ბათუმის საკრებულოს კომისიებში დღეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ ნატარიძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტული მიმართულებაა და მასზე 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 64,861,100 ლარი დაიხარჯება. …
Continue reading “საკრებულოში ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს”