„გაჟღერდა კოდირება იმ ჭურვების, რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ერთ-ერთ ლაკრიმატორთან, როგორიც არის, მაგალითად, CN – გაზი, ის დიდი ხანია გამოიყენება. CN – გაზი სხვადასხვა ქვეყანაშიც იყო გამოყენებული და მას აქვს ის გვერდითი მოვლენები, რასაც აღწერენ ჩვენი პაციენტები. CS – გაზი გამოიყენება 1928 წლიდან და ბოლო პერიოდში სიკვდილის შემთხვევებიც იყო …
Tag Archives: ჯანდაცვის სამინისტრო
როგორ დაამარცხა მესამე სტადიის სიმსივნე 56 წლის ქალმა
„როცა დიაგნოზი გავიგე, ექიმმა ორივე ხელზე მომკიდა ხელები, თვალებში შემომხედა და მითხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ იქნები დამფრთხალი თაგვივით, ვერ დაგეხმარებითო. შინაგანი რწმენა და განწყობა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე იმ დღეს იმედიანად წამოვედი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 56 წლის ლალი არაბული. ლალიმ მკერდის მესამე სტადიის სიმსივნეზე გაიმარჯვა. ლალი არაბული 15 წელია …
Continue reading “როგორ დაამარცხა მესამე სტადიის სიმსივნე 56 წლის ქალმა”
გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული ლიმიტი – აქცია პარლამენტთან
ონკოპაციენტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ გაუქმდეს სახელმწიფოს მიერ მკურნალობისთვის დაწესებული ლიმიტი – 25 ათასი ლარი და პაციენტი სრულად დაფინანსდეს. „ძალიან ბევრი წელია, ონკოპაციენტები ვითხოვთ სახელმწიფოსგან ყველასთვის ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის სერვისს. მივიღეთ დაპირება, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ონკოპაციენტს სრულად დაუფინანსდებოდა მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაპირება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კანონში, რომელიც დამტკიცდა, …
Continue reading “გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული ლიმიტი – აქცია პარლამენტთან”
ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემა დაიწყო – ჩამონათვალი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო. სამინისტროს განცხადებით მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს. ეს მედიკამენტებია: ალეცენზა ტეცენტრიკი ავასტინი ტარცევა გაზივა მაბტერა ჰერცეპტინი კადსილა ზელბორაფი ფესგო პოლივი პერჯეტა როზლიტრეკი „უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ სამინისტროში. — სამინისტროს ინფორმაციით, „გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია …
Continue reading “ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემა დაიწყო – ჩამონათვალი”
ჩემი მადლიერების დღესასწაული – არის თუ არა დიაგნოზი განაჩენი
ავტორი: ნათია კაპანაძე ამ დილით ონკანიდან წამოსული წყლის წვეთების ხმა რომ დავითვალე, ჩემ მოულოდნელობებს სიხარულის კიდევ ერთი ნაკადი შეუერთდა. პირველი მადლიერების დღეა ამერიკაში. მაშინ, როცა ირგვლივ ოჯახები შტატიდან შტატში მოგზაურობენ ერთმანეთთან შესახვედრად, Პატარა ნიუ იორკული ოთახის კედლებში ვეღარ ვატევ იმას, რამაც ამ მადლიერების დღემდე მომიყვანა. სულ ახლახან, 22 ნოემბერს, გიორგობის და მადლიერების დღესასწაულებს შორის პირველი …
Continue reading “ჩემი მადლიერების დღესასწაული – არის თუ არა დიაგნოზი განაჩენი”
ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება
კურორტ ბახმაროში ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის აშენებას გეგმავს. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ბახმაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერის გამოსაცხადებლად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები და ფასები სამინისტროს მიმდინარე …
Continue reading “ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება”
კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციაზე იხარჯება თანხა, რაც 4 ადამიანის მკურნალობას ჰყოფნის – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტმა საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტურობაზე უარყოფითი დასკვნა დადო. ამ პროგრამებისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხ წელში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აუდიტის განცხადებით, სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [60-70%]. ევროპის უმეტესი ქვეყნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს, საქართველოში კი, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი …
5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ
18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები. ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება. 36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. …
Continue reading “5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ”
ბინა გავყიდე, რომ მკურნალობის თანხა მქონოდა – უშვილობა, ანუ ჯანდაცვის სისტემის უხილავი დიაგნოზი
44 წლისა ლეილა მესამე წელია პარტნიორთან ერთად უნაყოფობას მკურნალობს. ამბობს, რომ საამისოდ საკუთარი ბინის გაყიდვა მოუწია და მკურნალობის სამ კურსში 30 000 ლარზე მეტი დახარჯა. „ჩემ ირგვლივ უმეტესად სესხით მკურნალობენ. მე, პირადად, ბინა გავყიდე იმისთვის, რომ უფრო პატარა ბინა შემეძინა და მკურნალობის თანხა დამრჩენოდა. პირველ ჯერზე თბილისში ვიმკურნალე, უშედეგოდ. შემდეგ ბათუმში, ასევე უშედეგოდ, ახლა თურქეთში …
სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია
საქართველოში სანიტრებისა და ბებიაქალების ხელფასი 135-დან 250 ლარამდე მერყეობს. თბილისიდან რაც უფრო შორსაა რეგიონი, მით უფრო დაბალია ხელფასი. რეფორმა, რომელიც სულ ახლახან ჯანდაცვის სამინისტრომ, ექთნებისა და პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო და რომელიც მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას მოიცავდა, უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია. ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირმა – „სოლიდარობის ქსელმა“ ჯანდაცვის …
Continue reading “სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია”
სოციალურად დაუცველი ბავშვები თვეში 200 ლარს მიიღებენ
2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. სამინისტროს ცნობით, გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.
სახელმწიფო სერტიფიკატი კიდევ 7 ექიმს შეუჩერდა – ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. პროფესიული განვითარები საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭოს წინა სხდომა 17 ნოემბერს ჩატარდა, რომელზეც სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერეს. პროფესიული განვითარების საბჭო, განცხადების საფუძველზე, …
Continue reading “სახელმწიფო სერტიფიკატი კიდევ 7 ექიმს შეუჩერდა – ჯანდაცვის სამინისტრო”
რეანიმაციებისთვის 2023 წელს სანებართვო პირობები ამოქმედდება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამოქმედდება. რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამ ვადამდე დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურებისა და მომსახურების ხარისხის კუთხით. სტანდარტი …
Continue reading “რეანიმაციებისთვის 2023 წელს სანებართვო პირობები ამოქმედდება”
კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება
სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. „DRG პრინციპი გულისხმობს, რომ პაციენტს უნაზღაურდება დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის …
Continue reading “კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება”
რა იცვლება პაციენტებისთვის კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემით და როდის
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედების ვადა გადაავადა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ახალი DRG სისტემით ყველა კლინიკას განესაზღვრება ისეთი სატარიფო სისტემა და საბაზისო ტარიფი, რომ პაციენტს არ მოუწიოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისზე კლინიკისთვის დამატებით თანხის გადახდა. „პაციენტს დღეს თუ უწევს [თანხის] დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, ჩვენი ამ შეთანხმების მიხედვით, …
Continue reading “რა იცვლება პაციენტებისთვის კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემით და როდის”
საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის თბილისში | ფოტო
თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსახურება. საწოლების უმეტესი ნაწილი ჟანგბადით აღჭურვილი იქნება. საველე ჰოსპიტლის შექმნის საჭიროება საქართველოში გამოიწვია კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრმა მატებამ. დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ქვეყანაში კოვიდის დიაგნოზით ყოველდღიურად იღუპება 30-50 ადამიანი.
„ქაოტური გარემოა“ – ომბუდსმენი ბათუმში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობაზე
„ქაოტური გარემოა“ – ეს ომბუდსმენის აპარატის შეფასებაა ბათუმის სამედიცინო ცენტრზე, სადაც დღევანდელი მდგომარეობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 103 ადამიანი ცხოვრობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების პრობლემებზე გუშინ, 10 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ სფეროს სპეციალისტებს ბათუმში შეხვდნენ. შეხვედრა აჭარის მთავრობის შენობაში გაიმართა. „რაც უფრო კეთდება და ლამაზდება, გალავანი უფრო ერტყმის გარედან, ძირეული პრობლემები …
ვის შეუძლია მედიკამენტების უფასოდ მიღება – რა კითხვებს არ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო
ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს ვეღარ იღებენ. ზოგიერთი პაციენტის თქმით, პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, ზოგი კი აცხადებს, რომ მედიკამენტი გამოუცვალეს. პაციენტების თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო ისინი იძულებული არიან მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინონ. სახელმწიფოს მიერ დაწესებულია კვოტით, პაციენტი საჭირო რაოდენობის მედიკამენტს ვერ იღებს. დეფიციტურ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტროდან …
მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას
„მოსახლეობა უფრო მზად არის ვაქცინაციისთვის, ვიდრე ექიმები,“ – მიიჩნევს ექიმი დეა ქაჯაია, ბათუმის „მედცენტრის“ მენეჯერი ექიმების „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესზე. ჩვენ რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელს ვკითხეთ: რატომ არ სურთ ექიმებს აცრა და რა როლს ასრულებენ ისინი ანტივაქსერულ კამპანიაში, როცა ვაქცინა უკვე არსებობს, ისინი კი, ამაზე უარს ამბობენ. ჩვენ იმ სამედიცინო დაწესებულებებში მოვიკითხეთ ეს ამბავი, სადაც კოვიდკლინიკები იყო …
Continue reading “მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას”
„დედასთან უნდოდა წასვლა“ – ახალი დეტალები 14 წლის ნინის დაღუპვის საქმეში
ხვალ, 13 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს „14 წლის ნინის საქმეს“. ეს პირველი სასამართლო სხდომა იქნება ამ საქმეზე. სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებული 23 წლის ნიკაა. საქმე სავარაუდოდ დახურული იქნება, რადგან ის არასრულწლოვანს ეხება და სექსუალურ ძალადობას. „ვწუხვართ“ – ძირითადად ამ ფრაზით გამოიხატება ხელისუფლების თუ მისი ცალკეული მაღალჩინოსნის დამოკიდებულება „14 წლის ნინის საქმეზე“. ხელისუფლებიდან …
Continue reading “„დედასთან უნდოდა წასვლა“ – ახალი დეტალები 14 წლის ნინის დაღუპვის საქმეში”
რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო 14 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებასა და სუიციდზე
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობასა და გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, კონკრეტულად რა სამუშაო შეასრულა სოციალურმა მუშაკმა მსხვერპლი მოზარდის დასახმარებლად: რა პერიოდიდან მუშაობდა მსხვერპლთან, თუ იცოდა, რომ გოგო იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აცნობა თუ არა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს და რა მოიმოქმედა ინფორმაციის მიღების შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ …
ბათუმის კოვიდკლინიკაში მედპერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია
ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა BAU-ს სამედიცინო პერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია. საუბარია ხელფასის 50 პროცენტზე, რომელიც დანამატის სახით ბიუჯეტიდან უნდა მიეღო კოვიდკლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს. დაპირება ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის ოქტომბერში გასცა, დანამატები ნოემბრიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა იგი კოვიდკლინიკებში ძირითადად დეკემბრის ბოლოს დარიგდა. „სხვაგან დანამატები დარიგდა, როგორც ვიცით, ჩვენ არაფერი აგვიღია… გვითხრეს, რომ ჩამორიცხულია თანხა, მაგრამ …
Continue reading “ბათუმის კოვიდკლინიკაში მედპერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია”
„ერთი კვირაა წამალი ვერ ვიშოვე, დედა დაიღუპება მის გარეშე“ – ვისი პასუხისმგებლობაა ციკლოდოლის დეფიციტი
„ამ წამლის გარეშე ცუდად გრძნობს თავს, კანკალი დაეწყება, გადაადგილებას ვერ შეძლებს, სხეული ჩაეკეტება. სამი დღის წინ უკვე ვეღარ ვიშოვეთ ვერც ერთ აფთიაქში, მარტო ბათუმში არა, რეგიონებში და თბილისშიც ვეძებეთ,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ქალი, ვისი 74 წლის დედაც პარკინსონითაა დაავადებული. ქალის თქმით, მისი დედა ამ მედიკამენტს დღეში სამჯერ იღებს. წამალს რეცეპტით ყიდულობენ, ამიტომ ვერც თურქეთიდან …
ექიმებსა და ექთნებს კოვიდკლინიკებში ისევ არ მიუღიათ დანამატი – რას ამბობენ სამინისტროში
სამედიცინო პერსონალის ნაწილს, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ამ დრომდე მთავრობისგან დაპირებული დანამატი არ მიუღია. საუბარია ნოემბრის დანამატებზე, რომელიც გაცემული არ არის. ბათუმში სამ დიდ კლინიკაში – BAU, BMC და „მედინა“ – „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შესაბამისი დაფინანსება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღიათ. 50-პროცენტიანი დანამატების შესახებ სამედიცინო პერსონალმა დაპირება ეკატერინე ტიკარაძისგან ოქტომბერში მიიღო. შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა, რომლის მიხედვითაც, …
ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ შეაჩერა სახელმწიფო პროგრამით არაგეგმიური ოპერაციების დაფინანსება 2021 წლის პირველ მარტამდე. „ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე …
Continue reading “ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი”
რა ბედი ეწია რობოტ პეპერს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს უნდა დახმარებოდა
საფრანგეთიდან ჩამოტანილი რობოტი პეპერი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ივნისის თვეში საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას, გაუჩინარდა. საზოგადოებას რობოტი პეპერი იმით დაამახსოვრდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას, 18 ივნისს, რობოტმა უკანსვლა დაიწყო მოულოდნელად და სცენიდან გადავარდა. თუმცა დაიჭირეს და დამტვრევას გადაარჩინეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რობოტი პეპერი მას Covid 19-თან ბრძოლაში უნდა დახმარებოდა. ინტენსიური მოვლის განყოფილებებში კი ექიმის …
Continue reading “რა ბედი ეწია რობოტ პეპერს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს უნდა დახმარებოდა”
კორონავირუსით აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 54 წლის კაცი
21 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით გარდაიცვალა 90 წლის ქალი, მას პნევმონია ჰქონდა და გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; ასევე 62 წლის ქალი, რომელსაც ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, თანმხლები დაავადება კი – თირკმლის უკმარისობა. ბათუმის სამედიცინო ცენტრში დღეს …
Continue reading “კორონავირუსით აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 54 წლის კაცი”
აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 ოქტომბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავიურუსით დაინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი. 18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 630 პაციენტი, მათ შორის, 17 არასრულწლოვანია და 31 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაშია 70 ადამიანი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა – 40; კოვიდსასტუმროებში …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 ოქტომბერი”
რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები მუშაობას – სავალდებულო რეგისტრაცია
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო და საჯარო სკოლები, კერძო და საჯარო ბაღები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კინოთეატრები და თეატრები შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე შეძლებენ საქმიანობის განახლებას. იმისათვის, რომ დადებითი დასკვნა მიიღონ ამ დაწესებულებებმა ანუ საქმიანობა განაახლონ, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები: [checklist] სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირების შემდეგ, …
Continue reading “რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები მუშაობას – სავალდებულო რეგისტრაცია”
როცა 15 05-ზე რეკავ და 20 წუთს ელოდები – რატომ აიგნორებს ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას
15 05 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზია. ამ ნომერზე ძირითადად ის ადამიანები რეკავენ, რომლებსაც სასწრაფოდ და გადაუდებლად სჭირდებათ დახმარება, რადგან საქმე ჯანმრთელობის დაცვას ეხება. მოქალაქეები გვწერენ, რომ 15 05-ზე დაკავშირებას ზოგჯერ ნახევარი საათი, ან უფრო მეტი დრო სჭირდება. 15 05-თან დაკავშირება „ბათუმელებმაც“ სცადა – ჩვენ ზუსტად 20 წუთის შემდეგ გვიპასუხა ცხელი ხაზის ოპერატორმა. რატომ ვერ ხერხდება …
ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორად სოლომონ ფუტკარაძე დანიშნეს
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ექიმი რადიოლოგი სოლომონ ფუტკარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე წარუდგინა საავადმყოფოს თანამშრომლებს. აქამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოს მალხაზ ხალვაში ხელმძღვანელობდა. „ბატონი სოლომონი აჭარის რეგიონში ერთ-ერთი დამსახურებული ექიმია, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა და კარგად იცნობს აქ არსებულ მდგომარეობას… რაც შეეხება ბატონ მალხაზს, ის დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მას …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორად სოლომონ ფუტკარაძე დანიშნეს”
ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი სოცმუშაკებს, რომლებიც დღეს შეამცირა
ჯანდაცვის სამინისტრო კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც შეამცირეს. ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების შემცირებაზე განმარტება წერილობით მოგვაწოდა, სადაც არაა განმარტებული, კონკრეტულად რის მიხედვით შეარჩიეს სოცმუშაკები, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხო. ქვეყნის მასშტაბით დღეს 271 სოცმუშაკიდან სამსახური 28 სოცმუშაკმა დაკარგა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში პირველი თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის …
Continue reading “ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი სოცმუშაკებს, რომლებიც დღეს შეამცირა”
დეკემბერი იწურება, გრიპის ვაქცინა ისევ დეფიციტურია – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო
სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება მაქსიმუმ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებამდეა რეკომენდებული. აცრის მსურველებს კიდევ ათი დღე რჩებათ, თუმცა სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში ვაქცინა აღარ აქვთ. წელს გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და დეფიციტად იქცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რისკჯგუფში არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი უფასო ვაქცინა არ ერგებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა …
16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე – პეტიიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს
პეტიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს. პეტიციის შეგროვება საზოგადოებამ 26 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, როცა 16 წლის მოზარდი გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა. მოზარდი ქუთაისის კლინიკაში დღეს, 2 სექტემბერს, გარდაიცვალა. „პეტიციას ჰქონდა შედეგი – ახალი რეანომიბილი გადასცეს ჩვენს მუნიციპალიტეტს. აქამდე მხოლოდ ლენტეხში იყო რეანომობილი,“ – გვითხრა ლამარა ბოჭორიშვილმა, პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა. იგი ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მუშაობს. …
ინფექციების კონტროლზე შესწავლილი კლინიკების 50% სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს
2016 წელს მონიტორინგი ჩატარდა თბილისის 10 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. მონიტორინგის თანახმად, დაწესებულებების დაახლოებით 50%-მა ვერ დააკმაყოფილა ინფექციების კონტროლის სტანდარტები – წერია სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის 28 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში. აუდიტმა იმ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტები შეისწავლა, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი ევალებათ. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული იყო 299 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება …
Continue reading “ინფექციების კონტროლზე შესწავლილი კლინიკების 50% სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს”
„ჩავალთ პარლამენტთან და ძროხებსაც მაქ დავაბამთ“ – საპროტესტო აქცია წალკაში
„აღდგომამდე ვაძლევთ დროს მთავრობას. თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, პარლამენტთან ჩავალთ და ძროხებსაც მაქ დავაბამთ, სად წავიდეთ, აბა?“ – კითხულობს ელგუჯა შავაძე. ის წალკაში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. ელგუჯა შავაძის ოჯახი წალკაში 2003 წლიდან ცხოვრობს. მისი თქმით, ის და წალკის სხვა მაცხოვრებლებიც მესაკუთრეებმა გააფრთხილეს და აღდგომამდე სახლების დაცლა მოსთხოვეს. ელგუჯა ამბობს, რომ წასასვლელი არსად …
Continue reading “„ჩავალთ პარლამენტთან და ძროხებსაც მაქ დავაბამთ“ – საპროტესტო აქცია წალკაში”