მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში და მილიონიანი პროექტები ფორსმაჟორში

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ ბათუმში ჩატარდებოდა ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა. შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც, წესით მაშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი, ვერ ესწრება. ამით კი ისეთი ფორსმაჟორი შეიქმნა, რომლის თავიდან აცილება მთავრობას გაცილებით ადრე შეეძლო. გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის …

უკუღმა დაკიდული აჭარის დროშა მერიის შენობაზე – მერიის განმარტება

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკუღმა შემოტრიალებული აჭარის დროშა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ გადაიღო და ფოტოს ვიდეოც დაურთო თან: ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ დროშა სწორად იყო დაკიდული და ქარმა შეატრიალა: „დილიდანვე მერიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებული იქნა დროშები. ლერმონტოვის ქუჩაზე, დროშის დაწევის შემდეგ ქარმა ამოატრიალა დროშა, ორ სამაგრიანიდან მოწყდა, დარჩა …

მშენებლობა საბავშვო ბაღის ეზოსთან

ბათუმში, პუშკინის N111-ში, 16 -ე საბავშვო ბაღის ეზოსთან შპს „უსა ჯორჯია“  მრავალბინიან სახლს აშენებს. მშენებლობა ბაღის შესასვლელთან მიმდინარეობს. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ მშენებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვებს. ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების ადმინისტრაციამ მერიის ზედამხედველობის სამსახურს წერილობითაც მიმართა. „გავესაუბრე მშენებლებს, ადგილი შემოსაზღვრეს, რომ ბავშვმა იქ მისვლა ვერ შეძლოს. მე ბადეც ვთხოვე, ბადე არ გაკეთდებაო …

რატომ აღარ იბრუნებს ბათუმის მერია ბულვარს

ბათუმის ბულვარის ბათუმისთვის დაბრუნება საკრებულომ 2014 წლის აპრილში გადაწყვიტა, მაგრამ  ბულვარის მართვის უფლება ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. დღეს ბათუმის საკრებულოსა და მერიაში არავის სურს საუბარი თემაზე: რატომ არ იბრუნებს ბათუმის მუნიციპალიტეტი ბულვარს მართვაში. ბათუმის ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წელს გადაეცა. მას შემდეგ არაერთხელ გაჩნდა ბულვარში ისტორიული ძეგლის დაზიანებისა …

მიმართვის შემთხვევაში მერია ქვეწარმავლებს დაიჭერს და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებს

ბათუმის მერიის ჯანდაცვის სამსახურის დეზინსექცია-დერატიზაციის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მიმართვის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი, შენობა-ნაგებობებისა და სათავსოების გარშემო ტერიტორიას ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დაამუშავებს. ქვეწარმავლების საწინააღმდეგო პრეპარატებით დამუშავდება უშუალოდ შენობა-ნაგებობებიც და მათი სარდაფები, სხვენები და საწყობები. მერიის ინფორმაციით, მიმართვის შემთხვევაში, ქვეწარმავლებს დაიჭერენ, გადაიყვანენ ტრანსპორტით და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებენ. მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნუგზარ …

ბათუმის მერია ისტორიული სახლების გამოსყიდვაზე

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული ბინების ალტენატიულ ბინებში გაცვლასთან დაკავშირებით. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ხუთი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა, …

მერიამ შპს საკუთრების შემოღობვისთვის დააჯარიმა – კომპანიის საჩივარი

კომპანია „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი“ [ყოფილი „სტარ“] ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის იმ წერილის გაუქმებას ითხოვს, რომელიც კომპანიის განცხადებით, „არ არის მართებული“. მერის უარი კომპანიამ ბათუმში, გოგებაშვილის 62-ში, მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის შემოღობვის ნებართვაზე მიიღო. კომპანიაში  აცხადებენ, რომ მერის უარი დაუსაბუთებელია. გოგებაშვილის ქუჩაზე, 62-ში მდებარე 6200 კვ/მ ტერიტორია [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, პორტის ადმინისტრაციული შენობის წინ] 2017 …

ლაშა კომახიძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შესაძლოა, პროცესი სასამართლოს გარეშე დასრულდეს

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, მოლოდინი აქვს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი სასამართლოს გარეშე გადაწყდება. მეჩეთის მშენებლობის საკითხის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმ მოტივით გადადო, რომ ბათუმის მერმა მუსლიმ თემთან მოლაპარაკების გამართვის სურვილი გამოხატა. „სასამართლო პროცესი არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. მთავრობის თავმჯდომარეს არაერთხელ განუცხადებია და მეც მითქვამს, რომ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს ყოველგვარი …

პატარაძის განმარტება ასლან აბაშიძის გარემოცვისთვის k2-ის შუამდგომლობაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მანამ, სანამ იმის შესახებ  განაცხადებდა, რომ დღეიდან k2-ზე [მშენებლობის დაგეგმილზე მეტით სიმაღლეში გაზრდა] შუამდგომლობის გაცემას აღარ გეგმავს და ამ ფუნქციას მთლიანად ბათუმის მერიას უბრუნებს,  უკვე გაცემულ შუამდგომლობებზე განმარტა. ზურაბ პატარაძის თქმით, ეს იყო მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შუამდგომლობები და არ იყო „მითითება, ბრძანება ან კარნახი“, რომ მათი შესრულება სავალდებულო ყოფილიყო. მეორეს მხრივ კი, მან თქვა, რომ …

რომელ ქუჩაზე შეფერხდება წყლის მიწოდება ბათუმში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის გამო წყალმომარაგების მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 12:00-დან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბაქოს ქ. #74-სა და მაქაცარიას ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე და ერთი კორპუსის საძირკვლის მოწყობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებში მერია მაქსიმუმ 2 478 444 ლარს გადაიხდის, რაც წინა ტენდერთან შედარებით 444 ლარით მეტია. ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ოთხი [„ა-ბ-გ-დ“ კორპუსი] ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. მოცემული ეტაპისათვის კი დაგეგმილია ორი …

ბათუმის მერია არამუნიციპალური ველოსიპედების პარკინგის ადგილების განსაზღვრაზე იმუშავებს

არამუნიციპალური ველოსიპედებისთვის პარკინგის ადგილების მოწყობის მოთხოვნით ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: ნათია აფხაზავამ, ნინო ჩხაიძემ და ასლან ჭანიძემ საკრებულოს მიმართეს. მათ საკრებულოს წარუდგინეს პეტიცია, რომელსაც ხელს 1350 ბათუმელი აწერს. ბათუმის მერიაში ინციატივა მოიწონეს. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები არამუნიციპალური ველოპარკინგების მოსაწყობად ადგილების იდენტიფიცირებისთვის დაიწყენ მუშაობას. შემდეგ კი მოამზადებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს, რის საფუძველზეც, …

„ბათუმობა“ შესაძლოა 28 აპრილს აღინიშნოს

ბათუმის მერია აპირებს საკრებულოს მიმართოს ბათუმობის დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატივით. თუ საკრებულო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ბათუმობა არა სექტემბრის დასაწყისში, არამედ 28 აპრილს აღინიშნება. „იმ შემთხვევაში, როცა 28 აპრილი არ დაემთხვევა შაბათ-კვირას, ქალაქის დღესასწაული აპრილის ბოლო შაბათს ან კვირას აღინიშნება, დასვენების დღეებში,“ – განმარტავენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. 28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა …

სარეკრეაციო ზონაში სასტუმროები და საეკლესიო ობიექტები არ უნდა აშენდეს – პეტიცია საკრებულოს

მოქალაქეები ბათუმში სარეკრეაციო ზონაში დასაშვები სახეობებიდან რესტორნების, კაფეების, სასტუმროებისა და საეკლესიო ნაგებობების ამოღებას პეტიციით ითხოვენ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მათ მოსაზრებას ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში იზიარებს, თუ ასეთი მშენებლობა მწვანე ნარგავების ხარჯზე იგეგმება. საკრებულო ამ საკითხის კენჭისყრას ხვალ, 15 თებერვლის სხდომაზე გეგმავს. ბათუმის საკრებულოს 50-ე მოქმედი დადგენილებით განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ, სარეკრეაციო ზონაში პარკების, სკვერების, ბულვარებისა …

ბათუმის მერია ყინულის სასახლის ტერიტორიას საკუთრებაში აჭარის მთავრობას გადასცემს

ტერიტორიას, სადაც ბათუმის ყინულის სასახლე მდებარეობს, მათუმის მერია საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცემს. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი 15 თებერვალს სხდომაზე ბათუმის საკრებულომ უნდა განიხილოს. მერიის ინფორმაციით, ბათუმში, ლ. ასათიანის N27-ში მდებარე 7832,9 კვ/მ საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებიდან, ნაგებობა N3 [მცირე ზომის სპორტული დარბაზი] ამ მომენტისთვის არის გამოთავისუფლებული. კერძოდ, მოხსნილია აეროპნევმატური მემბრანა და დარბაზიდან მერიის საწყობში …

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ბოლო ოჯახს ასახლებენ

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები 38 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინებით. შეთანხმება ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული მხოლოდ გურამ მამულაძის ხუთსულიან ოჯახთან. გასული წლის ივნისში მერიამ მამულაძის ოჯახს ულტიმატუმი წაუყენა – ან აირჩევდა მერიის შეთავაზებული სამი ბინიდან ერთ-ერთს და დათმობდა ბოტანიკურ ბაღში მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებას, …

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში დღეს 178 საცხოვრებელი ობიექტია, ხოლო ბათუმის მერიის საკუთრებაში – 30 საცხოვრებელი ბინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს, ასევე მერიას, სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით, დეველოპერული კომპანიებისაგან დამატებით აქვთ მისაღები საცხოვრებელი ბინები, ჯამში 7 550 კვ/მ. აუდიტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა, ერთიანი სტრატეგია, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული აღნიშნული …

7 ათასი ლარი ერთი სახელოვნებო პროექტისთვის

ბათუმის მერია თეატრალური და სახვითი ხელოვნების სფეროში მომუშავე პირებს ერთ პროექტს დაუფინანსებს. მერიის ინფორმაციით, დაფინანსდება მინიმუმ ხუთი პროექტი. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 35 ათასი ლარია. კონკურსის პირობების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი პროექტი. „პროექტები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ან მათ მიერ შექმნილი იურიდიული პირებისა და თუ ორგანიზაციების მიერ, არ განიხილება,“ …

კიდევ ერთი ახალი სამშენებლო პროექტი ბათუმში, რომელმაც ქალაქს ტროტუარი წაართვა [ფოტოამბავი]

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წრიულთან,  სამი მაღალსართულიანი სახლის წინ კიდევ ერთ მაღალსართულიან კორპუსს აშენებენ. სამშენებლო ღობის შიგნითაა მოქცეული როგორც ტროტუარი, ასევე სამანქანო გზის ნაწილი.   მშენებარე სახლის წინ, ე.წ. „ვოქსის ცხრიანში“ მცხოვრებნი შიშობენ, რომ ახალი პროექტი მათ ბინებს კიდევ უფრო დააბნელებს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის  ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, 2017 წლის 16 ოქტომბერს გასცა. ამ სახლის დასრულების …

საკრებულოს წევრი, რომელიც ბათუმის მერიის ტენდერებს იგებს: „ისტორიაში შევედი“ 

ირაკლი პატარიძე ბათუმის ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებს და მოგებასაც. იგი ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ამავდროულად ბიზნესმენიცაა. ირაკლი პატარიძე 50-პროცენტიან წილს ფლობს კომპანიებში – „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE . ამ კომპანიასთან ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვის ხელშეკრულებას მერიას დაქვემდებარებული უწყებები აფორმებენ. საკრებულოში შესვლამდე ირაკლი პატარიძე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ …

ბათუმის მერი: როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ აპრილში ჩატარების ინიციატივა სოციალურ ქსელში გააჟღერა. იდეის შეფასებას ის საზოგადოებას სოციალურ ქსელშივე სთხოვს: „ბათუმობა ყოველი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. თარიღი დაკავშირებულია ბათუმში 1888 წლის 25 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებულ ხმოსანთა პირველ არჩევნებთან. აღსანიშნავია, რომ 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის ქალაქის …

ბათუმის მერია: ანგისის ბაზა სტანდარტებს აკმაყოფილებს

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს.  ბათუმის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძის განცხადებით  მერიამ ანგისის სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ ანგისის ბაზაზე სამუშაოები დასრულებულია. „ანგისის ბაზა ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2017 წლის 25 დეკემბერს. აკმაყოფილებს სტანდარტებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც,“ – განაცხადა …

„იაფი სახლი“ ბათუმში – ტენდერი ისევ არ შედგა

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ხელმისაწვდომ საცხოვრისთან, ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, არ შედგა.  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავარაუდოდ არც ერთი კომპანია არ დარეგისტრირდა – მერიას ე.წ. „ნატ ტენდერი“ ჰქონდა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე სრული ინფორმაცია კონკურენტებსა და მათ მიერ დაფიქსირებულ ფასებზე არ გამოჩნდება. ამ დროისთვის ტენდერს უკვე მინიჭებული აქვს სტატუსი – …

7 მილიონი ევრო 50-მდე ახალი ადაპტირებული ავტობუსისთვის ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 10 ელექტრო და 40 დიზელზე მომუშავე ახალ ავტობუსს EBRD-ის სესხით შეიძენს. ავტობუსებისთვის დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. საერთაშორისო ტენდერი ოფიციალურად გამოცხადდა და სატენდერო წინადადებების მიღება წელს 15 მარტს დასრულდება. ახალი ავტობუსები ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ასევე უნდა ჰქონდეს კონდიციონერი. ტენდერის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა EBRD-ის გვერდზე ხელმისაწვდომი. „ტენდერი ტარდება …

ვინ მოჭრა ვაზი ბათუმის მეორე სკოლასთან? [ფოტოამბავი]

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლასთან, ვაზი მოჭრეს. ბათუმის გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ ვაზი მათ არ მოუჭრიათ და მათ სამსახურში არც წერილობითი შეტყობინება შესულა ვაზის მოჭრაზე ნებართვის მისაღებად. ვაზის უნებართვო ჭრაზე ინფორმაცია არც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიუღია. ორივე სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხით დაინტერესდებიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ვაზის მოჭრაზე უკვე შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი …

ბათუმის მერია ხანძრისგან დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანს

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერია დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროში გადაიყვანს. ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა. მერიის ინფორმაციით, დაზარალებულია ექვსი ოჯახი.

ხანძრით დაზარალებულების შესახებ ბათუმის მერია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა. დაზარალებულების ინფორმაციით, დაიწვა ოთხი ოჯახის საკუთრება. როგორ დაეხმარება მერია დაზარალებულებს, სად გაათევენ ისინი ღამეს და დაზუსტებულია თუ არა ინფორმაცია დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ? – ამ თემაზე ბათუმის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. „ გასულია ადგილზე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც აზუსტებს დეტალებს და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ,“ …

ამბები ღამის თავშესაფრიდან

საღამოს შვიდზე ბათუმის ღამის თავშესაფართან შეკრებილი ადამიანები ელიან, როდის გაიღება  ოთახის კარი, სადაც თბილა. ღამის თავშესაფრები ყოველდღე, საღამოს შვიდზე იღება, დილის ათზე – იკეტება. აქ  მხოლოდ ღამის გასათევად არ მოდიან, ზოგიერთს არც დღისით აქვს წასასვლელი. ისინი მოხუცთა სავანესთან ელიან რომელიმე მოხუცის გარდაცვალებას, რომ მათთვის ადგილი გამოთავისუფლდეს. „აქ დალხენილი არავინ მოდის, ყველას თავისი ისტორია აქვს,“ – …

ბათუმის მერია: ამომრჩეველი არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან

ბათუმში საუბნო კავშირებზე „ევროპულ საქართველოში“ გამართულ ბრიფინგზე განმარტება ნუკრი დეკანაძემ გააკეთა, ბათუმის მერიის აპარატის უფროსმა. ბათუმის მერია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას იწყებს, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა.  ბათუმის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ რაულ თავართქილაძე ერთ-ერთ სატენდერო დოკუმენტაციაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მერიას ამხანაგობების ჩამონათვალი აქვს  და ასევე „ამომრჩეველი“. ის მიიჩნევს, რომ მერია ამ გზით პარტიული აქტივისტების დასაქმებას …

„ევროპული საქართველო“: მერია აქტივისტების დასასაქმებლად ბიუჯეტს იყენებს

„ბათუმის მერია პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად ბიუჯეტს იყენებს,“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან,“ რაულ თავართქილაძე. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მერიის ახალი პროგრამა შეაფასა საუბნო კავშირებზე. ბათუმის მერია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას იწყებს, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა. რაულ თავართქილაძე ერთ-ერთ სატენდერო დოკუმენტაციაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მერიას ამხანაგობების ჩამონათვალი აქვს  და ასევე „ამომრჩეველი“. „რატომ წერია …

ბათუმის მერია საუბნო კავშირების ჩამოყალიბებაში 33 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, საუბნო კავშირები იქნება ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ერთობა, ხოლო კავშირების წევრები იქნებიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები. საუბნო კავშირების ჩამოყალიბებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. კავშირების ჩამოყალიბება ტენდერში გამარჯვებულმა 90 დღეში უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც მერია მას მაქსიმუმ 33 200 ლარს გადაუხდის [საბოლოო თანხა განისაზღვრება …

ბათუმის ისტორიული სახლები სტატუსის გარეშე – რეკომენდაცია უპასუხოდ

„სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით“ – ეს ამონარიდია ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟის  დახასიათებიდან. ავტორი კომპანია „გეოგრაფიკია“, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა. სამუშაოს ნაწილი იყო ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენი ობიექტების ნუსხის შედგენაც.  დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, #13-ში მდებარე …

ლაშა კომახიძე მერიის მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს

დღეიდან ბათუმის მერიის „საქმეზე გასული“ მოადგილეები და სამსახურების უფროსები გზიდან გადახვევას ვეღარ შეძლებენ და თუ ასე მოხდება, ამას აუცილებლად გაიგებს მერი. ბათუმის ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე, მერიის ბალანსზე რიცხული მანქანების გადაადგილების გაკონტროლებას საკუთარი მობილური ტელეფონითაც კი შეძლებს. ამაში მას ახალი სპეციალური მოწყობილობა GPS-ი დაეხმარება. GPS მომსახურება ბათუმის მერიამ 2018 წლის 15 იანვარს გამარტივებული წესით 3 …

ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს. დღეს გზის სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას ამოთხრილი ან დაზიანებულია; ზოგან წყალიც ამოდის. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. „ზოგადად, როდესაც წყლისა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება, შემდეგ მიმდინარეობს ერთი პირი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.  შემდეგ აჩერებენ სამუშაოებს გარკვეული პერიოდით, ვიდრე მეორე პირ …

ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც შესაძლოა უნივერსიტეტი გაიხსნას

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] გამწვანებული ტერიტორია კერძო კომპანიამ შემოღობა. ღობის შიგნით მოექცა ბათუმის მერიის მიერ დამონტაჟებული რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია შემოღობეს უკანონოდ და მერიამ უკვე მისცა კომპანიას გაფრთხილება ღობის მოშლასთან დაკავშირებით: „მერია თვლის, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და შესაბამისად, იქ განთავსებული ატრაქციონების გადატანა არ იგეგმება, …

ვინ აძლევს ბათუმს მილიონებს ძეგლების გადასარჩენად – ლაშა კომახიძის განმარტება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არ ასახელებს ორგანიზაციას, რომელთანაც, მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე ისტორიული სახლების გადასარჩენად. ამ ორგანიზაციაზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც პასუხი გასცა „ბათომს “ ღია წერილზე. „ბათუმელებმა“ ლაშა კომახიძეს კიდევ რამდენიმე საკითხის დაზუსტება სთხოვა. ბატონო ლაშა, მინდა გთხოვოთ …

Exit mobile version