როგორ გააკონტროლებს ბათუმის მერია გადაჭარბებულ ხმაურს[ვიდეო]

გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას ჰქონდა. როგორ და ვის მიერ მოხდება გადაჭარბებული ხმაურის ინსპექტირება, ამის შესახებ „ბათუმელებს“  მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, რომ დეტალები პირველი ივლისის შემდეგ ეცოდინებათ. „თავად ეს სამსახურია ჯერ ჩამოყალიბების სტადიაზე და როცა პირველი ივლისის შემდეგ მერიას გადმოეცემა ხმაურზე ინსპექტირების …

როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას

ბათუმის მერიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობაში ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება სთხოვა და დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა შესთავაზა. მერიაში მიიჩნევენ,  რომ ცვლილებები ბათუმში რამდენიმე მწვავე პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მერიის მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალშია უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობები, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ მერიის დადგენილების აღსრულება, …

ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

კომპანია „ამბასადორი ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, აჭარის მთავრობამ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. საშინელებათა ოთახი მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი მოაპირკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან [კმდს] შეთანხმების გარეშე. შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა ძეგლის ტერიტორიაზე …

ბინები პლაჟზე, რეკრეაციულ ზონაში – რამდენად კანონიერია ერმაკოვის მიერ გაცემული ნებართვა

კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯია“, რომელიც ახალი ბულვარის ბოლოში კომპლექს Batumi View-ს, ოთხ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, შენობების მოცულობის გაზრდაზე ნებართვას ითხოვს. ეს კომპლექსი ზედ პლაჟზე, ველობილიკის გასწვრივ შენდება და მთლიანად კეტავს ზღვისპირა სივრცეს ახალი ბულვარიდან აეროპორტის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გამორიცხული არ არის, ახალი ბულვარისა და მისი გაგრძელების დამაკავშირებელი ზღვის პირას აქ მხოლოდ ველობილიკი დარჩეს. ვინ …

ბათუმის მერის სათათბირო საბჭოს განახლებული შემადგენლობა

ბათუმის მერმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სათათბირო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა. საბჭო 12 წევრს აერთიანებს. მერის მრჩეველთა საბჭოს შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამხანაგობები და  ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლები. ეს არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ათი წევრისგან, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ …

გაიზრდება თუ არა ჯარიმა უკანონო მშენებლობისთვის ბათუმში – კითხვებს ლაშა კომახიძე პასუხობს

ბათუმში ყოველგვარი პროექტისა და მერიასთან შეთანხმების გარეშე უკანონო მშენებლობები, დაშენებები და მიშენებები გრძელდება. ამ დარღვევაზე ჯარიმა იმდენად მცირეა, რომ დაჯარიმების შემთხვევაშიც კი პროცესი ისევ კანონდარღვევით გრძელდება. შედეგად – ამ დროისთვის ბათუმში 9000 კვადრატული მეტრია უკანონოდ აშენებული, მეპატრონეებს კი იმედი აქვთ, რომ ამ ქონებას მაინც დაირეგისტრირებენ. თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობებისთვის საჯარიმო თანხა  30 000 ლარამდე გაზარდა. …

ბათუმის მერი პლაჟზე დაგეგმილ რესტორანზე: „იქ არ არის არავითარი ჩიხირთმა და ჩახოხბილი“

პლაჟზე დაგეგმილი სარესტორნო ინფრასტრუქტურა ბათუმში განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა. ამ თემას სოციალურ ქსელშიც ხშირად ეხმაურებიან. „ამ აჟიოტაჟის შესახებ“, როგორც თვითონ ამბობს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემაც იცის. ის მიიჩნევს, რომ კითხვებს არასწორი მისამართიდან სვამენ: „ბათუმის მერია განიხილავს კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტს. პროექტზე ნებართვის მიცემა ერთია და იმ კონცეფციის მიღება ან არ მიღება, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ზღვის …

სკაუტების საერთაშორისო ბანაკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა

ბათუმის მერია ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ბანაკის – სკაუტარიუმის ორგანიზებას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, „აჭარის სკაუტების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ბანაკი – სკაუტარიუმი“   14 -21 ივლისის  პერიოდში გაიმართება. ბანაკის ორგანიზებისთვის ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 35 ათასამდე ლარს გადაიხდის, შესაბამის მომსახურებას კი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო ბანაკში  ქართველი, თურქი, ინგლისელი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული …

ბათუმის მერიას დავების საბჭოში უჩივიან – 438 ათასი ლარი ჭკვიანი კამერებისთვის

ბათუმის მერიას, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „იუჯითი“ დავების საბჭოში უჩივის. სატენდერო თანხა 438 233 ლარია, ტენდერში მონაწილე „დელტა კონსალტინგი“ კი მერიას შესაბამის მომსახურებას 399 129 ლარად სთავაზობს. მერიის სატენდერო კომისიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სწორედ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი „იუჯითისთვის“, ეჩივლა სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში. „იუჯითის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ „დელტა …

ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სამი ატრაქციონი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით, სამართავი ჯიხურებითა და დამატებით 330 კვადრატული მეტრი ნაკვეთით, ერთი პირის – ეკატერინე ნიკოლაიშვილის ხელში გადავიდა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირის, ზაზა ჩხიკვაძის მეუღლეა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი მის ბიზნესში მეუღლის რაიმე ფორმით მონაწილეობას  უარყოფს. ის ამ საკითხთან დაკავშირებული …

რკინის კონსტრუქცია ტროტუარზე

ბათუმში, გამსახურდიას #36 -ში, რესტორან „ვაინ თაუნის“ მეპატრონემ ტროტუარის ხარჯზე ღია ტერასა მოაწყო და ის რკინისმოაჯირიანი კონსტრუქციით შემოსაზღვრა. ამ შემთხვევაში ტროტუარის ათვისებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რადგან აქ მდებარე ორსართულიანი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ბათუმელები“ დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა განთავსებული კონსტრუქციის პარამეტრები პროექტს, რომლის მიხედვითაც ნებართვა გაიცა, რადგან კონსტრუქციის მიღმა  მანძილი ვიწროა ფეხით …

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-მა გასასვლელი ჩაკეტა

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი მომხმარებელს უკვე იღებს, მუშაობს ეზოში განთავსებული ღია კაფეც, სადაც მაგიდები ისეა განლაგებული, რომ მოქალაქეები შენობის მარჯვენა მხარეს არსებული გადასასვლელით ვეღარ ისარგებლებენ. მაგიდების ორ მწკრივს შორის ვიწრო ადგილზე უნდა ჩაიარო, რაც კაფეს დატვირთვის შემთხვევაში უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლაა შესაძლებელი. ეტლით მოსარგებლე კი ამ გასასვლელით სარგებლობას, სავარაუდოდ, საერთოდ ვერ შეძლებს. ბათუმის მერიის …

„ქუჩის იერსახე ადამიანებზე მნიშვნელოვანია?“ – მორიგი მცდელობა გარევაჭრობის აღსაკვეთად

ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ – აქ ამბობენ, რომ მათ სურთ, უფრო მოწესრიგებულ გარემოში იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში გადასახადსაც გადაიხდიან, მაგრამ ისეთ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა და ვაჭრობას შეძლებენ. წერეთლის ქუჩაზე ძირითადად ტანსაცმლით, საოჯახო წვრილმანებითა და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. ფასები ხელმისაწვდომია, აქ დღის განმავლობაში ხალხი მოძრაობს, რაც ვაჭრობისთვის ხელსაყრელია, თუმცა ამ ადგილზე …

ბათუმში „ეშმაკის ბორბალი“ ორი წლით 766 ათას ლარად გასხვისდა

დღეს, 11 ივნისს, ელქტრონულ აუქციონზე, ბულვარში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ატრაქციონი – პანორამული [ეშმაკის] ბორბალი, მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებთან და 1419 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად ორწლიანი იჯარით გასხვისდა. ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მყიდველის ვინაობა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი. ატრაქციონის წლიური საიჯარო საწყისი ქირა, მერიის მიერ, 161 ათასი ლარი იყო განსაზღვრული, აუქციონზე კი …

კიდევ ერთი კაფე ტროტუარზე ბათუმში

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, კაფე „ვაინ თაიმის“ მფლობელი ტროტუარს რკინის კონსტრუქციით ისე ღობავს, რომ იქ ფეხით მოსიარულეებისთვის  ვიწრო ადგილი რჩება, პარალელურად, დარჩენილ ნაწილს უფრო ავიწროვებს აქ განთავსებული ქოთნის ყვავილები. მით უმეტეს იქ გავლა გაუჭირდება ეტლით მოსარგებლეს. ადგილზე გვითხრეს, რომ  ტროტუარის ათვისებასთან დაკავშირებით ნებართვა მერიისგან აქვთ, ხოლო კითხვაზე, კაფეს წინ ტროტუარის ათვისებული ნაწილის სიგანე ჯდება თუ …

ბათუმის მერია ადმინისტრაციულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემას დაამონტაჟებს

ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 68 130 ლარია გამოყოფილი. სახანძრო უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. 25-ში, ლერმონტოვის ქ. 90-ში და ორბელიანის ქ. 10-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებში. მომსახურებას მერია ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების მიხედვით, სახანძრო სიგნალიზაციის საკონტროლო პანელი უნდა დამონტაჟდეს პირველი სართულის ნიშნულზე… კვამლის მაუწყებლები უნდა დამონტაჟდეს ჭერის …

მერია მცირე ბიზნესის კუთხით ძველი ბათუმის ეზოების პოტენციალის შესწავლას იწყებს

ბათუმის ისტორიული განაშენიანების საზღვრებში ეზოებში კომერციული პროექტების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ბათუმის მერია შესაბამის კვლევას ჩაატარებს და პარალელურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. პირველ ეტაპზე 10 ეზოს პროექტი მომზადდება. მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 20 ათასი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხუთ ეტაპად უნდა განახორციელოს: პირველი ეტაპი დაეთმობა …

ბათუმში 16 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე მიწის 16 ნაკვეთი პირობიან და უპირობო აუქციონებზე გაიყიდება. გასაყიდი ნაკვეთების საერთო ფართობი 4 302კვ.მ-ია, საწყისი საპრივატიზებო საფასური კი ჯამში – 1 მილიონ 9 ათას 850 ლარი. აუქციონზე გასატანი ნაკვეთებიდან 1741 კვ.მ პირობების გარეშე გაიყიდება. ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩის N43-ის მიმდებარედ 653 კვ.მ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 210 ათასი ლარია, ანუ …

დღეს ბათუმში ბავშვებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საზაფხულო თეატრში გაიმართება

უამინდობის გამო ბათუმის მერიამ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმის საზაფხულო თეატრში გადაიტანა. როგორც კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომელიც ამ ღონისძიებების ორგანიზატორია, ყველა ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის: კონცერტები, სახის მოხატვის აქციები და ა.შ. დარიგდება უფასო ნაყინი და პოპკორნი ბავშვებისთვის. ბავშვების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში [12:00-დან – 20:00-საათამდე] იზრუნებენ ზღაპრის გმირები – კოსტიუმირებული მსახიობები – დისნეი, ჯამბაზები, …

ბათუმის ცენტრალურ პარკში გაყიდულ საპირფარეშოს მერია ხელმეორედ გაყიდის

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო ბათუმის მერიის ა(ა)იპი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის აპრილში გაიტანა. საწყისი ფასი 1160 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი – 116 ლარი, ელექტრონულ ვაჭრობაზე ეს თანხა 12 064 ლარზე ავიდა. მყიდველმა ის ათწლიანი სარგებლობის უფლებით შეისყიდა. აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მყიდველმა საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე უნდა განახორციელოს საპირფარეშოს …

მერია გარევაჭრობის აღსაკვეთად პოლიციასაც გამოიყენებს

ივნისის თვის დასაწყისიდან წერეთლისა და მის მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობის აღსაკვეთად, თუ საჭირო გახდა, მერია პოლიციასაც მიმართავს – აცხადებენ  ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში. „რა თქმა უნდა, პოლიციაც ჩაერთვება კანონის ფარგლებში და უნდა აღიკვეთოს გარევაჭრობა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ტარიელ გოგიტიძემ, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტმა. ტარიელ გოგიტიძის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩიდან მათ უკვე მიმართა 30-40-მდე გარემოვაჭრემ, …

1183 კვ/მეტრი ტერიტორია ანბანის კოშკთან მერიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბის მოსაწყობად გასცა

შპს „ბმ გრუპი“ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, გეგმავს გააკეთოს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბი, რომელიც წელს რუსეთში ტარდება და 14 ივნისს იწყება. კომპანიამ ამისათვის ბათუმის მერიას საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკთან 1183 კვადრატულ მეტრი ტერიტორია და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სთხოვა. საკითხი მერიამ მოიწონა და საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. იდეას დღეს საკრებულოც დასთანხმდა. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოაწყობენ  …

კვარიათში, პარლამენტარ წულაიას აპარტოტელის გვერდით, კიდევ ერთი სასტუმროს აშენება იგეგმება

ახალმა აპარტოტელმა, რომლის მშენებლობასაც შპს „დომუს დეველოპმენტი“ გეგმავს, შესაძლოა საქართველოს პარლამენტის წევრის, ივლიანე წულაიას ბიზნესსაც შეუშალოს ხელი. დეპუტატის უკვე არსებული აპარტოტელი კვარიათში – „კვარიათი სანსეტი“  პლაჟზე მდებარეობს და ეზოც პლაჟის ტერიტორიაზე აქვს. ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დეპუტატის უკვე არსებული სასტუმროს ფასადი ნაწილობრივ დაიფარება. გასცემს თუ არა ბათუმის მერია ნებართვას მშენებლობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტარის კომპანიის …

ბათუმში ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ – მერიის გამოკითხვის შედეგები

ბათუმის მერია გასულ კვირას მოსახლეობის ონლაინ გამოკითხვას აწარმოებდა ახალი მუნიციპალური ავტობუსების ფერთან დაკავშირებით. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლურჯი ფერი ლიდერობდა. „გამოკითხვაში 3 748 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 53-მა პროცენტმა ხმა მისცა ლურჯ ფერს, 16,6  პროცენტი წითელი ფერის მომხრე იყო, 11,8 კი – თეთრი ფერის,“- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, ახალი მუნიციპალური ავტობუსის …

ბათუმის მერიას 200-ათასიან ტენდერში უჩივიან – ქუჩების რეაბილიტაცია გონიო-კვარიათში

გონიო-კვარიათის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, შპს „ნიუ სთაილ“-მა დავების საბჭოში გაასაჩივრა. ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ის ბათუმის მერიას შესაბამის მომსახურებას 723 ლარით ნაკლებად სთავაზობდა, ვიდრე მეორე პრეტენდენტი – შპს „ბონდი-2009“, რომელსაც მერია დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს. „ნიუ სთაილი“ აცხადებს, რომ მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც …

გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]

მაღლივი კარკასი მაღლივი კარკასის წინ, მაღლივი სასტუმროს  წინ კი მაღლივი სასტუმრო – ახალი შენობები გონიოსა და კვარიათის სანაპიროზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ერთმანეთს ეფარებიან. ამიტომ, ვინც მოასწრო და მშენებლობა სანაპიროს პრომინადის გასწვრივ დაიწყო, მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან მისი შენობის ფანჯრები პირდაპირ პლაჟს უყურებს. ამ შენობების გვერდით კი ცარიელი ადგილები ბევრგან შემოღობილი და სამშენებლოდ მომზადებულია, ზოგან …

როდის ატარებს ბათუმის მერია ხალხის გამოკითხვას

„კორპუსებს შორის რომ მიწა გაყიდეს ბათუმში, მაგაზე ჩაეტარებინათ გამოკითხვა,“ – ამბობს იურისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. მას, როგორც აქტიურ მოქალაქეს ვკითხეთ, რა ჩანს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებიდან, როცა ის ზოგჯერ კონკრეტულ საკითხებზე ინტერნეტ გამოკითხვას ატარებს. ბოლო ასეთი გამოკითხვა ბათუმის მერიამ მუნიციპალური ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოაცხადა. „რა ფერის მუნიციპალურ ავტობუსს ისურვებდით ჩვენს ქალაქში?“ მერიამ ოფიციალურ …

ვის შეუძლია ბათუმში „იაფი სახლის“ ყიდვა – მერიამ კრიტერიუმები წარმოადგინა

დღეს, 25 მაისს, ბათუმის მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, ე.წ. „იაფი სახლის“ კრიტერიუმები წარმოადგინა. შემაჯამებელ შეხვედრაზე ითქვა, რომ მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინის შესყიდვა შეეძლებათ პირებს: ვისი ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც არის რეგისტრირებული ბათუმში; ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები დადგენილია დაახლოებით 400-1200 ლარის ფარგლებში; ორსულიანი ოჯახებისთვის – 400-1800 ლარის, ხოლო სამსულიანი ოჯახებისთვის …

„ცაში გამოკიდებულები“ – ორი დამქირავებელი მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებს [ვიდეო]

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #5-ში, მიმდინარე მშენებლობის ვიდეო და ფოტოკადრები, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობისა და ე.წ. შესაფუთი ბადის გარეშე მიმდინარეობს, მოქალაქემ გამოგვიგზავნა. კადრებში ჩანს, რომ ადამიანები 24-სართულიან კარკასზე დამცავი საშუალებისა და ჩაფხუტების გარეშე იმყოფებიან. „დააკვირდით ადამიანებს, ცაში არიან გამოკიდებული“, – მოგვწერა ვიდეოს ავტორმა. მშენებლობას ტბელ აბუსერიძის #5-ში შპს „ლამინი ჯგუფი“ აწარმოებს „DS გრუპის“ …

მოქალაქე ფოტოატელიეს და „სიცილის ოთახს“ ბათუმის ბულვარში ათწლიანი იჯარით ითხოვს

ბათუმის ბულვარში, ბამბუკის ხეივნის მიმდებარედ არსებულ ერთსართულიან შენობას, სადაც ახლა ფოტოატელიე და ძველი, საბჭოთა პერიოდის დანატოვარი – სიცილის ოთახია განთავსებული, ფოტოგრაფი ვასილ ოსეფაიშვილი ათწლიანი იჯარით ითხოვს. სანაცვლოდ კი ქონების მესაკუთრეს, ბათუმის მერიას, ამ ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტის მოწყობასა და წელიწადში 7000 ლარის გადახდას ჰპირდება. ბათუმის მერია თანახმაა 113 კვადრატული მეტრი  მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 89,43 …

მერია გარემოვაჭრეებს ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში 600 ლარს სთავაზობს

 ბათუმის მერია უკანონო გარევაჭრობის შესაჩერებლად გარემოვაჭრეებს გოგოლის ქუჩაზე, ალტერნატიულ ფართობში გადასვლის სანაცვლოდ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც ნებაყოფლობით, სათანადო აღრიცხვის საფუძველზე, გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ტერიტორიას, გადავა და საქმიანობას გააგრძელებს გოგოლის ქ. #1-ში მდებარე ალტერნატიულ ფართობში, ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ კომპენსაციის სახით გადასცემენ 200 ლარს ყოველთვიურად, 3 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, …

215 სათვალთვალო კამერა ბათუმში და 438 ათასი ლარი ბიუჯეტიდან მათი პატრონობისთვის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე 215 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაა ჩართული. ქალაქის ბიუჯეტში კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის 438 233 ლარია გათვალისწინებული. შესაბამის მომსახურებას ბათუმის მერია ტენდერით შეისყიდის. „ყველა კამერა არის მუშა მდგომარეობაში, თუმცა იყო მუშაობასთან დაკავშირებით მცირე შეფერხებები. ამიტომ, ტენდერის პირობაში ჩადებულია 195 ვიდეო-სათვალთვალო კამერის უწყვეტი კვებით მომარაგება,“ – გვითხრეს ქალაქის მერიაში. ტენდერში გამარჯვებულს ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული 215 …

ჯინჭარაძეზე დანგრეული სახლის ასაშენებლად მერია ელექტრონულ აუქციონს განმეორებით აცხადებს

ბათუმის მერიამ განმეორებით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა ახვლედიანის (ყოფილი ჯინჭარაძის) ქუჩის #12-ში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის მესაკუთრე ცხრა ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ ასაშენებლად. აუქციონი ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მიმდინარეობს, საწყისი ფასი 837 600 ლარია. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში სამსართულიანი სახლი უნდა ააშენოს, მანსარდითა და 10 საცხოვრებელი ბინით, ჯინჭარაძის 12 ნომერში. ბინები კეთილმოწყობილი უნდა იყოს, შეღებილი …

რა ელის ჭაჭის კოშკს, რომლის ასაშენებლად 800 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ჭაჭის კოშკი ისევ უფუნქციოდაა. ბათუმის მერიაში დღეს ვერ გვიპასუხეს კითხვაზე, რა გეგმები აქვს მერიას – მუშავდება თუ არა რაიმე იდეა ამ კოშკთან დაკავშირებით ან განახლდება თუ არა უფასო ჭაჭის მიწოდება პერიოდულად. პრესსამსახურში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა დღის განმავლობაში ამ თემაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ჭაჭის კოშკი ამჟამად ბათუმში იმ ობიექტთა ჩამონათვალშია, რომელთა …

უადგილო და არაადაპტირებული მოსაცდელები ბათუმში – ერთი თვეა პრობლემა არ გვარდება

ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ წინ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი, კომპანიის მოთხოვნით აიღეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მაშინ განაცხადეს, რომ აქ გაცილებით პატარა ზომის მოსაცდელს დადგამდნენ. დღემდე არ დაუდგამთ. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დღესაც არ იციან, როდის დაიდგმება მოსაცდელი ბაგრატიონის ქუჩაზე. „როცა მეორე ეტაპი დაიწყება მოსაცდელების დადგმის, მაშინ ჩაისმება ეს ადგილი. …

სულხან ევგენიძე თავისი ხელფასის ოდენობაზე: „არ გეტყვით“

ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, დასაქმებასთან დაკავშირებული სასურველი წინადადება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო. ის ექვსი თვის განმავლობაში ელოდა მმართველი პარტიისგან ამ წინადადებას. გასულ კვირას კი მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშნეს. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან გასულ კვირამდე სულხან ევგენიძე უმუშევარი იყო. ის გამგებლობის პერიოდში ამტკიცებდა, რომ პროფესიონალ საჯარო მოხელეებს კერძო სექტორი …

Exit mobile version