სიახლეები

რუსეთი აივ-ის გავრცელების ტემპებით ევროპაში ლიდერად დასახელდა

29.11.2018 • 1613
რუსეთი აივ-ის გავრცელების ტემპებით ევროპაში ლიდერად დასახელდა

რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია იმუნოდეფიციტის ვირუსის (შიდსი) გავრცელების ტემპით 2017 წელს ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერად დასახელდა. ამის შესახებ ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრისა (ECDC) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ბიუროს 2018 წლის ანგარიშში წერია.

ტელეკომპანია Дождь-ი წერს, რომ გასულ წელს ევროპის რეგიონში შიდსის 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 130 ათასი – აღმოსავლეთ ევროპაში, უშუალოდ რუსეთში კი 104 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ანგარიშებში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსის გადადება უმეტესად (56%) ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კავშირისა და ინექციური ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მოხდა.

ანგარიშის თანახმად, რუსეთში ყოველ 100 000 დამიანზე აივის 71 100 შემთხვევა ფიქსირდება, უკრაინაში – 37 000 შემთხვევა, ბელორუსიაში – 26 100, მოლდოვეთში – 20 600. ცენტრალურ ევროპაში ეს მაჩვენებელი 3 200-ს შეადგენს.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბოსნია და ჰერცოგოვინაში – 0.3, სლოვაკეთში 1.3 და სლოვენიაში 1.9.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: