მთავარი,სიახლეები

შოვში და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილებს ეძებენ

04.08.2023
შოვში და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილებს ეძებენ

და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები მამისონის კოტეჯებში ისვენებდნენ, როგორც მათი მეგობარი ამბობს „ბათუმელებთან”. ეს კოტეჯები დამეწყრილია.

და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები უცხოეთში ცხოვრობენ და ზაფხულში შოვში ისვენებდნენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეს შოვში იპოვეს ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა დაუდგენელია. გიორგის და სოფიოს მეგობარი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, დაკარგულებს შორის ორი და-ძმაა და ჯერჯერობით უცნობია, რომელი და-ძმა იპოვეს.

გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. რაჭაში,  სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალურად 7 ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: