„…ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე. შემდეგ კი, ტელეფონი გამოირთო,“ – გვიყვება ეკა გოგლიძე, ის შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ნიკოლოზ ჩალაძის ცოლია. 38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე შოვში, კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა, როცა იქ მეწყერი ჩამოწვა. „ნიკა შოვში ახალი ასული იყო, ჯერ ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს. იმ დღეს …
Tag Archives: სტიქია
„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – დავით ჯელაძე კობახიძის განცხადებაზე
„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – ასე შეაფასა შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „გადასამოწმებელია“ ღვარცოფში მოყოლილი დავით ჯელაძის ბავშვით გადასვლა ერთი ნაპირიდან მეორეზე. „ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, თუ არ დამირეკავდა – ეს როგორ შეძელიო, …
Continue reading “„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – დავით ჯელაძე კობახიძის განცხადებაზე”
„სპეკულაციები“, „ტყუილი“, „გადასამოწმებელია“ – კობახიძე შოვის სტიქიაზე
დღეს, 14 აგვისტოს, მე-12 დღეს შოვის სტიქიიდან, რომელსაც 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „სპეკულაციები“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტიქიის ეპიცენტრში ადამიანები თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას. „იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი …
Continue reading “„სპეკულაციები“, „ტყუილი“, „გადასამოწმებელია“ – კობახიძე შოვის სტიქიაზე”
ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის არ ირჩევენ – რა [არ] ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე
რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა და მეორე ის, თუ როგორ …
74 მილიონი ადრეული შეტყობინების სისტემისთვის – რა გვაქვს და რა უნდა გვქონოდა
ენგური, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობი, კინტრიში, მტკვარი, რიონი, ხრამი-ქცია, ალაზანი, იორი – ეს ის მდინარეებია, რომელთა აუზში ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა შემუშავდეს შვიდი კლიმატურ საფრთხისათვის – წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა, ზვავი და ძლიერი ქარი. ამისთვის საერთაშორისო ფონდებიდან და საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამურად 74 მილიონი დოლარი გამოიყო. პროექტი 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში …
Continue reading “74 მილიონი ადრეული შეტყობინების სისტემისთვის – რა გვაქვს და რა უნდა გვქონოდა”
„შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, ეს არის სტიქიის მართვა“ – თეა გოდოლაძე შოვზე
შოვის ტრაგედიის შემდეგ მთავრობა ირწმუნება, რომ რეაგირება მყისიერი იყო, „ყველაფერი გაკეთდა“ და მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო არ იყო. მეორე მხრივ, მოქალაქეები ჰყვებიან, როგორ ელოდნენ დახმარებას ტალახში ჩარჩენილები, საათობით. განხილვის საგანია ასევე რისკის ზონების მონიტორინგი და დროული ინფორმირება. აკეთებს თუ არა სახელმწიფო ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე კი დახმარება ადეკვატურ …
Continue reading “„შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, ეს არის სტიქიის მართვა“ – თეა გოდოლაძე შოვზე”
რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო
„მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებს. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გელა მთივლიშვილს ირაკლი კობახიძემ „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოსტის წაშლა მოითხოვა. …
Continue reading “რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო”
„ვპოულობთ პირად ნივთებს, ვაფართოებთ ძებნის არეალს“ – სამაშველოს უფროსი შოვის შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სამაშველო სამსახური შოვში ძებნის არეალს აფართოებს. ამის შესახებ მან დღეს, 7 აგვისტოს, ჟურნალისტებთან თქვა. „რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, დღეს ვაფართოებთ არეალს, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იქნა …
შოვში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა – გრძელდება სამაშველო სამუშაოები [ფოტო]
შოვში, სტიქიის ზონაში, დღეს 6 აგვისტოს, კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის [17:00 სთ] შოვში დაღუპულთა რაოდენობა არის 18, ოფიციალური ინფორმაციით, მაშველები სტიქიის ზონაში 17 ადამიანს ეძებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან. ბოლო ცნობებით, დაღუპულთა შორის არიან: ლუკა დუდაშვილი, გიორგი ყარალაშვილი, სამირა ისაევა, …
Continue reading “შოვში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა – გრძელდება სამაშველო სამუშაოები [ფოტო]”
მიწა უხმოდ მოდიოდა, რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალწინ წაიღო – რას ჰყვება დავით ჯელაძე
ლურჯმაისურიანი ბიჭი, ზურგზე ბავშვით, მუხლამდე ტალახში ჩაფლული – ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ გამოცემა “მთის ამბებმა” გაავრცელა. ლურჯმაისურიანი ბიჭი ფოტოზე ამბროლაურელი დავით ჯელაძეა, რომელსაც ზურგზე თავისი მცირეწლოვანი დისშვილი ჰყავს შესმული. ისინი ერთად ებრძოდნენ მოვარდნილ მეწყერს და გადარჩნენ. „ბათუმელები“ დავით ჯელაძეს ესაუბრა. მან დეტალურად გაიხსენა სტიქიის დღე. „ჩვენ რაჭაში …
რამ გამოიწვია სტიქია შოვში – გეოლოგის შეფასება
„სავარაუდოდ, ეს არის დაგროვებული მასა. როგორც თქვენ, მეც კადრები ვნახე, ადგილზე არ ვყოფილვარ. ამხელა მასა უცებ არ წამოვა. დაახლოებით 3 მილიონ კუბურ მეტრზეა საუბარი. მაშინ მთლიანად უნდა დაიშალოს ყველაფერი. არც მიწისძვრა ყოფილა. ეს იყო დაგროვებული მეწყერი, რომელმაც ზღვარი გადალახა. მასის მოწოლას ვეღარ გაუძლეს ფერდებმა“, – ასე განმარტავს გეოლოგი ტარიელ ტუსკია რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბის …
Continue reading “რამ გამოიწვია სტიქია შოვში – გეოლოგის შეფასება”
რა თქვა ღარიბაშვილმა კითხვაზე – რატომ არ აქვს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენი
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, რომელსაც ამ დროისთვის [4 აგვისტო, 15:45] არსებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დღეა საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში სვამენ კითხვას – რატომ არ აქვს საქართველოს თანამედროვე ტიპის სამაშველო ვერტმფრენი? მოქალაქეები ასევე დაინტერესდნენ, სად არის ის ვერტმფრენები, რომელთა შეძენაც ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 29 აგვისტოს დააანონსა. გასული წლის 29 აგვისტოს გამართულ მთავრობის …
Continue reading “რა თქვა ღარიბაშვილმა კითხვაზე – რატომ არ აქვს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენი”
შოვში და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილებს ეძებენ
და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები მამისონის კოტეჯებში ისვენებდნენ, როგორც მათი მეგობარი ამბობს „ბათუმელებთან”. ეს კოტეჯები დამეწყრილია. და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები უცხოეთში ცხოვრობენ და ზაფხულში შოვში ისვენებდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეს შოვში იპოვეს ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა დაუდგენელია. გიორგის და სოფიოს მეგობარი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, დაკარგულებს შორის ორი და-ძმაა და ჯერჯერობით უცნობია, …
Continue reading “შოვში და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილებს ეძებენ”
როდის მიიღებს ქვეყანა სამაშველო შვეულმფრენებს – მთავრობა მათ შეძენაზე 10 წელია საუბრობს
გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს. ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან კი, სამი H 145 ტიპის ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერშია გაფორმებული. პირველ შვეულმფრენს საქართველო ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, …
შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს – მთამსვლელი
„შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს, მოსწორებულია მთლიანად. ერთი დიდი ლაფის ვაკეა ახლა იქ. მარტო ის დიდი შენობები გადარჩა, რომლებიც განაპირას იდგა,“ – მთამსვლელი თორნიკე მაცაბერიძე „ბათუმელებს“ რაჭაში, შოვში არსებული სიტუაციის შესახებ მოუყვა. თორნიკეს თქმით, გუშინ, 3 აგვისტოს, როცა მეწყრული პროცესები განვითარდა, ის შაორის წყალსაცავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში იყო. ამბავი ტელეფონით გაიგო. „მე და ჩემი …
Continue reading “შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს – მთამსვლელი”
რაჭაში ზაზა მესხის 5-სულიან ოჯახს ეძებენ -„ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ დასასვენებლად“
ფეისბუქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაჭაში ეძებენ ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „ბათუმელები“ ავთო ყავლაშვილს ესაუბრა, სწორედ მან გამოაქვეყნა ინფორმაცია დაკარგულ ოჯახზე. მან გვითხრა, რომ შოვთან ახლოს, უწერაში ცხოვრობს და ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, მის კოტეჯში ისვენებდა. „ავტომანქანით …
Continue reading “რაჭაში ზაზა მესხის 5-სულიან ოჯახს ეძებენ -„ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ დასასვენებლად“”
„ორჯერ წამიღო მეწყერმა“ – რას ამბობს კაცი, რომელმაც ღვარცოფიდან ბავშვი გამოიყვანა
ახალგაზრდა კაცი ღვარცოფში ზურგზე ბავშვით – ფოტო „მთის ამბებმა“ გაავრცელა 3 აგვისტოს, რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ. მედიის ცნობით, კაცი ზურგზე ბავშვით, დავით ჯალაძეა, რომელმაც დისშვილი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან. მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ის ორჯერ წაიღო მეწყერმა: „შოვიდან მოვდიოდით, მინერალურია წყალია და იქ გავჩერდით, რომ დავიძარით, ხიდზე გადმოვედით და ვეღარ წამოვედით. წინიდანაც და უკნიდანაც ზვავი …
Continue reading “„ორჯერ წამიღო მეწყერმა“ – რას ამბობს კაცი, რომელმაც ღვარცოფიდან ბავშვი გამოიყვანა”
შოვის ტრაგედიის გამო “ბათუმი ფესტივალი” დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს
ბათუმი ფესტივალი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ამ კვირაში დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს. “ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს. ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულებს ცოცხლებს იპოვნიან,” – განაცხადეს ფესტივალის წარმომადგენლებმა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ. დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა. შსს-ს თქმით, …
Continue reading “შოვის ტრაგედიის გამო “ბათუმი ფესტივალი” დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს”
რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო
„კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა,“ – წერს შოვში მეწყერს გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე პირად ფეისბუქზე. „2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე, მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი, ისევე როგორც ჩვენი …
Continue reading “რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო”
დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის – შსს რაჭაში მეწყერზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. …
Continue reading “დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის – შსს რაჭაში მეწყერზე”
ბათუმში, ურეხის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა
დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, ურეხში, ზედაღელის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა მალაყმაძეების ოჯახში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მწყერი ძლიერ ნალექს მოჰყვა – დღეს ბათუმში თითქმის მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, რასაც ქალაქის ზოგიერთი ქუჩის დატბორვა მოჰყვა. მალაყმაძეების ოჯახში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ ეზოში მეწყერი ჩამოწვა – იგივე მოხდა 3-4 წლის წინ და მეორედ …
Continue reading “ბათუმში, ურეხის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა”
ბათუმში ქარმა ხე მოგლიჯა და მანქანებს დაეცა | ფოტო
დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, სევერიანე აჭარელის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა და ავტომანქანებს დაეცა. ხემ ასევე დააზიანა და წააქცია ელექტროგადამცემი ბოძი. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარაში გზების მოსავლელად 6,2 მილიონი ლარით მუხლუხა ბულდოზერებს იყიდიან
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისთვის 28 ერთეულ სპეცტექნიკას იყიდის. დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა 6 223 678 ლარით. შესყიდვის ობიექტია: 25 ერთეული მცირე გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი, 2 ერთეული დიდი გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი და 1 ერთეული ბორბლებიანი ექსკავატორ-დამტვირთველი. სპეცტექნიკა უნდა იყოს ახალი. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდულ ტექნიკას ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და …
Continue reading “აჭარაში გზების მოსავლელად 6,2 მილიონი ლარით მუხლუხა ბულდოზერებს იყიდიან”
როგორ გამოიყურება ზვავის მიერ დანგრეული უბანი ბახმაროში | ფოტორეპორტაჟი
ბახმაროში, მიმდინარე წლის ზამთარში, ზვავმა პიონერის ქუჩაზე 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. ნახეთ რა მდგომარეობაა დღეს სტიქიის ადგილზე ფოტოები 2023 წლის 21 მაისს არის გადაღებული სტიქიის შედეგად რამდენჯერმე ჩაიხერგა ბახმაროში მისასვლელი გზაც. ამ დროისთვის კურორტზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია. კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს. ნაგებობის …
Continue reading “როგორ გამოიყურება ზვავის მიერ დანგრეული უბანი ბახმაროში | ფოტორეპორტაჟი”
ბათუმში ქარით დაზიანებულ 16 სახურავს აღადგენენ – დაიხარჯება 562 ათასი ლარი
ბათუმში 28 მარტს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ სახურავებს 16 მისამართზე აღადგენენ, რაშიც ბიუჯეტიდან 562 ათას 84 ლარი დაიხარჯება. ძლიერმა ქარმა ქალაქში, ჯამში, 221 მრავალბინიანი და კერძო სახლის სახურავი დააზიანა. დოკუმენტების მიხედვით, სხვა მისამართებზე დაწყებულია მდგომარეობის შესწავლა და დაზარალებულები, არსებული წესის შესაბამისად, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულ 16 მისამართზე სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო …
Continue reading “ბათუმში ქარით დაზიანებულ 16 სახურავს აღადგენენ – დაიხარჯება 562 ათასი ლარი”
როგორ დაიხარჯება 10 მილიონი, რომელიც აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოიყო
აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 2023 წელს დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც ექვსივე მუნიციპალიტეტზე [მათ შორის ბათუმზეც] გადანაწილდება. „ეს 10 მილიონი არის ჯამში იმ საშემოსავლო გადასახადების გადაჭარბებით შესრულებიდან, რაც შემოვიდა აჭარის ბიუჯეტში და ემატება ამ დროისთვის არსებული ეკონომია სხვადასხვა პროგრამიდან“ – განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამავე სამინისტროს ინფორმაციით, თანხა მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება იმ პრინციპით, …
Continue reading “როგორ დაიხარჯება 10 მილიონი, რომელიც აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოიყო”
ჩაქვში გრიგალმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია
ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ძლიერმა ქარმა სახლი დაუნგრია. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მერიამ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზა, თუმცა „საკუთარი სურვილით ოჯახი გადავიდა შვილთან.“ რაც შეეხება ზარალს, სააგენტოს განმარტებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელი კომისია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ოჯახის დახმარების თაობაზე. 28 მარტს ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან …
Continue reading “ჩაქვში გრიგალმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია”
დაზიანდა სახურავები და ავტომობილები – ძლიერი ქარი ბათუმში
დღეს, 28 მარტს, ბათუმში ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის გაჩერებები. ქარმა ათამდე სახლს სახურავი ახადა. დაზიანებულია კერძო ავტომობილები. ბათუმის პორტში ქარმა ცარიელი კონტეინერები გადააყირავა და სამორიგეო ჯიხური დააზიანა. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. „ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა. …
Continue reading “დაზიანდა სახურავები და ავტომობილები – ძლიერი ქარი ბათუმში”
ქობულეთში ავტომანქანას ხე დაეცა, დაიღუპა ერთი ადამიანი – ძლიერი ქარი აჭარაში
დღეს, 28 მარტს, ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, რის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს თქმით, გამოძიება დაწყებულია. ამ დროისთვის ძლიერი ქარის შედეგად სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დღეს, 28 მარტს ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები. საგანგებო სიტუაციების …
Continue reading “ქობულეთში ავტომანქანას ხე დაეცა, დაიღუპა ერთი ადამიანი – ძლიერი ქარი აჭარაში”
წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა თურქეთში – ბოლო ცნობები
თურქეთის პროვინციებში, შანლიურფასა და ადიიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობა, რომელიც ამ რეგიონებს 6 თებერვლის გამანადგურებელი მიწისძვრიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ დაატყდა თავს, ბოლო 65 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავადმყოფოები, დაინგრა ორ რაიონს შორის მდებარე ავტომაგისტრალი. მანამდე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (TSMS) გამოაქვეყნა 14-20 …
Continue reading “წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა თურქეთში – ბოლო ცნობები”
ძლიერი წვიმა და წყალდიდობა თურქეთში – 5 ადამიანი დაიღუპა
14 მარტს, ღამით, ძლიერი წვიმის შდეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ადიამანის პროვინციაში, დაიტბორა სახლები და საავადმყოფოები. თურქული მედიის ცნობით, 15 მარტის მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის, ორი მაშველია. ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. ძლიერი წვიმის შედეგად პროვინციაში მდინარე ადიდდა, რასაც შენობების დატბორვა მოჰყვა. რეგიონში მაშველები მუშაობენ. მანამდე თურქეთის …
Continue reading “ძლიერი წვიმა და წყალდიდობა თურქეთში – 5 ადამიანი დაიღუპა”
დიდაჭარაში კაშხალთან მეწყერი ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია
დღეს, 9 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, ხულოში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის გამო ხულოს სოფელ დიდაჭარის გადასახვევთან, „შუახევიჰესის“ კაშხალთან ახლოს, საავტომობილო გზა ჩაკეტილია. მეწყერმა ფუნდამენტი გამოაცალა ელექტროგადამცემ ბოძსაც. როგორც ადგილიდან „ბათუმელებს“ უთხრეს, შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე ჯერ არ მისულან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. განახლება: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 10 მარტის [13:55 სთ.] ინფორმაციით, გზა ჯერ …
Continue reading “დიდაჭარაში კაშხალთან მეწყერი ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია”
ანტალიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, 11 დეკემბერს, ღამით, ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. თურქული მედიის ცნობით, განსაკუთრებით დაზიანდა ქალაქები: ქუმლუჯა და ფინიკე, სადაც ქუჩები და შენობები დაიტბორა. ქუმლუჯაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დინამიკები გამოიყენა და ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა, დარჩენილიყვნენ სახლში ან უსაფრთხო, მაღალ ადგილზე. ქუჩაში მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე მანქანა წაიღო, ხოლო ბულდოზერები დატბორილ ქუჩებში მოძრაობდნენ მანქანებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად. წყალდიდობის …
Continue reading “ანტალიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია”
გარემოს სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის – გამოყოფილია 1.2 მილიონი ლარი
გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით 11 ადგილზე, მათ შორის აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში დაამონტაჟებენ. მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანი – მეწყრის პროგნოზირება და ადრეული გაფრთხილებაა. მეწყრის მონიტორინგის სისტემების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი სააგენტომ 1 247 465 ლარით გამოაცხადა. სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული სისტემის შესყიდვა მწვანე კლიმატის ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის …
წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები და ავტომანქანები – ძლიერი ქარი ბათუმში | ფოტო
11 აპრილს ბათუმში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე წააქცია. ქარმა დააზიანა რამდენიმე შენობის სახურავი, ავტომანქანები და ავტობუსის მოსაცდელი. ხეების წაქცევის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეფერხდა მოძრაობა. ბათუმის მერიის ცნობით, წუხელვე დაიწყეს გაწმენდის სამუშაოები და მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ბათუმში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა | ფოტო
11 აპრილს, ღამით, ძლიერმა ქარმა ბათუმში ხე მოგლიჯა, რომელიც ავტომანქანას დაეცა. შემთხვევა გამსახურდიასა და იმნაძის ქუჩების კვეთაში მოხდა. ადგილზე იმყოფება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.