რა ფილმებს ნახავთ ბათუმში „ბიაფის“ კინოკვირეულზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF ბათუმში შაბათს, 13 დეკემბერს გაიხსნება და 17 დეკემბრამდე გასტანს. წელს „ბიაფი“ შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში მხოლოდ კინოკვირეულს წარმოადგენს და არა საკონკურსო პროგრამას. „ბიაფის“ კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და …

„ბიაფი“ დასრულდა – საუკეთესო ფილმად გიორგი სიხარულიძის „პანოპტიკონი“ დასახელდა

ბათუმში დასრულდა საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს მეცხრამეტედ გაიმართა. 3 ოქტომბერს ბათუმის თოჯინების თეატრში ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა. მხატვრული ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციაში, რომელსაც აფასებდა ხუთკაციანი ჟიური, გაიცა შემდეგი პრიზები: საუკეთესო ფილმი – „პანოპტიკონი“, გიორგი სიხარულიძე, საქართველო/საფრანგეთი/იტალია/რუმინეთი, 2024 საუკეთესო რეჟისურა – მათიას გლასნერი, ფილმისთვის „მომაკვდავი“, გერმანია, 2024 საუკეთესო მსახიობი …

„ლურჯი მოცვი” – დოკუმენტური ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან ბათუმის კინოფესტივალზე

ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმი „ლურჯი მოცვი“. კინოჩვენების შემდეგ მაყურებელს შესაძლებელობა ექნება შეხვდეს რეჟისორს და ფილმის შესახებ ესაუბროს. კინოფესტივალი წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ის [მისამართი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29]  დარბაზებში გაიმართება. „კავეაში“ კინოჩვენებაზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარია. ბილეთის შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ. …

12 ფილმი, რომელიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF-ი გაიხსნა. კინოფესტივალი, რომელიც უკვე 19 წელია იმართება ბათუმში, 3 ოქტომბრამდე გასტანს. ამ პერიოდში ნაჩვენები იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. „ბათუმელები“, რომელიც წლებია „ბიაფის“ მხარდამჭერია, ტრადიციულად გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც უკვე მიიქციეს სხვადასხვა კინოფესტივალზე ყურადღება და კარგი …

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა საავტორო კინოს მე-19 საერთაშორისო ფესტივალი. კინოფესტივალი წელს კინოთეატრი CAVEA GRAND MALL-ის [მისამართი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29]  დარბაზებში გაიმართება, რადგან კინოთეატრ „აპოლოში“ რემონტია. „კავეაში“ კინოჩვენებაზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარია. ბილეთის შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ. კინოჩვენებების ყოველდღიური განრიგი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.  გარდა ამისა, 29 …

რა ფილმებს ნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე – სრული პროგრამა

27 სექტემბერს, პარასკევს, ბათუმში საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] გაიხსნება და 3 ოქტომბრამდე გასტანს. ფილმების ნახვა მაყურებლებს შაბათიდან, 28 სექტემბრიდან შეეძლებათ. წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა. წელს კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება 2 საკონკურსო სექცია: მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების …

27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

ბათუმში 27 სექტემბერს, პარასკევს, საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] გაიხსნება, ფილმების ნახვა კი მაყურებლებს 28 სექტემბრიდან შეეძლებათ. BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური …

„ბიაფი“ სახელმწიფომ არც წელს დააფინანსა, მაგრამ კინოფესტივალი მაინც გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი წელს მეცხრამეტედ ჩატარდება. ეს იქნება მესამე წელი ფესტივალისთვის, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე. ბათუმის მერიამ და აჭარის კულტურის სამინისტრომ „ბიაფს“ კინოფესტივალის დაფინანსებაზე 2024 წელსაც უარი უთხრა. „ბიაფის“ დაფინანსებაზე უარი სახელმწიფო სტრუქტურებმა პირველად 2022 წელს თქვეს. მანამდე აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია კინოფესტივალის მუდმივი პარტნიორები იყვნენ. „ბიაფის არდაფინანსებას არ აქვს …

„კრიტიკული ზონა“ და BIAFF-ზე გამარჯვებული სხვა ფილმები

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ფილმად ირანელი რეჟისორის, ალი აჰმადზადეს ფილმი “კრიტიკული ზონა” დასახელდა. საუკეთესო რეჟისორის ტიტული დაიმსახურა თინათინ ყაჯრიშვილმა ფილმისთვის “მოქალაქე წმინდანი“, ხოლო ელენე ნავერიანის ფილმი – „შაშვი, შაშვი მაყვალი“, ჟიურიმ სპეციალური მოხსენიებით აღნიშნა. ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს გაიმართა.  ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ათობით ახალი, მხატვრული და და დოკუმენტური ფილმის …

BIAFF-ის სპეციალური პრიზი გიული ჩოხელს გადაეცა

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე კინოში შეტანილი წვლილისთვის სამი ქართველი ხელოვანი დააჯილდოვეს. “ბიაფი, კინოში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს ხელოვანებს. წელს გადავწყვიტეთ მსახიობებიდან დაგვეჯილდოებია ზურა ყიფშიძე. ასევე Რევაზ მახათაძე, რომელიც კინომატიანეს არქივს კურირებს უკვე ათწლეულებია და  გარკვეული წვლილი მიუძღვის ისტორიის შენარჩუნებაში. BIAFF-ი ფესტივალის სპეციალურ პრიზს გადასცემს გიული ჩოხელს. ჩვენ გვინდოდა აღგვენიშნა გიული ჩოხელის წვლილი, როგორც ჯაზის …

ბათუმის კინოფესტივალი ზაზა ხალვაშის ფილმით გაიხსნა

17 სექტემბერს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმით – „ლოტო“ – გაიხსნა. „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ ბათუმელი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ეს ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმია ფერად ისტორიებზე. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს მოგვიანებით გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ზურაბ ქავთარაძე. „ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი კადრები …

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

17 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF-ი გაიხსნება. კინოფესტივალი, რომელიც უკვე 18 წელია იმართება ბათუმში, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 24 სექტემბერს დასრულდება. ამ პერიოდში ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე 25 სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები 30-ზე მეტი ქვეყნიდან. წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე …

ბათუმში კინოფესტივალი იწყება – ნახეთ პროგრამა

BIAFF-ი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში კვირას, 17 სექტემბერს გაიხსნება და ერთი კვირა გასტანს. ამ დროის განმავლობაში ბათუმში ათობით ახალი, მხატვრული და და დოკუმენტური ფილმის ნახვა იქნება შესაძლებელი. კინოფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება, ასევე, კინოჩვენებები შედგება ღია ცის ქვეშ – ევროპის მოედანზე. კინოფესტივალზე რამდენიმე სექციაა: მხატვრული საკონკურსო ფილმების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ქართული ფილმების – ქართული პანორამა, დოკუმენტური …

ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს იწყება – ფესტივალს მერია არც წელს აფინანსებს

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. ფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, კინოფესტივალის პროგრამა მზადაა, ზუსტდება ბოლო დეტალები. წელს ბათუმის კინოფესტივალზე აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე შედგა, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სურათი საუკეთესო …

რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

18 სექტემბერს, კვირას, ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათუმის მე-17 კინოფესტივალს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ აფინანსებს, კინოფესტივალი მაინც გაიმართება რამდენიმე საელჩოს, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით და FUNDRAISING კამპანიის მეშვეობით. კინოჩვენებები ტრადიციულად, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ გაიმართება. წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი …

ვითხოვთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და BIAFF-ის დაფინანსებას – ენმ

„ვითხოვთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და ბათუმის კინოფესტივალისთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას,“ – აცხადებს ლაშა კილაბერია, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით განცხადება ოპოზიციამ საკრებულოს აპარატს დღეს, 6 სექტემბერს ჩააბარა და ბრიფინგით გააპროტესტა ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსების გარეშე დატოვება. ერთ კვირაში საკრებულოს სხდომა ჩაინიშნება, თუმცა ლაშა კილაბერია არ გამორიცხავს, რომ სხდომას უმრავლესობის წევრები მიზანმიმართულად …

ერთად ჩავატაროთ „ბიაფი“ – დაიწყო კამპანია ბათუმის კინოფესტივალის მხარდასაჭერად

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა, BIAFF-მა, კამპანია დაიწყო ფესტივალის ფინანსური მხარდაჭერისთვის. #ერთადჩავატაროთბიაფი – ამ ჰეშთეგით ბათუმის კინოფესტივალი ერთგულ მაყურებლებსა და საავტორო კინოს გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში უკვე 17 წელია იმართება, თუმცა წელს პირველად, ამ დრომდე, ფესტივალს არ აფინანსებს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა. ფესტივალის მხარდამჭერი ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საელჩო და …

რატომ არ დააფინანსეს BIAFF-ი? – „გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური მორჩილების მიხედვით“

„თბილისიდან დაფინანსება წელს BIAFF-ს არ ჰქონდა“ – ამ არგუმენტით სცადეს თავის მართლება ბათუმის მერიასა და აჭარის კულტურის სამინისტროში, სადაც დღეს, 5 სექტემბერს ვიკითხეთ: რატომ არ დააფინანსეს წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი? BIAFF წელს მეჩვიდმეტედ იმართება. კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორი გასული 16 წელი ბათუმის მერია იყო. ეს პირველი წელია, როცა კინოფესტივალის მხარდამჭერი ბათუმის მერია არ არის.  …

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

საავტორო კინოს ბათუმის მე-17 ფესტივალი [BIAFF] 2 კვირაში უნდა გაიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მნიშვნელოვანი ფესტივალია ბათუმში, სახელმწიფო სტრუქტურებმა ფესტივალის დაფინანსებაზე წელს უარი თქვეს, მათ შორის, ბათუმის მერიამ, რომელიც ბათუმის კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორია. „ამ შემთხვევაში „ბიუჯეტი ამოწურულია“ ნიშნავს არათანაბარ, უსამართლო პირობებში ფესტივალების ჩაყენებას,“ – მიიჩნევს BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი, რომელსაც საკონკურსო …

„ჩემი ცხოვრებაა კინო“ – ინტერვიუ ლანა ღოღობერიძესთან

მას ბევრი პროფესია აქვს. არის რეჟისორი, მწერალი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, თუმცა თვითონ მიიჩნევს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ორი რამაა – კინო და პოეზია. ლანა ღოღობერიძე წელს ბათუმის საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების სექციის ჟიურის თავმჯდომარე იყო. სწორედ კინოფესტივალის მიმდინარეობისას შეხვდა რეჟისორს „ბათუმელები“. ქალბატონო ლანა, ვინაიდან ჩვენი ინტერვიუ ბათუმში იწერება, მინდა დავიწყო კითხვით ბათუმზე. რა …

ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი ქართულმა ფილმმა მიიღო

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის ფილმმა  – „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ასევე გახდა ბათუმის კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჟიურის რჩეული ფილმი. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ფილმის რეჟისორი, ალექსანდრე კობერიძე. „ბათუმში გაჩნდა ამ ფილმის იდეა, სცენარიც აქ დავწერე. დიდი მადლობა ფესტივალს და ჟიურის,“ – განაცხადა მან. …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე | აფიშა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფილმების ნახვა კინოთეატრ „აპოლოში“ და საღამოს ევროპის მოედანზეა შესაძლებელი. გთავაზობთ აფიშას, რა ფილმების ნახვა შეგიძლიათ დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალზე. 12.00 საათზე – „ორმო“, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ.  13.30 საათზე –  მოკლემეტრაჟიანი ფილმები: აპარატი, ჰასან ნაჯმაბადი, ირანი, 2021, 15 წთ.; ორფეროვანი, სარაჯუდინ ბაიათი, ავღანეთი, 2021, 10 წთ.;  დევეკი, ურია ჰერცი, ისრაელი, 2021, …

რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალზე დღეს და ხვალ | აფიშა

18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, ფილმების ჩვენება კი დღეს, 19 სექტემბერს, დაიწყო კინოთეატრ „აპოლოში“. გთავაზობთ აფიშას, რა ფილმების ნახვა შეგიძლიათ დღეს და ხვალ კინოთეატრ „აპოლოში“. კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით, რეკომენდაციების დაცვით ტარდება. კერძოდ, კინოსეანსებზე დასწრება შესაძლებელი იქნება პირბადით, მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან …

რა ფილმებს ნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე – სრული პროგრამა

18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება და დასწრება შესაძლებელი იქნება პირბადით, მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს. უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა. წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, და, …

ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლანა ღოღობერიძე იქნება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. კინოფესტივალს, საკონკურსო სექციების მიხედვით, სულ ოთხი ჟიური ეყოლება, – მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების და კინოკრიტიკოსთა ჟიური. მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელსაც ლანა ღოღობერიძე იქნება. ჟიურის წევრები არიან: ნინო მხეიძე, გოგი გვახარია, ქეთი მაჭავარიანი და ირინა გორდიჩუკი (უკრაინა). მხატვრულ ფილმებს ასევე შეაფასებს კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომლის …

10 ფილმი, რომელიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

18 სექტემბერს ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება. წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კინოდარბაზში შესვლა გარკვეული შეზღუდვებით იქნება შესაძლებელი, თუმცა კინოფესტივალი, გასული წლისგან განსხვავებით, წელს აღარ გაიმართება ონლაინ. უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა. „ბათუმელები“ 10 საინტერესო ფილმს გირჩევთ, რომელთა ნახვა წელს ბათუმის კინოფესტივალზეა შესაძლებელი. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას …

როგორ ჩატარდება წელს ბათუმის კინოფესტივალი | ინტერვიუ

18-24 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი [BIAFF] გაიმართება. უკვე მეორე წელია ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტარდება. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს კინოფესტივალი უკვე კინოდარბაზში ჩატარდება, ოღონდ რეგულაციების დაცვით. მას „ბათუმელები“ ესაუბრა. როგორ ჩატარდება წერს კინოფესტივალი? წელს ვაპირებთ ფესტივალი კინოდარბაზში ჩავატაროთ. ამ დღეებში გვქონდა კონსულტაციები შრომის ინსპექციასთან და კინოფესტივალი ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდება 18-24 …

ბათუმის კინოფესტივალი ონლაინ 15-25 ნოემბერს გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად ბათუმში სექტემბერში იმართება, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ფესტივალი ოქტომბრის მეორე ნახევარში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების გამო, კინოფესტივალის მენეჯმენტი აცხადებს, რომ კინოფესტივალი ონლაინფორმატში ჩატარდება. ონლაინჩვენებებისთვის გამოყენებული იქნება შემდეგი პლატფორმები: www.festivalscope.com – აქ განთავსდება ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური კონკურსის და „დიდოსტატთა კოლექციის“ ფილმები. ფილმებზე წვდომა შესაძლებელი …

გადაიღე იზოლაციაში – BIAFF-ის კონკურსი მოკლემეტრაჟანი ფილმების შესარჩევად

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს [BIAFF] ახალი სექცია დაემატა – COVIDEO –  იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო. სექცია COVIDEO იზოლაციაში მყოფი დამწყები თუ პროფესიონალი რეჟისორებისა და კინოგადაღებით დაინტერესებული მოყვარულებისთვის აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას. „კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეულმა იზოლაციამ ცვლილებები შეიტანა ყოფიერებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა ყოველივე ამას აქვს ნათელი მხარეც – ეს პერიოდი, საკმაოდ საინტერესო …

Biaff 2019 – რა ფილმებს აჩვენებენ კინოთეატრ აპოლოში – ყოველდღიური განრიგი

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი Biaff 2019  15-22 სექტემბერს ჩატარდება.  „აპოლოში“ დაგეგმილი საფესტივალო ჩვენებების ყოველდღიური განრიგი ასეთია:   16 სექტემბერი 12.00 –„მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019; 94 წთ. 14.00 – „თეთრი ქარავანი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1964; 97 წთ. 16.00 –„სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ. 18.00 –„ბიუზჰალტერი“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018; 90 წთ. 20.00 –„ეთერი“, ქშიშტოფ ზანუსი, …

BIAFF 2019 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის პროგრამისთვის  ფილმების შერჩევა დაასრულა.  კინოფესტივალის [BIAFF] დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა წლევანდელი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა გამოაქვეყნა. წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში  25 ფილმი იქნება წარმოდგენილი, საიდანაც 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. ეს ფილმებია: [checklist] გაბანა, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, …

ბათუმის ბულვარში 2 აგვისტოდან უფასო კინოჩვენებები იწყება – ბიაფფიადა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ბათუმის ბულვარში კინოჩვენებებს იწყებს. ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 2, 3, 9, 11, 12, 23, 24, 25 აგვისტოს. გაიმართება დღეში ორი კინოსეანსი: 20:30 საათზე და 22:30 საათზე. კინოჩვენებები ბათუმის გარდა აჭარის რამდენიმე რეგიონშია კიდევ დაგემილი. …

პოლონური კინოს დღეები ბათუმში – აფიშა

16-17 მარტს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზებითა და Polish Film Promotion-ის მხარდაჭერით,  ბათუმში გაიმართება პოლონური კინოს დღეები – „პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – პოლონეთის ისტორია კინოშედევრებში“. პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების – ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკისა და იან კომასას ფილმები. [red_box]16 მარტი[/red_box] „მარმარილოს კაცი“, ანჟეი ვაიდა. დასაწყისი: 16 საათზე „პიანისტი“, რომან პოლანსკი. დასაწყისი: 19 …

BIAFF-ის ორგანიზებით ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება

ჩიკაგოში, 9-12 ნოემბერს, პოლონური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან – Society for Arts თანამშრომლობით. ქართული კინოს დღეები ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ჩიკაგოში. თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილი იქნება ფილმებით: „სხვისი სახლი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „საშიში დედა“- რეჟისორი ანა ურუშაძე და „ბრმა …

10 მხატვრული ფილმი, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში ნახავთ

უკვე ცნობილია ფილმები, რომლებსაც წელს, საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. წელს ამ სექციაში სულ ათი ფილმი იქნება ნაჩვენები. საერთო ჯამში კი კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „ბათუმელები“ …

მოჰსენ მახმალბაფი: წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული

21 სექტემბერს სასტუმრო WYNDHAM batumi-ში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების ჟიურის ხელმძღვანელობს. მან 2005 წელს დატოვა ირანი და უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. რეჟისორმა მასტერკლასზე თავის ცხოვრებაზე, ირანში განვლილ რთულ წლებსა და „ახალი ტალღის“ რეჟისორების მიერ …

Exit mobile version