შტორმმა ახალ ბულვარში – ზღვამ სანაპიროს ნაწილი წაიღო | ფოტო

დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში შტორმმა კიდევ ერთხელ დააზიანა ახალი ბულვარის სანაპიროს ნაწილი, წაიღო სკამები, ქვა-ღორღით გაივსო ბულვარის სავალი ნაწილი.    

საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის. „2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია …

შუახევში პაციენტი 3 კილომეტრი ხელით ატარეს, გადმოსაყვანია კიდევ 1 პაციენტი

შუახევში მოსახლეობამ პაციენტი დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ატარა საკაცით თოვლისგან გაწმენდილ გზაზე ჩამოსაყვანად. შემთხვევა დღეს, 18 იანვარს, მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. შუადღისას ხანდაზმულმა კაცმა დაცემის შედეგად სავარაუდოდ, მოტეხილობები მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა სასწრაფოს მანქანა თოვლისგან გაუწმენდავი გზის გამო სოფელში ვერ ავიდა. როგორც სოფელში გვითხრეს, გზას ორი ტრაქტორი წმენდდა თოვლისგან, თუმცა ერთი …

თოვლით დაფარული სკოლები ხულოში | ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის სიმაღლე 2 მეტრამდეა. ზოგიერთ სოფელში თოვლმა სკოლა თითქმის დაფარა. სკოლაში შესასვლელად მოსახლეობას თოვლში გვირაბის გაკეთება უწევს. ასეა სოფელ დანისპარაულში. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს, კურორტ გოდერძის მახლობლად. თოვლში მხოლოდ სკოლის სახურავი ჩანს. ეს სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაა. ეს პატარა სოფელი ხულოში, დიოკნისის თემში მდებარეობს. სკოლაში 44 მოსწავლეა. სკოლაში ამბობენ, რომ …

ხულოში გზები ჩაკეტილია, გაითიშა შუქი – თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტია

დღეს, 22 დეკემბერს, ხულოში გზები ჩაკეტილია, დაბა და ხულოს სოფლები შუქის გარეშეა დარჩენილი. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, დაწყებულია გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია. „ამ დროისთვის თითქმის ყველგან არის შეფერხება, მაგრამ მალე აღდგება… გზების გაწმენდა დამოკიდებულია თოვაზე, ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ამ მონაცემებით 2 – 3 საათში უნდა …

კენტუკის შტატში ასამდე ადამიანი დაიღუპა ტორნადოს შედეგად

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ასამდე ადამიანი მიიჩნევა დაღუპულად გამანადგურებელი ტორნადოს შედეგად. კენტუკის გუბერნატორი, ენდი ბეშიარი აცხადებს, რომ ეს იყო ყველაზე გამანადგურებელი ტორნადო შტატის ისტორიაში. ტორნადომ გაანადგურა სანთლების ქარხანა, სადაც დაახლოებით 110 ადამიანი იმყოფებოდა. ქარხანა ნანგრევებად იქცა, ამ დრომდე მოხერხდა 40-მდე ადამიანის გადარჩენა. შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაკარგულების ძებნა გრძელდება. _______ ფოტო: wdrb.com  

ძლიერი ქარი, წვიმა და შტორმი თურქეთში

თურქეთის პროვინციებში – ანტალიასა და მუღლაში დღეს, სამშაბათს, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე უბნები დააზიანა. დაიტბორა რამდენიმე შენობა და ქუჩა, შეფერხდა ავიარეისები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთში ძლიერი წვიმა და ქარი რამდენჯერმე დაფიქსირდა. ნოემბრის ბოლოს 4 ადამიანი დაიღუპა სტამბოლში ქარიშხლის შედეგად. ______________ ფოტოზე: ბოდრუმის სანაპირო, 7 დეკემბერი/2021წ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში,  იზმირის პროვინციაში, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სპეციალისტების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო. მიწისძვრა დღეს, 30 ნოემბერს, დილის 7 საათზე დაფიქსირდა, 9 წუთში კი ისევ განმეორდა, ამჯერად ბიძგების სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდა იყო. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გუშინ, 29 ნოემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლსა და ბურსაში ქარიშხალი იყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ___________ …

4 ადამიანი დაიღუპა თურქეთში ქარიშხლის შედეგად

თურქული მედიის ცნობით, 4 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 19 დაშავდა დღეს, 29 ნოემბერს ძლიერი ქარიშხლის შედეგად. თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურის (TSMS) ინფორმაციით, მარმარილოს, ეგეოსის და დასავლეთ შავი ზღვის რაიონებში და ცენტრალური ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთით კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი. დღეს შტორმის გამო სტამბოლში ტალახიანი წვიმა დაფიქსირდა. ძლიერი ქარია ბურსაშიც, სადაც ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა. ქარიშხლის შედეგად …

თურქეთში მიწისძვრების შემდეგ შესაძლოა ვულკანმა გაიღვიძოს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ ქვეყნის ყველაზე დიდი, ძველი ვულკანის აქტივობა შეინიშნება. ვულკანი ჰასანის მთაზე 10 000 წლის წინ იყო აქტიური, მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ ახლახან მომხდარმა მიწისძვრებმა შესაძლოა ვულკანი გააღვიძოს. სპეციალისტებმა აქტივობა დააფიქსირეს მთის მაგმის ფენებში. ჰასანის მთა აქსარაის პროვინციაში მდებარეობს. მისი სიმაღლე 3253 მეტრია. სპეციალისტები გამორიცხავენ ვულკანის მოულოდნელად ამოფრქვევის შესაძლებლობას და აცხადებენ, რომ მათ …

ძლიერი წვიმის გამო სიცილიაზე 2 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიკარგა. კატანიაში ძლიერი წვიმის დროს ადამიანები, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მოვარდნილმა წყალმა წაიღო ავტომანქანა, რომელშიც ხანდაზმული წყვილი იმყოფებოდა. 67 წლის კაცის ცხედარი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს, ქალს კი ამ დრომდე ეძებენ. მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გავიდნენ ქუჩებში, რადგან სიტუაცია კრიტიკულია.

წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა და 100 მეტრი სიგრძის გზა წაიღო

ხულოში, სოფელ წაბლანაში, მეწყერი ჩამოწვა. „ბათუმელები“ სოფელში მერის წარმომადგენელს რაულ მახარაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მეწყერმა ასი მეტრი სიგრძის გზა წაიღო. მისი თქმით, ამ ეტაპზე მეწყერი საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად შესაძლოა მეწყრული პროცესები ისევ განვითარდეს. „მეწყერი ჩამოწვა სოფლის ცენტრში მისვლამდე, სკოლასთან ახლოს და წაიღო ასი მეტრი სიგრძის გზა. ჩვენ გვაქვს …

თამარის დასახლებაში ავტომანქანას ხე დაეცა

დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში ხე წაიქცა და ავტომანქანა დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანაში არავინ იჯდა და შესაბამისად, არც არავინ დაშავებულა. ბათუმში სამი დღეა გადაუღებლად წვიმს. 22 სექტემბერს რეგიონში არაერთ მონაკვეთზე განვითარდა მეწყრული პროცესები. მეწყერმა ფერიაში სამი სახლი დაანგრია, ხოლო ქობულეთში – ერთი. ბათუმში არაერთ ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული …

სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს

„სპეციალისტებიც არ მოსულან ჯერ, რომ შეესწავლათ რა დღეშიც ვართ,“ – ამბობს მურმან აბუსელიძე, რომლის სახლსაც მდინარე ბარცხანამ საძირკველი თითქმის გამოაცალა. ამ მდინარის ჩაყოლებაზე, გოროდოკის უბანში, სხვა სახლებშიც აღარ აპირებენ ღამის გათევას. აქ 6 ოჯახს ელოდება საფრთხე. მდინარე ბარცხანის ქვედა ნაწილში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები 5 ოჯახი კი, დაახლოებით ერთი წლის წინ გაიყვანეს ქირით. „გვიანი ღამე იყო, …

გოროდოკში 1 სახლს მდინარემ საძირკველი გამოაცალა, ექვსს საფრთხე ემუქრება

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მდინარე ბარცხანამ ხიდის ჯებირები და დამბები მოარღვია. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა აცნობეს. მდინარე 6 საცხოვრებელ სახლს უქმნის საფრთხეს. ერთ-ერთ სახლს უკვე გამოაცალა საძირკველი, ხოლო ერთ-ერთი მესაკუთრის ეზო წაიღო. „ჩვენ წუხელ ღამითვე ვიგრძენით საფრთხე. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ადექით, დამბა წაიღოო. ხუთის 15 წუთი იყო. 15 წუთში მოვიდა ანზორ დავითაძე, გამგებელი“, – გვითხრა …

წყალდიდობა ბათუმში ძლიერი წვიმის შემდეგ – ფოტორეპორტაჟი

ძლიერი წვიმა ბათუმში წუხელ, 21 სექტემბერს დაიწყო. დღეს დილით ბათუმელებს დატბორილი ქუჩები, ავტომანქანები და დაბალსართულიანი შენობების დატბორილი პირველი სართულები დახვდათ რიგ ქუჩებზე. ძლიერმა წვიმამ დატბორა სახლები და ქუჩები ხელვაჩაურშიც. წვიმის შედეგად ქალაქის შემოგარენში განვითარდა მეწყრული პროცესები. ფერიის დასახლებაში სტიქიამ სამი სახლი წაიღო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს; ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ სახლების საძირკველს საფრთხე შეუქმნა. ცხელ ხაზზე …

კოკისპირული წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა | ფოტო

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დღეს, 22 სექტემბერს, დაიტბორა.

ქობულეთში, მდინარეში კაცი დაიხრჩო

ქობულეთში, მდინარეში კაცი დაიხრჩო. ცხედარი დღეს დილით იპოვეს მაშველებმა. გარდაცვლილი დაახლოებით 70 წლის კაცია, ის სოფელ ალამბარში ცხოვრობდა. „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ კაცი საღამოს საქონლის მოსაძებნად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ცხედარი მაშველებმა მდინარე აჭყვაში იპოვე სოფელ გვარასთან. ეს სოფელი ქალაქ ქობულეთთან ახლოს მდებარეობს. გუშინ, 3 სექტემბერს, ქობულეთში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სოფელი დაიმეწყრა, იყო …

ქარბორბალამ ქობულეთში სახლებს სახურავი ახადა [ვიდეო]

ქობულეთში ქარბორბალაა. სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სახურავის გარეშე დარჩა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა ზარალი მიადგა ქარბორბალას შედეგად მოსახლეობას,  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მთლიანად რუსთაველის ქუჩა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში და ასევე დაბა ჩაქვში დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლი, ხოლო სოფლებში – წყავროკაში, ხალაში, ჩაქვში, სოფელ-ქობულეთში, ბობოყვათში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ინფორმაცია განახლდება.

რამდენ სოფელში ჩაიკეტა გზა ძლიერი წვიმის შემდეგ

ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ამ დროისთვის მუშაობს ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ქობულეთში. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით. სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც. ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები …

70 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად – ბოლო ცნობები თურქეთიდან

თურქეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ცნობების თანახმად, კასტამონუს პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, სინოპში – 9 ადამიანი, ხოლო ბართინის პროვინციაში – 1 პირი. წყალდიდობის გამო ორი ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. კოკისპირულმა წვიმამ თურქეთში წყალდიდობა გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, დაზარალებული რეგიონები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ________________ …

თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილია 27 ადამიანი – ბოლო ცნობები

თურქეთში გაიზარდა შავიზღვისპირა პროვინციებში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რაოდენობა – ბოლო ინფორმაციით 27 ადამიანია გარდაცვლილი. 25 ადამიანი დაიღუპა კასტამონუს პროვინციაში, ორი – სინოპში, ხოლო ერთი ადამიანი, 80 წელს გადაცილებული ქალი, რომლის სახლი წყალდიდობამ დაანგრია, დაკარგულია და მას მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ორასამდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი წყალდიდობისგან დაზარალებულ პროვინციებში. __________ ფოტოზე: სტიქია თურქეთში. ფოტო” ევროპის პრესფოტო …

თურქეთში წყალდიდობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ თურქეთში, შავიზღვისპირა რეგიონში, კასთამონუს პროვინციაში, 4 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით. ასევე, ბართინის პროვინციაში გრძელდება წყალდიდობის შედეგად დაკარგული ადამიანის ძიება. 7-11 აგვისტომდე ძლიერმა წვიმამ თურქეთში, ბართინის, კასტამონუსა და სინოპის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში …

წყალდიდობა თურქეთში ხანძრის შემდეგ – მაშველები მოხუც ქალს ეძებენ

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია თურქეთის ჩრდილოეთ შავიზღვისპირა რეგიონებში. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა ბართინის, სინოპის, კასთამონუს და ყარაბუქის პროვინციებს. თურქული მედიის ცნობით, დაიკარგა 85 წლის ქალი, რომლის სახლიც ადიდებულმა წყალმა  დაანგრია. მაშველები მას ჯერ კიდევ ეძებენ. წყალდიდობამ დააზიანა სახლები, ბიზნესკომპანიები, წაიღო ავტომანქანები. წყალდიდობის შედეგად ჩამოინგრა ხიდი, რის გამოც დაშავდა 13 ადამიანი. მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა ამ რეგიონში …

საბერძნეთის კუნძული ევია ცეცხლის ალში – ათამდე სოფელი ევაკუირებულია

ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი საბერძნეთის კუნძულ ევიაზე. საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით, ატიკის  მდებარე კუნძულ ევიაზე გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ათასობით ჰექტარი ტყე. მოხდა ათობით სოფლის ევაკუაცია, 2500-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს კუნძულიდან და გაარიდეს ცეცხლს. უკვე მეექვსე დღეა საბერძნეთი ებრძვის ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ორი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, მათ შორის ერთი მოხალისე-მეხანძრე იყო. საბერძნეთში ჩავიდნენ …

ერდოღანის თქმით, 208 ხანძრიდან 12 დარჩა – დაკავებულია 6 ადამიანი

თურქეთის 44 პროვინციაში 208 ხანძრიდან 196 ხანძრის კერა ლოკალიზებულია. მეხანძრეები ამ დრომდე 12 ხანძარს ებრძვიან თურქეთის 5 პროვინციაში – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა ჟურნალისტებთან. დღეს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს 6 პირი, რომლებიც მუღლაში ხანძრის გაჩენაში არიან ეჭვმიტანილი. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ამჟამად ხანძრის ჩასაქრობად იყენებენ 56 სახანძრო ვეტმფრენს. ხუთი ვეტმფრენი ღამის ხედვით …

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან, ასობით ადამიანია ევაკუირებული | ფოტო

თითქმის ერთი კვირაა საბერძნეთში ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ათენთან ახლოს მდებარე კუნძულიდან. ხანძრის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, არის ქარიანი ამინდი, რაც ხელს უშლის ტყის ხანძრის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები და ავტომანქანები. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას 5 აგვისტოს მოუწოდა, მაქსიმალურად შეზღუდონ არამიზნობრივი გადაადგილება.

სიცხე და ძლიერი ქარი საქართველოში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს. „6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას“ – იუწყება გარემოს …

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან | ფოტო

ძლიერი ხანძრის შედეგად საბერძნეთში, ჩრდილოეთ ატიკაში, ათეულობით ჰექტარი დაიწვა – მათ შორის ტყეები და ასამდე საცხოვრებელი სახლი. გუშინ, 3 აგვისტოს, ასობით ადამიანის ევაკუირება მოხდა ხანძრის გამო, 500-მდე მეხანძრე ებრძოდა ცეცხლს. დღეის მონაცემებით ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის კერები რჩება და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ბოლო დღეებში საბერძნეთში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა სხვადასხვა ადგილას, რის მთავარ …

თურქეთის 35 პროვინციაში ხანძარია | ფოტო

თურქეთის რესპუბლიკის 35 პროვინციაში  ტყის ხანძრის 129 კერაა. თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, 122 ხანძრის კერის ლოკალიზება მოხდა, თუმცა ცეცხლთან ბრძოლა კვლავ გრძელდება. უკვე მეხუთე დღეა თურქეთში ხანძარს ებრძვიან. ევაკუირებულია ასობით ადამიანი, ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობს ათასამდე სახანძრო მანქანა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ევროპის პრესფოტოსააგენტოს მიერ გადაღებულ ფოტომასალას.

ბათუმში ექვს ადგილას მეწყერი ჩამოწვა, ჩაინგრა სავალი გზა

ბათუმში, თევდორე მღვდლის ქუჩის #8-10- ში უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აქ მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, გაიწმინდა გზა და აღდგა მოძრაობა. მერიაში ასევე განმარტეს, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად, ხვალ, 28 ივლისს,  ჩატარდება გეოდეზიური სამუშაოები, მოამზადებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. რაც შეეხება პეტრე იბერის, ნაჭყებიას, ასევე …

ბათუმში დაიტბორა ქუჩები და ეზოები, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ბათუმის მერიის ცნობით, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა ძლიერი წვიმის შემდეგ. დაიტბორა ბათუმის ქუჩები და ეზოები. გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები. მერიის ცნობით,  დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განხორციელდება. მერიის ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს, იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები.

ძლიერი წვიმა ბათუმში | ფოტო

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩებში წყალი დადგა. კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ამ დრომდე არ შემოსულა შეტყობინება კონკრეტული ადგილების დატბორვის შესახებ. კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ჯგუფები პრევენციის მიზნით გასული არიან ყველა ადგილზე, სადაც მოსალოდნელია დატბორვა. „უამინდობის დროს წინასწარ ვახორციელებთ ზღვაში გამსვლელი არხებისა და ჭებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს“ – ამბობენ „ბათუმის წყალში“.

წყალდიდობა თურქეთში – რიზეში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა

თურქეთში, რიზეში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და გზები და ქალაქის მიმდებარედ არსებული სახნავ-სათესი მინდვრები დატბორა. რიზეს პროვინციაში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეტეოროლოგების ცნობით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში წვიმიანი ამინდი გაგრძელდება. თურქი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ტრაბზონის მახლობლად, რიზესა და ართვინში.  

800-წლიანი ძილის შემდეგ ისლანდიაში ვულკანმა გაიღვიძა

ისლანდიის დედაქალაქთან, რეიკიავიკიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით, ვულკანმა 800-წლიანი ძილის შემდეგ 19 მარტს გაიღვიძა და ლავის ამოფრქვევა დაიწყო. ისლანდიაში ბოლო კვირების განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგების ათასობით შემთხვევა იყო. მეტეოროლოგების თქმით, ვულკანის ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500-700 მეტრია. რეიკიავიკში საერთაშორისო ფრენები გადაიდო. მეტეოროლოგები მიიჩნევენ, რომ ვულკანი არ არის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი.

ბათუმში ბინა გადასცეს გოგოს, ვისი ოჯახის წევრებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ

ბათუმში საცხოვრებელი ბინა გადასცეს მეექვსეკლასელ გოგოს, ვისი ოჯახის წევრებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ. საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მომხდარ შემთხვევაზე – მეწყერმა თედორაძეების სახლი წაიღო და მსუბუქი ავტომანქანა. საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იყო, მათ შორის, 14 წლის ბიჭი. დაიღუპა ავტომანქანში მყოფი ორი პირიც. გოგო, რომელსაც დღეს აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ბინა გადასცა, სტიქიის დროს …

Exit mobile version