რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საათამდე იმუშავებენ – მთავრობა

დღეს, 3 ნოემბერს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ. აქამდე 22 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ეხებოდა აჭარას, თბილისსა და მცხეთას. ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვა ეხება მხოლოდ 22 საათის შემდეგ მუშაობას და რესტორნები და კაფე-ბარები მუშაობას ჩვეულებრივად …

საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება არამხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც. ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ცქიტიშვილის განმარტებით, პირბადის გამოუყენებლობის გამო ჯარიმა 20 ლარი იქნება. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა არ გეგმავს სისტემურ ჩაკეტვას, ე.წ. „ლოკდაუნს“.

განათლების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი მიხეილ ჩხენკელის ოჯახის წევრს დაუდასტურდა. „მინისტრს აღენიშნება კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები,“ – აცხადებენ სამინისტროში. კორონავირუსი აქვთ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს. თვითიზოლაციაშია გადასული მთავრობის რამდენიმე წევრიც.  

აჭარაში კოვიდის 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა

3 ნოემბერის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი. 2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 1943 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 3 ნოემბრის მდგომარეობით 44 522-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ის მონაცემებით,  გამოჯანმრთელდა 1833, გარდაიცვალა 20 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაავადებული პირებიდან გამოჯანმრთელდა – 28 633, გარდაიცვალა -362

ბათუმში 96 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა და არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა

მუნთიე გობაძე 96 წლის ქალია, რომელმაც 2 კვირა გაატარა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] და კორონავირუსი დაძლია. მუნთიე გობაძე ჰოსპიტლიდან გუშინ, პირველ ნოემბერს გაწერეს. კლინიკაში მიყვანისას მას გართულებული პნევმონია ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობით. „13 ოქტომბერს შემოვიდა ჩვენთან მუნთიე გობაძე და გუშინ გაეწერა, თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, რეანიმაციაში გადაყვანა არ დასჭირვებია. სანამ გაეწერებოდა, გადასატანი ყუთიც მოუტანეს და ხმაც …

კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა გაურკვეველი დროით გადაიდო

კინოთეატრები და თეატრები, რომელთა გახსნა 1-ლი ნოემბრისთვის იყო დაანონსებული, ვეღარ გაიხსნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი გახსნა ისევ გადაიდო. ამ ეტაპზე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ღია სივრცეშია დაშვებული კულტურული ღონისძიებების ჩატარება, 200-მდე ადამიანის მონაწილეობით. „გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა …

სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიაში – COVID19

2 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 46 859 546 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 33 773 060 და გარდაიცვალა 1 205 809 ადამიანი. COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნებში ყოველდღურად იცვლება, ქვეყნების უმრავლესობისთვის ეს მაჩვენებელი მზარდია, მათ შორისაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომელთაგან სომხეთს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და იგი ერთ მილიონ მოსახლეზე 469 გარდაცვალებას შეადგენს. შემდეგ მოდის საქართველო, რომლის …

კოვიდის მართვის მიზნით 1 844 სტუდენტი გადამზადდა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მედიცინის ფაკულტეტის 1 844 სტუდენტი უკვე გადამზადდა Covid19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით. გადამზადებული სტუდენტები საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალს დაეხმარებიან როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე კოვიდსასტუმროებში. სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება. „ამისთვის უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩოპროგრამა – „Covid19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგკურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო …

ჯანმოს გენერალური დირექტორი თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი თვითიზოლაციაშია. პირს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, Covid19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ტედროს გებრეისუსმა წუხელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟენევიდან დაწერა. „მე გავხდი კონტაქტი ადამიანისა, რომელსაც Covid19 დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ ჯანმოს პროტოკოლის მიხედვით, უახლოეს დღეებში თვითიზოლაციაში ვიქნები და სახლიდან ვიმუშავებ,” – წერს ის. I have been …

აჭარაში კორონავირუსი 389 ადამიანს დაუდასტურდა – 2 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 389 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა – 272, გარდაიცვალა – 6 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია – 26 800. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინშია – 2977, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4293, კოვიდსასტუმროში იმყოფება – 2236 პირი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 7 ადამიანი, მათგან 6 ბათუმში

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავიურუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 389 აჭარაში. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 579-მდე გაიზარდა. საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით,  გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია – 26 800. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 აჭარაში. კორონავირუსით თებერვლიდან ამ დრომდე გარდაიცვალა 342 …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მინისტრი თვითიზოლაციაში, სახლში მკურნალობს. დღეს, პირველ ნოემბერს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამავე თემაზე:  გახარია: გადავედი თვითიზოლაციაში  

გახარია: გადავედი თვითიზოლაციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა. „სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“ – წერს გახარია ფეისბუქზე.

აჭარაში კოვიდის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი. 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411. Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.

ქვეყანაში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411. Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.

„მე არჩევანის უფლება არ მომცეს“ – თვითიზოლაციაში მყოფთა დაკარგული ხმები

„ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ოფიციალურად დაუკავშირდნენ ცესკოს და ჩაეწერნენ სპეციალურ სიაში, მაგრამ არჩევნების დღეს მათთან არავინ მისულა, შესაბამისად, მათ ხმის მიცემა ვერ მოახერხეს. მათ შორის ერთ-ერთია ეკა ბერიძე, რომელიც სპეციალურ სიაში დარეგისტრირდა, თუმცა დღეს აღმოაჩინა, რომ ხმას ვერ მისცემდა. „მოვიდნენ დილით და აღმოჩნდა, რომ სიაში არის მხოლოდ ჩემი მეუღლე, მე კი …

ბათუმში კოვიდინფიცირებული საარჩევნო უბანზე მივიდა – რას ამბობს კომისიის თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის 45-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურ სიაში მყოფმა პირმა მისცა ხმა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს შუშანა ჯაიანს, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქემ, რომელიც იყო კოვიდინფიცირებულთა სპეციალურ სიაში, ხმა უბანზე მისცა. „უზარმაზარი ნაკადი იყო და რეგისტრატორმა დაუშვა შეცდომა, მოაწერინა ხელი, მაგრამ დაიწერა საჩივარი ამაზე,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე. კითხვაზე, …

კოვიდის 1673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 22 პაციენტი გარდაიცვალა

31 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 673  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 პაციენტი. დღეის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 936 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 22 691 პაციენტი, გარდაიცვალა – 307.  stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინშია 3 001, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4136, კოვიდსასტუმროში კი 2245 პირი იმყოფება. 

უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

„რატომ უნდა გადაჰყავდეს სასწრაფოს კოვიდდადებითი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს პაციენტთან, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება?“ – კითხულობს მოქალაქე ნატალია დევაძე. ნატალიამ თავისი ოჯახის შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. ნატალიას მამას გუშინწინ, 28 ოქტომბერს დასჭირდა სასწრაფოს დახმარება. თუმცა 67 წლის კაცთან, რომელსაც დიაბეტი აქვს და კომაში ვარდებოდა, ნატალიას თქმით, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით …

1 საათით გასვლის უფლება სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში – შეზღუდვები საფრანგეთში

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები წესდება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ შინიდან მხოლოდ 1 საათით გავიდნენ და მხოლოდ 1 კილომეტრის რადიუსში იმოძრაონ. გადაადგილებისას ყველამ სპეციალურად შემუშავებული ფორმულარი უნდა შეავსოს, სადაც მიუთითებენ შინიდან გასვლისა და შესვლის დროს. თუ სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსზე შორს წასვლა აუცილებელია [სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სამსახურში წასასვლელად და ა.შ.], პირმა უნდა მიუთითოს სპეციალურ აპლიკაციაში …

გიორგი გახარია: სისტემური ჩაკეტვა არ იქნება

„სისტემური ლოქდაუნი არ იქნება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 ოქტომბერს, ბრიფინგზე. ის გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჩაკეტავს და ამით პროტესტის გამოხატვას შეზღუდვას. პრემიერის თქმით, შესაძლოა კონკრეტული მიმართულებებით „წერტილოვანი ლოქდაუნი“ გვქონდეს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვა არ გამოცხადდება. „ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში აქვს ფასი იმ შემთხვევაში, თუ …

აჭარაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში აჭარაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, მას ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინდამოკიდებული, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. 62 წლის ქალი გარდაიცვალა მედცენტრში. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა …

აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 30 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა 258 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 7733 პაციენტი. 30 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი, გარდაიცვალა – 12. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, ხოლო კორონავირუსისგან ჯამში 19 810 პირი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინშია 3 070, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 200, კოვიდსასტუმროში კი 2 324 პირი იმყოფება.   

PCR კვლევების ჩატარებას შსს-ს ლაბორატორიაც გეგმავს

PCR ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად შესაბამისი აპარატურისა და თანმდევი სახარჯი მასალები ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. შსს-ს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის საჭირო დამატებითი აპარატურისა და თანმდევი სახარჯი მასალების შესაძენად, არაუმეტეს 760 700 ლარია საჭირო. „დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, რომელიც წამყვანი ძალაა COVID 19-ის კვლევების პროცესში, ქვეყნის მასშტაბით კიდევ …

როგორ მძიმედაც არ უნდა ვიყო, ხმას მაინც მივცემ – კოვიდინფიცირებული

ადამიანები, რომლებიც ვირუსის გავრცელების საპრევენციოდ იზოლაციაში არიან, ცდილობენ, მათი ხმა არ დაიკარგოს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა, მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, მაინც დააფიქსირონ. მარიამ დოლიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც კოვიდსასტუმროდან სცადა რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებზე, მას ვირუსი სამი დღის წინ დაუდგინდა. მარიამისთვის ეს მეორე არჩევნებია, როცა ხმას აძლევს. ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უმაღლესი …

ევროპაში სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი წინა კვირის შემდეგ 40%-ით გაიზარდა – COVID-19

ჯანმოს ცნობით, ევროპის რეგიონში ყოველდღიური სიკვდილიანობის შემთხვევები თითქმის 40% -ით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით. როგორც ჯანმოს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, ახალი შემთხვევები რეგიონის მასშტაბით მესამედით გაიზარდა, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი კი თითქმის 40%-ით. „მიუხედავად ჰოსპიტალური გამტარიანობის  უკეთესად მართვისა, ზოგიერთი ქვეყნის საავადმყოფოები სწრაფად ივსება“, – თქვა მან. ევროპის რეგიონის ქვეყნებმა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უსაფრთხოების ზომები …

18 364 ადამიანი კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს – 29 ოქტომბრის მონაცემები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 18 364 ადამიანი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით. ამ სტატისტიკაში არ შედის სავარაუდო ინფიცირების შემთხვევები, როცა კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს ტესტის გარეშე ურჩევენ სახლში დარჩენას და იზოლაციას. 29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს კოვიდკლინიკებში მკურნალობს 4 209 ადამიანი. ქვეყანაში ყოველდღიურად კვლავ ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ბოლო …

ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა, რომლებსაც საარჩევნო ყუთს ადგილზე მიუტანენ – კოვიდკლინიკებში, სასტუმროებსა და ბინაზე. რამდენი ამომრჩეველია სპეცსიაში, ცესკოს ჯერ არ გამოუქვეყნებია. ამ სიაში უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათისთვის მკურნალობდნენ კორონავირუსზე, იყვნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში და რომლებიც 31 ოქტომბერს იქნებიან აღნიშნულ დაწესებულებებსა და ბინაზე. რაც შეეხება …

კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში – 20. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები ბათუმის და ქობულეთის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული. მათი ასაკი  63-დან 78 წლამდეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, რომლის …

აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 178, გარდაიცვალა – 9. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 29 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ამ დრომდე სულ 35 567 ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა 20,  გამოჯანმრთელდა – 2075. stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904. ამ დროისთვის კარანტინშია 3324, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდსასტუმროებში იმყოფება – 2346 პირი.

რუსეთში დაფიქსირდა 24 საათში კოვიდით გარდაცვალების ანტირეკორდი – COVID-19

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში კვლავ მძიმდება. ბოლო 24 საათში რუსეთში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 346 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთის ხუთი რეგიონის საავადმყოფოებში საწოლების 95% დაკავებულია  – ამის შესახებ რუსეთის მთავრობის სხდომაზე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. რუსეთის ვიცე პრემიერის თქმით, ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ ორიოდე ან უფრო ნაკლები კვირის სამყოფი მედიკამენტები …

აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით

28 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 15 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“. ასევე, გარდაიცვალა 83 წლის ქალი, რომელსაც 17 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ კლინიკაში. დიაგნოზი – …

კოვიდის 333 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 ოქტომბრის მონაცემები

28 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 225 კოვიდდადებითი პირი, გარდაიცვალა 7 პაციენტი. სულ საქართველოში დღეს კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 15 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.

Exit mobile version