კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 12 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 12 272. stopcov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 6538, გარდაიცვალა 91. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1393.    

აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში, ხოლო ქობულეთში – 1, ამავე დიაგნოზით. გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 სექტემბერს შეიყვანეს. „დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობ, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი …

აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა, 181-მა ადამიანმა კი კოვიდი დაამარცხა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა დაახლოებით 1200 ტესტი კორონავირუსზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინკებში მკურნალობს 533 პაციენტი, რეანიმაციაშია 48 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 911 …

საქართველოში დადასტურდა კოვიდის 523 შემთხვევა, 7 პაციენტი გარდაიცვალა

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6327. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 85 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა, 2020 წელს, უკვე დაკარგა 30,3 მილიონი ლარის შემოსავალი. თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა მიეღო. თუმცა, ამ მოსაკრებელმა ჯამში, დღევანდელი, 10 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 1 724 500 ლარი შეადგინა [აქედან 1 224 500 ლარი, 2020 წლის …

საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტში არ არის საპონი და ქაღალდი – ორსული პაციენტი

26 წლის ნუკი აბშილავა, რომელიც ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში იმყოფება, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას პალატაში არაჰიგიენური მდგომარეობა დახვდა. ნუკი კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოში, სადაც ასევე 20-მდე ფეხმძიმე კოვიდინფიცირებული ქალი მკურნალობს, გუშინ შეიყვანეს. „კორონავირუსი ორი დღის წინ დაგვიდასტურდა მე და ჩემს მეუღლეს. ორივე ვიმყოფებოდით თვითიზოლაციაში, თუმცა მე გუშინ გადმომიყვანეს ბათუმის სამშობიარო სახლში, რადგან 5 …

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

10 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 65 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს 8 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 9 ოქტომბერს“ – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. …

აჭარაში კოვიდის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 ოქტომბრის მონაცემები

10 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა, 199-მა ადამიანმა კი კოვიდი დაამარცხა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინკებში მკურნალობს 539 პაციენტი, რეანიმაციაშია 45 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 895 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი ინფიცირებული.

დადასტურდა კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა

10 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6119. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 78 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5971 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

„სავანეში“ მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კოვიდი დაამარცხა

ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“, სადაც ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, 11 ხანდაზმული განკურნებული დაბრუნდა, მათ კორონავირუსი დაამარცხეს. მათგან ყველაზე ასაკოვანი 80 წლის ქალი და 78 წლის კაცი არიან. როგორც „ბათუმელებს“ უთხრა „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ, თავშესაფრის 15-მდე მცხოვრებს ჯერ კიდევ მკურნალობენ კორონავირუსზე, სამი ინფიცირებული გუშინ გადაიყვანეს კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით. თავშესაფარში მცხოვრები 3 ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. როგორც …

უცხოელი სტუდენტი საქართველოში 8-ის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით

უცხოელი სტუდენტი, ვისზეც განათლების სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, 8 დღის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიტანა. ამ ცვლილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი იზოლაციაში თავსდება 8 დღით, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისა. ამასთან: „უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა …

აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ორივე მათგანი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. 55 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა 6 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში. მეორე გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო …

კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა აჭარაში – 9 ოქტომბრის მონაცემები

9 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 250 კოვიდდადებითი პაციენტი. მათ შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდსასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 …

კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 752 . გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5866, გარდაცვლილთა – 72. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 313 –  გარდაიცვალა – 6 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1338.

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პაციენტებს – ეს დასკვნა შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის, ბაზელის უნივერსიტეტისა და სან პაულოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პედიატრიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაიდო. კვლევაში გააანალიზეს 92,664 პაციენტის მონაცემები, რომელთაც კლინიკურად და მოლეკულურად დადასტურებული ჰქონდათ Covid-19, გრიპის ვაქცინაციასა …

თუ ვირუსი სხვა რეგიონებსაც მოედო, საპროტესტო მუხტი გაძლიერდება – ინტერვიუ

საპროტესტო აქცია ბათუმში 7 ოქტომბერს იმ პირობით შეწყდა, რომ აჭარის მთავრობაში აქციის მონაწილეების პრობლემებს შეისწავლიან. რამდენად შესაძლოა გაძლიერდეს სოციალური პროტესტი, როცა პანდემიის პირობებში აჭარაში შეზღუდვები ძალაში გაურკვეველი ვადით რჩება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ შედეგზე? – „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა. ბატონო იაგო, პანდემიის პირველ ეტაპზე თქვენ ამბობდით, რომ ეს მუშაობდა ხელისუფლების სასარგებლოდ, …

რატომ არა აქვს აჭარას დღემდე რემდესივირი? – ექიმის შეკითხვები ქართული ჯანდაცვის სისტემას

 თამარ ჟამურაშვილი, პულმონოლოგი, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების თანამშრომელი ფეისბუქზე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე წერს:  „მეორე ტალღა ნელ-ნელა ძალას იკრებს. გუშინ ისევ დაგვემატა ზაფხულში დროებით დახურული „კორონასთვის შექმნილი“ განყოფილებები… ისევ იწყება კოლეგების სხვა განყოფილებებიდან ჩვენთან გადმონაწილება… სისტემის მომზადების ბოლო აკორდებია და ხვდები როგორ მძიმდება ჰაერი… როგორ ნაცრისფრად და ბუნდოვნად …

პაციენტებისთვის ბათუმის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლი ფაქტობრივად არ არის

აჭარაში კოვიდპაციენტებს, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 8 კლინიკაში მკურნალობენ. პაციენტებისთვის კი, ჯამში, 615 საწოლია გამოყოფილი [თუმცა, აქედან 80 საწოლი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში – გათვლილია მხოლოდ იმ ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ]. საწოლების რაოდენობა „ბათუმელებმა“ უშუალოდ კოვიდკლინიკებში გადაამოწმა. 615 საწოლიდან დღეს, 8 ოქტომბერს, დღის 2 საათისთვის კოვიდკლინიკებში თავისუფალი იყო 78 საწოლი, აქედან: …

ბათუმში კოვიდით ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებს მკურნალობენ, პაციენტმა ნაყოფი დაკარგა. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ფეხმძიმე ქალი ოთხი დღის წინ შევიდა კლინიკაში სამკურნალოდ. „მეოთხე დღეს, როცა მონიტორინგს ვახორციელებდით, ბავშვის გულისცემა ისმოდა, საღამოს კი აღარ ისმოდა გულისცემა. გამოვიძახეთ ექოსკოპისტი და კვლევითაც დავადასტურეთ, რომ ნაყოფს არ ჰქონდა გულისცემა. კონსილიუმით გადაწყდა, რომ …

რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება კოვიდის დროს – ექიმის კომენტარი

მანანა ტარიელაძე 6 დღეა, რაც კოვიდინფიცირებულია. ის მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმი მის სამედიცინო მაჩვენებლებს ტელეფონით, დისტანციურად აკვირდება. მანანა ყოველდღე იზომავს სიცხეს და თავის მონაცემებს მკურნალ ექიმს აწვდის. აქვს სიცხე – 37 და მეტი. ექიმმა მანანას ანტიბიოტიკი, აზიმაკი დაუნიშნა. კოვიდინფიცირებული ექიმის რეკომენდაციით ამ ანტიბიოტიკს იღებს. კოვიდინფიცირებულ ქალს, სანამ კოვიდსასტუმროში გადაიყვანდნენ, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიაც …

8 დღეში აჭარაში კოვიდით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერში, 8 დღის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის. 8 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 42 მძიმე პაციენტია რეანიმაციაში, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების  სტატისტიკა ასე გამოიყურება: 8 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი 7 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი …

უცხოეთიდან ჩამოსული და იზოლაციაში მყოფი პირი აღარაა ვალდებული მე-12 დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს

საქართველოში უცხოეთიდან შემოსულ და იზოლაციაში მყოფ პირებს იზოლაციიის (კარანტინი, თვითიზოლაცია) მე-12 დღეს PCR ტესტირების ჩატარების ვალდებულება აღარ აქვთ. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი, მოქმედი კანონმდებლობით, იზოლაციაში თავსდება 8 დღით. იზოლაციაში მყოფ პირებს კი PCR ტესტირება უტარდებოდათ იზოლაციის მე-8 დღეს და საიზოლაციო სივრცეს ტოვებდნენ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ამასთან, ისინი იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ …

ბათუმში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, გარდაიცვალა 52 წლის კაცი, რომელსაც დატვირთული ანამნეზი ჰქონდა, ასევე 62 და 84 წლის ქალები. 8 ოქტომბერს აჭარის რეგიონში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 230 ადამიანი. ნონა ეფაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში ამჟმად მკურნალობს 472 ადამიანი, მათ შორის, 14 …

კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა აჭარაში – 8 ოქტომბრის მონაცემები

8 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 472 პაციენტი, მათ შორის 14 არასრულწლოვანი და 20 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი.  დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში თავისუფალია 66 საწოლი. 8 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდ სასტუმროებში იმყოფება 903 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი პირი. დღევანდელი …

კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა – 8 ოქტომბრის მონაცემი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 225. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5553, გარდაცვლილთა – 66. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 318, გარდაიცვალა – 3. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვი სასტუმროებში – 1338.  

მეორე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს [ინფოგრაფიკა]

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 5259 შემთხვევა დადასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, 37 დღის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 416 ახალი შემთხვევა 5 ოქტომბერს გამოვლინდა. 1-ლი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში გამოვლენილი კოვიდინფექციის ახალი შემთხვევების დიაგრამაზე ზედიზედ ორიდღიანი კლება აქამდე არ …

ბათუმში კორონავირუსით 51 წლის პოლიციელი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი – 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, „პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული Covid19 მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი“. დღეს ბათუმში უკვე …

ბათუმში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

7 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა – 65 და 70 წლის ქალები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 წლის ქალს კორონავირუსის ფონზე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე – „შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა“. ასევე სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლის კოვიდინფიცირებულ კაცს  აღენიშნებოდა: „თიკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. თანმხლები …

ბათუმში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 7 ოქტომბერი

7 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ორი პაციენტი – 65 წლის ქალი და 70 წლის კაცი. ბოლო 24 საათში აჭარაში ვგამოჯანმრთელდა 280 ადამიანი. ბოლო ორი დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს. დღეისათვის აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის – 472 პაციენტი, 15 არასრულწლივანი და …

კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არის 9753. ჯამში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი. დღეის მონაცემებით კარანტინში იმყოფება 5655 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში მკურნალობს 1230 ადამიანი.  

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს არ დაიწყება

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის თანხა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ დრომდე „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციებით კი, აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყება 2021 წლიდან იგეგმებოდა. „ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადავადდა დეტალური პროექტირება, შესაბამისად, გადაიწია გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დაწყების თარიღიც. აქედან გამომდინარე, მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული“, – …

ბათუმში უმუშევარი მოქალაქეები შიმშილობის აქციას აანონსებენ

დღეს, 6 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ საბანკო სესხების გადავადებას პროცენტის გაზრდის გარეშე, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ. აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, თუმცა რიჟვაძე მათ არ შეხვდა. …

ევროპაში კორონავირუსით დაღლილობა მატულობს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე „Covid-19-ით დაღლილობის” საწინააღმდეგოდ ზომების მიღებას ითხოვს, რადგან ვირუსთან დაკავშირებულმა აპათიამ ზოგან მაღალ დონეს მიაღწია. „მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობა სხვადასხვა გზით იზომება და მაჩვენებლის დონეები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მონაცემი 60% -ს აღწევს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ დღეს, 6 ოქტომბერს. კლუგემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით …

დაიცავით წესები, სხვაგვარად ვერ შევძლებთ სიტუაციის სტაბილიზაციას – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება მძიმე, თუმცა სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული,“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 6 ოქტომბერს. მინისტრის თქმით, აჭარაში ინფიცირების დონე მომატებულია, თუმცა სტაბილურად. „ის, რომ დღეს ოდნავ შემცირებული გვქონდა რაოდენობა, ეს დიდად არაფერს ნიშნავს. შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი, 80%-ზე  მეტი გახლავთ საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, რომელთაც პრაქტიკულად სტაციონარიზაცია არ სჭირდებათ. …

აჭარას არ ჰყავს კრიტიკული პაციენტები – ლევან რატიანი

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი ლევან რატიანი აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. რატიანის თქმით, მან ბათუმსა და ქობულეთში ყველა კოვიდკლინიკა მოინახულა და ისინი სტანდარტებს აკმაყოფილებენ. „აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ვიღაცისთვის ჭკუა გვესწავლებინა, არამედ იმისთვის, რომ შეგვეფასებინა მდგომარეობა, მძიმე პაციენტების შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება მათთვის  გაგვეზიარებინა. აბსოლუტურად ყველა კლინიკა, სადაც ვიყავი, შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს. მთავარი …

შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის ნინო  ნიჟარაძის თქმით, კორონავირუსის გამო აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება. „ის შეზღუდვები, რაც დღეს აჭარის რეგიონში გვაქვს, ეს არის ძალიან მინიმალური, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, მათი აქტივობა და მობილობის მინიმუმამდე შემცირება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ეს შედარებით მსუბუქი ხასიათის შეზღუდვა დაწესდა. ამ ეტაპზე შეზღუდვის მოხსნა არ განიხილება, ვინაიდან კოვიდის შემთხვევების რაოდენობა და …

Exit mobile version