„ვეღარ წავალთ აქედან“ – გარემოვაჭრეებისა და იპოთეკით დაზარალებულების აქცია მერიასთან

„ვეღარ წავალთ აქედან, თუ პასუხი არ მივიღეთ,“ – აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების მოთხოვნაა, მათთვის ჯიხურები ავტოსადგურის ეზოში მოეწყოს მაიაკოვსკის ქუჩის მხრიდან, ან 23-ე სკოლის შენობის გამოუყენებელი ნაწილი დაუთმონ. იპოთეკით დაზარალებულები კი ისევ შეღავათიანი სესხის აღებას ცდილობენ. „ეს მოთხოვნა ჩვენ ერთი კვირის წინ დავაყენეთ. მაშინ ბათუმის …

საპროტესტო აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრობოძების მონტაჟს ეწინააღმდეგებიან. „ვიცოდით, რომ აქ უნდა მოწყობილიყო სტადიონი ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – ამბობენ ადგილობრივები. აქციაზე იმყოფება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძეც. მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის არაფერი განუმარტავს, ხოლო სოფელში სხვა ადგილიც არ არის, სადაც შეიძლება სტადიონი მოეწყოს. „ენერგო-პრო …

მენაშენეების აქცია – ბათუმის მერია უნებართვოდ აშენებული კორპუსის დემონტაჟს აპირებს

დღეს, 24 მაისს, საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მენაშენეებმა გამართეს. ამ წუთებში [13:00] ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე დახურულ კარს მიღმა რამდენიმე მენაშენეს ხვდება. „შესაძლოა, მშენებლობა იყო უნებართვო, მაგრამ რვა სართული როგორ აშენდა ქალაქის შემოსასვლელში, აქამდე სად იყვნენ? ჩვენ არ დავუშვებთ მშენებლობის დემონტაჟს,“ – ამბობდნენ დღეს მერიის შენობასთან შეკრებილები. „სვეტი ჯგუფმა“ სამშენებლო სახლის …

ყოფილი და მოქმედი სამხედროები თავდაცვის სამინისტროსგან ბინების დაკანონებას ითხოვენ

მახინჯაურში, თამარის დასახლებაში, დღეს, 5 მაისს, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. მათ საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მორიგ აქციას გამართავენ და ავტომაგისტრალს გადაკეტავენ. „2009 წელს შემოგვასახლა თავდაცვის სამინისტრომ ამ შენობაში ყოფილი და მოქმედი სამხედროები, სულ 44 ოჯახი. დაგვპირდნენ, რომ საკუთრებაში …

რა გაარკვია მინისტრმა? – გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები აქციების ისევ გამართვენ

„მინისტრი შუამავლობას დაგვპირდა, მაგიტომ დავიშალეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არც კი შეგვხვედრია. ჩვენ მორიგი საპროტესტო აქციისთვის ვემზადებით,“ – ამბობს ნოდარ ქათამაძე. ის 21 მარტს ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძაა. მისივე თქმით, სავარაუდოდ,  გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საპროტესტო აქციას შაბათს ისევ გამართავენ. აქციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია. ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი …

კვადროციკლების მფლობელები აქციებს წყვეტენ

დღეს, პირველ მაისს, კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა კვადროციკლების მფლობელებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დღეს შეწყვეტენ, რადგან შეთანხმება მიღწეულია. კვადროციკლები ძველი ბულვარის ნაცვლად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმოძრავებენ. „რა როგორ გაკეთდება, თუ რა ლოკაციები იქნება, ამას გადავწყვეტთ მუშაობის პროცესში, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და კვადროციკლები …

„ჩავალთ პარლამენტთან და ძროხებსაც მაქ დავაბამთ“ – საპროტესტო აქცია წალკაში

„აღდგომამდე ვაძლევთ დროს მთავრობას. თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, პარლამენტთან ჩავალთ და ძროხებსაც მაქ დავაბამთ, სად წავიდეთ, აბა?“ – კითხულობს ელგუჯა შავაძე. ის წალკაში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. ელგუჯა შავაძის ოჯახი წალკაში 2003 წლიდან ცხოვრობს. მისი თქმით, ის და წალკის სხვა მაცხოვრებლებიც მესაკუთრეებმა გააფრთხილეს და აღდგომამდე სახლების დაცლა მოსთხოვეს. ელგუჯა ამბობს, რომ წასასვლელი არსად …

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი სადმე რომ შემხვდეს. ის არავის დაუსჯია,” – ამას ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე. დღეს, 14 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო პერიოდში სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები შეიკრიბნენ. “გვაქვს თუ არა გამოძიების უფლება?”- ეს ერთ-ერთი ტრანსფარანტია, რაც შეკრებილებმა საპროტესტო აქციაზე გამოფინეს. ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც კლინიკებში გარდაცვლილი …

„ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები მადონა სოლომონიძე პროკურატურისგან პასუხს ითხოვს. საქმე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ბერიძეს ეხება, რომელიც წინა წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი იყო. მოქალაქე ირწმუნება, რომ 2016 წლის 8 მაისს, ხულოში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს, ვახტანგ ბერიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. „ეს იყო აქცია არა ჰესების წინააღმდეგ, არამედ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩემი სახლიც …

რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია

“შემდეგი შეიძლება შენ იყო,” “უსამართლობაზე თვალის დახუჭვა უსამართლობის მხარდაჭერაა,” “ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს,” – ეს ტრანსპარანტები ბათუმში 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამოფინეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა გამოძიების დროულად დასრულება, ასევე, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა მოითხოვეს. „ამ დრომდე გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ მიუჩნევიათ. ჩვენ ვერ ვიღებთ ინფორმაციას ვის კითხავენ, რა …

სოცმუშაკებს ვარდების სკვერში გაშლილ კარავთან მოქალაქეები ჩანაწერებს უტოვებენ – დღე 2

„ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარები უკვე ასამარებს არა მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, არამედ მთლიანად სოციალურ სამსახურს. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ,“ – ეს რეაქცია აქვს სოცმუშაკს ინგა დავითაძეს მისი უშუალო უფროსების – მინისტრ დავით სერგეენკოს და მისი მოადგილეების ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე. მათი განმარტებით, სოცმუშაკების გაფიცვით სააგენტოს მუშაობა არ შეფერხდება და სხვა თანამშრომლები შეასრულებენ სოცმუშაკის ფუნქციებს. სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვის …

ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა – გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა აქცია შეწყვიტეს

ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალური კლინიკა დატოვა. მან ექიმის უფლებამოსილება საკითხის გამოკვლევის დასრულებამდე საკუთარი სურვილით შეიჩერა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ზაალ მიქელაძემ დაუდასტურა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. გუშინწინ გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამ ექიმის კლინიკიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, ასევე იმ სამედიცინო პერსონალის, ვინც მელანოს მკურნალობდა. „ექიმმა საკუთარი სურვილით შეიჩერა უფლებამოსილება. ჩვენ ვპირდებით ოჯახს, რომ საკითხს სრულად გამოვიკვლევთ და არც …

“ექიმმა გაგვცეს პასუხი” – 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების აქცია რეფერალურთან

საპროტესტო აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა მოაწყვეს.  ამ წუთებში ისინი საავადმყოფოსთან იმყოფებიან და ერთ-ერთი ექიმის სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ. “გამოვიდეს ექიმი ეკა და გაგვცეს პასუხი… სანამ არ დაგველაპარაკებიან, აქედან არ წავალთ,” – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. მათ დაცვის სამსახური ექიმთან შეხვედრას დაჰპირდა. შეკრებილები ასევე ითხოვენ რეფერალურ საავადმყოფოში ექოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელის სამსაზურიდან გაშვებასაც. ოჯახის …

„შეწყდეს ცხოველების წამება“ – საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე

„შეწყდეს ცხოველების წამება“ – ამ მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანების თქმით, უნდა გამკაცრდეს კანონი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცხოველებს და, მათ შორის, ძაღლებს აწამებს. ბათუმის მერიის სანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით კი, …

აჭარის მთავრობა საკრებულოსთან კვადროციკლების მფლობელებს უშუამდგომლებს

“აჭარის მთავრობა საკრებულოსთან გვიშუამდგომლებს, რომ იქ გაიმართოს მორიგი შეხვედრა,”- თქვა აჭარის მთავრობის აპარატში გამართული შეხვედრის შესახებ ორგანიზაცია “ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ. კვადროციკლების რამდენიმე მფლობელს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დახურულ კარს მიღმა, საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა. “დაძაბული საუბარი იყო, საბოლოო უარი არ არის ნათქვამი… შევთანხმდით,  არგუმენტაცია, რაც გაქვთ, განვიხილავთო. ჩვენ მოვითხოვეთ საჯარო განხილვა. …

აქცია ხელვაჩაურში – ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩა #65-ში მცხოვრები 14 ოჯახი სახელმწიფოს ალტერნატიულ საცხოვრებელს ფართს სთხოვს. ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა დღეს, 9 თებერვალს, საპროტესტო აქცია გამართეს. საქმე იმაშია რომ  ოპიზრების ქუჩაზე ახალი ავტომაგისტრალი გადის, რომელიც იქ მცხოვრებთა თქმით „ფაქტობრივად ჩიხში აქცევს 14 ადამიანის საცხოვრებელს“. „ავტომაგისტრალი გადის, რომლის გამოც 10 მეტრიანი მიწაყრილი კეთდება. ჩვენ ჩიხში ვრჩებით და არ გვინდა ჩიხში ცხოვრება, …

ბათუმში აქციის მონაწილე გარემოვაჭრე დააკავეს

დღეს, 28 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთი გარემოვაჭრე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით დააკავეს, ადმინისტრაციული კოდექსის 166 და 173 მუხლების თანახმად. გარემოვაჭრეებმა დღეს, 28 იანვარს, საპროტესტო აქცია მერიის წინ დაიწყეს, ისინი ლაშა კომახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოჰყვა. მერიამ გარემოვაჭრეთა დახლები …

„გამოდი!“- გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების დახლები მერიამ წერეთლის ქუჩიდან გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში …

„ბატონო ბიძინა, გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

დღეს, 26 იანვარს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი, ასევე, მოქალაქეები. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას აპირებს, რასაც ისინი არ ემხრობიან. „ევექსი“ აპირებს რესპუბლიკურში შემოსვლას და ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, რადგან გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო საავადმყოფო. მე რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ …

„ანტიქიმიური კარავი“ ევროპის მოედანზე ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე, პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 20 იანვარს, კარავი გაშალეს. „ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ამ პროტესტის. ჩვენ დღის ბოლომდე მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ, რა ფორმა მიეცემა პროტესტს,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო თევზაძემ. კარავში, აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერები შეგროვდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხელმოწერებს აჭარის მთავრობას გადაუგზავნიან: …

აქციის მონაწილეებმა პორტთან ქუჩა გადაკეტეს, კარავი ევროპის მოედანზე გაიშლება

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ მიდიან. აქციაზე იმყოფებიან პოლიციელებიც. მათ აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ, როცა მსვლელობის გამო ქუჩის ერთ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა შეწყდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გაიმართება, რომლის შემდეგაც „ანტიქიმიური კარავი“ გაიშლება ევროპის მოედანზე. კარავში ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს შეაგროვებენ. …

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან [ფოტო]

„ეს იყო კლოუნადა“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპროტესტო აქცია ახალი ტერმინალის წინააღმდეგ დღეს, 20 იანვარს. აქციის ორგანიზატორებმა ასე უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ქმედება შეაფასეს, რომელმაც გუშინ, „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში კარბამიდი შეჭამა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დეპუტატი უპასუხისმგებლოა. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თქვეს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი …

კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი ხელფასს ითხოვს

ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები თვე-ნახევრის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებშიც [15:00] სასტუმროს ფოიეში არიან შეკრებილები და კაზინოს მფლობელებისგან კონკრეტულ პასუხს ელიან. კაზინო „ინტურისტმა“ მუშაობა 2019 წლის 5 იანვარს შეწყვიტა. როგორც აქ დასაქმებული პირები აცხადებენ, კაზინოს მუშაობის შეჩერების შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ. „არავის გავუფრთხილებივართ, რომ კაზინო მუშაობას აჩერებდა. ასე მოულოდნელად დახურეს. დღემდე პასუხს …

„კარავი და არა ნაძვის ხე“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში

„ხელისუფლებას არ სურს საზეიმო რიტუალის ჩატარება პროტესტის ფონზე, მაგრამ ადამიანების მკვლელები ხომ უნდა დაისაჯონ, ეს მარტივია…“ – ამბობს თომა კაკაბაძე. იგი ერთ-ერთია იმათგან, ვინც დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქციაზე მივიდა. აქციაზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. „კარავი და არა ნაძვის ხე,“ „სოლიდარობა შვილომოკლულ მამებს“ – ამ ტრანსფარანტებს იმ კარავზე ნახავთ, …

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა“ – აქცია 3 საათზე ბათუმის ევროპის მოედანზე

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა – სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ – საპროტესტო აქცია ამ მოთხოვნით დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. ევროპის მოედანზე შეკრებილები სოლიდარობას გამოუცხადებენ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. აქცია სამოქალაქო ორგანიზაციებმა დაგეგმეს და იგი 3 საათზე დაიწყება. „ვითხოვთ სამართალს, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას,“ – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები. ზაზა სარალიძე დედასთან ერთად …

„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე, საპროტესტო აქციაა. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები დამსაქმებლისგან შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გუშინ გაუთავისუფლებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია მაგისტრალზე ბეტონს ასხამს. აქციაზე ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც ღამით ამ კომპანიის ტექნიკას და დანადგარებს დარაჯობენ. „სულ 22 ვართ, 4 გუშინ გაგვიშვეს სამსახურიდან… მე, პირადად, ჯერ გაფრთხილება მომცეს, რადგან დილის 6 საათზე უფროსმა …

ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“ 

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტში თანხა ისევ არ არის გათვალისწინებული. ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება. დღემდე აჭარის ბიუჯეტში …

„ამერიკის ვიზისთვის $20 ათასი გადავიხადე, მომატყუეს“ – ერთკაციანი აქცია პოლიციასთან ბათუმში

„ამერიკის ვიზის მისაღებად 2 წლის წინ 20 ათასი დოლარი გადავიხადე, მომატყუეს,“ – ამბობს მოქალაქე მირზა მანველიძე. მან დღეს საპროტესტო აქცია პოლიციის აჭარის სამმართველოს შენობასთან გამართა და დამნაშავის დაკავება მოითხოვა. მოქალაქის თქმით, თაღლითობის მუხლით გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მას არც თანხა დაუბრუნეს და არც ვინმე დაუკავებიათ. „ის ადამიანი, ვისაც ფული მივეცი, ისევ …

ეპარქიის პრესსპიკერი: მეუფე დიმიტრი გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული არ არის

„დიდი მადლობა, რომ მიყვირიხართ“, – თქვა მამა იოანემ, როცა მას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა კითხვებზე პასუხი აგრესიული ფორმით მოსთხოვეს. „თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?“ – ჰკითხა სასულიერო პირს დეკანოზის ძმამ. „თქვენ მე არ მაძლევთ საუბრის საშუალებას,“ – მიმართა აქციის მონაწილეებს სასულიერო პირმა. „თქვენ მატყუარა ხართ,“ – უთხრეს ეპარქიის პრესსპიკერს, მამა იოანეს …

„ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – ქობულეთში გზა გადაკეტეს

ქობულეთში მაგისტრალთან მისასვლელი გზა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა. სოფელ კვირიკეს მოსახლეობა შიდა გზების შეკეთებას და ბუნებრივ აირს ითხოვს. „ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას სხვა სოფლებში, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – უთხრა აქციაზე მისულ ქობულეთის მერის მოადგილეს სოფელ კვირიკეში მცხოვრებმა თამაზ ნემსაძემ. მოქალაქე ამბობს, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ მიდის და ბავშვებს …

მერიის პასუხი აქციის მონაწილეებს: ყველა ტრანსპორტი ცენტრალურ ქუჩაზე ვერ იმოძრავებს

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე შეხვდა. „ყველა ტრანსპორტი ცენტრალურ ქუჩაზე ვერ ივლის… რაიონის ხაზებზე ჩვენ ნებართვას არ გავცემთ, ეს რეგულირების გარეშეა,“ – უთხრა ემზარ ქავჟარაძემ აქციის მონაწილეებს. ვინ შეცვალა სამარშრუტო ხაზი, რომლის მიხედვითაც ხელვაჩაურის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაგრატიონის ქუჩაზე მიიყვანს? – ემზარ ქავჟარაძემ გვითხრა, …

აქცია ბათუმის მერიასთან – მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების შეცლას აპროტესტებს

ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალშენსა და განახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების მიმართულების შეცვლას აპროტესტებს. „ჩვენთან დადიოდა 55 ნომერი და მოვყავდით გორგილაძის ქუჩაზე. ახლა უნდა გამოყვე 65 ნომერს და დაგტოვებს ბაგრატიონზე. ორი „მარშუტკის“ გამოცვლაა საჭირო, რომ 300-ლარიან სამსახურში მიხვიდე,”- გვითხრა ნათელა ძნელაძემ. აქციაზე სამარშუტო ტაქსის მძღოლებიც არიან. მათი …

რატომ არ დაესწრო მიტროპოლიტი დიმიტრი თავისსავე დაანონსებულ საპროტესტო აქციას

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციას არ დასწრებია. მიტროპოლიტმა გუშინწინ თავად მოუწოდა მოქალაქეებს მარიხუანას ლეგალიზების გაპროტესტება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. რატომ არ დაესწრო დღეს, 6 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციას მიტროპოლიტი? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანს, იონე გორელიშვილს დაუსვა. „მეუფე დიმიტრი შეუძლოდ გახლავთ და ამიტომ არ დაესწრო… …

პოზიციები სამღვდელოების აქციაზე მარიხუანას წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქ შეკრებილები მარიხუანას ლეგალიზებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები და სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ მარიხუანას მოხმარება ვნებს ჯანმრთელობას, თუმცა მათი მოსაზრება არაა ერთიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ, რაზეც პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. აქციაზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური ძალიდან. “ვგმობთ …

რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი 

„მინივენით მგზავრების გადაყვანა არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას,“ – აცხადებს საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტი, იურისტი პაატა კოპალეიშვილი. მას ვთხოვეთ განმარტება ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებაზე, რომელიც დღეს გააავრცელეს ქართველი მძღოლების პრეტენზიებთან დაკავშირებით. ტურისტული კომპანიების მძღოლებმა დღეს, 10 ივლისს საპროტესტო აქცია სწორედ ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან გამართეს. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით …

საპროტესტო აქცია – მძღოლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ, კონსული შვებულებაშია

რამდენიმე ტურისტული სააგენტოს მძღოლი ამ წუთებში თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავს. მათი თქმით, თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. თურქეთის საკონსულოდან მძღოლებს ამ დრომდე არავინ შეხვედრია. “გვეუბნებიან, რომ დოკუმენტში უნდა გვეწეროს ავტობუსი და არა მინივენი. 1500 ლირით გვაჯარიმებენ,” – აცხადებენ მძღოლები. თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა მძღოლებს უთხრა, რომ კონსული შვებულებაშია და მოთხოვნა …

Exit mobile version