„სახელმწიფომ ჩაის ფაბრიკა გაყიდა, ხელფასი არ გადაგვიხადეს“ – საპროტესტო აქცია ქობულეთში

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ჩაის ყოფილი ფაბრიკის შენობასთან შეიკრიბნენ და სახელმწიფოს კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება მოსთხოვეს. მოსახლეობის თქმით, სახელმწიფომ ჩაის ფაბრიკა გაასხვისა, იქ დასაქმებულ ადამიანებს კი, კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა. „ეს ჩაის ფაბრიკა რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა წლების განმავლობაში. 1997 წელს ფაბრიკა გაჩერდა, მაგრამ ჩვენ, 13 კაცი დარაჯებად ვმუშაობდით. არ გვინდოდა, განიავებულიყო ქონება. …

მკერავების აქცია: გადავკეტავთ ბათუმი-სარფის გზას

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, მკერავები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელებისგან ბოლო სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. სამკერვალო ფაბრიკა ხელვაჩაურში რამდენიმე დღის წინ დაიხურა. იგი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ფაბრიკის თანამშრომლებს ამ დრომდე არ შეხვედრია. „ისინი მთავრობას სთხოვენ რეაგირებას. თუ არც ხელისუფლება მიაქცევს ყურადღებას ამ ადამიანებს, მკერავები ბათუმი-სარფის გზას გადაკეტავენ,“ – ამბობს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ …

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკა დაიხურა – მკერავები აქციის გამართვას აპირებენ

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, სამკერვალო ფაბრიკამ მუშაობა შეაჩერა. ფაბრიკის რამდენიმე თანამშრომლის თქმით, მათ ბოლო სამი თვის ხელფასი არ აუღიათ. სამკერვალოში სულ 35 ადამიანი მუშაობდა. „ბოლო სამი თვე გვატყუებდნენ, მალე იქნება ხელფასიო. საწარმოს „ინსეთ ეშენ ტექსტილი“ ჰქვია და მისი დამფუძნებელი ეროვნებით თურქია, იასინი ჰქვია, გვარი არ ვიცით. გარანტი მე ვარ, რომ აიღებთ ხელფასსო, ასე გვითხრა, მაგრამ აღარ …

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის. „აქ გადის ხულო-ადიგენის მაგისტრალი. 2016 წელს დაიწერა გასახლების გეგმა, სადაც წერია, ვის რამდენი უწევს კომპენსაცია. მე პირადად დაახლოებით 45 ათასი ლარი უნდა გადამიხადონ, მაგრამ არ მაძლევენ. გზების დეპარტამენტში მითხრეს, რომ ეს მიწები ტყის ფონდს ეკუთვნის, ტყის ფონდმა …

ბათუმში აქცია რამდენიმე ორგანიზატორმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ბათუმში საპროტესტო აქცია “ნუმომკლავ” ორმა აქტივისტმა დატოვა, ვინც ამ დრომდე აქციაზე სიტყვით პერიოდულად მიმართავდა შეკრებილებს. ანი დიასამიძემ ტრიბუნაზე განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციას ტოვებს, რადგან არ უნდა, რომ პოლიტიკური სპეკულაციის მსხვერპლი გახდეს. “როცა ვემზადებოდით აქციისთვის, ვიცოდი, რომ აქ ვინც გამოვიდოდა სიტყვით, არ იქნებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული. აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. გამოდის, რომ ამ ტრიბუნას …

აქციის მონაწილე ჩაქვში: ივანიშვილის ხეს არ გავატარებთ, ვიდრე გზას არ გაგვიკეთებენ

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ჩაქვიდან დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხის გადატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქამდე ხეების გადატანის შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა, მის აღდგენას კი არავინ აპირებს. „ბოლო ორი ხე დარჩა გადასატანი. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ დაზიანებულ გზას გააკეთებდნენ, მაგრამ დღეს კომპანია გვეუბნება, რომ გზის აღდგენა მისი ვალდებულება არ არის. …

ვინ არიან და რა საფრთხეს უქმნიან ნეონაცისტები ქვეყანას – ინტერვიუ

ვინ დგას ნეონაცისტური, ნეოკონსერვატიული დაჯგუფებების უკან, რომლებიც ყველაზე აგრესიული გზავნილებით გამოირჩევიან და პოლიტიკური პროცესების დროს სისხლისღვრის მოწოდებით გამოდიან. დაჯგუფება აცხადებს, რომ ქმნის „სამოქალაქო გვარდიას“და მათი ძირითადი გზავნილები მათთვის მიუღებელი ჯგუფების განადგურება, „მათი პარპაშის დასრულება“ და შევიწროებაა. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება ამ დაჯგუფებების მიმართ? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ხელმძღვანელი, …

ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

ამ წუთებში ბათუმში, „ევროპის მოედანზე“ ახალგაზრდების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი გუშინ, თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები გმობენ, პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს და აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას. „ვგმობთ გუშინდელ ფაქტს, ის რაც მოხდა „ბასიანში“ ვთვლოთ, რომ ამით გამოგვიცხადეს ბრძოლა და ომს ომით პასუხობენ ხოლმე“ …

იპოთეკით დაზარალებულებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში იპოთეკით დაზარალებულმა მოქალაქეებმა რამდენიმე წუთით ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ამ ფორმით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობას დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების დაპირება შეახსენეს. დღეს, 18 აპრილს, აღსრულების პოლიცია ვაჟა-ფშაველას 147-ში მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას აპირებს. იპოთეკით დაზარალებული სხვა პირები სწორედ ამ მისამართზე შეიკრიბნენ და გამოსახლების შეჩერება მოითხოვეს. „ამ ოჯახს აქვს მოლაპარაკებები საბანკო ინსტიტუტებთან და შესაძლებელია მას სესხი დაუმტკიცონ. …

პორტის თანამშრომლები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ

ამ წუთებში ბათუმის პორტში თანამშრომელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებენ და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. თორმეტმა თანამშრომელმა კი შიმშილობა დაიწყო. პორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი, ამირან მიქელაძე ამბობს, რომ პორტს ნავმისადგომის იჯარით გაცემა სურს, რაც შემდგომ თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს. პროფკავშირების ხელმძღვანელის თქმით, პორტის ადმინისტრაციას პენსიონერი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება აქვთ …

მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ბათუმში 20-მდე ადამიანი მივიდა

ამ წუთებში ბათუმში, მთავრობის სახლთან მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები შრომის პოლიტიკის გამკაცრებას და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 2011- 2017 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1209 ადამიანი დაიღუპა, ან დაშავდა. დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევების მიღმა მედიისთვის შეუმჩნეველი რჩება სამუშაო ადგილებზე არსებული მავნე პირობების გამო განვითარებული პროფესიული დავადების შემთხვევები. აქცია სახელწოდებით 1209 ბათუმის პარალელურად თბილისშიც გაიმართა. …

25 იანვარს ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება

25 იანვარს, ხუთშაბათს, საღამოს 5 საათზე ევროპის მოედანზე გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით აქცია გაიმართება – სახელწოდებით „ყველა ერთისთვის“. გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართება თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. თბილისში აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გამართავს. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო …

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებას ტერიტორიის გათავისუფლებაზე, „ოცნების ქალაქში“ აქციით უპასუხეს

„ოცნების ქალაქში“, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც კომპანია ამ ტერიტორიაზე ახალი ქვესადგურების მშენებლობას გეგმავს. ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები 2012 წლიდან ცხოვრობენ, 2015 წელს კი, ხელისუფლებამ ტერიტორია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიჰყიდა. „საპროტესტო აქციით მოსახლეობა ეხმაურება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ „ბათუმელებში“ გაკეთებულ განცხადებას …

82 წლის ქალმა აჭარის პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მას პირადი ნივთებიც არ გამოუტანია ბინიდან, ოთახში ასევე ჩაკეტილია მისი კატა. მოხუცი შიმშილობს, ვიდრე მთავარი პროკურორი მას არ შეხვდება და არ მიეცემა ბინაში …

სახელმწიფო მესაკუთრის წინააღმდეგ – დაზარალებული მოქალაქეები კომპენსაციას ითხოვენ

ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე მათ საკუთრებაში არსებულ მიწებთან ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. მოქალაქეების განცხადებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის სანაცვლოდ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემისგან უნდა მიეღოთ კომპენსაცია, რაც დღემდე არ მიუღიათ. მოქალაქეებმა დღეს, 20 დეკემბერს, საპროტესტო აქცია ისევ გამართეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის სულიკო გვიანიძის თქმით, გარდა იმისა, რომ დაირღვა მისი, როგორც …

მოქალაქე, ვისი სახლიც აღებაშია: კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს

მთავრობის სახლთან მჯდომარე აქციით მირანდა ნაკაშიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მახინჯაურში მისი საცხოვრებელი სახლი აღებაში მოყვა და კვადრატულ მეტრში 200 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მოქალაქის თქმით, მის მეზობლებს გაცილებით მაღალი ფასი გადაუხადეს, დაახლოებით 700 დოლარი. „კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს… მე აქედან არსად წავალ, ვიდრე ზურაბ პატარაძეს არ შევხდები. არ ვითხოვ ქალაქს …

შშმ პირი, რომელიც მთავრობის სახლთან შიმშილობს: პატრულმა ინვალიდი მიწოდა

მოქალაქე ჯემალ ჭელიძე აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობს. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია და პატრულის მოქმედებას აპროტესტებს, რიმელმაც ადმინისტრაციული სამართადარღვევის ოქმში მოიხსენია, როგორც “ინვალიდი”. ჯემალ ჭელიძე ხულოში ცხოვრობს, სოფელ ტუნაძეებში და ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება. გვიყვება, რომ დღეს დილით ხულოდან ავტომანქანით მოდიოდა ბათუმისკენ, როცა ხიჭაურის დასახლებასთან ახლოს სხვა ავტომანქანა დაეჯახა. “მძღოლმა გააჩერა, მაგრამ მალე წავიდა, არ მოგვაქცია …

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ხელისუფლებას „სამართლიანობის აღდგენის“ დაპირება შეახსენეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ასლან აბაშიძის დროს უკანონოდ გასხვისდა მაღაზია „მაგნოლია“ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. მაღაზიის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგეს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ საქმე ხელახლა უნდა შეისწავლონ სამართალდამცველებმა. „ჩვენ ვდავობთ 1996 წლიდან, როცა მაღაზიიდან პირდაპირ გამოვყარეს და ქუჩაში დაგვტოვეს,“ …

სოფელ წინსვლის მოსახლეობა ახალი სასაფლაოს მოწყობის წინააღმდეგ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში მცხოვრები ექვსი ოჯახი, გამარფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი დასახლებასთან ახლოს, ახალი სასაფლაოს გახსნას ეწინააღმდეგებიან.  მიწა სადაც   ახალი სასაფლაოს გახსნა იგეგმება, კერძო პირს, დარეჯან ცერცვაძეს ეკუთვნის. სოფელ წინსვლის მცხოვრები მამია ბერიძე, რომელიც ერთ-ერთი მოწინაამდეგეა ახალი სასაფლაოს გახსნის, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  დავა უკვე ორი წელია გრძელდება. „ტერიტორია სადაც ახალი სასაფლაოს გახსნა უნდათ, …

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები უცხოელების წინააღმდეგ

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, ტრადიციულად, ანტითურქული იყო. აქციის მონაწილეთა სიმცირეც დავით თარხან-მოურავმა თურქეთს დაუკავშირა. „ბათუმელებმა დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა“, – აღნიშნა მან. „ბათუმელები“ აქციის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა და ჰკითხა, რის გამო უჭერდნენ მხარს „პატრიოტთა ალიანსს“. აქციაზე შეკრებილმა …

მუშები „მეტრო სითის“ წინააღმდეგ: მშენებლობაზე არ შეგვიშვეს, თავისუფლები ხართო

ბათუმში, კაჩისნკების ქუჩაზე, მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, კომპანია „მეტრო სითის“ მშენებლობის ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ და სამსახურიდან დაუსაბუთებლად დაითხოვეს. 8 სექტემბერს აქ მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მშენებლები ამბობენ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამო იყო შეჩერებული მშენებლობა. სამსახურში დაბრუნებულებს კი, მუშაობის საშუალება აღარ მისცეს. „12 სექტემბერს იყო დაკრძალვა, მერე ისევ სამსახურში გამოვედით. …

სხალთაში მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვს

დღეს, 26 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემის მოსახლეობა საპროტესტო აქციას დილიდან მართავს. ისინი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე რევაზ ირემაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტის მიზეზი სოფელში წყაროს წყლების დაკარგვა და საცხოვრებელი სახლების დეფორმირებაა. მისი თქმით, სოფელ ყინჩაურსა და წაბლანის ტერიტორიაზე გვირაბის მშენებლობამ წყლის …

საპროტესტო მსვლელობა სასამართლოსკენ – „ბათუმის აქციის საქმე“

საპროტესტო მსვლელობა ბათუმის „პლაზადან“ სასამართლოსკენ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების ახლობლებმა გამართეს. „გამოუშვით“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 11 მარტის აქცია თავდაპირველად ბათუმის „პლაზასთან“ დაიწყო. „ამიტომაც შევიკრიბეთ აქ. ჩვენ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებთ,“ – ამბობს რევაზ გორგილაძე. საპროტესტო აქცია ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება. პირველ საათზე „ბათუმის აქციის საქმეზე“ გამომძიებლების ჩვენებებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მოისმენს.

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „ბათუმის აქციის საქმე“

„შერჩევით სამართალზე“ საუბრობენ „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებული პირების ახლობლები. ისინი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში ბრალდებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. „ამ ბიჭებმა შეიძლება რაღაც მიზერული შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მარტო ამ 19-მა კაცმა გადაწვა ბათუმი?… პოლიციამ პოლიციის საქმე უნდა აკეთოს, ასეც არ დგას საკითხი, მაგრამ მაინცადამაინც …

პროკურატურა „ბათუმის აქციის მონაწილეებს“ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

პროკურატურა „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ პირებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გოდერძი გორგილაძეს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შესთავაზეს და 6 წლით პირობითი მსჯავრი. საპროცესო შეთანხმების მთავარი მოთხოვნა ბრალის აღიარებაა. ზაზა პაპიძის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ ყველა ბრალდებულს შესთავაზა, ვისაც მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში …

სუვენირებით მოვაჭრეების მორიგი აქცია მერიასთან

სუვენირებით მოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, მერია აუქციონის გამართვას აპირებს და ახალ სავაჭრო ჯიხურებში მათ მუშაობის საშუალება აღარ მიეცემათ. საუბარია გოგებაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 60 სავაჭრო ჯიხურის აღებასა და ახალი ჯიხურების შეძენაზე, სადაც ისევ სუვენირები უნდა გაიყიდოს. ახალი ჯიხურები ბათუმის საკრებულოს მიერ შერჩეულ ადგილებზე უნდა განთავსდეს. მერია მათ დაპირდა, რომ ახალი ჯიხურები სუვენირებით მოვაჭრეებს …

„ხმაურის დროა“ – საპროტესტო აქცია დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად ბათუმში

„ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს“, „ძირს რეპრესია და ძალადობა“, „ცენზურა დაუშვებელია“, „ხმაურის დროა“ – ეს გზავნილები ჰქონდა საპროტესტო აქციას ბათუმში, ევროპის მოედანზე. შეკრებილებმა „ბირჟა მაფიას“ რეპერების: მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავება გააპროტესტეს. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. დღეს, 10 ივნისს, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმში რეპერების დაკავებას …

ბათუმის სამრეწველო ზონაში გზა გადაკეტეს

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც სხვადასხვა კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. რამდენიმე მოქალაქემ აგურის მწარმოებელი საწარმოდან გამოსული სატვირთო მანქანა რამდენიმე საათით გააჩერეს. ამ დროისთვის გზა, რომლითაც დაახლოებით 40 ოჯახი და საწარმოები სარგებლობენ, გახსნილია. “შეგვეცოდა მანქანის მძღოლი, დიდი გზა მაქვს გასავლელიო. ორი თუ სამი საათი გავაჩერეთ, რადგან ყურადღებას ისე არავინ გვაქცევს,”- უთხრა “ბათუმელებს” იამზე მჟავანაძემ. …

კოკოტაურის მცხოვრები: სასაფლაოები გადათხარეს და მაღალი ძაბვის სადენები გაჰყავთ

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სოფელში კომპანია „საქართველოს ენერგოსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სოფლის სასაფლაოზე გაყვანას აპროტესტებენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, გათხრების დროს სასაფლაოები დაზიანდა და ბოძების ჩასამაგრებელ ადგილზე მიცვალებულების ძვლები  გამოჩნდა. „99 წლის კაცი ვარ და არავინ არ მისმენს. ადგილები არის იმისთვის, რომ ელექტროსადენები გაიყვანონ, მაგრამ პრინციპულად არ …

აქცია – „ციხე არ არის გამოსავალი“ ბათუმში 4 აპრილს გაიმართება

11-12 მარტის აქციაზე დაკავებულების საქმეზე რამდენიმე ბათუმელი ახალგაზრდა აქციის მოწყობას გეგმავს ლოზუნგით – ციხე არ არის გამოსავალი. აქცია ბათუმში, „აჭარის ტელევიზიის“ შენობასთან 4 აპრილს, საღამოს 6 საათზე გაიმართება. აქციაზე დაკავებულების ახლობლები სპეციალურ მოთხოვნებსაც გააჟღერებენ. „ამ აქციით გვსურს მივმართოთ მთავრობასა და პროკურატურას, რათა პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. სამართლიანობაში იგულისხმება პროვოკატორთა საკადრისი დასჯა, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, ხოლო …

კირნათი-მაჭახელას გზაგამყოფზე მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

კირნათი მაჭახელას გზაგამყოფზე მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გზის მოუწესრიგებელი მონაკვეთია, რაც ამავე ტერიტორიაზე კირნათი ჰესის მშენებლობით არის გამოწვეული. „საუბარია დაახლოებით 3 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე, ასევე თითქმის დანგრეულ ხიდზე, რომელზედაც ავტომანქანების გავლა საშიშია“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ხვდებიან ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები, …

აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვას განაგრძობს. ზაზა ქოქოლაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა. „ღამით დამირეკეს, ქალაქში ამბავიაო, ჩემი ნათესავებიც აქციაზე იყვნენ. ღამის ორ საათზე წამოვედით ერთად, 10 კაცი ვიყავით, სოფლის სკოლის მარშრუტკით ჩამოვედით, დილის 5 იქნებოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა ქოქოლაძემ. მან სასამართლოს დაუდასტურა ისიც, რომ პოლიციელები …

აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბათუმში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული მოქალაქეების მონახულებას განაგრძობენ. მათი მონაცემებით, დაკავებული იყო 65 ადამიანი და არა 40, რაზეც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია. „სამი პირი დაკავების დროს ძალადობის გამოყენების შესახებ საუბრობს. მათ შესახებ ჩანაწერებს პოლიციის განყოფილებაში შეყვანის, ან გაწერის დროს არ გავცნობივართ. მონიტორინგი ამ კუთხით გრძელდება,“- გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს …

გენო გელაძე: პატრულის თანამშრომლები ხელმძღვანელისგან რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაზე მომიყვნენ

გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ორი კვირის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერდა: „აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე საუბრობენ…“ რა ინფორმაცია ჰქონდა მაშინ გენო გელაძეს, გამოეხმაურა თუ არა სამთავრობო უწყებები მის პოსტს და რა დაინახა გუშინდელ საპროტესტო აქციაში – „ბათუმელები“ გენო გელაძეს ესაუბრა: რა ინფორმაცია …

ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 მარტს, 16 პირის საქმე შევიდა, ვისაც ადმინისტრაციული წესით ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. საუბარია საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებზე. სასამართლომ 7 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა 5-5 დღით შეუფარდა. დაკავებულებიდან 6 შემთხვევას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი 20 მარტს განიხილავს. დღეს მოსამართლემ ისინი სასამართლო დარბაზში, წინასწარი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამავე მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან საერთოდ …

კახა კალაძე: ეს იყო მართული პროცესი

12 მარტს,აჭარის მთავრობის სახლთან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ბათუმში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენები შეაფასა: “ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისთვის. თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იმ მონაპოვართაგან, რაც ჩვენმა ხალხმა მოახერხა  2012 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ  გავცდეთ იმ  ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. გუშინ რაც მოხდა ეს იყო ვანდალიზმი …

Exit mobile version