მთავარი,სიახლეები

გადაიღე იზოლაციაში – BIAFF-ის კონკურსი მოკლემეტრაჟანი ფილმების შესარჩევად

13.05.2020
გადაიღე იზოლაციაში – BIAFF-ის კონკურსი მოკლემეტრაჟანი ფილმების შესარჩევად

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს [BIAFF] ახალი სექცია დაემატა – COVIDEO –  იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო.

სექცია COVIDEO იზოლაციაში მყოფი დამწყები თუ პროფესიონალი რეჟისორებისა და კინოგადაღებით დაინტერესებული მოყვარულებისთვის აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას.

„კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეულმა იზოლაციამ ცვლილებები შეიტანა ყოფიერებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა ყოველივე ამას აქვს ნათელი მხარეც – ეს პერიოდი, საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს მხატვრული ინსპირაციისთვის,“ – აღნიშნულია კინოფესტივალის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მოთხოვნები წარსადგენი ფილმების მიმართ:

  • ფილმის თემატიკა – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გადმოცემული – კინოესეები ადაპტაციის ფორმებსა და გზებზე არსებულ რეალობაში, „ეპისტოლარული კინოს“ მეთოდების ძიება (ვიზუალური რებუსები), სხვადასხვა გარემოში გადაღებული უცნაური რეპორტაჟები.
  • ფილმის გადაღების პერიოდი – სასურველია 2020 წლის მარტი – ივნისი
  • ქრონომეტრაჟი – 1 წუთიდან 5 წუთამდე
  • ფორმატი – HD ხარისხი

ფესტივალის მენეჯმენტი შეარჩევს 20 მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც წარმოდგენილი იქნება BIAFF 2020-ის სპეციალურ საკონკურსო სექციაში -COVIDEO.

ფილმები ნაჩვენები იქნება კინოფესტივალის პერიოდში დიდ ეკრანზე და რამდენიმე ნომინაციაში შეაფასებს როგორც ჟიური, ისე აუდიტორია.

საკონკურსო სექცია COVIDEO-ს ნომინაციებია:

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
  • საუკეთესო ორიგინალური იდეა/სცენარიაუდიტორიის/მაყურებლის პრიზი – ამ კატეგორიაში გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით. ამისათვის ფილმები განთავსდება ონლაინსივრცეში – კინოფესტივალის youtube/Facebook არხებზე და მაყურებლებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ ე.წ. „ლაიქის“ მეშვეობით.

გამარჯვებული ფილმების ავტორებს BIAFF კინოფესტივალი პრიზის სახით გადასცემს BIAFF 2021 წლის კინოფესტივალზე დასწრების ვაუჩერს [კინოფესტივალზე აკრედიტაცია ნებისმიერ ფილმზე ან მასტერკლასზე დასწრების უფლებით; 5 ღამით განთავსება და ბათუმში ტრანსპორტირება – მოისაზრება მხოლოდ საქართველოში შიდა ტრანსპორტირება; კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიაზე/ბანკეტზე დასწრება].

ფილმების წარდგენისთვის შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა ბმულზე [დაწკაპეთ გასახსნელად].

საკონტატო ინფორმაცია: submission@biaff.org

2020 წელს ბათუმის საავტორო კინოს XV საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება 13-20 სექტემბერს იგეგმება. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.

____________

ფოტო: pexels

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: