კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – …

დადასტურდა კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი. ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 22  803-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ს მონაცემებით,  კარანტინში იმყოფება 4 408 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 155, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1 848.

რამდენად სწრაფად იღებთ სამედიცინო სერვისებს კოვიდ 19-ის პირობებში? – გამოკითხვა

რამდენად სწრაფად იღებთ სამედიცინო მომსახურებას კორონავირუსის პანდემიის პირობებში? გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და თითოეულ შეკითხვაზე დააფიქსიროთ თქვენი პასუხი.   ოჯახის ექიმმა გითხრათ, რომ ექვემდებარებით კლინიკაში გადაყვანას. რამდენ დღეში გადაგიყვანეს?

რა შემთხვევაში გადავა უცხოეთიდან ჩამოსული პირი თვითიზოლაციაში 8-დღიანი კარანტინის ნაცვლად 

საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული პირი თუ სასაზღვრო პუნქტში წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის საბუთს, ის კარანტინის ნაცვლად დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში დღეს, 21 ოქტომბერს, შევიდა და დღესვე ამოქმედდა. უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს თუ PCR კვლევის საბუთი არ ექნება, მას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. ახალი ცვლილებით: „უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა …

ახალი შემთხვევებით საქართველო სომხეთს მიუახლოვდა – COVID19 სამხრეთ კავკასიაში

პანდემიის საწყის ეტაპზე სომხეთში კორონავირუსის ბევრად მეტი შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად. COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთი კვლავ პირველ ადგილზეა [68 530], შემდეგ მოდის აზერბაიჯანი [46 593], შემდეგ კი საქართველო [21 208]; თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო სომხეთის სტატისტიკას მიუახლოვდა. 20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 1 351 ახალი …

„პანდემია შესაძლოა ერთ წელიწადშიც არ გათავდეს“ – ამირან გამყრელიძე

„დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ეს პანდემია არ გათავდება ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ხუთ თვეში და შესაძლოა არც ერთ წელიწადში. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი, როცა ვირუსი თანდათან დასუსტდება და პანდემია სხვადასხვა გათვლებით ერთ წელიწადში შესაძლოა ჩაქრეს. ამასობაში ჩვენ გვიწევს მასთან ერთად ცხოვრება. ამას უნდა მივეჩვიოთ,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული …

კორონავირუსით აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 54 წლის კაცი

21 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით გარდაიცვალა 90 წლის ქალი, მას პნევმონია ჰქონდა და გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; ასევე 62 წლის ქალი, რომელსაც ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, თანმხლები დაავადება კი – თირკმლის უკმარისობა. ბათუმის სამედიცინო ცენტრში დღეს …

აჭარაში კორონავირუსის 369 შემთხვევა დადასტურდა – 21 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობს 637 ადამიანი, მათ შორს, 24 არასრუწლოვანია და 30 ორსული, რენიმაციაში მოთავსებულია 84 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 11, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი და ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობაა – 5684 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონში 56 თავისუფალი საწოლი არსებობს. …

კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 14 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 21 208-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 337. ეს ბოლო 24 საათის მონაცემია. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინშია 6582  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2895, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1420.  

როდის ჩატარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები სკოლებში, სადაც დისტანციური სწავლებაა

საჯარო სკოლებში, სადაც დისტანციური ან შერეული/ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს სწავლა, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესს უშუალოდ სკოლის შენობაში დაუბრუნდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრძანება 19 ოქტომბერს გამოსცა. „2020-2021 სასწავლო წელს იმ საჯარო სკოლებში, სადაც საბაზო ან/და საშუალო საფეხურებზე სასწავლო პროცესი ხორციელდება დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული ან/და ჰიბრიდული მოდელით, …

კორონავირუსის გამო დღეს 36 847 პირია იზოლირებული, რა მოხდება არჩევნების დღეს

stopcov.ge-ს 20 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 19 857 პირს. აქედან გამოჯანმრთელდა 8 666, ხოლო გარდაიცვალა 158 პირი. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ, დღეს საქართველოში 11 033 კოვიდინფიცირებული პაციენტი უნდა იყოს. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს 10 159 კოვიდინფიცირებული პაციენტია. ანუ, 874 ინფიცირებულის საკითხი გაურკვეველია. „ბათუმელები“ …

ოპერატორები დღეში 18 000-მდე ზარს პასუხობენ – 112

„კორონავირუსის პანდემიამდე ცენტრში 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 13 000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება,“ – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112. ცენტრის ინფორმაციით, თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი …

„გამოიყენეთ დრო გონივრულად, მოემზადეთ მეტისთვის“ – ჯანმოს მიმართვა მთავრობებს

„გარდაუვალი მეორე ტალღა ან შემდეგი პიკი არ არსებობს, ის კონტროლს ექვემდებარება, ის ჩვენს ხელშია, როგორც ინდივიდუალური პირების, ისე მთავრობის ხელმძღვანელობის; მკაფიო ეროვნული გეგმის საშუალებით, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე მიზნობრივი კონტროლის ზომებს, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ პანდემიის მომდევნო ტალღები,“ – განაცხადა ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი ბრიფინგის დროს. …

ბათუმში 4 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის ერთი 40 წლის იყო

20 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის კოვიდკლინიკებში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კოვიდით გარდაიცვალა 82 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 18 ოქტომბერს შეიყვანეს. 19 ოქტომბერს პაციენტი გარდაიცვალა. მისი დიაგნოზი იყო: „კოვიდ19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია. თანმხლები დაავადებები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია“. ორი პაციენტი გარდაიცვალა …

სად შეგიძლიათ კორონავირუსზე ფასიანი ტესტის ჩატარება ბათუმში

სად შეიძლება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება? – ეს ბოლო დროს ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა. ბათუმში, დღეის მდგომარეობით, სამ ადგილასაა შესაძლებელი უფასო  ტესტის ჩატარება.  ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში, ინფექციურ საავადმყოფოში და საზღვაო ჰოსპიტალში.  თუმცა იმისათვის, რომ უფასო ტესტი ჩაიტაროთ, აუცილებელია გქონდეთ სიცხე და კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები. გარდა კლინიკებისა, ცხელების ნიშნის მქონე პაციენტებს შეუძლიათ მისვლა კოვიდ სასტუმრო “ბიზნეს ლეგენდაში” …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 193 შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

20 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 20 ოქტომბერს, მთავრობაში საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადეს. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 4 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 588 პაციენტი, მძიმედ მიიჩნევა 69 ინფიცირებული, 10 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

დადასტურდა კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 194 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 15 ადამიანი. თბილისში გარდაიცვალა 7 პაციენტი, ბათუმში – 4, ქუთაისში – 2, გორში – 1 და  მცხეთაში – 1. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი. რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი – 425, აჭარა –193, იმერეთი – 372, ქვემო ქართლი – 53, …

10 ქალაქი, რომლებთანაც პირდაპირი რეგულარული ავიარეისები განახლდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულ პირდაპირ საერთაშორისო რეგულარულ ავიარეისებს კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა. საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით: პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების შეჩერება 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან არ გავრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) …

40 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში – Covid19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 19 ოქტომბერს, 40 118 314 შეადგინა. ყველაზე მეტი შემთხვევა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით აშშ-ში (8 156 970) ფიქსირდება, შემდეგ მოდის ინდოეთი (7 550 273) ბრაზილია (5 235 344), რუსეთი (1 406 504) და არგენტინა (989 680).  მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, მაიკლ ოსტერჰოლმი …

ბაზრებსა და ბაზრობებზე პირბადის სწორად ტარებას პოლიცია აკონტროლებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებენ. „სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის …

16 000-მდე ახალი შემთხვევა ერთ დღეში – რუსეთში კოვიდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 

დღეს, 19 ოქტომბერს, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 982 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსეთში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა 1 415 316-ია. ყველაზე მეტი ინფიცირებული – 5000 ადამიანი მოსკოვშია. დღეს მოსკოვის მერმა სერგეი მობიანინმა თავის ბლოგზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ქალაქის მთავრობა უკიდურესად მკაცრი ზომების დაწესებას არ …

სადახლოს საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან – სამინისტრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლაში სამი კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრომ მოაწოდა „ბათუმელებს“. ამავე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი წინა კვირას დაუდასტურდა, ახლა პედაგოგი კოვიდსასტუმროში იმყოფება. როგორ უნდა გაგრძელებულიყო სასწავლო პროცესი სკოლაში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული სკოლის ადმინისტრაციას. თუმცა როგორც დღეს, 19 ოქტომბერს, სამინისტროში გვითხრეს, სამი კლასის …

ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

„ეს რიცხვები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ისინი, როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ ნამდვილად ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, შესაბამისად, გვერდში დგომა და გაგება,“ – მიმართა დღეს, 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს, ვიდრე ისინი კითხვებს დასვამდნენ. მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ ფორმით 112-ის და სასწრაფო-სამედიცინო გუნდის კრიტიკას ეხმაურება. მინისტრმა ბოლო 24 საათის მონაცემები გაახმოვანა …

თუ წესებს არ იცავენ, ასე სწავლის გაგრძელება არ შეიძლება – გამყრელიძე უნივერსიტეტებზე

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, სკოლებისა და უნივერსიტეტების გადასაწყვეტია, ისინი სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ, თუ აუდიტორიებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც სკოლებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლება ინდივიდუალური გადაწყვეტილების საგანია. „შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ უნდა შეფასდეს, რა მასშტაბის დაზიანებაა ამა თუ იმ სკოლაში, უნივერსიტეტში და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება, ონლაინსწავლებაზე გადადის მხოლოდ ერთი …

ვარშავის სტადიონი დროებით კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდება

პოლონეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ვარშავაში მდებარე ეროვნული სტადიონის გადაკეთება ქვეყნის პირველ საველე ჰოსპიტლად, რომელშიც კოვიდპაციენტები განთავსდებიან. “სამუშაოები შაბათს დაიწყო,”- ამის შესახებ პოლონეთის მთავრობამ ორშაბათს Twitter– ში განაცხადა. 58 50- ადგილიანი სტადიონზე მოწყობილი ჰოსპიტალი დასაწყისისთვის 500 კოვიდპაციენტზე იქნება გათვლილი და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პოლონეთის მთავრობის ცნობით, ტევადობა შეიძლება გაფართოვდეს მაქსიმუმ 1000 საწოლზე. პოლონეთში პარასკევს COVID19-ით 132 …

რატომ აღადგინეს ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – პრემიერის განმარტება

რამდენად მართებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ქალაქში, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება? – ჰკითხეს ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. „აჭარა იყო პირველი რეგიონი საქართველოში, სადაც მოხდა სწრაფი ზრდა ინფიცირებულების. როდესაც ინფიცირებულების რაოდენობის სწრაფი ზრდა ხდება, იქ შემდგომ უკვე რამდენიმე სისტემამ უნდა  გაიაროს ადაპტაცია. პირველი სისტემა, რომელმაც უნდა გაიაროს ადაპტაცია, აჭარის შემთხვევაში იყო ტესტირების სისტემა. პირველი დარტყმის …

ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უნიღბოდაც მგზავრობენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. როგორც მერიაში აცხადებენ, დილიდან მიმდინარეობს მგზავრების მონიტორინგი. „ბათუმელები“ მუნიციპალური ტრანსპორტის რამდენიმე გაჩერებაზე იმყოფებოდა, სადაც უნიღბოდ მგზავრობის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. უნიღბოდ მგზავრი იმყოფებოდა როგორც ავტობუსში, ასევე, მიკროავტობუსში. როგორც ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ დროისთვის მხოლოდ 7 მგზავრს მისცეს გაფრთხილება უნიღბოდ მგზავრობის გამო. „თითქმის ყველა ქუჩაზე მიმდინარეობს მონიტორინგი, …

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში ჯერ არ განახლდება – მთავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა [მგზავრთა გადაყვანა], როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე აჭარის მიმართულებით, 19 ოქტომბრიდან აღარ განახლდება – უთხრეს „ბათუმელებს“ მთავრობის ცხელ ხაზზე. დღეიდან, 19 ოქტომბრიდან, აჭარაში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა [ანუ აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის და ასევე აჭარასა და სხვა რეგიონებს შორის მგზავრთა სამარშრუტო მიკროავტობუსებით და ავტობუსებით გადაყვანა კვლავ აკრძალულია]. საქართველოს მთავრობის 15 ოქტომბრის …

“მკაცრ ლოქდაუნს არ გამოვაცხადებთ” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყოველდღიურად მზარდი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, მთავრობა არ აპირებს მკაცრი შეზღუდვების შემოღებას. პრემიერმა, თავის გამოსვლაში, გაიხსენა მარტსა და აპრილში დაწესებული საყოველთაო კარანტინი და თავი იმართლა, რომ მაშინ მთავრობა სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. „პირველი ტალღის დროს  სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოქდაუნი გამოვაცხადეთ. მაგრამ არ …

დადასტურდა კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 7 პაციენტი

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 186  ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მიაწოდა. გარდაიცვალა 7  პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 278. რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი – 469, აჭარა – 360, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – …

აჭარაში კოვიდისგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი პაციენტი 69 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე გარდაცვლილი კი 70 წლის ქალია, რომელიც კლინიკა „მედინაში“ იყო. გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის Covid კლინიკებში 640 პაციენტია, აქედან 20 არასრულწლოვანია, 30 კი – ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია …

აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 88 წლის ქალს პნევმონია ჰქონდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 60 წლის ქალს კი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. 60 წლის ქალს ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ის ინსულინდამოკიდებული იყო. 69 წლის კაცს …

აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავიურუსით დაინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი. 18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 630 პაციენტი, მათ შორის, 17 არასრულწლოვანია და 31 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაშია 70 ადამიანი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა – 40; კოვიდსასტუმროებში …

საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 8 პაციენტი; გამოჯანმრთელდა – 233. stopcov.ge-ს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 17 477 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 8 060; პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 136 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინშია 6 380 ადამიანი, ხოლო …

აჭარაში კოვიდის 226 შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

17 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა: 77 წლის ორი ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და 81 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრში“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 590 პაციენტი, რეანიმაციაშია 53 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება …

დადასტურდა კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

17 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 4 პაციენტი; გამოჯანმრთელდა – 214. stopcov.ge-ს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 16 285 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 7 827; პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 128 პაციენტი.  

Exit mobile version