მთავარი,სიახლეები

აჭარაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება

29.11.2018
აჭარაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგიონის მოსახლეობისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრანსპლანტაციისთვის ერთ პაციენტზე 65 000 ლარი გამოიყოფა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მომავალი წლისთვის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (რომელიც, ასევე, სამინისტროს პროგრამაშია გათვალისწინებული) ჯამში 10 პაციენტს დაუფინანსდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2016 წელს დაიწყო.  დღემდე სამინისტროს დაფინანსებით ისარგებლა 9 პაციენტმა. ჯამში გამოიყო – 370 000 ლარი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008