მთავარი,სიახლეები

რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

13.09.2022 • 1485
რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

18 სექტემბერს, კვირას, ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათუმის მე-17 კინოფესტივალს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ აფინანსებს, კინოფესტივალი მაინც გაიმართება რამდენიმე საელჩოს, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით და FUNDRAISING კამპანიის მეშვეობით.

კინოჩვენებები ტრადიციულად, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ გაიმართება.

წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

უკვე ცნობილია საკონკურსო მხატვრული ფილმები და ჟიურის შემადგენლობაც.

წელს მხატვრული ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ლეხ მაიევსკი (პოლონეთი) იქნება. ჟიურის წევრები არიან: კარმენ გრეი (გერმანია), ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია და გელა ბაბლუანი (საქართველო).

ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული საკონკურსო ფილმების სექციაში ათი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ეს ფილმებია:

  • „19“, მანიჯე ჰეკმატი – ირანი/გერმანია, 2022
  • „კლონდაიკი“, მერინა ერ გორბაჩი – თურქეთი/უკრაინა, 2022
  • „კერი“, ტაიფუნ პირშელიმოღლუ – თურქეთი/საბერძნეთი/საფრანგეთი, 2022
  • „ცის ნაჭერი”, მაიკლ კოხი – შვეიცარია/გერმანია, 2022
  • „ქალი – დუმილის კოდექსი“ – ფრანჩესკო კოსტაბილე, იტალია, 2022
  •  „ოთხი კედელი“, ბაჰმან გობადი – თურქეთი/დიდი ბრიტანეთი, 2021
  • „ხანმოკლე შეხვედრები“, რომედ უაიდერი – შვეიცარია, ლუქსემბურგი, 2022 
  • „ქადაგება თევზთან“, ჰილალ ბაიდაროვი – აზერბაიჯანი, მექსიკა, შვეიცარია, თურქეთი, 2022
  •  „ჯოგის იმუნიტეტი“, ადილხან იერჟანოვი – ყაზახეთი/საფრანგეთი, 2021
  • „ჩემი ოთახი“, სოსო ბლიაძე – საქართველო, გერმანია, 2022

ცნობილია მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების პროგრამაც და ჟიურიც.

წელს BIAFF-ზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს შეაფასებს სამკაციანი ჟიური: ზურაბ ცინცქილაძე (საქართველო), ილეანა სტანკულესკუ (რუმინეთი), თორნიკე გოგრიჭიანი (საქართველო).

ამ სექციაში წარმოდგენილი იქნება ოცი ფილმი:

  1. „აქსელი“, ლევან უჩანეიშვილი -საქართველო, 2022 წ.; 30 წთ.
  2. „აღდგომა“, ნიკოლოზ ვერძაძე – საქართველო, 2022 წ.; 25 წთ.
  3. „ჩემი მეგობარი ანდრო“, კატალინა ბაქრაძე – საქართველო, 2022 წ.; 14 წთ.
  4. „რონინის აღსარება“, გიორგი ხუხუნაიშვილი – საქართველო, 2022 წ. 10 წთ.
  5. „დაპირების გარეშე“, თათი ბარამია – საქართველო, 2022 წ.; 13 წთ.
  6. „ზებრა“, სანდრო ნავერიანი – საქართველო, 2022 წ.; 12 წთ.
  7. „და შემდეგ ისინი ზღვას წვავენ“ – მაჯიდ ალ-რემაიჰი, კატარი, 2021 წ.; 12 წთ.
  8. „კონჩერტინა“, გაბრიელ გონსალეს აკოსტა -მექსიკა, 2022 წ.; 13 წთ.
  9. „კურუპირა და ბედის მანქანა“, ჟანაინა ვაგნერი – საფრანგეთი/ბრაზილია, 2021; 25 წთ.
  10. „ეშმაკი“, იან ბუინოვსკი – პოლონეთი, 2022; 19 წთ.
  11. “არაჩვეულებრივი ცხოვრება”, ჰანა ჯალალი – უკრაინა/ირანი, 2022 წ. 15 წთ.
  12. „აქ სიმშვიდეა“, ნოვრუზ ჰიკმეტი/ოლენა პოდოლიანკო – უკრაინა, 2022 წ.; 12 წთ.
  13. „ხადიგა“, მორად მოსტაფა – ეგვიპტე, 2022 წ.; 20 წთ.
  14. „წარმოუდგენლად მსუბუქი“, ანტიმო კამპანილე – იტალია, 2021; 15 წთ.
  15. „მოუნ ო“, მაქსიმ ჟან-ბატისტი – ბელგია/საფრანგეთის გვიანა/საფრანგეთი, 2022 წ.; 16 წთ.
  16. „აქ სანახავი არაფერია“, ნიკოლას ბუჩესი – პორტუგალია, 2022; 16 წთ.
  17. „ქსერქსეს ტახტზე“, ევი კალოგიროპულუ – საბერძნეთი, 2022 წ. 15 წთ.
  18. „სასწორი“, ჯოზეფ პირსი – საფრანგეთი / დიდი ბრიტანეთი / ბელგია / ჩეხეთი, 2022; 15 წთ.
  19. „დროის მანძილი“, კარლოს ორმენო პალმა – პერუ, 2021; 19 წთ.
  20. „ვირთხა“, ჟანტემირ ბაიმუხამედოვი – ყაზახეთი, 2022; 28 წთ.

წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან: შვეიცარიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი.

კინოფესტივალის სპონსორებია: კინოთეატრი APOLLO, ART ITALY GROUP, Mareteli Friends Winery და კომპანია „შინდი“.

ამავე თემაზე: 

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: