაჟი, მაგისტრალის გასწვრივ, ამაღლდა. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მას მერია სეზონურად გასცემს იჯარით. გასულ წელს საიჯარო ხელშეკრულებებს ვადა ნოემბერში გაუვიდა. მერიამ ნაკვეთების იჯარით გაცემაზე მიმდინარე წელსაც უნდა გამოაცხადოს პირობიანი აუქციონი და პლაჟით მოსარგებლეებიც ამ …
რატომ გადაიკეტა ბულვარში სასეირნო და ველო ბილიკები არდაგანის ტბასთან
ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის არსებული ტერიტორია სამშენებლო ღობით შემოიღობა. ღობის შიგნით მოექცა ბულვარში ფეხით მოსიარულეთა და ველო ბილიკების გარკვეული მონაკვეთიც. ტერიტორიაზე სატუმბი სადგურის მშენებლობა იწყება, რომელიც 2 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. გამორიცხული არაა ღობეც 2 წლის განმავლობაში დარჩეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღობეს იქამდე არ აიღებენ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება: „შესაძლოა სატუმბი …
Continue reading “რატომ გადაიკეტა ბულვარში სასეირნო და ველო ბილიკები არდაგანის ტბასთან”
„აღარ აჩვენოთ გველები, ტურისტები არ მოვლენ“ – რას ჰყვებიან ადამიანები ანგისის დასახლებიდან
„აღარ აჩვენოთ გველები არსად,“ – ამას თითქმის ყველა მეორე გეტყვით ანგისის დასახლებაში. ჟურნალისტის გამოჩენა აქ უკვე არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ზოგიერთი ირწმუნება, რომ მერიამ ტერიტორია შეწამლა და გველები აღარ არიან. უმრავლესობა კი ვერ მალავს, რომ გველი დღესაც ნახა სახლის ეზოში, ჭიშკართან ან მდინარისპირას… აქ ახლა იმას დარდობენ, რომ ფოტოები ანგისის დასახლების ქვეწარმავლებზე მთელმა ქვეყანამ ნახა და …
აშენდება თუ არა ფეხით გადასასვლელი ხიდი ბარცხანაში
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე, ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა, რომელიც არაადაპტირებული იქნებოდა, მერიის გათვლებით, 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ქალაქის ბიუჯეტში ხიდის მშენებლობისთვის 186 100 ლარი იყო გათვალისწინებული. ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობაზე მერიამ ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთადერთ კომპანიას, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა, მერიის სატენდერო კომპანიამ დისკვალიფიკაცია მისცა. შპს „ემბიეი ჯორჯია“ მერიას …
Continue reading “აშენდება თუ არა ფეხით გადასასვლელი ხიდი ბარცხანაში”
ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სოციალური სერვისების სააგენტოს“ უფროსის თანამდებობაზე ასლან გელაძე დაინიშნა. მერიის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს, 3 აპრილს წარუდგინა. მერიის ინფორმაციით, ასლან გელაძე პროფესიით ეკონომისტი და პოლიტოლოგია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად, საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილედ, …
Continue reading “ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს”
ქედის ყოფილი გამგებელი „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა
ქედის ყოფილი გამგებელი, დავით დუმბაძე, ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დავით დუმბაძემ თავად დაუდასტურა. ეს თანამდებობა დავით ასამბაძემ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვა. ის ბათუმის ახალი მერის, ლაშა კომახიძის გუნდში ვერ მოხვდა. დავით დუმბაძე კი ქედის გამგებლის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ „ქართული ოცნების“ სიაში აღარ ჩაწერეს, ამიტომაც არჩევნების შემდეგ ისიც, …
Continue reading “ქედის ყოფილი გამგებელი „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა”
საჯარო სამსახურებსა და ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში წინასააღდგომოდ დანამატებს არ მიიღებენ
ქალაქ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ საჯარო სამსახურებში წინასააღდგომოდ ხელფასზე დანამატები არ გაიცემა. წინასააღდგომოდ დანამატებს ვერ მიიღებენ ვერც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში [მაგალითად, „ბაღების გაერთიანება“, „გამწვანება“ და სხვ.] დასაქმებულები. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სახის დანამატის გაცემა არც მერიის შპს-ებში [„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, „ბათუმის წყალი“…] იგეგმება. „წინასააღდგომოდ რაიმე დანამატები არც ადრე გაიცემოდა. იყო მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ისიც წინასაახალწლოდ“, …
ბათუმის მერია: #3 და #13 ავტობუსების მარშრუტი იცვლება
ბათუმის მერიის ცნობით, პირველი აპრილიდან ბათუმში ავტობუსების რამდენიმე მარშრუტზე ცვლილებები განხორციელდება, კერძოდ: #3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა (სამკერვალო ფაბრიკა); ბაქოს, შავშეთის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები; თამარ მეფის გზატკეცილი და თამარის დასახლება; უკუმიმართულება – თამარის დასახლება, თამარ მეფის გზატკეცილი, ბაქოს, ჭავჭავაძის, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა. …
Continue reading “ბათუმის მერია: #3 და #13 ავტობუსების მარშრუტი იცვლება”
ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა
„იაფი სახლის“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის მსურველთა შერჩევის კრიტერიუმები ბათუმის მერიამ 2016 წელს „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ დახმარებით შეიმუშავა და დღეს გაასაჯაროვა. მერიის განმარტებით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისი [Affordable Housing] არის იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინა მრავალსართულიან კორპუსში, რომელსაც მუნიციპალიტეტი გადასცემს აპლიკანტ ოჯახს, განსაზღვრულ პერიოდში ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით. შემუშავებული დოკუმენტით პროგრამის …
Continue reading “ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა”
ისტორიული ზონის ახალი საზღვრები ბათუმში – მის დამტკიცებაზე საკრებულო ხვალ იმსჯელებს
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებაზე ხვალ, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. პროექტი „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მოწონებას და ბათუმში ისტორიული ზონის შესახებ განკარგულების დამტკიცებას ითვალისწინებს. ეს განკარგულება ქალაქის ისტორიულ ნაწილის საზღვრებს და შესაბამის ზონებს დაადგენს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საჯარო წარმოების შემდეგ დადგინდა, რომ საჭიროა ,,გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების …
ძეგლის დაცვის ზონაში ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად ცხრასართულიანი სახლი აშენდება
ბათუმში, გორგასლის ქუჩის #86 -ში მშენებელი კომპანია ისტორიული ერთსართულიანი ბელეტაჟის დემონტაჟს და ამ ადგილზე ახალი ცხრასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ერთსართულიან სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. ამ პროექტისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად კომპანია კიდევ ერთი ორსართულიანი სახლის დემონტაჟს გეგმავს, რომელსაც გამწვანებული ეზო აქვს. მშენებლობას კომპანია „ბი გრუპ ჰაუსი“ გეგმავს, კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის …
Continue reading “ძეგლის დაცვის ზონაში ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად ცხრასართულიანი სახლი აშენდება”
ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში, მრავალბინიან სახლში, ბინის იმ მესაკუთრეს, რომელმაც აივანი უკანონოდ ამოაშენა, შესაძლოა მშენებელმა კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუუქმოს. მოქალაქემ აივანზე მოაჯირი 15 მარტს მოჭრა და კედლის ამოშენება დაიწყო. დღეს, ანუ 28 მარტს, მშენებლობა დასრულებულია – ამოყვანილ კედლებში ფანჯრებია ჩასმული, ხოლო ფასადი შეღებილია. რატომ ვერ შეაჩერა ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა, როცა ფაქტის შესახებ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი? „ჩვენ …
Continue reading “ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა”
ბათუმის მერიის განმარტება ახალი მოსაცდელებით გადაკეტილ ტროტუარებზე
ბათუმში ახალ მოსაცდელებს ამონტაჟებენ, რის გამოც ზოგიერთ ადგილზე მთლიანად იკეტება ტროტუარები. რას უპირებს მერია გადაკეტილ ტროტუარებს? – მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ასეთ ადგილებში მერია ტროტუარს გააფართოებს. „მოსაცდელები, რომლებიც, მაგალითად, ფიროსმანის ქუჩაზე დაიდგა, გაბარიტებით შეესაბამება იმას, რაზეც მერია და კომპანია შეთანხმდა. იქ, სადაც ტროტუარი გადაიკეტა, მერია გეგმავს გააფართოოს ტროტუარი, დაიგება ფილები და ფეხით მოსიარულეებს შეეძლებათ თავისუფლად …
Continue reading “ბათუმის მერიის განმარტება ახალი მოსაცდელებით გადაკეტილ ტროტუარებზე”
ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია ბათუმის ზღვისპირა პარკში რესტორან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ პლაჟს, რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, იჯარის წესით, 2067 წლამდე ვადით ითხოვს. 2017 წლის შემოდგომამდე ამ ტერიტორიის ნაწილი კომპანია „ხიდი 2006“-ს ჰქონდა იჯარით აღებული. კომპანია „ხიდი 2006“, რომელსაც რესტორან „სანრემოს“ შენობა იჯარით ჰქონდა აღებული, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წლის ოქტომბერში …
„ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება
„ვისოლ“ ჯგუფის შვილობილი კომპანია „ალმა“ ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები ზოგიერთ ადგილზე მთლიანად ჩაკეტილია. ამასთან, ახალი მოსაცდელები არაადაპტირებულია, მაშინ, როცა მერია სწორედ ადაპტირებული მოსაცდელების დადგმას გეგმავდა. რატომ ჩაიკეტა ტროტუარები? იყო თუ არა ტროტუარების მოსაცდელებით ჩაკეტვა იმ პროექტით გათვალისწინებული, რომელიც ქალაქის მერიასთან შეთანხმდა? დარჩება თუ არა ტროტუარები ჩაკეტილი? ხომ არ გეგმავს მერია …
Continue reading “„ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება “
კერძო კომპანიას 500 000 ლარს „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ექსკლუზიურად გადაუხდიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეკლამის (საიმიჯო ვიზუალის) სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებსა და მონიტორებზე განსათავსებლად, შპს „ალმას“, პროექტ „ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში, 500 ათასამდე ლარს გადაუხდის. „ალმას“ 100% წილის მფლობელი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, არის კომპანია [Global Investors Limited], რომელიც მალტაშია დარეგისტრირებული. სარეკლამო კომპანია „ალმა“ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდების ჩამონათვალშია. „ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში რეკლამები ქალაქ ბათუმშიც განთავსდება, იმ სარეკლამო ფართობზე, რაც „ალმას“ …
Continue reading “კერძო კომპანიას 500 000 ლარს „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ექსკლუზიურად გადაუხდიან”
როდის შეცვლიან არაადაპტირებულ მოსაცდელებს ბათუმში
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ალმა“, რომელიც ბათუმში ადაპტირებულის ნაცვლად არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებდა, გააფრთხილეს და ადაპტირებული მოსაცდელების ქალაქში განსათავსებლად ათდღიანი ვადა მისცეს. მერიის ინფორმაციით, უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელებს კომპანია ადგილზე გადააკეთებს. კომპანია არ დაუჯარიმებიათ. ქალაქის მერიაში განმარტეს, რომ კომპანიამ მოვალეობის შესრულება უკვე დაიწყო და პირველი ადაპტირებული მოსაცდელი ბათუმში „თევზის ბაზრობის“ წინ განათავსა. ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების …
Continue reading “როდის შეცვლიან არაადაპტირებულ მოსაცდელებს ბათუმში”
ბათუმის მერია საკუთარი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე იზრუნებს
ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობისა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე იზრუნებს. მერია შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებითა და ტენდერების ეკონომიებიდან დარჩენილი ოთხი მილიონი ლარიდან გეგმავს. მუნიციპალურ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის მერია ბიუჯეტიდან 130 600 ლარს დახარჯავს. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების შეტანის მიზნით მერმა საკრებულოს ინიციატივით მიმართა. ამ თანხაში არ შედის მერიის თანამშრომლების გადამზადება სახანძრო …
Continue reading “ბათუმის მერია საკუთარი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე იზრუნებს”
მერია ძველი ბათუმის ეზოების ეკონომიკურ პოტენციალს შეისწავლის
ძველ ბათუმში ეზოების განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ბათუმის მერია ეკონომიკური პოტენციალის კვლევას შეისყიდის. კვლევისთვის ბიუჯეტში 20 000 ლარს გაითვალისწინებენ. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაციის შესარჩევად მერია ტენდერს გამოაცხადებს. კვლევის მიზანი იქნება სახასიათო ეზოების შერჩევა, დაინტერესებული მოსახლეობის დახმარება ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად, ბიზნესგეგმების შედგენა და მათი განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურული …
Continue reading “მერია ძველი ბათუმის ეზოების ეკონომიკურ პოტენციალს შეისწავლის”
ახალი პროგრამა ბათუმში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის
ბათუმის მერია მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის, ბინაზე მომსახურების მიზნით, ახალი პროგრამის დაფინანსებას გეგმავს. პროგრამა სპეციალისტების ბინაზე მომსახურების გარდა მედიკამენტების მიწოდებასაც ითვალისწინებს და 50 ბენეფიციარზეა გათვლილი. „მათ მოემსახურება მობილური გუნდი, რომელშიც შედის ფსიქიატრი, ექთანი და ფსიქოლოგი, რომელებიც პაციენტებს გაუწევენ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ბინაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების რეციდივები და შევამციროთ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები“ – განმარტა მერიის ჯანდაცვის …
Continue reading “ახალი პროგრამა ბათუმში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის”
ვინ ისარგებლებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ბათუმში
ბათუმის მერია შეღავათიანი მგზავრობის საფასურით სარგებლობის საშუალებას მასწავლებლების გარდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა თანამშრომლებსაც მისცემს, რომელთა შრომის ანაზღაურებაც თვეში 625 ლარს არ აღემატება. შეღავათი მგზავრობის საფასურის 50% – იან ფასდაკლებას ითვალისწინებს. ეს საკითხი ერთ-ერთია მათ შორის, რომელთან დაკავშირებითაც ბათუმის მერი ბიუჯეტში ცვლილების ინიცირებას გეგმავს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შეღავათიანი მგზავრობის დაფინანსებას მერია იმ ოთხი მილიონიდან გეგმავს, რომელიც …
Continue reading “ვინ ისარგებლებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ბათუმში”
ბათუმის მერია საბავშვო ბაღებსა და „ავტოტრანსპორტში“ ხელფასების გაზრდას გეგმავს
ბათუმის მერია საკრებულოში ბიუჯეტის ცვლილების ინიცირებას გეგმავს. ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების, ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე რამდენიმე ახალი პროგრამის განხორციელებას და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს. მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, ამ თანხამ ოთხი მილიონი ლარი შეადგინა. ხელფასის გაზრდა თანამდებობრივი სარგოს 20 %-მდე გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეებისა და ტექნიკური პერსონალისათვის ახალი სასწავლო …
Continue reading “ბათუმის მერია საბავშვო ბაღებსა და „ავტოტრანსპორტში“ ხელფასების გაზრდას გეგმავს”
ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #16-ში, უკანონო მიშენება მოაშლევინეს
ასლან აბაშიძის რძალს, სალომე ბაჯელიძეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას #16-ში ახალაშენებულ მრავალბინიან სახლზე დაშენების სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებდა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აშენებული ფართობი მოაშლევინა. მესაკუთრე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი პროექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მითითება მისცეს, რაც მესაკუთრემ შეასრულა. უკანონოდ დაშენებული ფართობი უკვე მონგრეულია, ის სივრცე კი, რომელზეც დაშენების სამუშაოებს ატარებდნენ, პირვანდელ მდგომარეობაშია მოყვანილი. გიორგი აბაშიძის მეუღლეს, …
Continue reading “ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #16-ში, უკანონო მიშენება მოაშლევინეს”
ბათუმის მერია: სახურავიდან ჩამოვარდნილი პირი მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა
რატომ არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას გუშინ, მას შემდეგ, როცა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სახურავიდან 40 წლამდე მუშა ჩამოვარდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. წლების წინ აშენებულ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ თოვლდამჭერის სამონტაჟო სამუშაოებს მერია მოსახლეობის მოთხოვნით ატარებდა. „კონკრეტულ შემთხვევაში, გარდაცვლილი იყო ჯგუფის ხელმძღვანელი და სახურავზე შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის მიზნით …
Continue reading “ბათუმის მერია: სახურავიდან ჩამოვარდნილი პირი მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა”
ბათუმი ამ ქუჩაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სექტემბერში უმასპინძლებს [ფოტო]
წელს, სექტემბერში, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელშიც 160-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. შენობები, სადაც ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, საგანგებო რეჟიმში, ორბელიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლადო ასათიანისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის შენდება, არსებული ყინულის სასახლის მიმდებარედ. სამშენებლო მოედანს გარეთ არსებული ტერიტორია გადათხრილია, ქუჩები – ამორტიზებული, ასფალტის საფარის გარეშე, არ არის ტროტუარები. ამ ადგილის, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, გარე …
Continue reading “ბათუმი ამ ქუჩაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სექტემბერში უმასპინძლებს [ფოტო]”
უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე – საინფორმაციო შეხვედრა მერიაში
ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების, მათ დარღვევასთან დაკავშირებული რისკებისა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების …
Continue reading “უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე – საინფორმაციო შეხვედრა მერიაში”
ბათუმის მერი: „მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები კლდესავითაა წამოჭიმული“
ახალი სამშენებლო პროექტის დაგეგმვისას ბათუმში მშენებლები სიმაღლის ნიშნულს ამავე კვარტალში არსებული ახალი შენობიდან იღებენ. მაგალითად, თუ მომიჯნავე ნაკვეთზე თოთხმეტსართულიანი სახლია, ისინი მიიჩნევენ, რომ მის გვერდითაც თოთხმეტსართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ამ გადაწყვეტილებას ხშირად ე.წ ყრუ კედლებითაც ხსნიან. „ჩემს წინაშე დგას კითხვა, როგორ შევცვალოთ ე.წ. ყრუ კედლები განაშენიანების ზონაში? – მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები, რომლებიც დღეს კლდესავით …
Continue reading “ბათუმის მერი: „მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები კლდესავითაა წამოჭიმული“”
ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი – აუდიტი
ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ქალაქის მერიას მის ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე, აუდიტი აცხადებს, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური არსებობა, სისრულე და სიზუსტე. „მიუხედავად იმისა, რომ დარღვევაზე მერიას …
Continue reading “ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი – აუდიტი”
ლაშა კომახიძე „ქართულ მარშზე“: ეს ადამიანები არ იყვნენ მოსული პოლიტიკური განცხადებებით
„ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იყო მოსული კომუნიკაციის გარკვეული პრობლემის გამო, ძალიან ნორმალური და მშვენიერი მოთხოვნით, რომელიც ეხებოდა ქალაქ ბათუმში აღმაშენებლის ძეგლის დადგმის პერსპექტივას,“ – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე. ბათუმის მერი ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის ბრიფინგს გამოეხმაურა. მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი უნდა გაემიჯნონ „ქართულ მარშს“ და …
რა უქმდება და რა იქმნება ბათუმის მერიაში
ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ბათუმის საკრებულომ ორი ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციისა და ორი ახალი მუნიციპალური ორგანიზაციის დაფუძნებაზე თანხმობა მისცა. შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 16 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. გარდა ამისა, მერი გეგმავს მერიის აპარატის გაუქმებას, სამაგიეროდ კი, ქმნის ადმინისტრაციას. შესაბამისად, უქმდება აპარატის უფროსის თანამდებობა, მერიას ეყოლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომლის ხელფასიც 2900 ლარი იქნება. მერი ა(ა)იპ-ების: „ბათუმის კორპუსისა“ …