კორონავირუსით დაინფიცირების 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა. stopgov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა – 2197, გარდაიცვალა – 15. კორონავირუსით ამ დრომდე ქვეყანაში სულ 253 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინშია – 3757 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847, კოვიდსასტუმროში – 2238. 

ცენტრალური ონლაინკლინიკა ოჯახის ექიმებით და სტუდენტებით დაკომპლექტდება – COVID19

მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება. „ონლაინკლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ“, – აღნიშნულია დადგენილებაში. ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის …

დიახ, კოვიდით მეორედ ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ რამდენ ხანში?

დადასტურებულია, რომ კოვიდ19-ით ინფიცირება ხელმეორედაც შესაძლებელია. რეინფიცირების პირველი შემთხვევა აგვისტოში, ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს, როცა 33 წლის გამოჯანმრთელებულ კაცს კორონავირუსი ოთხ თვენახევრის (18 კვირაში) შემდეგ მეორედ შეეყარა. ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით რეინფიცირების ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, კორონავირუსის (SARS-CoV-2) ინფექციით გამომუშავებული დამცავი იმუნიტეტის ხარისხი და ხანგრძლივობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების უმრავლესობასთან რეინფიცირების …

არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ბრძანება კოვიდპაციენტებისთვის 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ის პირები, რომლებიც 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დატოვებენ სამკურნალო დაწესებულებას ან ამოეწურებათ კარანტინში ყოფნის ვადა, აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ. ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა. „ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინო სივრცეში …

აჭარაში 8 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით 24 საათში

27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში 8 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 65 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული – 82 წლის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის კაცი, რომელსაც 13 ოქტომბრიდან კლინიკაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“. დღეს, 27 ოქტომბერს, გარდაიცვალა 82 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ …

დღეს აჭარაში კოვიდის 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სულ საქართველოში დღეს კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 23 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.

კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 23

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების საერთო მაჩვენებელი 32 127-მდე გაიზარდა. stopgov.ge-ის 2020 წლის 27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა – 1 262 , გარდაიცვალა – 23. კარანტინშია – 3 769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 3 832, კოვიდსასტუმროში კი – 2 249 პირი. 

თვითიზოლაციაში საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი

თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის დღის 2 საათის ნაცვლად, 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე გადაიწია. ინფორმაცია ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. სპეცსიაში შეყვანილ ამომრჩეველს სპეცჯგუფი საარჩევნო ყუთს თვითიზოლაციის მისამართზე მიუტანს. შესაბამისად, საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შეუძლიათ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ნომერზე +995 32 251 00 51; შიდა ნომერი „0“ …

აჭარაში კოვიდპაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს 24 სპეცუბანი მოემსახურება 

კოვიდპაციენტთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით აჭარაში 24 საარჩევნო უბანია შექმნილი, აქედან ბათუმში – 16, ქობულეთში – 4, და თითო-თითო უბანი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. კლინიკებში, კოვიდსასტუმროებში და ბინაზე მყოფ პაციენტებს, ასევე კარანტინში მყოფ პირებს სპეცსიაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ავტომატურად შეიყვანს შესაბამისი უწყებებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნული საარჩევნო უბნებიდან სპეცჯგუფები 31 ოქტომბერს …

ვფიქრობთ, პიკი იქნება ნოემბრის მეორე-მესამე კვირას – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური ზრდა გაგრძელდება და პანდემიის პიკი საქართველოში, სავარაუდოდ, ნოემბერში დადგება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს, 26 ოქტომბერს, განაცხადა საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე. „რომ შევაჯამო, ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, პროგნოზირების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ვფიქრობთ, რომ პიკი …

ბათუმში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

26 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს. „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი და ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა,“ – აღნიშნულია დიაგნოზში. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 86 წლის ქალი, რომელიც 21 ოქტომბერს შეიყვანეს კლინიკაში. დიაგნოზი: „ორმხრივი …

ბოლო კვირაა კოვიდი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია ევროპაში – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია. „ყოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ და კოვიდი გახდა უკვე გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ სიკვდილიანობის მესამე მიზეზი ბოლო კვირის განმავლობაში. კორონავირუსმა ერთი კვირის განმავლობაში გადაასწრო სიკვდილიანობით სიმსივნეებს, ალცჰეიმერს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და სხვა“, …

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან – ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში იქნება იმ უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და მზად არიან, დაეხმარონ ექიმებს. ჩხენკელის თქმით, სტუდენტების მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და …

აჭარაში კოვიდის 296 შემთხვევა დადასტურდა

26 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 296  ახალი შემთხვევა დადასტურდა. 657 პაციენტს აჭარაში კორონავირუსზე კოვიდკლინიკებში მკურნალობენ, 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 23 პირი. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.  

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 1872 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 603, გარდაიცვალა – 14. კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 30 303 კარანტინშია – 3769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3832, ხოლო კოვიდსასტუმროში 2249 პირი მკურნალობს. 

აჭარაში 75 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 25 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა

25 ოქტომბრის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 714 ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. აჭარაში 75 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 25 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. დღეის მონაცემებით, აჭარაში 1247 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, 10245 ადამიანი კი რეგიონში თვითიზოლაციაშია. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, დღეს აჭარაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ბათუმის #1 პოლიკლინიკაში კოვიდზე უფასო ტესტირება იქნება შესაძლებელი

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დღეს, 25 ოქტომბერს, 15-დან 19 საათამდე ბათუმის N1 პოლიკლინიკა მიიღებს მოქალაქეებს კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის. „ვისაც აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, გთხოვთ მიმართოთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ბათუმის #1 პოლიკლინიკა ტბელ აბუსერიძის ქუჩის N2-ში მდებარეობს, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. დღეს აჭარაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმში 3 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

25 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 90 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 12 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი, კონვერსიული აშლილობა“. ამავე კლინიკაში გუშინ საღამოს გარდაიცვალა 66 წლის ქალი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, დიალეზდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი“. ასევე გუშინ, ბათუმის …

კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა აჭარაში – 25 ოქტომბრის მონაცემები

25 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი.

საქართველოში კოვიდის 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა

25 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი და გამოჯანმრთელდა –604. დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 28431 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 10767. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 201 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 4112 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3766, კოვიდსასტუმროში კი – 2268.

მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის სახელით კოვიდის წამალს სთავაზობენ – გაფრთხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული პირები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და სთავაზობენ პრეპატარს, რომელიც  რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის. „გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას“-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. …

ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

24 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან 1 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით „78 წლის ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 30 სექტემბერს და გარდაიცვალა 23 ოქტომბერს. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“. 24 ოქტომბრის დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში სულ 10 პაციენტი გარდაიცვალა, ამასთან დაფიქსირდა ვირუსის 1 941 …

ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 80 ხანდაზმული კოვიდისგან განიკურნა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პატრონაჟის ქვეშ არსებულ ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 80 ბინადარი კორონავირუსისგან განიკურნა. თავშესაფრის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის ინფორმაციით, ისინი თავს კარგად გრძნობენ. დეკანოზისავე ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის თავშესაფრის 10 ბინადარი, მათგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის, ზოგიერთი კი უსიმპტომოა. უსიმპტომო პაციენტები კოვიდსასტუმროში არიან გადაყვანილები, ხოლო ისინი, ვისაც ტემპერატურა …

საქართველოში კოვიდის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელდა – 412. ამ დროისთვის: სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3 571 კოვიდ სასტუმროში მკურნალობს – 2 293 ბინაზე მკურნალობს – 10 257 პაციენტი აქედან, 427 მძიმე პაციენტია; ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 97 პირი. კარანტინში იმყოფება …

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილები აჭარის მთავრობის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ

„გამოსავალს არავინ გვთავაზობს. მთავრობა გვეუბნება, გაგებით მოეკიდეთო. ეტყობა, თბილი სავარძლებიდან იოლად ჩანს… ჩვენ პროტესტის ყველა ფორმას მივმართეთ, აღარ ვიცი, რა გავაკეთოთ,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. იგი პანდემიის დროს დარჩა უმუშევარი და რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციაზეა. პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებმა შიმშლობა 19 ოქტომბერს შეწყვიტეს. აჭარის მთავრობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ 6 ოქტომბრის შემდეგ, როცა პირველი საპროტესტო აქცია …

რა შემთხვევაშია ეფექტური სისხლის პლაზმის თერაპია კოვიდპაციენტებში – კვლევა

კვლევა, რომელიც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში დღეს, 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიიჩნევს, რომ „გამოჯანმრთელებულთა პლაზმას“ მხოლოდ შეზღუდული ეფექტი აქვს და მას არ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება ან დაავადების დამძიმება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 464-მა ზრდასრულმა კოვიდპაციენტმა (დაავადების საშუალო სიმძმით), რომლებიც აპრილიდან და ივლისამდე მოხვდნენ ინდოეთის საავადმყოფოებში. მათგან 235 პაციენტს, სტანდარტული მოვლის პარალელურად 24 საათის ინტერვალით, ორჯერ გადაუსხეს გამოჯანმრთელებულთა პლაზმა, …

კოვიდტალღა გერმანიაში ”ძალიან სერიოზულია”, ესპანეთში კი ”კონტროლიდან გამოდის”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვაში, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. რეგიონში დადასტურებული შემთხვევების წილი, მსოფლიო კოვიდსტატისტიკაში ახლა 38%, კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელში კი რეგიონის წილი 29% -მდე არის გაზრდილი წინა კვირასთან შედარებით. იმის გამო, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, ქვეყნები შეზღუდვების გამკაცრებას …

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გატესტვის შემდეგ PCR-ი აღარ დაგჭირდებათ – იმნაძე

23 ოქტომბრიდან საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად განკუთვნილ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს ისეთივე სადიაგნოსტიკო ღირებულება ექნება, როგორც პჯრ კვლევას. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მიაწოდა. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტისთვის ნაცხს PCR კვლევის  მსგავსად ცხვირ-ხახიდან  იღებენ. „ანტიგენზე დამყარებული სწრაფი  ტესტი, რომელიც ასევე ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი, ეს რომ …

სიმპტომების შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახის ექიმს – გამყრელიძე

სიცხის ან სხვა სიმპტომების შემთხვევაში პირველ რიგში დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს და იმოქმედეთ მისი დარიგების მიხედვით – განაცხადა დღეს, 23 ოქტომბერს, ამირან გამყრელიძემ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა. „თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს მისი ტელეფონის ნომერი. სიმპტომების შემთხვევაში არ არის აუცილებელი ვეძებოთ, თუ სად დავრეკოთ, სად გავიკეთოთ …

მკაცრი რეკომენდაციაა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში პირბადის ტარება გარე სივრცეშიც – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. „ეს ეხება ძირითადად ისეთ ადგილებს, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსის გაჩერებებზე და სხვა ადგილებში. ამას მკაცრად გააკონტროლებს პოლიციაც და შრომის ინსპექციაც. ასევე, სასურველია პირბადის ტარება იქ, სადაც დისტანციის …

აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 23 ოქტომბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 6106 პაციენტი. 23 ოქტომბრის მონაცემებით აჭარაში მკურნალობს 641 პაციენტი კოვიდკლინიკებში და 1 110 ადამიანი კოვიდსასტუმროში. ბინაზე მკურნალობს 2 205-ზე მეტი პირი. 1 052 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. კოვიდკლინიკებში 12 მძიმე პაციენტია, რომლებიც მიერთებულნი არიან ხელოვნური …

დადასტურდა კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი. 23 ოქტომბრის მონაცემებით ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 24 562-მდე გაიზარდა. რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: [checklist]  თბილისი – 686 აჭარა – 487 იმერეთი – 356 ქვემო ქართლი – 36 შიდა ქართლი – 35 სამეგრელო-ზემო …

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ მიიღებენ

ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მოსარგებლეებს 22 ოქტომბრიდან კვლავ შეუძლიათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი პრეპარატების 5 დღის დოზა, თანაც კლინიკაში მიუსვლელად. თუმცა ეს დაშვებულია გამონაკლისის სახით – ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს – დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით: „ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს, დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, გამონაკლისის სახით, ჩამანაცვლებელი …

საბერძნეთი მაღალი რისკის ზონებში, მათ შორის ათენში, კომენდანტის საათს აწესებს – covid19

იმ მხარეებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid19-ით, კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს, 22 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. „აკრძალვების მიზანია შეამციროს საღამოობით შეკრებები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი. მიცოტაკისის თქმით, გადაადგილება 00:30-დან დილის 5 საათამდე აიკრძალება იმ ადგილებში, რომლებიც კოვიდ19-ის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევა და …

87 წლის კაცი ქობულეთიდან, რომელმაც კოვიდი დაამარცხა

87 წლის ოთარ აბაშიძე ერთ-ერთია იმ ათობით ასაკოვან ადამიანს შორის, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ოთარი რვასულიან ოჯახში ქობულეთში, სოფელ ჩაქვისთავში ცხოვრობს. კორონავირუსი ოთარ აბაშიძის ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა – შვილს, რძალს, ორ შვილიშვილს და თავად ოთარს. ვირუსი ყველამ დაამარცხა. „ორი კვირა ვმკურნალობდი საავადმყოფოში. სანიმუშო ექიმები შემხვდა. უმაღლესი ყურადღება გამოიჩინეს ექიმებმა და დღეს მათი წყალობით სახლში ამოვედი. …

კოვიდით გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 5 აჭარიდანაა, მათგან ერთი 40 წლისაა

22 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 5 აჭარაში. გარდაცვლილია 4 კაცი და ერთი  ქალი. კოვიდით გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის იყო. 81 წლის კაცი, 49 წლის ქალი და 40 წლის კაცი „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა.  66 წლის კაცი – კლინიკა „მედინაში“, ხოლო 60 წლის კაცი – ქობულეთის …

Exit mobile version