Tag Archives: სტიქია
სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან
„ახალგაზრდებს და შვილიშვილებს აქ ვერ დავტოვებ, ვერ ჩავხოცავ აქ…“ – ამბობს ნაზი გელაძე, დამეწყრილ სოფელ გელაძეებში მცხოვრები. იქვე ამატებს, რომ საფრთხის მიუხედავად თავად სოფლიდან ვერ წავა. ნაზი სოფელ გელაძეებიდანაა. გელაძეებში დაიბადა, ამავე სოფელში დაქორწინდა და მისთვის მშობლიური გარემოს დატოვება წარმოუდგენელია. მთელი მისი ცხოვრება იმ მიწასთანაა დაკავშირებული, რომელ მიწაზეც სარჩო-საბადებელი მოჰყავს და რომელზეც მისი წინაპრები განისვენებენ. …
Continue reading “სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან”
ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ
7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად 13 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ოჯახები გეოლოგიურ დასკვნებს ელოდებიან და ამჯერად მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობენ. ნერგეეთის მცხოვრებლები სახლების მდგომარეობის შეფასებას ელოდებიან გეოლოგებისგან, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს კომპენსაციის ოდენობა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, უცნობია. ბაღდათში მცხოვრებლებმა მეწყრით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით სოლიდარობის კამპანია დაიწყეს. კამპანიის ინიციატორი და აქტივისტი, ლილი …
Continue reading “ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ”
„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ
„ჩემს სოფელში ბევრად უფრო დიდია მთა, ვიდრე წაბლანაში იყო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე. ის ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს და გეოლოგებს, რომელიც მის სოფელს შეისწავლიან: „ნაპრალები, რაც ჯერ კიდევ 1989 წელს გაჩნდა ჩემს სოფელში, წაბლანას ცნობილი ტრაგედიის დროს, ახლა კიდევ უფრო გაფართოვდა. რამდენიმე ადგილზე მეწყერიც ჩამოწვა. ჩვენ შველა გვჭირდება, მაგრამ არავინ არ გვაქცევს …
Continue reading “„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ”
როცა მეწყერი შიშის ზარს გვცემს – გარესამყაროს მოწყვეტილ ხულოს სოფელში დახმარებას ითხოვენ
„10 დღის წინ რიჟვაძესთან [აჭარის მტავრობის თავმჯდომარე] განცხადება შევიტანეთ, პასუხი მივიღე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტმაო. როდის უნდა განიხილონ, რომ მოვემწყრევი, მერე? იმის მერე დახმარება რაღათ მინდა, თუ ამომიყვანეს მიწიდან და ქვიდან?“ – კითხულობს მარინა გელაძე, მას სოფელ გელაძეების გზაზე შევხდით, მარინას სიტყვებით რომ ვთქვათ – გზა ბაწარზე. ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, …
„მიწაში რომ მოვემწყრევი, მერე განიხილავენ? – ადამიანები საშიშ გარემოში, მეწყერთან მარტო
ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტის განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეებში „გადაუდებელი საჭიროებისათვის“ ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გელაძეებთან მისასვლელი მთავარი გზა ერთი თვეა მეწყრის გამო დაზიანებული და ჩაკეტილია. ალტერნატიული გზა, დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. „რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, დეპარტამენტი …
Continue reading “ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი”
„10 წევრიანი ოჯახი, სად წავიდეთ 350 ლარად?“ – რას ჰყვებიან ოჯახები, რომლებიც მეწყრის ზონებში რჩებიან
„400-მდე ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. გეოლოგებმა დაასრულეს მუშაობა და მალე გვექნება დასკვნები, რომელთა საფუძველზეც ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას“, – ეს ინფორმაცია აჭარის მთავრობამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველა ოჯახი, ვისი ერთადერთი საცხოვრებელიც მეწყერსაშიშ ზონაშია, მთავრობამ უკვე გაიყვანა, თუ ამ 400 ოჯახში არ შედიან ისინი, რომლებიც მთავრობამ …
დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება – სააგენტო
გარემოს ეროვნული საანგეტოს ცნობით, დღეს, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. „მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების …
Continue reading “დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება – სააგენტო”
22 ოჯახი სოფელ გელაძეებში 8 დღეა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს – გზა ჩაკეტილია
„თუ ისევ გაწვიმდა, წაგვიღებს“ – გვიყვება მანანა სოფელ გელაძეებიდან. ახლა აქ ყველაზე მეტად წვიმის ეშინიათ. უკვე რვა დღე და ღამე სოფელ გელაძეებში მოსახლეობა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს. აღამებენ და ათენებენ შიშით, რომ მეწყრული ზონები ისევ არ გააქტიურდეს. „გამომწყვდეულებს“ შორის, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, არიან ასაკოვნები და მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივებს „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, …
Continue reading “22 ოჯახი სოფელ გელაძეებში 8 დღეა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს – გზა ჩაკეტილია”
ბაღდათში მამას და მის მცირეწლოვან შვილებს ეძებენ – მეწყერმა სოფელში 4 სახლი გაანადგურა
4 ადამიანი დაიღუპა ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში განვითარებული მეწყრის შედეგად, 5 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. 7 თებერვლის დილის 11:00 საათის მონაცემებით, გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მეწყრული მასიდან მაშველებმა ამოიყვანეს. ის ამჟამად მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე განვითარდა. „ხმა რომ გავიგეთ, მიწისძვრა გვეგონა. რომ გამოვიხედეთ, ჩვენი …
90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია სახლიდან მეწყრის საფრთხის გამო – აჭარის მთავრობა
6 თებერვალს აჭარაში განვითარებულ სტიქიას – ძლიერ წვიმასა და თოვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამეწყრილია სოფლები. მაღალმთიან აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სტიქიის გამო 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. „მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად. …
Continue reading “90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია სახლიდან მეწყრის საფრთხის გამო – აჭარის მთავრობა”
სოფელ ზედა ცივაძეებში მეწყერმა სახლი წაიღო – სტიქია აჭარაში
სახლი, რომელსაც მთავარ ფოტოზე ხედავთ, დღეს, 6 თებერვალს, რამდენიმე საათის წინ, მეწყერმა წაიღო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ცივაძეებში. მოსახლეობის ცნობით, სახლში არავინ იყო. ინფორმაცია სოფლის ერთ- ერთმა მცხოვრებმა მოგვაწოდა სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალასთან ერთად. ამ დროისთვის სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ქარცივაძეების სახლი წაიღო მეწყერმა და ახლა ჩემს სახლსაა მომდგარი. ჩემი ოჯახით ახლა მეზობელთან გვძინავს, მაგრამ უსაფრთხო …
Continue reading “სოფელ ზედა ცივაძეებში მეწყერმა სახლი წაიღო – სტიქია აჭარაში”
„მეწყერს გამოვასწარით, მეზობლებთან დავრჩებით“ – ზედა მახუნცეთში მეწყერი ჩამოწვა
„მეწყერს გამოვასწარით, მაშველები დაგვეხმარნენ,“ – ამბობს ქედაში, სოფელ ზედა მახუნცეთში მცხოვრები მირზა ხაბაძე. მეწყერი დღეს ზედა მახუნცეთშიც ჩამოწვა. დღეს, 6 თებერვალს, მეწყერი აჭარის არაერთ სოფელში ჩამოწვა. მეწყრის შედეგად ერთი ადამიანი ხულოში, სოფელ თხილვანაში დაიღუპა, ერთი კი – ქედის სოფელ წონიარისში. მირზა ხაბაძის თქმით, ზედა მახუნცეთში ჩამოწოლილი მეწყერი რამდენიმე სახლის ეზოში შევიდა: „წყლები რომ წამოვიდა და …
Continue reading “„მეწყერს გამოვასწარით, მეზობლებთან დავრჩებით“ – ზედა მახუნცეთში მეწყერი ჩამოწვა”
„მეწყერს მიაქვს ჩემი სახლი, მაშველები ვერ დაგვეხმარნენ“ – სტიქია სოფელ ბუთურაულში
„ჩემი სახლი მეწყერს მიაქვს, სხვა სახლში ვცდილობთ ახლა გადასვლას, პირუტყვი უკვე გადავიყვანეთ,“ – ამბობს შუახევში, სოფელ ბუთურაულში მცხოვრები გოჩა მიქელაძე. დღეს, 6 თებერვალს, მეწყერი რამდენიმე ადგილზე გააქტიურდა. მოქალაქის თქმით, ადგილზე მისული მაშველები მას ვერაფერში დაეხმარნენ. „მოვიდნენ პიკაპით, მონაცემები ჩაიწერეს და წავიდნენ, გზაც არაა, რომ სადმე წახვიდე. სახლში მხოლოდ მე და დედაჩემი ვართ, მეზობლები მეხმარებიან… ძლიერი …
Continue reading “„მეწყერს მიაქვს ჩემი სახლი, მაშველები ვერ დაგვეხმარნენ“ – სტიქია სოფელ ბუთურაულში”
ქედაში მეწყერმა სახლი წაიღო – დაიღუპა პოლიციის თანამშრომელი
ქედაში, სოფელ წონიარისში განვითარებული მეწყრის შედეგად კაცი დაიღუპა – პოლიციის თანამშრომელი თემურ ბარამიძე იმ სახლში ცხოვრობდა, რომელიც მეწყერმა წაიღო. შემთხვევა დღეს, 6 თებერვალს მოხდა. „სახლიდან გამოვიდნენ, რადგან ზვავი ჩამოწვა, ცოლიც გამოჰყვა გარეთ, მაგრამ კაცი სახლში შებრუნდა მობილურის ასაღებად. ამ დროს ჩამოწვა მეწყერი და ჩაიმარხა… მაშველები ვერ მოვიდნენ უგზოობის გამო, მაგრამ ყველა ცდილობდა ამოყვანას, რომ ამოიყვანეს, …
Continue reading “ქედაში მეწყერმა სახლი წაიღო – დაიღუპა პოლიციის თანამშრომელი”
ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების დასაცავად კომპანია ჯებირის აშენებას გეგმავს
ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად 216 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი. დაახლოებით სამი თვის წინ ადიდებულმა მდინარემ ამ კოტეჯებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ნაპირდამცავი ნაგებობის აშენებას აქ შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გეგმავს, რომელმაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით უკვე მიმართა. სკრინინგის პროცედურით სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს საჭირო იქნება თუ …
Continue reading “ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების დასაცავად კომპანია ჯებირის აშენებას გეგმავს”
ჩინეთში მეწყრის შედეგად ნანგრევებში 47 ადამიანი მოყვა
ჩინეთში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანში, მასიური მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 47 ადამიანი ნანგრევებში მოყვა. ჩინური მედიის ცნობით, სტიქიის ადგილას ორასზე მეტი მაშველი მუშაობს დაკარგულების მოსაძებნად. სოფლიდან, სადაც მეწყერი განვითარდა, 200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეწყერი 22 იანვარს განვითარდა.
ხულოში, პაქსაძეებში მეწყერი ჩამოწვა, 6 ოჯახი სოფლიდან გაიყვანეს
ხულოში, სოფელ პაქსაძეებში 19 იანვარს, გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა. კადრებში, რომელიც ადგილობრივებმა „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს როგორ თხრის მეწყრული მასა ნაძვის ხეებს და როგორ იშლება მთის ფერდობი. მეწყრის გამო სოფელ პაქსაძეებში მცხოვრებ ექვს ოჯახს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. მეწყერსაშიში ზონა • ხულო – „კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი შველას ითხოვს. სოფელი პაქსაძეები …
Continue reading “ხულოში, პაქსაძეებში მეწყერი ჩამოწვა, 6 ოჯახი სოფლიდან გაიყვანეს”
იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია
იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დღეს,1 იანვარს, მოსახლეობა გააფრთხილა სამიდან ხუთ მეტრამდე ტალღების საფრთხის შესახებ. ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის პირველი ტალღები უკვე დაფიქსირდა იშიკავას პრეფექტურის ქალაქ ვაჯიმას მახლობლად. სამაშველო სამსახურებმა სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მაღალ ადგილზე გადაადგილებისკენ მოუწოდეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. მედიის ცნობით, ატომური ელექტროსადგურები არ …
Continue reading “იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია”
მეწყერი ჩანჩხალოში – „სახლი დააზიანა, რაც გვიშრომია, ყველაფერი იქ დარჩა“
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში, მეწყერმა ბადრი დიასამიძის სახლი დააზიანა. ხუთსულიანი ოჯახი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. „გუშინწინ მოხდა. ლოდები და ხეები ჩამოიტანა, სახლსაც დაარტყა და საბძელსაც. სახლი შეამტვრია, ყველაფერი დააზიანა“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი დიასამიძემ. მისი თქმით, მეწყერმა მხოლოდ მისი სახლი დააზიანა. „მარტო ჩემი სახლი დაზიანდა, მარტო ვცხოვრობ იმ ადგილას. ფერდობი იყო გახეთქილი, წვიმები იყო ეს …
Continue reading “მეწყერი ჩანჩხალოში – „სახლი დააზიანა, რაც გვიშრომია, ყველაფერი იქ დარჩა“”
სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს, თუმცა გადაადგილების სერიოზული პრობლემები ამ ეტაპზე არ არის. „ხულოში, დაბაში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს, სოფლებში კი, 50 სანტიმეტრს გადააჭარბა; შუახევის სოფლებში – 40 სანტიმეტრს. თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდებოდა მთელი დღის განმავლობაში. სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები ყველგან გაწმენდილი იყო, თუმცა, …
Continue reading “სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს”
„არ ინერვიულოთ თქვენ, კუნძული აშენდება“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას
„კუნძული აშენდება, მაგაზე არ ინერვიულოთ თქვენ.“ – უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ საკრებულოს წევრს ოპოზიციიდან, თეკლა კავაზაშვილს, მას შემდეგ, რაც მან შტორმით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი სარფის სანაპიროს დაზიანებაზე გაამახვილა ყურადღება. „ვნახოთ.“ – ასეთი იყო თეკლა კავაზაშვილის პასუხის პასუხი. მანამდე მან სარფის სანაპიროზე შტორმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. თეკლა კავაზაშვილის ინფორმაციით, სარფში ზღვასთან ახლოს, …
შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო დააზიანა | ფოტო
დღეს, 27 ნოემბერს, ბათუმის ახალ ბულვარი შტრორმმა სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე 4-5-ბალიანი ღელვაა. ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები.
თურქეთის სანაპირო წყლებში 11 მეზღვაურს ეძებენ, ჩაძირული გემის ეკიპაჟს
შავ ზღვაში 19 ნოემბერს ჩაძირული თურქული გემის ეკიპაჟის სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო ცნობებით, ერთი მეზღვაურის ცხედარი გუშინ, 20 ნოემბერს იპოვეს გამორიყული, ეკიპაჟის 11 წევრი კი დაკარგულად ითვლება, ისინი კონტაქტზე არ გამოდიან. თურქეთის შს მინისტრმა ალი იერქილაიმ X-ზე [ყოფილი ტვიტერი] განაცხადა, რომ 11 დაკარგული მეზღვაურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში. შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, …
Continue reading “თურქეთის სანაპირო წყლებში 11 მეზღვაურს ეძებენ, ჩაძირული გემის ეკიპაჟს”
შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა – სამაშველო სამუშაოებს შტორმის გამო ვერ იწყებენ
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ქარიშხლის გამო სატვირთო გემი ჩაიძირა. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი გუშინ, 19 ნოემბერს, ქალაქ ერეგლისთან ჩაიძირა, სტამბოლიდან დაახლოებით 200 კილომეტრში. ცნობილია, რომ გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის წევრები, მათთან კონტაქტი ჯერ ვერ ხერხდება. თურქეთის შს მინისტრმა ალი იერქილაიმ განაცხადა, რომ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციის დაწყებას ძლიერი შტორმი აფერხებს. მისი …
Continue reading “შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა – სამაშველო სამუშაოებს შტორმის გამო ვერ იწყებენ”
ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩა ისევ დაიტბორა
ენვერ ხაბაძის ქუჩა ბათუმში ისევ დაიტბორა. ამ ქუჩის 38 ნომერში მცხოვრები, თამაზ მგელაძე ამბობს, რომ უკვე წლებია ეს პრობლემა ქუჩაზე ვერ მოგვარდა. „ყველა გაწვიმებაზე ეს პრობლემა გვაქვს, ბავშვების სკოლასა და ბაღში წასვლა-მოსვლა პრობლემურია. ეს კი არა, პატარა მანქანაც ვერ შემოდის, იმხელა წყალი დგება. 112-ში დავრეკეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ადრე ბლოკებიც დავაწყვეთ, მაგრამ სამშენებლო ბლოკებიც …
დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 2 ათასზე მეტი ადამიანი
ავღანეთში, ჰერატის პროვინციის სოფლებში, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 7 ოქტომბერს. ბოლო ცნობების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფები ჯერ ისევ მუშაობენ იმისთვის, რომ ნანგრევებიდან ადამიანები გამოიყვანონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მინიმუმ 465 სახლი სრულიად განადგურდა მიწისძვრის შედეგად. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ათობით ოჯახი. დაზარალებულებს სჭირდებათ პირველადი …
Continue reading “დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 2 ათასზე მეტი ადამიანი”
ძლიერი ქარიშხალი საბერძნეთს ერთ თვეში ორჯერ დაატყდა თავს
ცენტრალური საბერძნეთის ნაწილი მეორედ დაიტბორა უკანასკნელ ერთ თვეში. ამჯერად თესალიის რეგიონს ქარიშხალი „ელიასი“ დაატყდა თავს, კოკისპირული წვიმით. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ვოლოსი თესალიაში და ჩრდილოეთ ევია. ბერძნული მედიის ცნობით, ქარიშხალმა დატბორა გზები, სარდაფები, სახლები და მაღაზიები. ქარიშხალ „ელიასს“ წინ უსწრებდა ქარიშხალი „დენიელი“, რომელმაც თესალიაში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სასოფლო-სამეურნეო რეგიონში, დატბორა ხეხილის ბაღები, ყანები, დაიხოცა 200 …
Continue reading “ძლიერი ქარიშხალი საბერძნეთს ერთ თვეში ორჯერ დაატყდა თავს”
„საფრთხე ექმნება ადგილობრივებს და მგზავრებს. თუ შეიძლება, გააშუქეთ“ – ფოტორეპორტაჟი ხულოდან
„ხულო-დიდაჭარის გზაზე გზის მშენებლობისას კლდეს ძირი გამოუთხარეს და ჩამოიშალა. სამუშაოები დასრულებულია და ასფალტი ახალდაგებული. მსგავსი პრობლემებია სხვა მონაკვეთებზეც, საფრთხე ექმნებათ როგორც მგზავრებს, ასევე ადგილობრივებს. თუ შეიძლება გააშუქეთ“, – ეს ტექსტი ფოტოებთან ერთად „ბათუმელებს“ გრანდი თავართქილაძემ გამოუგზავნა. გრანდი თავართქილაძე ასე აღწერს არსებულ სიტუაციას: „ხულოს ცენტრიდან კილომეტრ-ნახევარში, სოფელ დიაკონიძეებთან მისვლამდე, 500-მეტრიან მონაკვეთზე კლდეს ძირი გამოუთხარეს. ამ მონაკვეთის …
„სახლში რომ ვყოფილიყავით, ახლა ცხედრები ვიქნებოდით“ – რეპორტაჟი დამეწყრილი გურიიდან
14 სექტემბრის მონაცემებით, გურიაში განვითარებული სტიქიის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უნდა დატოვოს მინიმუმ 306-მა ოჯახმა. გეოლოგების წინასწარი დასკვნით, მათი სახლები მეწყერსაშიშ ნიადაგზე დგას და საფრთხე, რომ სტიქია განმეორდეს, ისევ არსებობს. საკუთარი სახლის დატოვება ოზურგეთის სოფლებში 136 ოჯახს მოუწევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კი 170 ოჯახს. სტიქიის ზონიდან დროებით გაყვანილია 514 ოჯახი. ნაწილი სასტუმროებში დააბინავეს, ნაწილმა კი ნათესავებთან არჩია …
შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ შვეულმფრენს, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობდა, დაზიანებული აქვს კუდა ხრახნი, რომლის შეცვლას ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დასჭირდება. სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართა. სასაზღვრო პოლიცია ერთი კომპლექტი კუდა ხრახნის შეძენას 586 ათას 501 ლარად …
Continue reading “შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება”
ძლიერ წვიმაზე შიშისგან წნევა მიწევს – კაცი ქედიდან, ვის მეზობლად მეწყერმა სახლი ჩამარხა | VIDEO
„შოვის ტრაგედია რომ მოხდა, სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემი ხის სახლი 150 წლისაა და კრაჭუნობს, ყველა გაკრაჭუნებაზე გავრბოდი გარეთ, გამოვვარდებოდი გარეთ, არაფერი, შევიდოდი უკან, მერე კიდევ ისე,“- თავის ემოციას გვიზიარებს ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები გია ხალვაში და თან ფერდობს მივუყვებით ტყის პირას, ხის ძველი სახლისკენ, სადაც ცხოვრება საშიში გახდა. ქედის სოფელი კოკოტაური ის სოფელია, სადაც 2023 …
„გადავრჩით“ – ქობულეთის სოფელ კონდიდში მეწყერი სახლში შევარდა
ქობულეთში, სოფელ კონდიდში, მეწყერი ჩამოწვა და ერთი სახლი დააზიანა. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, გურამ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დამეწყრილ სახლში სამი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ისინი წუხელ გამოიყვანეს მეწყერსაშიში ზონიდან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სახლს მიადგა მეწყერი და შევიდა ერთ ოთახში. ახლა ამ სოფელში ვართ და ვსწავლობთ მდგომარეობას. წუხელვე გადავიყვანეთ ამ ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას. …
Continue reading “„გადავრჩით“ – ქობულეთის სოფელ კონდიდში მეწყერი სახლში შევარდა”
სოფელ ჯუმათში ნაპოვნია 1 ბავშვის ცხედარი – შსს
შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი გრძელდება საძიებო სამუშაოები. ოფიციალური ინფორმაციით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. „სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში …
Continue reading “სოფელ ჯუმათში ნაპოვნია 1 ბავშვის ცხედარი – შსს”
ქობულეთი დაიტბორა – გურიაში კი მეწყერი ჩამოწვა და 3 დაკარგულს ეძებენ
ძლიერი წვიმის შედეგად გურიის რამდენიმე სოფელი და აჭარის რეგიონის ნაწილი დაიტბორა – ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი დაიტბორა. მერიის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ამოტუმბვის და გაწმენდის სამუშაოები. მერიის ინფორმაციით, ქობულეთის „სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები“. რაც შეეხება გურიას, შსს-ს …
Continue reading “ქობულეთი დაიტბორა – გურიაში კი მეწყერი ჩამოწვა და 3 დაკარგულს ეძებენ”