ძველ ბათუმში სახლებზე სპილენძის საწვიმარი მილები მოიპარეს

ძველ ბათუმში ისტორიულ სახლებზე სპილენძის საწვიმარი მილები მოიპარეს, შეინიშნება ასევე ჭების ლუქების მოპარვის ფაქტები. ამის შესახებ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, დავით მახარაძემ განაცხადა. მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაადასტურა. „ძველ ბათუმში არის ძალიან ბევრი ისტორიული და ლამაზი შენობა, ამ შენობაზე არის სპილენძის ხარისხის საწვიმარი მილები. ძალიან ბევრ …

ახალი სამშენებლო პროექტები ძველ ბათუმში [ფოტო]

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე #21-23-ში, ერთი ისტორიული ბელეტაჟისა და ერთი სამსართულიანი სახლის ნგრევის ხარჯზე ხუთსართულიანი [ერთი მანსარდი], მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ. შესაბამისი პროექტით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართეს. სამშენებლო ტერიტორია 280 კვ.მეტრია და ძეგლის დაცვის ზონაშია. პროექტი ითვალისწინებს, ასევე მაზნიაშვილის #23-ში მდებარე სამსართულიანი სახლის და ამ სახლებს შორის მცირე ეზოს ათვისებას. კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ …

როგორ დატოვა ბათუმის პორტი ქართული განძით დატვირთულმა გემმა – 1921 წლის 11 მარტი

1921 წლის 11 მარტია. ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო კრეისერი „ერნესტ რენანი“ დგას. გემი საიდუმლოდ დატვირთეს. 236 მძიმე ყუთში, 12 ტომარასა და დიდ კალათში ერთ ღამეში შეგროვილი ქართული განძია. გემს გეზი კონსტანტინოპოლისკენ აქვს, სადაც ყუთები სამხედრო ხომალდ „ბიენ ჰოაზე“ უნდა გადატვირთონ და მარსელამდე ჩაიტანონ. ასე უნდა გადაურჩეს ქართული საგანძური სისხლით მოსულ საბჭოთა ხელისუფლებას. ეროვნული საგანძურით და …

აქტივისტების ბრძოლა ბათუმის გადასარჩენად ქუჩაში, მერიასა და სასამართლოში | ვიდეო

ბათუმის დაბალსართულიან, პატარა სახლებსა და მყუდრო, ხეებითა და ვაზით დაჩრდილულ ეზოებს წლებია ნაცრისფერი, მაღალი კორპუსები ენაცვლება. ბათუმი იცვლება, თუმცა ეს ცვლილებები ხშირად ძველ ბათუმს, ქალაქის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას განადგურებით ემუქრება. თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ბათუმში ძველი, ისტორიული შენობის დანგრევაზე ან ქალაქის ხედის მნიშვნელოვან ცვლილებაზე იწყება საუბარი, ბათუმში ისმის სამოქალაქო აქტივისტების ხმა, რომლებიც ქალაქის დასაცავად იბრძვიან ყველგან …

ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის [ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა] შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი  გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 40 ათასი ლარია. პირობის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულს „აჭარის მუზეუმი“ მაქსიმუმ 16 000 ლარს, 2020 წელს, საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის, ხოლო დანარჩენ თანხას – 2021 წელს, „აჭარის მუზეუმის“ …

ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. N54-ში მდებარე შენობას საოფისედ გაარემონტებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 461 ათასი ლარია გამოყოფილი. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონება აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის მოადგილეს, სერგო გოგიტიძეს ჩამოართვა სახელმწიფომ. „სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 23 მაისის მომართვა – საფუძველი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა …

პლატონ გიგინეიშვილი – ბათუმელი ექიმი, რომელიც უფასო რეცეპტს უწერდა ღარიბ პაციენტებს

ავტორი: შოთა გუჯაბიძე  ნაწყვეტი წიგნიდან ბათომი ___________________________ ჯერ ერთი ლანდი გამოეყო სიბნელეს, მერე – მეორე, მერე – ბევრი. ხელგაშვერილი მიიკვლევდნენ გზას დილის ბინდში და ფეხაკრეფით შორდებოდნენ ერთმანეთს. თითო კონა თივა ჰქონდათ მკერდში ჩაკრული. ერთდროულად ჩაიმუხლეს. ბღუჯა-ბღუჯად იძრობდნენ თივას მკერდიდან და ქვაფენილზე აფენდნენ უხმოდ. პლატონ გიგინეიშვილი 1879 წლის შობას დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში, ლანჩხუთში. უფროსი შვილი იყო …

ცნობილ ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად აჭარის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარია გამოყოფილი. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კი ფილმის გადაღებას ერთ-ერთი კომპანია 20 ათას ლარად სთავაზობს. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 სექტემბერს შეწყდა. პირობის მიხედვით, „გამოჩენილ ბათუმელ ექიმებზე – პლატონ გიგინეიშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი – დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა …

როგორ დაბრუნდა ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში 1920 წლის ივლისში – ფოტოისტორია

ავტორი: შოთა გუჯაბიძე ___________________ 1918 წლის 22 დეკემბრიდან 1920 წლის 7 ივლისამდე ბათუმი დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომი იყო. ინგლისს დიდი ხნიდან ჰქონდა პრეტენზიები ბათუმზე და როგორც იქნა საოცნებო კონტროლი დაამყარა. ბათუმი კიდევ ერთხელ მოსწყდა საქართველოს. ბრიტანეთის ინტერესები ბაქოს ნავთს და ბათუმის გეოპოლიტიკურ მდებარეობას უკავშირდებოდა. აზერბაიჯანის გასაბჭოების მერე საქართველოს ბედიც უკვე გადაწყვეტილი იყო. აშკარად ეტყობოდა ევროპას – …

ბათუმი – აკა მორჩილაძე

ავტორი: აკა მორჩილაძე  ოდესღაც, მგონი 1979 წელს, ბათუმის სამილიციო პატრულმა ღამის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დააკავა. მაშინ კომუნისტების დრო იყო, ხოლო ბათუმი საბჭოეთის სავარაუდო მტრის, თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქი გახლდათ. სხვანაირად, ის იყო პირველი დიდი ციხესიმაგრე, მტერს რომ უნდა გადაღობებოდა. ამიტომ, ის მხოლოდ ზღვისპირა ქალაქი არ იყო, არც ზღვისპირა კურორტი, და არც ნავსადგური, სადაც ოდესღაც ჩერჩილი, …

„ჩვენს არქიტექტორებს ქალაქის არ ესმით“ – როგორ გადააქციეს ბათუმი კიტჩად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ბათუმში საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე – ახალი მშენებლობები ისტორიულ ზონაში. შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის მოხსენება შემდეგ საკითხებს შეეხო: არსებული ვითარება ბათუმის ისტორიულ ნაწილში; დაგეგმილი და განხორციელებული სამშენებლო პროექტები და მათი ზეგავლენა ქალაქზე; საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, როგორ და რას აშენებენ ისტორიული ქალაქების დაცულ ზონებში, როგორ იცავენ ბალანს ახალ მშენებლობებსა და კულტურული …

დაცვა თუ არ შეგვიძლია, ნუ ჩავანაცვლებთ ბეტონით – ფრანგი პროფესორი ბათუმზე

ისტორიკოს ჟაკლინ ხრისტიენის ღია წერილი _____________________ ისევ ძალიან მესიამოვნა ბათუმის ნახვა. ისევ მოვიხიბლე უნივერსიტეტით, მისი ზღვისპირა ხედებისა და ბულვარის/პარკის ბრწყინვალებით. დავრწმუნდი ასევე, რომ ქალაქი ვითარდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ახალი უბნები. სხვათა შორის, ამ შენობების ზოგიერთი ნაწილი მშვენიერია! მაგრამ, თუ საქართველოს სურს გერმანელი, იტალიელი და ფრანგი ტურისტების მოზიდვა (და თქვენი ქვეყანა უკვე საინტერესო ტურისტულ მიმართულებად მიიჩნევა), უნდა …

ძველი ბათუმის უცნობი პანორამული ხედი

დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე 1878 წლის ბათუმის ხედი ჩანს. სამფეხა, მძიმე და მოუხერხებელი აპარატით გადაღებულ ფოტოზე წინა ხედი მაზნიაშვილის ქუჩით იწყება და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მთავრდება. ზღვისპირას ბურუნთაბიეს ციხესიმაგრე დგას, უკან კი ზღვა ჩანს. ქალაქის ამ პერიოდის და ზუსტად ამ ადგილის პანორამული ხედი აქამდე არ გვქონდა, მანამ სანამ კინორეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ რამდენიმე დღის წინ ერმაკოვის …

„პრეზერვატივები ამოიღეს“ – რისთვის შევიდნენ პოლიციელები მასაჟის სალონებში

რისთვის შევიდნენ პოლიციელები მასობრივად მასაჟის სალონებში და რა გაირკვა ჩხრეკის და გამოკითხვის შედეგად? – შეკითხვას ამ დრომდე არ პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესცენტრში დღესაც იგივე გვითხრეს, რაც ორი დღის წინ, როცა პოლიციელები ძველ ბათუმში რამდენიმე სილამაზის სალონში ერთდროულად შევიდნენ –  „მიმდინარეობს გამოძიება“. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დაიწყო, რაც „პროსტიტუციის …

„გეპატიჟებათ პირველი კლასის სასტუმრო ,,ფრანცია“ – რეკლამები ძველი ბათუმის გაზეთებიდან

ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი  რეკლამა დღეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა რეკლამას XX საუკუნის დასაწყისშიც რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ძველი ბათუმის გაზეთების შესწავლითაც დასტურდება. ბათუმში გამომავალი ძველი გაზეთები აჭრელებულია სარეკლამო განცხადებებით. ზოგი გაფორმებულ სვეტებშია მოქცეული, ზოგი – უბრალოდ სწორხაზოვან სვეტებში, იშვიათად კი ვხვდებით ილუსტრირებულ განცხადება – რეკლამებსაც. მაგალითად, „ბათუმის გაზეთის“ რედაქცია ცდილობდა შინაარსითაც …

ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან

აივნებიან სახლებს ყველა ქალაქში შეხვდებით, მაგრამ ზღვისპირა ქალაქისთვის ასეთ აივნებს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვაგან. აივანი ზაფხულსა და თბილ – შემოდგომა-გაზაფხულზე იდეალური ადგილია დროის ჰაერზე გასატარებლად – შინიდან გასვლის გარეშე. ხანდახან აივანზე ვიღებთ სტუმრებსაც, ყვავილების, მცენარეების გარემოცვაში. არაფერი სჯობს დილის სასიამოვნო სიგრილეში აივანზე მირთმეული ყავით დღის დაწყებას, მით უფრო თუ აივანი ზღვასთან ახლოსაა. განსაკუთრებით …

„ბათუმის ისტორიულ ცენტრში მიმდინარე პროცესები უმართავია“ – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ი გამოსცემს საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის ძეგლების 2016-2019 წლის ანგარიშს. ინგლისურენოვან ანგარიშში გამოქვეყნდება სტატია ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებზე. „ბათუმელები“ გთავაზობთ აღნიშნულ სტატიას.   ქალაქ ბათუმის ურბანულ განვითარებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მზარდი ეკონომიკური განვითარების შედეგად მიმდინარეობდა ქალაქის სწრაფი განვითარება. 1878-1885 წლებში, ბათუმში „პორტო ფრანკოს“ სტატუსმა ხელი …

შეამოწმე, როგორ იცნობ ბათუმის ქუჩებს

არ აქვს მნიშვნელობა, ბევრს დადიხარ ფეხით, თუ მანქანით გადაადგილებას არჩევ, დიდი ხანია ბათუმში ცხოვრობ, თუ ზაფხულობით ისვენებ ხოლმე –  ვინც არ უნდა იყო, ეს ტესტი შენთვისაა და დაგეხმარება გაიხსენო ბათუმის ქუჩები, რომლებიც ფოტოებიდან აუცილებლად გეცნობა.

5 ცნობილი ადამიანი ბათუმის ისტორიიდან

ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ ისტორიის მონაწილე იყო, ზოგიერთი კი – მოგზაური, რომელიც სულ რამდენიმე დღით ან კვირით იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა ამ ქალაქმა მათზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამჯერად ხუთი ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთა სახელები ძველ ბათუმს უკავშირდება. [gray_box]ნორვეგიელი მწერლის მოგზაურობა[/gray_box] 1899 წელს, დილას, ბათუმის რკინიგზის სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან შლაპიანი …

„ნობელების ქალაქი“ – უფასო ტური ბათუმში ხვალ გაიმართება

ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი ______________________ დღეს, 21 ოქტომბერს, ალფრედ ნობელის დაბადების დღეა. ამ გვარს ბათუმთან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომაც ხვალ, დილის 9 საათზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან, ბაქოს ქუჩის N 50-ში, ვიწვევ ნებისმიერ მსურველს უფასო ტურზე – „ნობელების ქალაქი“, რომლის მიმდინარეობისას ვისაუბრებთ ძმები ნობელების მოღვაწეობაზე ბათუმში და ბათუმის ისტორიის  საინტერესო დეტალებზე. ნობელების სახელს …

მერიის პროექტი ძველი ბათუმის ეზოების მოწყობაზე ამ დრომდე ვერ შედგა 

ბათუმის მერია 2019 წელს ძველ ბათუმში 9 ეზოს კეთილმოწყობას გეგმავდა, რისთვისაც 87 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა მომსახურების შესყიდვა. 9 ეზოზე გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რის შემდეგაც მერიამ ეზოების რაოდენობა – სამამდე, თანხა კი 30 ათას ლარამდე შეამცირა. ამის მიუხედავად, უარყოფითი შედეგით დასრულდა მეორე ტენდერიც. მერია ეზოების კეთილმოწყობას ბათუმის …

ტუია და მაგნოლია – ძველი ბათუმის ორ ქუჩაზე 744 მცენარეს დარგავენ

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებზე, წელს 744  ძირ ხე-მცენარეს დარგავენ. დღეს, 11 ოქტომბერს,  ზ. გამსახურდიას ქუჩაზე 220 ძირ ხე-მცენარეს გამწვანების სამსახური ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად დარგავს. საუბარია შემდეგ მცენარეებზე: ტუია სმარაგდა პირამიდული, ტუია ოქროსფერი პირამიდული, სფეროსებრი ტუია, ფოტინია შტამბზე,  კალისტემონი და მაგნოლია სულანჟა. __________ ფოტოზე: მაგნოლია სულანჟას ყვავილობა …

შვედეთის ელჩი ბათუმში ვალენბერგის ქუჩაზე

ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს, შვედი დიპლომატისა და ბიზნესმენის რაულ ვალენბერგის ქუჩაზე გამოფენა მოეწყო, რომელსაც შვედეთის მოქმედი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომიც ესწრებოდა. ასევე აქ იმყოფებოდნენ ბათუმის ებრაული თემის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. ამ გამოფენით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს შვედი დიპლომატის დამსახურება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წლებში 10 ათასამდე ებრაელის სიცოცხლე იხსნა ჰოლოკოსტის დროს. „პირველ რიგში, …

4 ფოტო, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში გადაიღო

ეს ფოტოები ცნობილმა ბელგიელმა მწერალმა, ჟორჟ სიმენონმა გადაიღო ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში. ფოტოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რომელიც წერს, რომ ამჟამად ბათუმში იმყოფება ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი, რომელიც ოჯახის არქივიდან მალე ბათუმის 1930-იანი წლების ფოტოებს გადმოსცემს ქალაქს. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი …

ძველ ბათუმში სახლების დანგრევას აქციით გააპროტესტებენ

დღეს, 4 ოქტომბერს, 19 საათზე, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კუთხეში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მიზანი ამავე მისამართზე ორი ისტორიული სახლის გადაარჩენაა, რომელთა დანგრევას და მათ ნაცვლად სასტუმროს მშენებლობას კომპანია „პროგრეს სიტი“ გეგმავს. კომპანიას შესაბამისი ნებართვები მიღებული აქვს. ამ ქუჩას შენარჩუნებული აქვს განაშენიანების ძველი იერსახე. სპეციალურ მიმართავას აქციასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ბათომი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს: „ბათუმის მერია …

„არ დავთმობთ რივიერას!“ – აქცია ბათუმში

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში, „ვარდების სკვერში“,  რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის აშენების მოწინააღმდეგეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს როგორც ქალაქის ხელისუფლებას, ასევე აჭარის მთავრობას, შეაჩერონ ქალაქისთვის დამაზიანებელი პროექტის განხორციელება. „რივიერას“ ჩაბეტონებით ბათუმს საბოლოოდ ამოქოლავენ ბეტონის კედლით. საკმარისია ის კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ და წაგვართვით ჰაერი, ეკოლოგია და ქალაქის სწორად განვითარების …

სახლები ძველ ბათუმში [ფოტო]

ქალაქის სულს ძველი სახლები და ქუჩები ქმნის. სახლები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ეპოქის არქიტექტურულ წესებს არ არღვევს და საერთო ურბანულ ლანდშაფტს ქმნის. ბათუმში ასეთი სახლები ძველ, ისტორიულ უბანშია შემორჩენილი. კადრებზე ასახული სახლების უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლია, თუმცა ბათუმში ამ სტატუსის მქონე არაერთი სახლი დაინგრა მაღალსართულიანი სახლის ასაშენებლად.  

ხელახალი ტენდერი ძველ ბათუმში ეზოების მოწყობაზე – ამჯერად 3 ეზო, 9-ის ნაცვლად 

ძველ ბათუმში ცხრა ეზოს კეთილმოწყობაზე ქალაქის მერიას წელს 87 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებული, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტს – „პატიო არტს“ დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანია მომსახურებას მერიას 82 840 ლარად სთავაზობდა. მერიამ დღეს, 7 აგვისტოს ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, თუმცა 9 ეზოს ნაცვლად, ამჯერად 3 ეზოს მოწყობა …

ვაპროტესტებთ ბეტონის ბატონობას ქალაქზე [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 29 ივლისს, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა, ასევე „ძველი ბათუმის დამცველმა“, სამოქალაქო აქტივისტებმა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „რივიერას“ პროექტი, რომელიც ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ პროექტით ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის შედეგად ქალაქი დაიჩრდილება და შესაძლოა გამოიწვიოს ეკოლოგიური საფრთხეები. ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი, ვინც რივიერაზე მშენებლობას ეწინააღმდეგება, ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელებით ხელისუფლება მოქალაქეთა ინტერესებს …

„ბათუმი ევროპული ქალაქი“ – გამოფენა უფასო ყავითა და ღვინით

27 ივლისს აჭარის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა – „ბათუმი ევროპული ქალაქი“. ფოტოებზე  ასახულია 1880-1921 წლების ბათუმი. კერძოდ, გამოიფინება ფოტოებზე ასახული ბათუმში არსებული ევროპული ქვეყნების საკონსულოების შენობები და ამ პერიოდში მოღვაწე ბათუმთან დაკავშირებული ცნობილი ევროპელების ფოტომასალები. მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის დროს დაგეგმილია ჯინჭარაძის ქუჩის გადაკეტვა, სადაც გამოიფინება იმ პერიოდის ფოტოები და მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი. გამოფენა 14:00 …

ძველი ბათუმის 6 ფოტო ციფრული ბიბლიოთეკიდან

ბათუმი, დღევანდელი მემედ აბაშიძის ქუჩა. კუთხეში ჩანს სასადილო „პავილიონი“, გაზეთების კიოსკთან კი – რიგია. ბათუმის ნავსადგური, 1908 წელი. ბათუმის ნავსადგური. ღამე ბათუმში. ღია ბარათი. სახლი მარიას [დღევანდელი მემედ აბაშიძის] გამზირზე. _________________ წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ძველი ბათუმის ეზოების ესკიზები – 87 200 ლარი ცხრა ეზოს მოსაწყობად

ძველ ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. მერიის მიერ ამჯერად შერჩეულია ცხრა ეზო, სადაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს. სატენდერო თანხა 87 200 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. 26 მაისი/ფ. მეფის N 37/87; რ. კომახიძის ქ. N7; ლუკა ასათიანის ქ. N12; ზ. გამსახურდიას ქ. N43; ი. აბაშიძის (იმნაძის) ქ. N4; კოსტავას ქ. N32; მემედ აბაშიძის ქ. …

ჟორჟ სიმენონის უცნობი ფოტოები და რომანი, რომელშიც მოქმედება ბათუმში ხდება

მაისში ცნობილი გახდა, რომ ბელგიაში, ვალონიის რეგიონში, ცნობილი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის არქივში ინახება მწერლის მიერ 30-იან წლებში ბათუმში გადაღებული ფოტოები, რომელიც ბათუმელებისთვის ცნობილი არ არის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენციაც იგეგმება. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ …

როგორ აპირებენ ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანებას

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანების პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, მასშტაბურად უნდა გამწვანდეს ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩები. ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ოქროსფერ ტუიასა და ფოტინიას დარგავენ, მაზნიაშვილის ქუჩაზე კი – კალისტემონსა და მწვანე ტუიას. სულ 216 ძირი ხე-მცენარე უნდა დაირგოს. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ხე-მცენარებიის შესაძენად გამოცხადებულია ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება …

დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად

„ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“ – ამ ტრანსპარანტებით გამოვიდა 28 აპრილს, „ბათუმობას“, ახალგაზრდების ჯგუფი ბათუმში, ევროპის მოედანზე. ახალგაზრდების აქციას გამოეხმაურა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც „წიგნის კუთხეში“ შეკრებილი პირებისათვის ლექციას მართავდა. „არ დაგემართოთ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად. შეინარჩუნეთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ, ვერ შევძელით. …

ძველ ბათუმში დამწვარ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს

ძველ ბათუმში, კომახის ქუჩის პირველ ნომერში ხანძრის შედეგად 400-მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართობი დაიწვა. დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლინადაა დამწვარი, სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელბიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. „დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პირველადი მატერიალური დახმარება და მიეწოდებათ საკვები პროდუქტები“ – ამბობენ მერიაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აღდგება თუ არა სახლი …

Exit mobile version