მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ 4 პაციენტი დარჩა

12.05.2020 • 1631
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ 4 პაციენტი დარჩა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად კლინიკა „მედალფაში“, სადაც კოვიდინფიცირებულ პირებს მკურნალობენ, მხოლოდ 4 პაციენტი დარჩა.

აჭარაში 12 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს, ასევე, კორონავირუსზე 36 ტესტის პასუხი უარყოფითია.

აჭარაში 50 პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან, გარდაიცვალა – ორი.

12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 639 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 349 ადამიანი, გარდაიცვალა – 11. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: