რატომ ვერ აკეთებენ პროექტებს ბიზნესმენები ქალაქისთვის

ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად გამართულ აქციებზე ხშირად ისმის სიტყვა „ინვესტორი“. ინვესტორები ხვდებიან ტრანსპარანტებზეც… იმის მიუხედავად, რომ ქალაქის განვითარება და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, ინვესტორების პასუხისმგებლობაზეც კეთდება აქცენტი. „ბათუმელები“ ბათუმში მსხვილი სამშენებლო ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ ესმით მათ პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე? რას აკეთებენ ქალაქისთვის კონკრეტული ბიზნესპროექტების გარდა? ბიზნესმენებს ასევე ვთხოვეთ დაესახელებინათ …

ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალში “სლავიანსკი ბაზარი” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში. კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ფესტივალის წარმომადგენელმა საქართველოში, მანანა სეფიაშვილმა და ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა გააცნეს. “ბათუმის მერიამ მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადა ამ კონკურსს, რომ ძალიან კარგი პროექტია და თან …

მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის

ლიანა დუმბაძე ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც 9 წლის წინ ლიანას ექსპროპრიაციის წესით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნით“ ჩამოართვეს. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი მერიას დღემდე არ გამოუყენებია. მოქალაქემ ბათუმის მერისგან ხელმოწერილი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ მიწას მოქალაქეს ვერ დაუბრუნებენ, რადგან ის უკვე საპრივატიზაციოდ მზადდება. „ეს არის საკუთრების უფლების …

რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით

ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ „იაფი სახლის“, ანუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესი დაიწყება. საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ბათუმის მერია მიზანშეწონილად თვლის დამტკიცდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი“, რის შემდეგადაც მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა …

4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად

ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული …

ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 768 746 ლარია. ამ ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელებას იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, …

ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა

შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2019 წელს, იანვრის თვეში, ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა – გადაზიდვებისას ტერიტორიის დატალახიანების გამო 1500 ლარით დაჯარიმდა ერთი სამშენებლო კომპანიაა, დანარჩენი ოთხი ჯარიმა კი ფიზიკური პირებზე დაიწერა. გასულ წელს, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, სულ 75 საჯარიმო ოქმი დაიწერა, გაიცა 148 წერილობითი და 93 სიტყვიერი გაფრთხილება. წელს „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამი გაფრთხილება …

ბათუმში ზოგიერთ ქუჩას საღამოს 11 საათიდან წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

დღეს, 29 იანვარს, 23:00 საათიდან 30 იანვრის 08:00 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეუწყდებათ  რამდენიმე უბნის აბონენტებს. წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელსაც შპს „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ატარებს. წყალმომარაგება შეეზღუდება: ლერმონტოვის, თაყაიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს – ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში; მამია კომახაძისა და გ.ბრწყინვალის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების …

ტაქსი “მაქსიმის” მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 28 იანვარს, ტაქსის კომპანია “მაქსიმის” მძღოლებმა ბათუმში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ტაქსის მძღოლების კომპანიის მიერ მათთვის დაწესებულ გაზრდილ მომსახურების ტარიფს აპროტესტებენ. აქამდე კომპანიას მძღოლები შეკვეთის 10%-ს უხდიდნენ, 2019 წლის იანვრიდან კი ამ 10%-ს 20 თეთრი დაემატა. “კომპანია მგზავრის მიერ ჩვენთვის ზედმეტად დატოვებული თეთრების წილში გვიჯდება. მოვითხოვთ, რომ კომპანიამ გააუქმოს ეს ტარიფი” – ამბობენ მძღოლები. ისინი …

კომპანია: ბათუმში ახალი სკვერის მოწყობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება

ბათუმში, ს. ზუბალაშვილის, ლ. ასათიანისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მშენებელ კომპანიაში უთხრეს. ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის უკან მდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოსაწყობად ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 375 451 ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად „მონოლითი-2005“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა, ღირებულებით …

900 ათასი ლარი მწვანე კონცხზე, კახაბერსა და გონიო-კვარიათში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

ბათუმში, მწვანე კონცხის, კახაბრისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ ორი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 900 797 ლარია. ტენდერები საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. იმ ტენდერით, გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები და მისამართები, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 584 120 ლარია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. მეორე ტენდერში კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 316 677 …

მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ავტომანქანა დააზიანა

მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ეზოში მდგომი ავტომანქანის საქარე შუშა დააზიანა. შემთხვევა ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, დღეს, 25 იანვარს მოხდა. ერთ-ერთი მოქალაქის ცნობით, ამ მშენებლობიდან ყოველდღიურად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ამ მშენებლობაზე ნარჩენების გადმოყრა არა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დარღვევა დაუფიქსირებია მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსაც. ირაკლი მანჯგალაძე ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურიდან გვიყვება, რომ დარღვევა მიმდინარე …

აჭარაში 2019 წელს 2 მილიონ ტურისტს ელოდებიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2019 წელს რეკლამაზე 5 მილიონ ლარს დახარჯავს. ეს თანხა 16 სამიზნე ქვეყანაში დაიხარჯება. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი,ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. მე-17 ქვეყანა, შიდა ტურიზმზე გათვლილი აქტივობებით, საქართველო იქნება. სარეკლამო თანხა არა ქვეყნების, არამედ აქტივობების …

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში? გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, …

ბათუმი – სახიფათო ქალაქი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის

  ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმის ქუჩების ნაწილზე ველობილიკების გარდა, უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა დაგებული. ამ ბილიკებზე ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მეპატრონეების მიერ გამოდგმულ კონსტრუქციებს. ბილიკებით მოსარგებლე ადამიანები ამბობენ, რომ ეს ბილიკები ბევრგან დაზიანებულია, ზედმეტად ვიწროა და ხშირად ძნელად გასარჩევია ტროტუარის ძირითადი ფილებისგან. თუმცა მხოლოდ ეს როდია ამ ბილიკების ერთადერთი …

ყოველი დღე 300 ათასზე მეტ წიგნთან ერთად – ქალები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ძნელად იპოვით თანამშრომელს, რომელსაც 10 წელზე ნაკლები მუშაობის სტაჟი აქვს. ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკაში 20-30 და ზოგიც 40 წელზე მეტია რაც მუშაობენ. კითხვაზე – რატომ ამდენი წელი ერთ სამსახურში, ყველას პასუხი ერთმანეთს ჰგავს – წიგნის და მკითხველის სიყვარული. „30 წელია ბიბლიოთეკარი ვარ. თავიდან, როცა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა, ძალიან გამიხარდა. ვფიქრობდი, დავჯდები და …

ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩის შესაკეთებლად 8 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი

ჰ. აბაშიძის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, აჭარისწყლის შესახვევი, ბაგრატიონის ჩიხი, გონიოს, თ. გორგილაძის, ლადო ასათიანის ჩიხი, ლუკა ასათიანის შესახვევი, მ. ვარშანიძის შესახვევი, პ. მელიქიშვილის ჩიხი, ლ. გელაძის, პ. მელიქიშვილის მე-2 შესახვევი, ნ. გვარიშვილის, ს. ხიმშიაშვილის ქუჩის N109-113, ურეხის ქუჩა, ურეხის ჩიხი, დ. თავდადებულის შესახვევი, მ. ვარშანიძის 1-ლი შესახვევი – ეს ბათუმის იმ ქუჩების ჩამონათვალია, რომელთა რეაბილიტაციის …

ზოგჯერ გამვლელი გვლანძღავს, დავყრი და უნდა დაგავო, აბა რისთვის ხართო – მეეზოვის შრომა

დილით ექვსზე უკვე სამსახურში უნდა იყვნენ, უნიფორმა ეცვათ და ქარბუქში, თავსხმასა თუ სიცხეში ქალაქს უნდა ასუფთავებდნენ. მეეზოვეებისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს. ქუჩები ნებისმიერ დროს უნდა კრიალებდეს. დილით, როცა შენ 9 საათზე გამოდიხარ სახლიდან და დაგვილი ქუჩის გავლით სამსახურისკენ მიიჩქარი, მათ საქმე დამთავრებული აქვთ. როგორც მეეზოვეები ამბობენ, ხიდან ჩამოცვენილი გამხმარი ტოტებისა და წიწვების დაგვა ყოველდღიურად ჩვეულებრივი …

ლოცვა ზღვაზე – ნათლისღება ბათუმში

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას აღნიშნავენ. ბათუმში მრევლმა ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნა. ადამიანები, სიცივის მიუხედავად ზღვაში შევიდნენ და წყალში ჩაყვინთეს. ამ პროცესს “ზღვაში შთაფლვას” უწოდებენ. წესის მიხედვით ზღვაში სამჯერ უნდა ჩაყვინთო. მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები თავდაპირველად ზღვის სანაპიროზე შეიკრიბნენ და ილოცეს. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი ზღვაში  შევიდნენ.

რას შეუმოწმებენ თქვენს ავტომანქანას ტექდათვალიერების ცენტრში [ვიდეო]

ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერება ბანკომატთან მომსახურების საფასურის გადახდით იწყება. ავტომანქანის რეგისტრაციის შემდეგ, მძღოლი ცენტრის შემინული კედლის მიღმა რჩება და იქედან აკვირდება, როგორ ამოწმებენ ავტომობილს ინსპექტორები და კომპიუტერული მოწყობილობები. ბათუმში ტექნიკური ინსპექტორების გავლა სულ ოთხ ცენტრშია შესაძლებელი. ჩვენ ერთ-ერთ ცენტრში – შპს „გივა“-ში გავეცანით ინსპექტირების პროცედურას. თავდაპირველად მფლობელის გარეშე დარჩენილ ავტომანქანას ინსპექტორი ვიზუალურად აკვირდება. „პლანშეტში ვინიშნავ, აქვს …

„ნეპტუნის“ რეაბილიტაციისთვის 102 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმში, რუსთაველის გამზირზე, სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებული შადრევნის [ნეპტუნი] სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 102 618 ლარია გამოყოფილი. შადრევნის რეაბილიტაციისთვის და იქვე ტერიტორიის მოსაწყობად საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების მიხედვით ჩასატარებელი იქნება სადემონტაჟო სამუშაოები; ასევე აუზის ჰიდროიზოლაციის მოწყობა, შადრევნის ტუმბოს სამონტაჟო კვანძისა და ტუმბოს მონტაჟი, დეკორატიული ფილებისა და მწვანე კორდის მოწყობა, ასევე ელექტროსამონტაჟო სამუშაოები. ტენდერში წინადადებების …

ძლიერი ქარის შემდეგ შსს-მ 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება

ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 4 ადამიანი დაშავდა და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, დაზიანდა 13 ავტომანქანა. ამ დრომდე ბათუმში რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთია გადაკეტილი, რადგან სამაშველო სამსახური ქუჩებს დაზიანებული ხეებისგან ათავისუფლებს. სამაშველო სამსახურში დღეს, 16 იანვარს, ბათუმიდან 40 შეტყობინება შევიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ …

რისთვის გადასცეს შსს-ს მიწის ნაკვეთი „მაკდონალდსთან“ და რა სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში ზღვისპირას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში 2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცეს. ნაკვეთი, რომელიც „მაკდონალდსის“ მიმდებარედაა, ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო, 2016 წლიდან კი ის  სახელმწიფო საკუთრებაშია. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ნაკვეთი შს სამინისტროს, არსებობის ვადით სარგებლობაში,  გუშინ, 2019 წლის 9 იანვარს გადასცა. შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა …

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მთავრობის სხვა წევრები. ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც …

რა გაძვირდა ბაზარში წინასაახალწლოდ [ფოტო]

„მყიდველი არაა, ხალხს ფული არ აქვს. კი არ გაძვირდა რამე, პირიქით, დაიკლო,“ – ირწმუნებიან ბათუმის აგრარულ ბაზარში. ამას დახლთან მისვლამდე ამბობენ, შემდეგ კი, როცა ფასები ზუსტდება და მოვაჭრეები წინა თვეების ფასებს იხსენებენ, ისინი თავად გამოთქვამენ საყვედურს, გაძვირდა ბაზარიო. „გაძვირდა ქათამი. აქამდე 5 – 6 ლარში ვყიდდი, ახლა შვიდ-ნახევარია. რატომ გაძვირდა, მეც ეს მაინტერესებს, არ ვიცი. …

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი [ფოტო]

ბათუმის ქუჩების საახალწლო გაფორმებისთვის  ქალაქის ბიუჯეტიდან 428 423 ათასამდე ლარი დაიხარჯა. ქალაქის გაფორმებაში შედის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების, მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟი. ნახეთ, როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი. See more      

“თქვენ მართმევთ 20 წუთს” – მგზავრები საქართველოს რკინიგზას მიმართავენ

„თქვენ მართმევთ 20 წუთს“ – მგზავრებმა, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან საქართველოს რკინიგზით, საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. მგზავრების თქმით, ბათუმი-თბილისის მატარებელი დანიშნულების ადგილას ჩასვლას საშუალოდ 20 წუთით აგვიანებს. მაგალითად, თუ დილით ბათუმიდან გასული მატარებელი თბილისში 12:50 საათზე უნდა იყოს [სწორედ ეს დროა განრიგში მითითებული], მატარებელი 13:20 წუთზე, ზოგჯერ კი 13:30-ზე ჩადის, ან უფრო მეტი დროით აგვიანებს. იგივე ხდება …

დაუტბორავი ბათუმი? – „იქნება,“ მაგრამ არ ვიცით, როდის

ავტორი: ნინო შონია, ifact.ge ბათუმში წვიმის დროს დატბორილი ქუჩები ხომ ყველას გვინახავს? არადა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წლიდან წლამდე მილიონები იხარჯება. მაგალითად, ორი წლის წინაც 6 მილიონზე მეტი ლარი მეტი დაიხარჯა ჟილინის 3.3 კმ-იანი სანიაღვრე არხის შესაკეთებლად. ამ არხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ათობით ქუჩას მოიცავს, მაინც იტბორება. სკოლაში მიმავალ ბავშვებს მშრალ ამინდშიც კი ტალახის გუბეების გადავლა უწევთ. მაშინ რისთვის …

აქცია ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად

დღეს ბათუმში, ანბანის კოშკთან, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებმა რუსეთის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს ერთიანი მტრის წინაშე. “დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა და რადგანაც ჩვენ ბევრი უკრაინელი მეგობარი გვყავს, და ზოგადად, ძალიან დადებითად ვართ უკრაინელები და ქართველები ერთმანეთის მიმართ განწყობილნი, ჩავთვალეთ საჭიროდ გამოვსულიყავით და ერთგვარი მხარდაჭერა გამოგვეხატა ჩვენი ერთად შეკრებით უკრაინელების …

ნურის ტბის გადარჩენის კიდევ ერთი მცდელობა

ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბის დაჭაობების რისკების შესამცირებლად წყლის სპეციალური ტუმბო დაამონტაჟეს. შპს “ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ ამ მოწყობილობით ტბიდან წყლის ამოტუმბვა და მისი სანიაღვრე არხში უსაფრთხოდ ჩაშვება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციაა. წყლის ამოტუმბვის მიზანი ტბისთვის სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნებაა. „შესაძლოა ტბიდან წყლის ამოტუმბვის შედეგად მოხდეს წყალგანახლების პროცესის ფორსირება, რომ მიწისქვეშა წყლების ხარჯზე მოხდეს წყალგანახლება …

ბათუმი Airbnb-ის 19 ტრენდული ქალაქის ჩამონათვალში მოხვდა

Airbnb-ი თავის მომხმარებლებს 2019 წელს მოგზაურობის დასაგეგმად 19 ტრენდულ ტურისტულ ადგილს სთავაზობს, რომელთა შორის ბათუმიც მოხვდა. “საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ეს განპირობებულია ქალაქის ზღვისპირა მდებარეობით და მთელი წლის განმავლობაში საშუალო კლიმატით. შავი ზღვის საპორტო  ქალაქი 160 000-იანი მცხოვრებით, აერთიანებს გასართობ დაწესებულებებსა და ძველ დასახლებას, რომელიც დროში გამოგზაურებთ. რეგიონი პლაჟებსა …

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

დღეს, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ACES Europe-მა, ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყო. ბრუსელში ბათუმიდან დელეგაციას ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე ხელმძღვანელობს. ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები ესწრებოდნენ. …

დღეს ბრიუსელში ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს მიანიჭებენ

ACES Europe – ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც დაესწრებიან, …

ქალი თურქეთიდან, რომელიც ბათუმში ინგლისურს ასწავლის

გურბეთ ქართალმიზი მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის მაგისტრატურას ასრულებს. სწავლის პარალელურად კი, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. გურბეთი თურქეთიდანაა. მას ბათუმის ბულვარში შევხვდით და შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ: „აქ ჩამოსვლამდე არასდროს მენახა საქართველო. გულწრფელი რომ ვიყო, სხვა ქვეყნების ნახვაზე უფრო ვოცნებობდი, სწავლის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება… როცა ჩამოვედი, ოქტომბერი იყო და …

„მოგზაურობა“ საბჭოთა გარემოში – ფოტორეპორტაჟი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლისას, პირველი, რაც თვალში გხვდება, ეს ძველისძველი ნივთებია. თუ იმდენად ახალგაზრდა ხართ, რომ არ იცით, როგორი ინვენტარი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ცნობისმოყვარეობას რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერიერი დაგიკმაყოფილებთ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ შესასვლელში უზარმაზარი ბანერებია გაკრული. ამ ბანერებზე საავადმყოფოს ახალი შენობის ესკიზია, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და რომელიც, წესით, 2018 წლის მაისში უნდა …

ბათუმის ბულვარში რუსეთის დროშა გამოფინეს [ვიდეო]

ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი რესტორნის შენობაზე რუსეთის დროშა ფრიალებს.  დროშები დღეს გამოფინეს. ადგილზე რუსეთის დროშის გამოფენა მოქალაქე შოთა კვანტალიანმა გააპროტესტა, რომელიც ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა. მისი თქმით საქართველოში ოკუპანტის დროშის გამოფენა მიუღებელია და ვერანაირი მიზეზი, „მათ შორის ვერც ტურისტების მოზიდვა, ამას ვერ გაამართლებს.“ ადგილზე გამოფენილია ასევე აჭარისა და უკრაინის დროშები, ჯერჯერობით საქართველოს დროშა გამოფენილი არ არის. „ბათუმელები“ …

Exit mobile version