სახლი, რომელსაც სული აქვს

ავტორი: ნათია ზოიძე სულაც არ იყო ეს ქუჩები ვიწრო ბათუმში, ყოველ შემთხვევაში, ის ქუჩა, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ. ამ ქუჩაზე მატარებლის ძველი სადგური იყო, თუმცა ქუჩა რა შუაშია?! უბრალოდ, აქ ის სახლია, ერთსართულიანი, ქვითკირის, კრამიტის სახურავითა და ხის ლურჯი კარით. ამ სახლს ბავშვობიდან ვუთვალთვალებ. ეს მე ვიყავი თმაგაწეწილი პატარა გოგო, ამ სახლს რომ ჩაუვლიდა და …

ისტორიული სახლი ძეგლის ზონაში, რომლის დანგრევაც მეპატრონეს სურს

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის  #21-სა და # 23-ში ისტორიული სახლების დანგრევას და მათ ნაცვლად ახლი ხუთსართულიანი სახლის აშენებას ერთ-ერთი სახლის მესაკუთრე გეგმავს. ორივე სახლი ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც ჯიმშერ ცივაძემ პროექტი განსახილველად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს წარუდგინა. ჯიმშერ ცივაძის თქმით, საბჭოს მის პროექტზე უარი არ უთქვამს: „დოკუმენტებში ხარვეზი დამიდგინდა, ერთი დოკომენტის დაკარგვის გამო, ამიტომაც …

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

შოთა გუჯაბიძე. ნაწყვეტი წიგნიდან „ბათომი“. 1921 წლის მარტია. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ბათუმშია და თავისი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის. წითელი დროშა კი ფრიალებს თბილისზე, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. ამასობაში თურქებმა დრო იხელთეს და ბათუმი და მისი შემოგარენი დაიკავეს. მთელი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად იყო მობილიზებული და ბათუმის დასაპყრობად უკეთეს დროს ვერც იშოვიდნენ. პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის …

კაფე „დელირია“ ბათუმში ‎XIX საუკუნის ბოლოს აგებულ სახლში

ბათუმი, ყაზბეგის #8 – ამ მისამართზე თუ მიხვალთ, ძველ, ბათუმურ ბელეტაჟს დაინახავთ. ირგვლივ ახალაშენებული, ერთმანეთის მსგავსი კორპუსებია, ეს სახლი კი პატარა კუნძულივით დგას, ხის ჭიშკარი ღიაა და ეზოში ნაყოფით ტოტებდამძიმებული ფორთოხლისა და ხურმის ხეებია. ტერასაზე, წითელ ბალიშზე, მზეს მიფიცხებულ კატას სძინავს. ბელეტაჟში ძველი ბუხარი და პიანინოა, კედლებზე – ძველი ფოტოები საოჯახო ალბომიდან, ხეებით დაჩრდილულ ეზოში …

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს. წერილის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ: „მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ჩვენ, ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა, თქვენთან, როგორც მერობის კანდიდატთან, გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისთვის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით. მხარეები შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების …

ქალაქი და ურბანული სივრცის მუსიკა ბათუმში

ხვალ, 20 დეკემბერს, „თანამედროვე ხელოვნების  სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციების სერია.  ალეკო ელისაშვილი ისაუბრებს თემაზე, – „ქალაქის სივრცითი მახასიათებლები და ისტორია“,  ნიკო ნერგაძე კი თემაზე – „მუსიკა ურბანულ სივრცეში“. პროექტის მიზანი ისტორიული ბათუმის, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ნაწილის, არქიტექტურის მნიშვნელობის აღქმა, გააზრებაა და მუსიკის ადგილი ურბანულ სივრცეში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ბათუმის მერიის პროგრამის  „კულტურის სფეროში თავისუფალი …

როდის გაიხსნება „ბათუმის მუზეუმი“

„ბათუმის მუზეუმი“, რომელიც ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოების შენობაში, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის ბოლოს გაიხსნება. ამის მიზეზად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მუზეუმის კონცეფციისა და შენობის სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებაში დაშვებულ შეცდომებს მიიჩნევს. სააგენტოს ხელმძღვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ რემონტის შემდეგ, საკმარისი სივრცის არსებობის შემთხვევაში, მუზეუმის …

მერიის რეაგირება “ძველ ბათუმში” უკანონო მშენებლობებზე

ძველ ბათუმში რამდენიმე ადგილას დაფიქსირებულ უკანონო მშენებლობებზე არაფერი შეცვლილა. ქალაქის მერია კი უკანონო მშენებლობებზე რეაგირებას თებერვალში დაგვპრიდა. 2013 წელს შემუშავებული რეგულაციის მიხედვით, ქალაქის ამ ნაწილში შენობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს. „გადაგზავნილია მოთხოვნები იძულებით აღსრულებაზე. თუ ეს კომპანიები არ მოიყვანენ პროექტთან შესაბამისობაში მშენებლობებს, მაშინ მათ სამმაგი ოდენობის ჯარიმების გადახდა მოუწევთ კიდევ სამი თვის განმავლობაში,” …

ჩემი საყვარელი ადგილი ბათუმში – გამოკითხვის შედეგები

„ბათუმელების“ ონლაინგამოკითხვა – „თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში“ – დასრულებულია. პირველი სამეული ასე გამოიყურება: ბათუმის ძველი ბულვარი – 26% (273 ხმა) ძველი ბათუმის ქუჩები 23.43% (246 ხმა) ნავსადგური 13.43% (141 ხმა) გამოკითხვაში სულ 1050 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველი სამეულის გარდა, ხმები ასე გადანაწილდა: მეოთხე ადგილი – 6 მაისის პარკი (141 ხმა); მეხუთე ადგილი – პლაჟი (89 …

რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად

როგორი იქნება ბათუმი, თუ კი ქალაქში ისტორიული შენობების ნგრევა არ შეჩერდა? რა პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში მოქალაქეებს და რა მიმართულებით უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკა? – თემაზე „ბათუმელებს“ კულტუროლოგი, ურბანისტი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი ცირა ელისაშვილი ესაუბრა. გასულ კვირას ბათუმში მშენებელმა კომპანიამ დაანგრია ბათუმის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ბათუმური ბელეტაჟი, რომელსაც არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის …

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა აჭარაში არათანმიმდევრულია და აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ მოქალაქეებს – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას შესაბამისი სააგენტო განსაზღვრავს, სადაც ცვლილებები იგეგმება. აჭარის მთავრობის 23 თებერვლის დადგენილებით, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამიერიდან მხოლოდ არქიტექტორი, ეკონომისტი ან იურისტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორის, მირანდა ჩარკვიანის მოადგილე ვეღარ იქნება ბიძინა აფხაზავა – …

ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს

ბათუმის ძველ უბანში რამდენიმე შენობას ნახავთ, რომელთა სიმაღლეც დასაშვებზე მეტია. რეგულაცია მარტივია: 2013 წლიდან „ძველ ბათუმში“ მოქმედებს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არც ერთი შენობა 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. მაგალითად, კომპანია „ჩემპიონი-2“-მა კანონდარღვევით შენობაზე სართულის დაშენება ისე დაასრულა, რომ მერიას რეაგირება არ ჰქონია. კომპანიებმა, რომლებმაც შენობები სიმაღლეში გაზარდეს, ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება ერთდროულად გასულ …

ძველი საახალწლო ამბები არასაახალწლო ფინალებით

ავტორი: შოთა გუჯაბიძე ________________________ თოვლი და ბათუმი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. დაბერდები ამ ქალაქში და ორიოდე თოვას თუ მოესწრები, ჭეშმარიტ თოვას. ჰა, ჰა, სამს. თოვლჭყაპი არ ითვლება, ყველა წელს რომ მოდის, ძვალ-რბილში რომ ატარებს და უშეღავათოდ რომ უგებს ყველა ბრძოლას მსოფლიო ფეხსაცმლისმწარმოებელ ინდუსტრიას. ბათუმური თოვლი წელთაღრიცხვას იწყებს, დიდი თოვლი რომ მოვიდა, იმ წელს იყო ეგო, იხსენებენ. …

ერთსართულიანი ბათუმი

 

ერთსართულიანი სახლები და ბელეტაჟები ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალაქის განაშენიანებისთანავე გამოჩნდა, ზოგან სავაჭრო სახლი იყო, ზოგან – საცხოვრებელი. ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – მათ მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ზოგიერთი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის ჩრდილში ექცევა – ერთსართულიანი, ძველი ბათუმი თანდათან ქრება.

1921 წლის მარტი ბათუმში მაზნიაშვილისა და რუსი გენერლის ჩანაწერების მიხედვით

ავტორი: ფრიდონ ქარდავა, აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა ბათუმში 1921 წლის მარტში. უკვე სრულდებოდა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ბათუმში იყო გადმოხვეწილი და ერთის მხრივ ქემალისტური თურქეთის ემისართა ხრიკებსა და აშკარა აგრესიას უმკლავდებოდა, მეორეს მხრივ კი ცდილობდა საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი …

Exit mobile version