დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციები მიიღეს. ძირითადი სამი რეკომენდაცია სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ წარადგინა. რეკომენდაციების თანახმად ბულვარის ადმინისტრაცია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეთანხმდნენ მესამე ალეაში სამუშაოების შეჩერებაზე, რათა არ გაიწიოს დამატებითი ხარჯები. ასევე, ბულვარის ადმინისტრაციამ შემუშავებულ პროექტთან მიმართებაში უნდა მოაგვაროს სამართლებრივი საკითხები ანუ …
Tag Archives: აჭარის მთავრობა
მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში
გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის აპარატისა და დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის პრემიის სახით ბიუჯეტიდან 117 810 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 59 525 ლარი გაიცა. წინა წლებისგან განსხვავებით, მთავრობამ წელს არ დააკონკრეტა, ვის რამდენი ერგო პრემიის სახით – „ბათუმელებს“ მთავრობიდან მხოლოდ საერთო ციფრი მოაწოდეს. არჩილ ხაბაძისგან განსხვავებით, პრემიები საიდუმლოდ არ დაუტოვებიათ მისი მთავრობის …
Continue reading “მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში”
არჩილ ხაბაძე: თურმე ბულვარში ოქროს ზოდებია და თუ ასეა, ჩვენ ვუბრუნებთ მას მერიას (ვიდეო)
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ ბიუჯეტთან ერთად გადაეცემა, რაც წელს იქ განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად იყო განსაზღვრული. ეს 11 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარის მართვაში აღარ ჩაერევა. უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წინა ხელისუფლების დროს საკრებულომ ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ჯერჯერობით არ გაუქმდება. „რადგან ბათუმის მერიას არ აქვს …
2 თებერვალს ბულვარის საკითხს აჭარის მთავრობა სხდომაზე განიხილავს
აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვართან დაკავშირებული საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მომხსენებელი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძეა. სხდომა 2016 წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული. უცნობია, კონკრეტულად რა ჭრილში დააყენებენ ბათუმის ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხს მთავრობის სხდომაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შესულია მოქალაქეთა პეტიცია, ძველ ბულვარში სამივე სასეირნო ბილიკის [ალეა] შენარჩუნების მოთხოვნით. ჩვენივე ინფორმაციით, …
Continue reading “2 თებერვალს ბულვარის საკითხს აჭარის მთავრობა სხდომაზე განიხილავს”
როგორ იმუშავა 2015 წელს აჭარის მთავრობამ
2015 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ 2015 წელს ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა პრობლემებს მოაგვარებდა. 2015 წლის მიწურულს არასამთავრობოები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობას ამ პრობლემის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია. გარდა ამისა, მათ ჩამონათვალში შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო, ნეპოტიზმი, სახელფასო და საპრემიო პოლიტიკა მოხვდა. მალხაზ ჭკადუა – არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული …
7200 ლარი აჭარის მთავრობის აპარატისგან მედიამონიტორინგში
აჭარის მთავრობის აპარატი მედიამონიტორიგში 7200 ლარს გადაიხდის. მთავრობამ შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი – შპს „აიფიემ კვლევები“. თუ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, ის ვალდებული იქნება „უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ-საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილად და ობიექტურად მიწოდება“. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური …
Continue reading “7200 ლარი აჭარის მთავრობის აპარატისგან მედიამონიტორინგში”
აჭარის მთავრობის პასუხები ოპოზიციის შენიშვნებზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით 2015 წლის 30 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. საბჭოს წევრები აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს განიხილავენ. კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩავარდა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე …
პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად
საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. „ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის …