ტაიფუნი იაპონიაში – მთავრობამ ორ მილიონამდე ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „დუჟუანი“ უახლოვდება. ხელისუფლება ტოკიოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალდიდობისა და მეწყრის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს. დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს ევაკუაციის რეკომენდაცია მიეცა. იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევაკუაცია ექვს პრეფექტურაში 1,908,645 ადამიანს ეხება. ეს პრეფექტურებია: იბარაკი, ჩიბა, ტოკიო, კანაგავა, შიზუოკა და საიტამა. ევაკუაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ …

ნეპალსა და ტიბეტში მინიმუმ 1300 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა სტიქიის შემდეგ

ნეპალსა და ტიბეტში, 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, 1300-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. მეწყერის, ღვაცოფისა და წყალდიდობის შედეგად განადგურებულია სოფლები. ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 165 ცხედარი, მათ შორის – ასობით უცხოელი ტურისტის. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქია სავარაუდოდ მოჰყა მიწისძვრასა და მყინვარის ჩამონგრევას, რამაც წყალდიდობა, მეწყერი და ღვაცოფი გამოიწვია. ზვავმა მდინარეების კალაპოტი გადაკეტა და ღვარცოფულმა ტალღებმა …

„კურსებში დამეწყრილ ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია, სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას“

„მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა“ – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ტყიბულში, სოფელ კურსებში განვითარებულ პროცესებზე. ორგანიზაციის განცხადებით, ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში იყოს დაცული, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ …

რომელ გზებზეა შეზღუდვები თოვის გამო – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 21 იანვარს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის უღელტეხილზე და კმ110-კმ146 მონაკვეთზე ნაქერალას უღელტეხილზე საჩხერე-რაჭის გზაზე ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის  გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის …

„არ გვაქვს საკვები, წყალი, გზა, გაზი, დატბორილია სახლები“ – მოსახლეობა ლაგოდეხში შველას ითხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა. როგორც ადგილობრივმა მოსახლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფლებში – უზუნთალაში, კაბალსა და განჯალოში. ფერი აღაჯანოვა სოფელ უზანთალაში ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ წყალმა სახლებში შეაღწია, რის შედეგადაც მოსახლეობას ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტები გაუფუჭდა. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სასმელი წყლისთვის ჭას იყენებს. ფერის თქმით, ადიდებული წყალი ჩავიდა ჭებშიც, …

„უშუქოდ ვართ მეორე დღე, გზაც პრობლემაა“ – მაჭახლის ხეობის მცხოვრები

„უშუქოდ ვართ ორი დღე, ელექტროგადამცემი ბოძებიც წააქცია წყალმა… ადიდებულმა მდინარემ მანქანაც წაიღო, გზებიც დააზიანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები დალი კახიძე. დალი კახიძე მდინარე მაჭახელას კალაპოტთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში „რიბერა“ მუშაობდა. ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ამ კალაპატთან ახლოს მდებარე კოტეჯები, ასევე რესტორნები …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძარს ებრძვიან, ამჯერად ბურსაში

თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეები მორიგ ტყის ხანძარს ებრძვიან ბურსაში მდებარე ტყეში, სადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა. თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან 3 თვითმფრინავით, 11 ვერტმფრენითა და 40-მდე სპეცმანქანით. სამუშაოებში 242 ადამიანია ჩართული. თურქული მედია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთსა და საბერძნეთში კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ძლიერი ხანძრის ალბათობა …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან

თურქეთში იზმირის პროვინციაში და ადანაში, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან. თურქული მედიის ცნობით, „სეფერიჰისარის“ კაშხლის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე ხანძარი უცნობი მიზეზით გაჩნდა. ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ცნობით, დღეს, 26 აგვისტოს, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები, ათეულობით სახმელეთო ტექნიკა და 200 მეხანძრეა მობილიზებული. ამავე დროს, ტყის ხანძარია ადანას პროვინციაშიც, სადაც, ასევე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ჰაერიდან და …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან, ერთ ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 55 გრადუსს მიაღწია

დღეს, 26 ივლისს, თურქეთში, ქალაქ შანლიურფაში, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 55 გრადუსს მიაღწია – წერს თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“. შანლიურფა სამხრეთ ანატოლიაში მდებარეობს და თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქად ითვლება. „ანადოლუ“ წერს, რომ ხელისუფლება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანდაზმულებსა და ბავშვებს ურჩევს სახლიდან არ გავიდნენ საღამომდე. ამავე დროს თურქეთში უკვე სამ დღეზე მეტია ტყის …

თურქეთში, იზმირში ძლიერი ხანძარია

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარი მძვინვარებს. მასშტაბური ხანძარი იზმირში 29 ივნისს ტყეში გაჩნდა და საცხოვრებელ ზონებში გავრცელდა. თურქული მედიის ცნობით, ქალაქის ხუთი უბანი ევაკუირებულია, დაზიანდა სამი სახლი და მრავალი ავტომანქანა. იზმირის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობაში 1,113 ადამიანი, 122 სახანძრო მანქანა, 74 წყლის ავზი და 84 მძიმე ტექნიკა იყო ჩართული, თუმცა ძლიერმა ქარმა საჰაერო ოპერაციები …

ძლიერი წვიმა ტრაბზონში – მაშველები დაკარგულ ადამიანს ეძებენ

3 ივნისს თურქეთში, ტრაბზონში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა. წვიმის შედეგად ერთი ადამიანი დაიკარგა. დღეს, 4 ივნისს, ტრაბზონში დილიდან ეძებენ 72 წლის ადამიანს, რომელიც წვიმის დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში მაშველები მონაწილეობენ. ამავე დროს, თურქული მედიის ცნობით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქში წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი ტალახის გასაწმენდად. _________________ ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

ადრეული გაფრთხილების სისტემები არაეფექტურია – აუდიტი სტიქიის მართვაში არსებულ პრობლემებზე

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, საქართველოში არ არსებობს „ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი“. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად აუდიტი ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობას ასახელებს, რომელიც განსაზღვრავდა გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს.„ აღნიშნული პროცესის არარსებობა კი ამცირებს მზადყოფნისა და დროული რეაგირების …

მთავრობამ საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო, 3 მლნ ლარი გამოყო დიდთოვლობასთან ბრძოლისთვის

„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ. „2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს …

რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან

მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა. რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა. გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი …

„უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში

გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს მეექვსე დღეა ებრძვიან. მოქალაქეებს ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხალისეები ეხმარებიან. „ბათუმელები“ რამდენიმე მოხალისეს დაუკავშირდა, რომლებიც დღეს, 27 თებერვალს, გურიაში არიან მოსახლეობის დასახმარებლად ჩასული. მოხალისეების უმრავლესობას აქვს სხვადასხვა სპორტული გამოცდილება. „მოვახერხეთ და ამოვედით ტრაქტორით. სამწუხაროდ, ყველაფერი ცენტრში დავტოვეთ, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა არაფრის წამოღებას. ახლა გზა გავიყვანეთ და „ოფროუდის“ [ექსტრემალ …

ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა. “ასევე თუ საჭიროება გაჩნდა, დავეხმარებით ბათუმში სახლის ჩამონგრევის და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლებს“, – წერს ინიციატივის ავტორი დავით ჯინჭარაძე ფეისბუქში. დახმარება გვჭირდება საჭირო ნივთების შეგროვებაში – სანთლები, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი, საჭმელი, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. ყველას შეუძლია შემოერთება, დაგვჭირდება ასევე …

26 თებერვალს უქმდება რეისები ბათუმისა და თბილისის მიმართულებით – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ 26 თებერვალს უამინდობისა და დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები: 26 თებერვალი – № 802 თბილისი – ბათუმი; 26 თებერვალი – №803 ბათუმი – თბილისი; 26 თებერვალი – №870 თბილისი-ზუგდიდი; 26 თებერვალი – №873 ფოთი-თბილისი. „მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – აცხადებს რკინიგზა. _____________ …

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებას ეხმაურება და წერს, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას. შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.  „გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ …

ბათუმში ტაქსის ტარიფი გასამმაგდა

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში მკვეთრად გაიზარდა ფასები ტაქსით გადაადგილებაზე. დილიდან ტაქსის გამოძახების აპლიკაციები ჩვეულებრივზე სამჯერ და ოთხჯერ მაღალ ფასს აჩვენებს და ამავე დროს, გაზრდილია დაცდის დროც. მაგალითად, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ბონის აგრარულ ბაზრამდე ტაქსით მგზავრობის ფასი „ბოლტის“ აპლიკაციით საშუალოდ 16 ლარია, დაცდის დრო კი – 15 წუთი. ჩვეულებრივ, ამ მანძილზე იმავე აპლიკაციით ტაქსის გამოძახება საშუალოდ …

ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დღეს, 24 თებერვალს, დილის მონაცემებით, ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ ბათუმელებს უთხრეს, ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოწვეულია დიდთოვლობით. „ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ხელვაჩაურში 300-მდე აბონენტს, ბათუმში, შუა მახინჯაურში, 150-მდე აბონენტს და ასევე, ანგისის მხარეს იყო გათიშული 600-მდე აბონენტი და ალბათ, დღის ბოლომდე ჩავრთავთ მათაც. ჩვენ გადამცემ ხაზებს ძირითადად თოვლისგან მოტეხილი ხეები …

ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე მინიმუმ ნახევარი მეტრია

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში გადაუღებლად თოვს. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა, როგორც ობსერვატორიაში გვითხრეს, ესაა დღეს, ადრიანი დილის მონაცემები, მას შემდეგ თოვა არ შეჩერებულა და სავარაუდოდ, თოვლის საფარის სიმაღლე კიდევ უფრო გაიზარდა. დაზუსტებულ ინფორმაციას, როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, რამდენიმე საათში გამოაქვეყნებენ. სინოპტიკოსების თქმით, ინტენსიური თოვა შენარჩუნდება 24 თებერვლის …

ქობულეთის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს. დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს. „ამ ეტაპზე შეზღუდულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა მიმართულება გაიწმინდება. ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზების …

ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“

დღეს, 19 დეკემბერს, საღამოს, მეწყერი ჩამოწვა ხულოს სოფელ ჩაოში. „მეწყერი ამ საღამოს ჩამოწვა. სოფელში ჩაიკეტა ცენტრალური გზები. გადაუდებელი დახმარება რომ დასჭირდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარება ვერ მოვა. მე ახლა მეზობელთან ვარ. სახლში ვერ გავჩერდი. არ გაიჩერება, მეშინია. სხვა ოჯახებიც არიან, ვინც გამოვიდნენ სახლებიდან და მეზობლებთან ან ნათესავებთან აფარებენ თავს. ოთხი ოჯახი ვართ, ვისაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე. …

შუახევში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

შუახევში ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა. შუახევის ცენტრთან ახლოს მეწყერი დღეს, 19 დეკემბერს, გამთენიისას ჩამოწვა. „განვითარებულია მეწყერი. გორაა ჩამოსული და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. იწმინდება, ტექნიკა მისულია. ალბათ, საღამოსკენ აღდგება მოძრაობა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან დიდი მასაა ჩამოსული. ჩამოიტანა ხეებიც. ცენტრალურ გზაზეა საუბარი, როგორც კი შუახევის ცენტრს გაცდები. მეწყერი დღეს, გამთენიისას ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია …

ხულოს, ქედასა და შუახევს დენი არ მიეწოდება, სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს – „ენერგო-პრო“

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობამ ელექტრო-ენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები გამოიწვია. „დაზიანებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგადამცემი ხაზები და კომპანიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტში დროებით შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ტექნიკური ბრიგადები, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი დამატებითი ჯგუფები. საგანგებო რეჟიმში მობილიზებული ტექნიკური პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს …

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

ბათუმში, ქარიშხალმა კობალაძის ქუჩაზე კორპუსს სახურავი მოგლიჯა. როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე „ბათუმელებს“ ატყობინებს, მოგლეჯილი სახურავი კორპუსის წინ ავტომანქანებს დაეცა. „დაზიანდა სამი ავტომობილი“- ამბობს მოქალაქე. დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში დილიდან ავდარია. დასავლეთის ქარის სიჩქარე პერიოდულად 17-25 მეტრს აღწევს წამში.

აჭარის მაღალ სოფლებში თოვლის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, არ არის დენი, შეზღუდულია მოძრაობა

მეორე დღეა თოვს მაღალმთიან აჭარაში, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს. შუახევსა და ხულოში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტების განცხადებით, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგია მოსახლეობას დღის ბოლომდე მიეწოდება. საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შეფერხებულია გადაადგილება შიდა სასოფლო გზებზე. თოვისა და …

90 მისამართიდან შემოვიდა განცხადება დატბორვაზე – ბათუმის მერია

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მცირე მეწყრული პროცესები დაფიქსირდა, დაიტბორა ქალაქის ქუჩები, დაზიანდა მცენარეები. ბათუმის მერიის ცნობით, 28 ნოემბრის ღამის მონაცემებით, მერიაში დაახლოებით 90 მისამართიდან შევიდა მოქალაქეების განცხადება მიწის ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით. „თითოეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური. ამავდროულად, მუდმივმოქმედი კომისიის …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი/ანგისა – ახალციხის საავტომობილო გზის 106-123 კილომეტრზე,  გოდერძის უღელტეხილზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღეს, 5 ნოემბერს, დილიდან თოვს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმი-ახალციხის გზაზე ლოდი ჩამოგორდა – დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ დოლოგანთან, ფერდობიდან ლოდი ჩამოგორდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავდა ერთი ქალი, დაზიანდა 2 ავტომობილი.

სტიქია ლანჩხუთში: „ისეთი ადგილები მოსკდა და გაიბზარა, ვერ წარმოვიდგენდი“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, წიაღობანის უბანში, გადაუღებელი წვიმის შემდეგ განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად გზა ჩამოიშალა, მოსახლეობის შეფასებით, მოიმატა ბზარებმა სახლებზე. „ბათუმელები“ წიაღობანში ესაუბრა ზურიკო შაინიძეს, რომელიც აქ ცხოვრობს. „გზა საერთოდ აღარაა, საფეხმავლო გზაც კი არაა“ – გვითხრა მან. მოქალაქის თქმით, სტიქია აქ 2023 წლის სექტემბერშიც განვითარდა და მაშინ 20-ზე მეტი ოჯახი გაასახლეს სოფლიდან. „შარშან, 8 …

ოქტომბრის თოვლი აჭარაში: სოფლების ნაწილს დენი არ მიეწოდება, ბევრგან ჩაკეტილია გზაც

დღეს, 21 ოქტომბერს, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 15-20 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ჩაკეტილია გზებიც. დაბა ხულოში, ადგილობრივების თქმით, მესამე დღეა არ მიეწოდებათ წყალი. მაღალმთიან აჭარაში ახლაც თოვს. ხულოს სოფლებში მოსახლეობის ნაწილს არ აუღია მთელი წლის მოსავალი. ბევრი მათგანის თქმით, ვერც თივის მომარაგება მოასწრეს პირუტყვის გამოსაზამთრებლად და ვერც შეშის. „ამ ეტაპზე ელექტროენერგია …

სარფში გზაზე კლდე ჩამოიშალა

დღეს, 17 სექტემბერს, სარფში კლდე ჩამოიშალა და ლოდების ჩამოწოლის შედეგად გზა ჩაიკეტა. შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის [15:50] სარფში გზა უკვე გახსნილია. _______________________ ფოტო: ტელეკომპანია „მთავარი“

წყალდიდობა პოლონეთში, ჩეხეთსა და და ევროპის სხვა ქვეყნებში – არის მსხვერპლი

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. უამინდობის მიზეზი ციკლონი გახდა, რომელსაც ევროპის ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმა და ქარი მოჰყვა. დღეს, 16 სექტემბერს, ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიხრჩო მდინარე კრასოვკაში ქალაქ ბრუნტალთან, 7 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 3 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ავსტრიაში, 6 – რუმინეთში და …

კოტეჯების მდინარისგან დასაცავად ჯებირი უნდა ააშენონ – რა შენიშვნები აქვს სააგენტოს

ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში კოტეჯების მდინარისგან დასაცავად საყრდენი კედლის მოწყობაზე სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. სააგენტოს ინფორმაციით, სკრინინგის განცხადებაში გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად 216 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი. ნაგებობის აშენებას შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გეგმავს, რომელმაც სააგენტოს სკრინინგის განცხადებით მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. „ზულუ ვი.აი.პი …

მყინვარულ ხეობებში საფრთხეებს 594 ათას ევროდ შვეიცარიული კომპანია გამოიკვლევს

გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარულ ხეობებში მოსალოდნელი საფრთხეების გამოვლენისა და რისკების შეფასების მიზნით კვლევების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ხელშეკრულებას შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG-თან გააფორმებს. სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების ღირებულება არის 594 ათასი ევრო, რასაც ხელშეკრულების დადების ეტაპზე დაემატება დღგ-ს თანხაც. „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით GEOTEST AG-თან ხელშეკრულების ტენდერის გარეშე დადებაზე თანხმობის მისაღებად გარემოს სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს …

Exit mobile version