Batumelebi | ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სოციალური სერვისების სააგენტოს“ უფროსის თანამდებობაზე ასლან გელაძე დაინიშნა. მერიის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს, 3 აპრილს წარუდგინა.

მერიის ინფორმაციით, ასლან გელაძე პროფესიით ეკონომისტი და პოლიტოლოგია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად, საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიან წარმომადგენლად ხულოს რაიონში. 1990-1991 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.

ასლან გელაძემ სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ბადრი გოგიძე შეცვალა. სააგენტო ბათუმში უფასო სასადილოებს ამუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი