აჭარის მთავრობა დაემალა ჟურნალისტებს, რომლებიც სხდომაზე საპროტესტო პერფორმანსს გეგმავდნენ

დღეს, 14 ივლისს, აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურში გაიმართა, თუმცა სხდომა მხოლოდ აჭარის ტელევიზიამ და „მაესტრომ“ გააშუქა – ჟურნალისტებისთვის ბათუმში მთავრობის სხდომის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა მთავრობის სხდომის პირდაპირი ეთერი ჩაირთო. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობა სხდომის შესახებ არ ატყობინებს ჟურნალისტებს. გასვლით სხდომებს აჭარის მთავრობა საკმაოდ ხშირად მართავს და …

აჭარის მთავრობის სხდომაზე ქედის გაზრდილი ბიუჯეტი და მნიშვნელოვანი პროექტები წარადგინეს

დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 16 792 400 ლარი შეადგინა. გარდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა, ქედაში სტრატეგიული პროექტები განხორციელდება საქართველოს და აჭარის მთავრობის დაფინანსებით. მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქედის მუნიციპალიტეტის სწორი, სისტემური განვითარება. ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც გულისხმობს დაგეგმილი …

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე შუახევის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინეს

დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს. შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შუახევის კულტურის სახლს. შუახევში ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვანი ცენტრები იქმნება. ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. ასევე დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება …

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე გაიმართა. სხდომაზე აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 128 740 ლარით გაიზარდა და 17 347 048 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურის სახლებს, აშენდება სპორტული მოედნები. ასევე მუნიციპალიტეტში დაიწყება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და დაბის კეთილმოწყობა. …

ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ორიენტირებულია აჭარის მცხოვრებთა საჭიროებებზე – თორნიკე რიჟვაძე

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს. ,,აჭარის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და რეგიონის მცხოვრებთა ინტერესზე და საჭიროებაზეა ორიენტირებული. მიზნად ისახავს ყველა ადამიანის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, ეს მიიღწევა როგორც სწრაფი ეკონომიკური …

აჭარის მთავრობის სხდომა დრამატულ თეატრში კითხვების გარეშე

„გაიზარდა“ – ეს სიტყვა თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ სხდომაზე ყველაზე ხშირად ახსენა, როცა ის ბიუჯეტის გაზრდილ პარამეტრებზე საუბრობდა. მან დღეს, 22 ივნისს, დახურული სხდომების ტრადიცია დაარღვია და აჭარის მთავრობის წევრები გაზრდილ ბიუჯეტზე სალაპარაკოდ ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში შეკრიბა. აჭარის ბიუჯეტი ძირითადად მიწების გაყიდვის ხარჯზე იზრდება, ანუ კონკრეტული სარფიანი მიწების გასხვისებით, თუმცა პათოსი უფრო იმ პერიოდს მოგაგონებდათ, …

„ბოტების სკანდალის“ შემდეგ აჭარის მთავრობა გათავისუფლებულ თანამშრომელს მოურიგდა

ბერდია ბერიძე, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატიდან „ბოტების სკანდალის“ შემდეგ გაათავისუფლეს, სამსახურში აღადგინეს. ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა, აჭარის მთავრობა გათავისუფლებულ თანამშრომელს მოურიგდა. ბერდია ბერიძე აჭარის მთავრობაში IT სპეციალისტად მუშაობდა და იგი გასული წლის 31 მარტს გაათავისუფლეს. მანამდე კი, თორნიკე რიჟვაძეს „ბოტების სკანდალის“ თემაზე მოწია განმარტებების გაკეთება – თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, ამ დროს აჭარის …

ეტლით მოსარგებლე: კარავი წამართვეს მთავრობის სახლთან და აღარ მიბრუნებენ

„კარავი პოლიციელების თვალწინ და აჭარის მთავრობის სახლის წინ წამართვეს და აღარ მიბრუნებენ,“ – ამბობს ჯემალ ჭელიძე, რომელიც ეტლით მოსარგებლე პირია და 26 მაისს პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა. 26 მაისიდან ამ დრომდე ჯემალ ჭელიძის სოციალური პრობლემები აჭარის მთავრობაში არავინ მოისმინა. „რადგან არავინ მოიცალა ჩემთვის, მე ისევ მოვედი აქ, რადგან მთავრობა ვალდებულია, …

რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

„ასეთ საქმეებში ჩანს, რამდენად არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო… პირველი სამი ფურცლის გაცნობაც საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე: ეს საქმე პოლიტიკურია,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს და ყოფილ მოსამართლეს ირაკლი შავაძეს. ის რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს „ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“. შვიდივე ბრალდებული, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 14 აპრილს დააკავეს, გუშინ, 3 …

სად წაიღეს ეტლი, რომელიც თორნიკე რიჟვაძეს პროტესტის ნიშნად დაუტოვეს

„ეტლი ინახება დაცულ ადგილზე და უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მფლობელს,“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ, სად წავიდა ეტლი, რომელიც ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს 26 მაისს დაუტოვა. ჯემალ ჭელიძე ეტლის დატოვებამდე 3 დღის განმავლობაში ითხოვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ან აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრას სოციალურ პრობლემების გადაჭრის მიზნით, მაგრამ მისი მოსმენა არავინ ისურვა. …

100 ლარამდე იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ გაიზრდება. პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. „არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან …

მთავრობის გამოხმაურება ჩაქვში 4 ჰექტარი პლაჟის გასხვისებაზე

აჭარის მთავრობა გამოეხმაურა batumelebi.ge -ზე 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორიის გასხვისებას ეხებოდა. ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიის მიყიდვა კონკრეტული კომპანიისთვის იგეგმებოდა, რომლის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. სტატია ბათუმის მერიის განკარგულების პროექტისა და მასზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით მოვამზადეთ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის მთავრობამ წერილობით გვაცნობა, რომ მცდარია ინფორმაცია ჩაქვის …

რას პასუხობს რიჟვაძე ეტლით მოსარგებლეს, რომელმაც ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა

რატომ არ შეხვდა თორნიკე რიჟვაძე ან მთავრობის აპარატის წარმომადგენელი ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძეს სამი დღის განმავლობაში? – ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს, 28 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ. საუბარია ეტლით მოსარგებლე მოქალაქეზე, რომელსაც სოციალურ პრობლემაზე სასაუბროდ აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა და მან 26 მაისს, პროტესტის ნიშნად ეტლი აჭარის მთავრობის სახლის წინ დატოვა. ჯემალ ჭელიძემ თორნიკე რიჟვაძეს …

ეტლით მოსარგებლემ რიჟვაძეს თავისი ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა – „ძაღლად არ მთვლიან“

„ეტლს ვუტოვებ იმიტომ, რომ იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე,“ – თქვა დღეს, 26 მაისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ და პროტესტის ნიშნად ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად თორნიკე რიჟვაძეს დაუტოვა. ჯემალ ჭელიძე ეტლით მოსარგებლეა. მას სოციალურ პრობლემებზე საუბარი სურდა, თუმცა სამი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში არავინ მოუსმინა. ჯემალ ჭელიძე ამბობს, რომ მას …

აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ორი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.  უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ კომისიის თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას და მდივანს სოფიო კახაძეს. ორივე მათგანს შეუძლია ისევ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა, რადგან კანონმდებლობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ორი ვადით მუშაობა შესაძლებელია. პარმენ ჯალაღონია და სოფიო კახაძე უმაღეს საარჩევნო კომისიაში 2016 წელს შევიდნენ, კანონმდებლობით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა მათ ივნისში …

რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ “ოცნების ქალაქის” მეორე ეტაპზე

“დღესვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურების დაწყება,” – განაცხადა დღეს, 29 აპრილს, მთავრობის სხდომაზე “ოცნების ქალაქთან” დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას, ვინც “ოცნების ქალაქში” ცხოვრობს. “ეს სტრატეგიული პროექტია,” – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ოჯახი მიიღებს ბინას მეორე ეტაპზე და …

ქალი, რომელსაც სახლი დაეწვა: მესამე თვეა არავინ დამეხმარა

„სახლი როცა დაიწვა, მაშინ თქვეს, 25 ათასი ლარით დაგეხმარებითო. 25 თეთრიც კი არ მიუცია ვინმეს ჩემი შვილებისთვის. მესამე თვეა ღია ცისქვეშ ვართ, პასუხი არსაიდან არ ჩანს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები თამილა ჯოყილაძე. მისი სახლი 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ნათესავთან ცხოვრობს. მას ქირის ფულსაც არ უხდიან. თამილა ჯოყილაძეს დახმარებაზე უარი …

„ჩვენი დასაცავი არიან სიმართლის მთქმელი საჯარო მოხელეებიც“ – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

საზოგადოება „ბათომი“ მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 14 აპრილს,  17:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს. „ჩვენ არ დავთმობთ ბულვარს,“ – იქნება აქციის სლოგანი. „დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენი დასაცავია არა მხოლოდ ბათუმი და მისი ისტორია, ბულვარი, პლაჟი, რივიერა და მისი ულამაზესი სივრცე, არამედ ჩვენი დასაცავი არიან სიმართლის მთქმელი საჯარო მოხელეებიც, რომლებიც სისტემას პროფესიულად უპირისპირდებიან. 14 აპრილს, …

რომელ სტუდენტებს დაუფინანსებენ სწავლის გადასახადს – სამინისტროს განმარტება

„დაფინანსებას მიიღებს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2021 წლის 11 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით კონკურსში მონაწილე ყველა ის პირველი კურსის სტუდენტი, რომელთა განცხადებები აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო ყველა სტუდენტს დაუფინანსებენ …

მორატორიუმი არ ეხება ბულვარში 16 სართულის მშენებლობას – რიჟვაძის განმარტება

„უნდა დაველოდოთ სამართლებრივ შედეგებს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე. დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ბულვარში განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მორატორიუმი ცხადდება, თუმცა თორნიკე რიჟვაძის თქმით, მორატორიუმი ახალ პროექტებსა და ინიციატივებს ეხება. მან არ დააკონკრეტა, რატომ უშლის ხელს სასამართლო დავა იმას, რომ განაშენიანების გეგმის …

სტუდენტების ნაწილს სწავლის საფასურს დავუფინანსებთ – აჭარის მთავრობა

650-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ. ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო. „პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დაფინანსდეს ყველა განაცხადი, რომელიც არის შესული აჭარის განათლების სამინისტროში,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 30 მარტს, გამართულ სხდომაზე. „ბათუმელები“ ინფორმაციის …

რიჟვაძე ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობებზე: გამოცხადდეს სრული მორატორიუმი

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე,“ – აღნიშნა დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია ეხება თუ არა მორატორიუმი ისტორიულ ბულვარში მიმდინარე 16 სართულის მშენებლობას, რასაც საზოგადოება აპროტესტებს. …

„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა

„მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ჩემი ხის სახლი მთლიანად დაიწვა, ფერფლად იქცა ყველაფერი, ვერაფერი გადავარჩინეთ…“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე, რომლის სახლიც წელს, 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ჯოყილაძე ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მულის ოჯახში ცხოვრობს. მას არც ქირის ფულს უხდიან და კომპენსაციაზეც უარს ეუბნებიან, რადგან სახლი, სადაც ოჯახი 6 წელი ცხოვრობდა, მისი კერძო საკუთრება არ იყო. …

„ბატონო ჯაბა, გამობრწყინდი გარეთ“ – ოცნების ქალაქის აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებთან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები აქციას მართავენ. „ბატონო ჯაბა ფუტკარაძე, გამობრწყინდი გარეთ. თქვენ რა გენაღვლებათ, კარგი კომფორტი, ჩვენ მხოლოდ სოციალურებით, სასადილოთი და შემწეობით ვცხოვრობთ“ – ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აქციაზე მეგაფონით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომელთა მიხედვითაც …

აჭარის მთავრობის პასუხი „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთ, რომლებმაც დღეს გზა გადაკეტეს

„სპეციალური სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანების პროტესტის საპასუხოდ. აჭარის მთავრობა ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს, წლების განმავლობაში რის გამო ვერ მოხერხდა კრიტერიუმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება, ვის ერგება საცხოვრებელი ფართობი ბიუჯეტის ხარჯზე. „ოცნების ქალაქის“ დასახლება …

„პირველ აპრილს დაველოდებით“ – რა უთხრა მთავრობამ სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულებს

„პირველ აპრილს დაველოდებით, თუ ისევ არ გახსნიან სარიტუალო დარბაზებს, სავარაუდოდ, 5 აპრილს ორგანიზებულ საპროტესტო აქციას გავმართავთ, ყველა გამოვალთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ გოგონა ხალვაშმა, იგი დღეს, 16 მარტს, აჭარის მთავრობის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეა. საპროტესტო აქციაზე სარიტუალო დარბაზებში დასაქმებული ადამიანები შეიკრიბნენ, ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ. საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილეს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ. „კონკრეტულად …

რიჟვაძე ქობულეთში სოცმუშაკების რაოდენობაზე: ადამიანების დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას

„ადამიანების დეფიციტი უნდა იქნას აღმოფხვრილი,“ – მიიჩნევს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მას მთავრობის სხდომის შემდეგ იმის შესახებ ვკითხეთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი სოცმუშაკი რომ ჰყავს. სოცმუშაკების დეფიციტი, როგორც პრობლემა, განსაკუთრებულად და მწვავედ ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის – 14 წლის ნინის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ გამოჩნდა. ქობულეთში მხოლოდ ერთი სოცმუშაკია, ფსიქოლოგი კი – არც ერთი. თორნიკე რიჟვაძის …

აჭარის მთავრობა ბათუმის ცენტრში მუნიციპალურ ქონებას ითხოვს

აჭარის მთავრობა ბათუმის მერიას ქალაქის ცენტრში,  ზღვასთან ახლოს მდებარე სამსართულიანი შენობის საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, ამ შენობაში უკვე წლებია გარემოს დაცვის სამმართველო ფუნქციონირებს, რამდენიმე ოთახს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები იყენებენ, ქონება 2021 წლის თებერვლამდე არა მუნიციპალური, არამედ სახელმწიფოს საკუთრება იყო და ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურებზე, სარგებლობის უფლებით, ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გადაცემული. 2021 წლის …

15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია იგეგმება

ხვალ, 15 თებერვალს, აჭარის  მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი აპირებს აქციაზე მისვლას და თავიანთი პრობლემების მოგვარების მოთხოვნას.  აქციის ინიციატორის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „აქციაზე მისვლას აპირებენ ის მოქალაქეები, ვინც აჭარაში ავტობანის თუ ჰესების  მშენებლობის გამო დაზარალდნენ. ასევე იპოთეკით დაზარალებულები, ვისაც სესხი ჰქონდა და პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, თვითდასაქმებულები, რომლებმაც მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარი …

ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი

ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

რატომ ჩამოიშალა ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსის 1 სართული – სამინისტროს განმარტება

„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის მინიმუმ ერთი სართული ჩამოიშალა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა აცნობეს. რატომ ჩამოიშალა აშენებული სართული – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ. სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ „ე.წ. ოცნების ქალაქში“, კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“, – სხვა განმარტება სამინისტრომ არ გააკეთა. „ოცნების ქალაქში“ ამ დროისთვის …

აჭარის მთავრობა: საპროტესტო აქციას არ აქვს ხალხის ნდობა

„2 თვეზე მეტია აჭარის მთავრობის სახლთან იმართება აქცია, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ხერხით, პერიოდულად მიმართავენ დესტრუქციულ ქმედებებს…“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს, 4 თებერვალს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის უკანა მხარეს გადავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს დისკომფორტს შეუქმნიან და გადაადგილებას შეუზღუდავენ. აჭარის …

26 კომპანიას 194 მილიონის პირგასამტეხლო აქვს გადასახდელი აჭარის ბიუჯეტში

აჭარაში, დღევანდელი მონაცემებით, 26 კომპანიას, ჯამში 194 895 438 ლარი პირგასამტეხლო ერიცხება. ეს ის კომპანიებია, რომლებმაც სხვადასხვა დროს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით შეიძინეს [ან გადასცეს] აჭარის ქონება, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც დაერიცხათ პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ. აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი 328 მილიონი ლარია. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა 2019 წლის …

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე რიჟვაძის მრჩევლად დანიშნეს

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს. მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მისცემს რჩევებს თორნიკე რიჟვაძეს. ამ დრომდე აჭარის მთავრობის რომელიმე თავმჯდომარეს, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძეს, სპორტის მიმართულებით მრჩეველი არ ჰყოლია. „ახალი წლიდან დავინიშნე, დამირეკეს და მითხრეს, რომ გვინდა, აქ იყოო… ჩემი ხელფასი დაახლოებით 1800 ლარია, თუ რაღაც ეგრე, პირველი ხელფასი …

აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ

„აჭარის მთავრობა შერეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამსახურში მენეჯმენტი აუცილებლად იქნება და ის თანამშრომლები, ვის ყოფნასაც საჭიროდ ჩათვლის მენეჯმენტი,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა იცვლება პირველი თებერვლიდან აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში? პირველი თებერვლიდან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უქმდება: მაგალითად, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში ივლიან, ამუშავდება კაფე-რესტორნების ღია ნაწილი, იმოძრავებს მუნიციპალური …

ღია წერილი გახარიას და სხვებს – ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენება დაუშვებელია!

ღია წერილის ადრესატები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ___ წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ: საზოგადოება ბათომი და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ ეწინააღმდეგება და უკანონოდ მიიჩნევს ქ. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი 16 სართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც პროექტის თანახმად ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება. პროექტს კომპანია …

Exit mobile version