მთავარი,სიახლეები

ჩაქვში გრიგალმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია

29.03.2023
ჩაქვში გრიგალმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია

ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ძლიერმა ქარმა სახლი დაუნგრია. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მერიამ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზა, თუმცა „საკუთარი სურვილით ოჯახი გადავიდა შვილთან.“

რაც შეეხება ზარალს, სააგენტოს განმარტებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელი კომისია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას  ოჯახის დახმარების თაობაზე.

28 მარტს ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები.

ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

______________

ფოტო: ტელეკომპანია „ფორმულა“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: