ახალი ავტობუსები ბათუმისთვის – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2018 წლის 15 მარტს, შეწყდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ წარადგინა. ამ ეტაპზე ბათუმისთვის ევროდიზელზე მომუშავე 30 ავტობუსი უნდა შეისყიდონ. შემდეგი ტენდერი უკვე ელექტროავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადდება. დღესვე ბათუმის მერიაში ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით სატენდერო პაკეტი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, წინადადება უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ  – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანია მერიას …

მერიაში არ იციან, რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ტროტუარების მოღობვიდან [ფოტო] 

კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს კანონი ავალდებულებს, დროებით სარგებლობაში აღებული ტროტუარის ყოველ 1 კვ/მ-ზე თვეში 1 ლარი გადაიხადონ. მშენებლობის დამცავი ღობეებით ბათუმში არაერთი ტროტუარი სანახევროდ ან მთლიანადაა გადაკეტილი. ეს უსახური ღობეები, ერთი მხრივ, აზიანებს ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ კი, ფეხით მოსიარულეებს მანქანების ნაკადში აიძულებს მოძრაობას. კანონი მოღობილი ტროტუარის მოსაკრებლის შესახებ თითქმის ერთი წელია ამოქმედდა, თუმცა ბათუმის მერიაში არ …

მერიამ ბათუმში, თბილისის მოედანზე, პარკირების საფასური განსაზღვრა

ბათუმში, თბილისის მოედანზე, ავტომანქანის ერთი საათით  გაჩერების საფასური ერთი ლარი იქნება – მერიამ შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შესახებ  პროექტი საკრებულოს უკვე წარუდგინა. საკითხი დასამტკიცებლად ხვალ, 16 მარტს, დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. მერია პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურის დადგენის შესახებ ბათუმის საკრებულოს 2013 წლის დადგენილებაში ცვლილებას ითხოვს. ცვლილების შესახებ პროექტის თანახმად მერიაში მიიჩნევენ, რომ …

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ კი 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 621 185 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე კომპანიამ  მხოლოდ ერთი შუალედური მიწოდება განახორციელა 251 109 …

მერიამ შესაძლოა ნურიგელის ტბისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს

მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულო ისტორიულ ზონას დაამტკიცებს, ბათუმის მერიამ შესაძლოა ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებულ ნურიგელის ტბისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს. ინიციატივა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ ბათუმის მერი ისტორიული ზონის „გეოგრაფიკის“ მიერ შეთავაზებული საზღვრების რედაქტირებას ითხოვს. მერის იდეაა, ამ საზღვრებიდან ამოიღონ გორგილაძის ქუჩის ნაწილი და ე.წ. წითელი ზოლი მელიქიშვილის …

ბათუმის მერია: „ერთ თვეში მიწათსარგებლობის გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ“

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში ბათუმის მერია ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოაცხადებს – ამის შესახებ მირიან მეტრეველმა დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საჯარო შეხვედრაზე ისტორიული განაშენიანების ზონებთან დაკავშირებული დოკუმენტები განიხილეს, რომლებიც „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. ეს დოკუმენტი მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა …

ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუდიტის შეფასებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება და სხვა. აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიაში დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების [კონსოლიდირებული ტენდერების გარდა] 54,1% ჩატარდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უმეტეს …

აუდიტი: ბათუმის მერიას არ აქვს დოკუმენტი, რომ 32 ტონა საწვავი მოვალეობის შესრულებისთვის გახარჯა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, ბათუმის მერიაში გახრჯულ 32 005 ლიტრ საწვავზე, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება, რომ ეს საწვავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის დაიხარჯა. აქედან, 28 435 ლიტრი გაცემულია ავტომანქანებზე, რომლებიც ეკუთვნოდათ მერიის თანამშრომლებს და არ იყო მერიის ბალანსზე, ხოლო 3 570 ლიტრი – მორიგე ავტომანქანაზე. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური …

პუტინის ფონდის მიერ მხარდაჭერილი კონცერტის ორგანიზატორი ბათუმის მერიას არ პასუხობს

პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციას ამ დრომდე არ შეუცვლია ინფორმაცია პუტინის ფონდის მიერ ორგანიზებული კონცერტების შესახებ. დღეს, 14 მარტს პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციის ინტერნეტ გვერდზე ისევ წერია, რომ ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია. საუბარია კონცერტზე, სადაც მონაწილეობას გეგმავდა ბათუმის მერიის ქალთა ვოკალური ანსამბლი და ბათუმის მეგობრობის სახლი. 7 მარტს გავრცელებული ეს ინფორმაცია ბათუმის მერიამ თავდაპირველად უარყო, თუმცა …

„უკვე დაგეგმილი მქონდა სხვა შეხვედრა“ – ბათუმის მერი საკრებულოს ოპოზიციას არ შეხვდა

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე არ მივიდა. სხომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლაშა კომახიძემ მერიის შენობა დატოვა. „მოვიდა წერილი თხოვნით შეხვედრაზე, თუმცა წერილი მოვიდა დაგვიანებით, უკვე დაგეგმილი იყო სხვა ღონისძიებები. მე მათ მივმართე წერილით, რომ აუცილებლად შევხდები და შევთავაზე, რომ გადავიტანოთ შეხვედრა ამ თვის ბოლოს. ასევე, თუ რაიმე შეკითხვა აქვთ, …

„ქართული მარში“ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიდის – საკრებულოს პასუხი

ბათუმის საკრებულო „ქართული მარშის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „ქართული მარშის“ ფეისბუქ გვერდზე დღეს გამოაქვეყნეს განცხადება, რომ 16 მარტს „ქართული მარში“ ბათუმის საკრებულოში მიდის, რადგან საკრებულო უარს ამბობს ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე. ამ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი.   ბათუმის საკრებულოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ქართული მარშის“ მიერ …

კომპანია „ალმა“ ადაპტირებულის ნაცვლად ბათუმში არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებს

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილ ესკიზზე გამოსახულისგან ბევრად განსხვავდება. როგორც „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, კომპანიამ შეთანხმებულისგან განსხვავებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. კონკრეტულად კი დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს. საქმე იმაშია, რომ მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, მოსაცდელს უკანა მხრიდან უნდა ჰქონოდა ღია …

ბათუმში სკოლებს სამინისტროს ნაცვლად მერია ააშენებს

ბათუმის სკოლების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადადის. ბათუმში არსებული სკოლების  რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ბათუმის მერია იქნება პასუხისმგებელი. მერიაში ეს საკითხი განათლების პოლიტიკისა და კულტურის სამსახურს დაექვემდებარება. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიაში განსახორციელებელი ცვლილებების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ  სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა თუ რეკონსტრუქცია,  მთლიანად მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაში გადადის. „შესაბამისად, საჭიროა ახალი რესურსი, რომელიც იქნება მუდმივად კავშირზე განათლების …

წითლად შეღებილი სახლის ამბავი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, წითლად შეღებილი ერთსართულიანი სახლის მეპატრონეს, სადაც ახლა რესტორანი ფუნქციონირებს, ბათუმის მერია სასამართლოში უჩივის. მერია  სახლის ფასადის უნებართვოდ გადაღებვის გამო რესტორნის მმართველის დაჯარიმებას და სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. გორგასლის #53-ში მესაკუთრემ ერთსართულიანი ბელეტაჟი წითლად შეღება. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. კანონმდებლობა ძეგლის დაცვის ზონაში არ უშვებს ისეთ …

დეპუტატის კომპანიამ მეზობელ სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრები გააუქმა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანია „ჩემი სახლი“ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 18-სართულიან სახლს აშენებს. ახალი სახლი ხიმშიაშვილის ქუჩის #18-ში მდებარე 1979 წელს აშენებულ სამსართულიან სახლს მიაშენეს. ახალი მშენებლობის გამო მომიჯნავედ, სამსართულიან სახლში მცხოვრებ სამ ოჯახს ფანჯრები გააუქმეს, აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დეპუტატის კომპანიამ მათ სახლზე ნაწილობრივ მოჭრა სახანძრო კიბე  და კედლიდან ჩამოხსნა ერთ-ერთი …

პუტინის ფონდი და ბათუმის მერია კონცერტის პარტნიორები – მერია ამ ინფორმაციის გასწორებას ითხოვს

ბათუმის მერიამ რუსეთში, პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა. წერილით ბათუმის მერია  გავრცელებული ინფორმაციის შეცვლას ითხოვს და იმის დაზუსტებას, თუ ვისგან მიიღეს ბათუმის მერიაში თანხმობა იმის შესახებ, რომ მერია კონცერტის პარტნიორი იქნებოდა. საუბარია რუსეთში პუტინის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე – „რუსეთი და საქართველო ერთმანეთისკენ“, სადაც ბათუმის მერიის ქალთა ვოკალური ანსამბლი აპირებდა მონაწილეობას. ამ ღონისძიების შესახებ პეტროზავოდსკის კულტურის …

ისტორიული სახლის ნაცვლად 14-სართულიანი კორპუსი – ზონალური საბჭო თანახმაა

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაში, კომპანია „გლობალ +“ 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე იტალიური დასახლებაა, სადაც სამი მესაკუთრე ცხოვრობს, მათ შორის ერთს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მხარეს სამსართულიანი სახლი აუშენებია. ინვესტორი თავის მიმართვაში, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართავს, წერს, რომ ამ ეზოში სახლების უმეტესობა ამორტიზებულია და  ბარაკული ტიპის საცხოვრებელს განეკუთვნება. თუმცა იმ …

ბათუმის მერიის ანსამბლი რუსეთში პუტინის ფონდის ორგანიზებულ კონცერტზე მიემგზავრებოდა 

რუსეთში, პუტინის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაში მონაწილეობას ბათუმის „მეგობრობის სახლი“ და ქალთა ვოკალური ანსამბლი აპირებდა. „მეგობრობის სახლი“ სხვადასხვა დიასპორას აერთიანებს და მას ბათუმის მერია აფინანსებს. ბათუმის მერია აფინანსებს ასევე ქალთა ვოკალურ ანსამბლს, რომელიც „ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულია. რუსეთში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში დღეს გავრცელდა, რასაც დღის განმავლობაში ბათუმის მერია უარყოფდა. …

ბათუმის მერია: მერიის ანსამბლის წევრები რუსეთში არ მიდიან

ბათუმის მერია არ არის იმ ღონისძიების პარტნიორი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით რუსეთში ტარდება. „ეს არის დეზინფორმაცია და ვაპირებ უახლოეს პერიოდში დავუკავშირდე ამ პორტალის ადმინისტრაციას და მოვთხოვო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწორება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში. საუბარია ფორუმზე – „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ“, რომელიც რუსეთში, კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში ტარდება. ინფორმაცია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ …

ვინ დაკარგავს და ვინ შეინარჩუნებს სამსახურს ბათუმის მერიაში – რეორგანიზაცია

პირველი მაისიდან ბათუმის მერია ახალი სტრუქტურული ერთეულებით დაიწყებს მუშაობას. ამ დროიდან მერიაში რამდენიმე სამსახურისა და მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი უსამსახუროდ დარჩება. მერმა სამსახურის უფროსების შეცვლის და მოსალოდნელი კონკურსის შესახებ უკვე დაანანონსა, რომელსაც 30 ვაკანსიაზე გამოაცხადებენ. კონკურსი პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე, მათ შორისაა, ვისი თანამდებობაც სტრუქტურულ ცვლილებას შეეწირება. თანამდებობებს დატოვებენ მერიის ა(ა)იპ-ების: …

ავტობუსის დაზიანებული მოსაცდელი ბათუმში – როგორ მოვიქცეთ?

ბათუმში, ავტობუსის 27-ე გაჩერება, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #47-ში, საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარეობს, მთლიანად დაბზარულია. შემინული გაჩერების მასიური, დაბზარული მინა ერთი შეხედვით საფრთხეს უქმნის მგზავრებს, რომლებსაც აქ ლოდინი უწევთ. გაჩერებაზე მუდმივად ხალხმრავლობაა. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა სანაპირო ზოლს მიუყვება და ძლიერი ქარი ამ ადგილზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის შესყიდვების მენეჯერი, ამირან შაქარაძე აცხადებს, რომ დაზიანებულ …

რისთვის არის საჭირო მიწის ნორმატიული ფასის დადგენა – ბათუმში ფასები არ შეცვლილა

მიმდინარე წლის 5 მარტს გამოქვეყნდა და შესაბამისად, ძალაში შევიდა ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრა. „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილება საკრებულომ 27 თებერვალს სხდომაზე მიიღო, თუმცა მიწის ნორმატიული ფასი ზუსტად იგივე დარჩა, რაც გასულ წელს იყო დადგენილი. ყოველწლიურად [თებერვლის ბოლომდე] მიწის ნორმატიული ფასის …

მშენებლობიდან გადმოცვენილი მასალები მძინარე ადამიანებს დაეცა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მშენებლობიდან ჩამოცვენილი მასალები კერძო სახლის სახურავს დაეცა, სადაც ადამიანებს ეძინათ, მათ შორის, არასრულწლოვანს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული 14 წლის არასრულწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო ქალი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულებს ნაკაწრები და მსუბუქი ხასიათის დაჟეჟილობა …

ბათუმის მერია ჭოროხის პირას ბიზნესჰაბს აშენებს

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს, 2 მარტს, მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მერიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გადაეცა თანხმობის წერილი და 5 ჰექტარი ტერიტორია ჭოროხის სანაპიროზე. ამ ტერიტორიაზე მერია ბიზნესჰაბს გააკეთებს. „აქ შევქმნით ჩემ მიერ წინასაარჩევნოდ დაანონსებულ ინდუსტრიულ ზონას და ათობით ახალ ბიზნესს მივცემთ საშუალებას, რომ წარმოების სფეროში დაიწყოს მუშაობა. ასევე …

ბათუმის მერი: რეორგანიზაციის შედეგად 101 ადამიანი მერიაში გათავისუფლებულად ითვლება

დღეს, 2 მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიის სტრუქტურული ცვლილებები წარმოადგინა. ახალი მოდელის მიხედვით, მერიაში სამსახურები ერთიანდება – ათი სამსახურიდან რჩება მხოლოდ ცხრა. სტრუქტურულ ცვლილებებამდე მერიაში სულ 217 საშტატო ერთეული იყო, ცვლილებების შემდეგ კი შტატების რაოდენობა 181-ზე ჩამოვიდა. აქამდე მერიაში ხელშეკრულებით 84 ადამიანი იყო დასაქმებული, ამის შემდეგ მხოლოდ 20 ადამიანი იქნება ხელშეკრულებით დასაქმებული. ლაშა კომახიძის …

ბათუმში სამარშრუტო ხაზებისა და მიკროავტობუსების შემცირება იგეგმება

ბათუმის მერმა თავისი მუშაობის ასდღიანი ანგარიშის წარდგენის დროს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციაზე ისაუბრა. ლაშა კომახიძის თქმით, ქალაქში მოძრაობის ნაკადის დარეგულირება და სამარშრუტო ხაზების სწორად გამართვა არის ახალი სატრანსპორტო სტრატეგიის ნაწილი. რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია და შემცირდება თუ არა მიკროავტობუსების რაოდენობა ქუჩებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე საუბრობს. ბატონო ემზარ, რა …

54-სართულიანი შენობა ბულვართან – რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კომპანია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეთანხმების აქტი გაფორმდა. კომპანია ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ სასტუმროს ააშენებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთანხმება მშენებლობის ნებართვის მიღების ვადებს უკავშირდება. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლითაც კომპანიამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ …

ბათუმის მერი ამბობს, რომ იაფი სახლის აშენება მისი პირადი ღირსების საკითხი გახდა

„იაფი სახლის სატენდერო დოკუმენტაცია წესრიგდება და შევძლებთ ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას. ბენეფიციარების შერჩევაც მალე დაიწყება,“ – თქვა ლაშა კომახიძემ დღეს, თავისი 100 დღის ანგარიშის წარდგენისას. ბათუმის მერია უკვე რამდენიმე წელია პირობას დებს, რომ იაფ სახლს ააშენებს. მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულიც კი გამოავლინა. ერთ-ერთი ბოლო ტენდერი 2018 წლის თებერვალში ჩაიშალა. მთელ ამ პროცესში უპრეცედენტო ფაქტიც …

ლაშა კომახიძე: K2-ის დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, K2-ის დარღვევაზე [მშენებლობის სიმაღლეში განსაზღვრულზე მეტით ზრდა]  ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის. მერს დღეს არ უთქვამს, თუ რამდენით აპირებენ ჯარიმების გაზრდას. “ზედმეტად დაშენებული სართულები ყველასთვის პრობლემაა. არის დეველოპერების კატეგორია, ვინც ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს, რომ როგორმე დაამატოს სართული. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ამ კომპანიებამ ვერასოდეს ვერ დაიკანონონ ასეთი შენობები სერიოზული ჯარიმების გარეშე. ეს უნდა …

ენმ ბათუმის მერს ბულვართან დაგეგმილ 54-სართულიან მშენებლობაზე: ნაცარს გვაყრით თვალებში

ამ წუთებში ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავისი საქმიანობის 100 დღის ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ, ლაშა კომახიძეს ჰკითხა ბათუმის ბულვართან მიმდინარე მშენებლობის შესახებ.  დუმბაძის განცხადებით, „ვიზუალური შესახედაობით, ადგილზე ისეთი ტექნიკა მუშაობს, შეუძლებელია მხოლოდ გეოლოგიური სამუშაოები რომ მიმდინარეობდეს“. „სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მშენებლობაზე პირადად დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელობას. …

ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსი აშენდება – კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ

კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ სასტუმროს ააშენებს. შენობა 54-სართულიანი იქნება, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება. „მულტიფუნქციური კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“ „ალიანს ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული,“ – განაცხადა „ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორმა, აკაკი სონგულიამ უძრავი ქონების გზამკვლევი პორტალის Property Georgia-სთან. შესაბამის ხელშეკრულებას „მერიოტ ინთერნეშენელთან“ კი ხელი 2018 წლის …

პუშკინის ქუჩაზე მშენებლობის მეორე სართულიდან ხის მასალები ჩამოცვივდა

ბათუმში, ლერმონტოვისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, მშენებარე კორპუსიდან ხის მასალები ჩამოცვივდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მშენებლებმა მაშინვე მოაწესრიგეს ობიექტი. მშენებლობას ამ მისამართზე კომპანია „Greentime“ აწარმოებს. მშენებლობის ბანერზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მშენებლობიდან ხის მასალების ჩამოცვენის შესახებ არაფერი იციან. რამდენიმე წუთში კომპანიის დირექტორმა, რამაზ კაკაბაძემ, დაგვირეკა და გვითხრა, რომ მშენებლობიდან მხოლოდ …

არმაზ ახვლედიანი აჭარაში კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს

„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ახვლედიანმა დღეს, 27 თებერვალს,  ბრიფინგი ბათუმის ბულვარში იმ ადგილას გამართა, სადაც მიწას კომპანია „ალიანს ფრივილიჯი“ ფლობს. ტერიტორია უკვე შემოღობილია. „ეს მშენებლობა არის უნებრათვო. მე მივიღე ეს ინფორმაცია ბათუმის მერიიდან. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა აქ გეოლოგიური სამუშაოები, ახლა …

ბათუმის მერია ხანძრით დაზარალებულებს ბინებს გადასცემს

ბათუმის მერიამ ხანძრით დაზარალებულ ცხრა ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. დაზარალებულები ასევე მიიღებენ თანხას ბინების გასარემონტებლად.  2013 წლის 21 სექტემბერს ზვიად გამსახურდიას #11-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის  საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

არასამთავრობოებმა ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩიეს

„ბათომი“ ვერ მოხვდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. „ბათომი“ დაუპირისპირდა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს. 23 იანვარს ორგანიზაციას სოციალურ ქსელში არცთუ ისე კონსტრუქციული სტატუსი მიუძღვნა მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც …

ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინებს – რიგგარეშე სხდომა

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩანიშნეს. 27 თებერვალს საკრებულო  ზვიად გამსახურდიას #11-ში 2013 წლის სექტემბერში ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი უნდა გინიხილონ და დაამტკიცონ. დაზარალებულ ცხრავე ოჯახს მერია ბინებს მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდიდან გადასცემს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან …

Exit mobile version