მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობებზე: გამოცხადდეს სრული მორატორიუმი

30.03.2021
რიჟვაძე ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობებზე: გამოცხადდეს სრული მორატორიუმი

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე,“ – აღნიშნა დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია ეხება თუ არა მორატორიუმი ისტორიულ ბულვარში მიმდინარე 16 სართულის მშენებლობას, რასაც საზოგადოება აპროტესტებს. ბულვარში ამბასადორ ბათუმი პროტესტის მიუხედავად სწრაფი ტემპით აშენებს 16-სართულიაn სასტუმროსა და ბალნეოლოგიურ ცენტრს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე ასევე თქვა, რომ ბულვარს სამართავად ბათუმის თვითმმართველობას უბრუნებს და ეს გასცემს კითხვებზე პასუხს. აქამდე ბათუმის ბულვარს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავდა.

„ისიც გასაგებია, რომ ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის  სამართავად გადაცემა, ეს ერთხელ და სამუდამოდ კითხვებს გასცემს იმ პასუხებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში…“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

___

დღეს ბათუმის საკრებულო სასტუმრო „მერიდიანისთვის“ 3 380 კვადრატულ მეტრ პლაჟის გადაცემას აპირებდა. დღეს ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია პლაჟების კერძო კომპანიებისთვის გადაცემის. მან ასევე ივარაუდა, რომ მალე ძველ ბულვარში უფასოდ შესვლა შეუძლებელი გახდება, რადგან სხვა მდიდარ კომპანიებსაც სურთ ბულვარის საკუთრებაში გადაცემა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: