მთავარი,სიახლეები

ვინ ისარგებლებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ბათუმში

23.03.2018
ვინ ისარგებლებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ბათუმში

ბათუმის მერია შეღავათიანი მგზავრობის საფასურით სარგებლობის საშუალებას მასწავლებლების გარდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა თანამშრომლებსაც მისცემს, რომელთა შრომის ანაზღაურებაც თვეში 625 ლარს არ აღემატება.

შეღავათი მგზავრობის საფასურის 50% – იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.

ეს საკითხი ერთ-ერთია მათ შორის, რომელთან დაკავშირებითაც ბათუმის მერი ბიუჯეტში ცვლილების ინიცირებას გეგმავს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შეღავათიანი მგზავრობის  დაფინანსებას მერია იმ ოთხი მილიონიდან გეგმავს, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებითა და ტენდერებისგან მიღებული ეკონომიებით გამოთავისუფლდა.  გამოთავისუფლებულმა თანხამ ოთხი მილიონი ლარი შეადგინა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: