რა სურს ირანს საქართველოში? – ირანისტის შეფასება

„როცა თბილისში საელჩო გააკეთა, მაშინვე დაიწყო აქტიურობა, რომ ბათუმშიც ჰქონოდა გენერალური საკონსულო. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ირანი აჭარის რეგიონს და შავიზღვისპირეთს. ამიტომ, თუ ირანმა აქტიურობა დაიწყო, რა თქმა უნდა, შეეცდება აჭარის რეგიონშიც შემოჰყოს თავი“, – ამბობს ირანისტი, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ვასილ ღლონტი „ბათუმელებთან“. მას ასევე ვესაუბრეთ შიიტურ რიტუალებზე, რომელიც ბოლო დროს თვალშისაცემი გახდა და …

ბათუში, სპაცენტრში ხანძარი იყო, არავინ დაშავებულა – რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები

გუშინ, 9 აპრილს, დაახლოებით ღამის 12-ზე, ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, რომ ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა და არავინ დაშავებულა. კორპუსი, სადაც ხანძარი იყო, ფიროსმანის ქუჩაზეა, გმირთა ხეივანში. ადამიანები, რომლებიც მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მომხდარმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია გაახსენათ – მოქალაქეების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც სპაცენტრს სავარაუდოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების …

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დააანონსეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში …

გონიოში მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოინგრა, დაშავდა 1 ადამიანი

გონიოში მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოიგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. მათივე ინფორმაციით, დაშავებული კაცი გადაყვანილია კლინიკაში. შემთხვევა დღეს, 17 ივლისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

„მშენებლობიდან ქვა დამეცა, აქ პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია“ – რას ითხოვენ ბათუმის პატარა ეზოში

„მშენებლობიდან გადმოვარდა პატარა ქვა, მომხვდა და დავეცი, ფეხი დავიზიანე,“ – ამბობს ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმთან მცხოვრები თამარ თეზუაშვილი, რომელიც ძველ იტალიურ ეზოში ცხოვრობს და ვის მეზობლადაც მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. თამარ თეზუაშვილის თქმით, მშენებლობის ზედამხედველმა უთხრა, რომ „მალე გაუვლის“. ჭავჭავაძის 77-ში მდებარე იტალიურ ეზოში, ავარიულ, ბარაკული ტიპის სახლებში ამ დრომდე 18-მდე ოჯახი ცხოვრობს. იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებს …

„გვეშინია, სახლი ირყევა“ – როცა ბავშვები სამშენებლო მოედანზე ცხოვრობენ

ბათუმში, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, იქ, სადაც სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“ დაანგრიეს, სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში კომპანია მასშტაბური შენობისთვის საძირკველს აწყობს, მეორე ნაწილში მდებარე ორსართულიან ავარიულ სახლში კი ოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. სამუშაოების შედეგად ავარიული სახლი პერიოდულად ირყევა, აქ მცხოვრებები გვიყვებიან, რომ სახლის რყევით გამოწვეულ რეაქციას ბავშვებთან არ გამოხატავენ …

2 დაუცველი სამშენებლო მოედანი ბათუმში, პროკურატურის წინ – რას ამბობს მთავრობა?

„ოცნების ქალაქში“ რაც მოხდა და 2 ბავშვი დაიღუპა, იგივე უნდა მოხდეს აქაც, ვინმემ ყურადღება რომ მიაქციოს აქაურობას?“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან ჩერდებიან. ბათუმში, იუსტიციის სახლთან, პროკურატურის წინ, შარტავას ქუჩაზე [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ასაშენებლად ტერიტორია 2021 წლიდან შემოღობეს. ცათამბჯენები არ აშენდა, თუმცა ამ სამშენებლო მოედანზე დღეს …

იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ – რეკომენდაციები თოვლში ფეხით სიარულის დროს

ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. გუშინ დღის მეორე ნახევრიდან მუშაობა შეაჩერა მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც. გთავაზობთ აშშ-ის თოვლისა და ყინულის მართვის ასოციაციისა (SIMA) და აღმოსავლეთ ორეგონის უნივერსიტეტის ზოგად რეკომენდაციებს, თოვლისა და ყინულის პირობებში გადაადგილების შესახებ: იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ. სახურავებიდან ჩამოვარდნილ თოვლსა და ყინულს შეუძლია მძიმე ტრავმების გამოწვევა. გადადგით მოკლე ნაბიჯები. სიარულისას დაიხარეთ …

უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

„ჩანს რამე, ღობე არის? ღობე როდის არის იცით? როცა მთავრობის წარმომადგენლები მოდიან, მაშინ აკეთებენ ღობეს,“ – ეს „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა 2025 წლის 15 თებერვალს, როცა ამ დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები დღეს, 17 თებერვალს დაკრძალეს. რატომ არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე, როცა „ოცნების ქალაქის“ …

„გუდაურში ფეხზე დამდგარს გამიკეთეს გამაყუჩებელი, ტრავმატოლოგიც კი არ ჰყავთ“ – მოქალაქე

თორნიკე აბულაძე, „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის კურორტზე, გუდაურში, სამედიცინო მომსახურება ფაქტობრივად არ არსებობს. „სოციალურ კეთილდღეობაზე და ადამიანის ბაზისურ საჭიროებსაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. კურორტ გუდაურს, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სათხილამურო სივრცედ, სამედიცინო მომსახურება აქვთ 0, მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას. სრიალისას დავიზიანე და გამიტყდა მარცხენა …

ბოლო სამ წელში 23 მოზარდი დაიღუპა წყალში – ჯანმოს თქმით, ბავშვებისთვის ცურვის პროგრამები აუცილებელია

2024 წელს პირველ ივლისამდე საქართველოს წყლებში (ზღვა, მდინარე, ტბა) 26 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 4 დაღუპული არასრულწლოვანია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მაშველებმა წყალში 40 ადამიანი გადაარჩინეს.  გუშინ, 13 აგვისტოს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, ზღვაში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. დახრჩობა პრევენციული ტრაგედიაა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის …

ბათუმის საკრებულო mail.ru-ს იყენებს – „მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს“

„როცა რუსული mail.ru-ს სერვისიდან უნდა ჩამოტვირთოთ დოკუმენტი, ეს უკვე დამაფიქრებელი და საფრთხის შემცველია. მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს – ნებისმიერი საინტერესო მიმოწერა ღიაა მათთვის. თუ მაინც დააკლიკებთ ამ ბმულს და გადახვალთ, დოკუმენტი შესაძლოა შეიცავდეს „მავნე კოდს“, რომელიც გავრცელდება თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობაში, ან მობილურ ტელეფონზე,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ნიკა გაგნიძე, „ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს“ კიბერუსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი. …

როგორ აშავებს აშშ-ში რუსული ქსელი საქართველოში მიმდინარე პროტესტს X-ზე

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ [DFRLab] გამოავლინა პლატფორმა X-ის [ყოფილი ტვიტერი] თითქმის ორმოცი საეჭვო ანგარიში, რომლებიც მონაწილეობდნენ საყოველთაოდ ცნობილი რუსული ოპერაცია Doppelganger-ის უახლეს განახლებაში. Doppelganger-ის ოპერაცია, რომელიც უწყვეტად ვითარდება, მოიცავს ახალი ამბების ავტორიტეტული ვებგვერდების ყალბი ვერსიების შექმნას, რათა შექმნას ყალბი სანდოობა ანტიუკრაინული ნარატივების გავრცელებისადმი.  „ამ ანგარიშების ქსელის სამიზნე აუდიტორია იყვნენ ამერიკელები, კერძოდ, ეს ანგარიშები …

ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები – შსს ბათუმში აფეთქებაზე

„გამოძიების ფარგლებში განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოჰკითხა თვითმხილველები,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში. საუბარია აფეთქებაზე ზღვაში, ბათუმის სანაპიროზე. შემთხვევა მოხდა გუშინ, 13 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის …

კორპუსები ბათუმში, სადაც გაზის გაყვანილობა სახიფათოა – რატომ არ შეიძლება მილების გადაბმა 

„ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე დახურულ სივრცეში,“ – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე ერთ-ერთ გადაბმულ მილზე, რაც შეფუთვის გადაწევის შემდეგ გამოჩნდა. ეს კადრი ბათუმში, წმინდა ევდემოზის ქუჩის 48-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსშია გადაღებული. ერთი შეხედვით, ამ ახალ კორპუსში საფრთხის შემცველი არაფერია: გაზის მილები სადარბაზოში არ ჩანს და შეფუთულია, …

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

„ბომბია, ფაქტობრივად, რომელიც ოდესღაც შეიძლება აფეთქდეს, მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – კითხულობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე გაზის მილებზე, რომლებიც ბათუმში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში, აეროპორტის ქუჩა #73-ში, პირდაპირ ფასადიდან შეუყვანიათ. „სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ფასადიდან ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, როცა სემეკმა დაადასტურა, რომ ბათუმში, კორპუსების …

როცა რუსეთი შეიძლება თავს დაგვესხას, რამდენად გამოდგება ფინური მოდელი – ინტერვიუ 

„ყოვლისმომცველი“ – გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა ამ ტერმინზე ამახვილებს ყურადღებას უსაფრთხოების ე.წ. ფინეთის მოდელზე საუბრის დროს. ეს ტერმინი წერია ყველაზე ხშირად ამ დოკუმენტებშიო, გვიხსნის და დაკვირვებასაც გვიზიარებს: „მთავარია, სახელმწიფოს რესურსის მაქსიმალური ჩართულობა და მოცემულობის შექმნა, როცა სახელმწიფოს უსაფრთხოების მზადყოფნის სამსახური პრესტიჟის საქმეა.“ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური სამხედრო მომზადება იმ დროს, როცა იცი, რომ რუსეთი შეიძლება თავს …

ბათუმის ქუჩებში დაყრილი პირბადეები [ფოტო]

COVID19-ის გავრცელების პრევენციისთვის უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს პირბადეს, მათგან ბევრი ერთჯერად პირბადესაც, რომელიც გამოყენების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, თავდახურულ ურნაში უნდა მოთავსდეს, თუმცა ხშირად ასე არ ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამოყენებული პირბადის მოშორებისას, უსაფრთხოების მიზნით, არ უნდა შეეხოთ …

მაშველებმა სანაპირო ზოლზე 176 პირი გადაარჩინეს, მათ შორის 88 არასრულწლოვანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 21 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. ამავე პერიოდში მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს. „არ შეხვიდეთ …

სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი წელს?

კარანტინისა და ფიზიკური დისტანცირების შემდეგ პლაჟების, ტბებისა და მდინარეების მონახულება, ცხადია, ძალიან მიმზიდველი აქტივობაა, მაგრამ ფაქტია – COVID19-თან მიმართებაში წყლის უსაფრთხოებაზე ზუსტი ცნობების არ არსებობა, რაც ცოტათი ყველას გვაშინებს. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზღვის წყალი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს COVID19-ის გამომწვევი ვირუსის  SARS-CoV-2-ის გადადების თვალსაზრისით. აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის …

mail.ru – საჯარო მოხელეების ელექტრონული მისამართი ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში

მოქმედი საჯარო მოხელეები, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები, ისევ იყენებენ რუსულ ელექტრონულ ფოსტას, ეს მისამართები მათ სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზეც აქვთ მითითებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, mail.ru- თი სარგებლობს მერიის ხუთი სამსახურის უფროსი. mail.ru-თი სარგებლობს ასევე ქედის მერიის რამდენიმე ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი. ერთ-ერთ მოქმედ ელექტრონულ ფოსტად mail.ru აქვს მითითებული ბათუმის საკრებულოს მოადგილეს თამაზ სალუქვაძეს. რუსული …

ბათუმის აეროპორტთან და სარფში საველე კარვები დადგეს – კორონავირუსის პრევენცია

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის სასაზღვრო პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და ორ აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დაამონტაჟეს, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები …

მერია: გორგილაძის #94-ში სახლის მდგრადობას სამხარაულის ბიურო შეისწავლის

გორგილაძის #94-ში, ახალაშენებულ მრავალბინიან სახლში, დღეს სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ დახმარება ადგილზე გაჩენილი ბზარების გამო ითხოვა. „ჩვენი კომპეტენცია არ იყო და საკითხი შესასწავლად მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადავაბარეთ“, – განმარტეს სამაშველო სამსახურში. გორგილაძის #94-ში მდებარე მრავალბინიანი სახლი შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა. სახლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და ის მერიას ექსპლუატაციაში მიღებული აქვს. ბათუმის მერიის …

მერია: მოერიდეთ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან გავლას

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება, ამიტომაც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგა”. სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა ისევ მიმდინარეობს. გაეცანით SIMA-სა (თოვლისა და ყინულის მართვის ასოციაცია) და აიოვას შტატის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის რეკომენდაციებს თოვლისა და …

ვინ არის პასუხისმგებელი კორპუსზე, სადაც გუშინ ლიფტი ავარიულად დაეშვა

„მიმდინარეობს შესწავლა და შემდეგ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ლიფტის შესახებ, რომელიც გუშინ, 14 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან ავარიულად დაეშვა. წინასწარი მონაცემებით, გრიბოედოვისa და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაში მდებარე კორპუსში სატვირთო ლიფტი მე-11 სართულიდან ავარიულად დაეშვა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ექიმების დახმარება ამბულატორიული წესით მხოლოდ ორს დასჭირდა. საცხოვრებელი კორპუსი …

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ბათუმში, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 14 იანვარს, ლიფტი ჩავარდა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა. ამ კორპუსის …

საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ [ვიდეო]

ქეთი გაბაიძემ ერაყის მოქალაქესთან 6 წლის წინ იქორწინა. მათ ორი მცირეწლოვანი გოგო ჰყავთ. ქეთის მეუღლეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ბინადრობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ოთხ თვეში ეს უფლება ეწურება. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ერაყის მოქალაქეს ქვეყანაში დარჩენის უფლებას იუსტიციის სამინისტრო აღარ უგრძელებს. ქეთის მეუღლემ ბახტიიარ შვანმა იცის ქართული და ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც 50 მილიონი …

თეონა აქუბარდია: აუცილებელია ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების განახლება

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოსთან შეხვედრისას ის აპირებს ისაუბრობს ქვეყნის პოლიტიკისა და საგარეო უსაფრთხოების მიმართულებაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მომდინარეობს რუსული ოკუპაციიდან და რუსული ჰიბრიდული ომიდან. „ამავდროულად უნდა ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ნატოს მოთხოვნები, იქნება ეს …

393 დაღუპული და 1097 დაშავებული მუშა საქართველოში – 9 წლის სტატისტიკა

მედია ყოველ კვირა იტყობინება დასაქმების ადგილებზე დაშავებული და დაღუპული მუშების შესახებ. 2011-2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში  საწარმოო შემთხვევების შედეგად  393 მუშა დაიღუპა, 1097 კი  – დაშავდა. 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმები ამოქმედდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის შეფასებით, ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების კუთხით. თუმცა ჯერ …

რა საფრთხეს უქმნი ბავშვს, როცა მის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებ

„არსებობს, როგორც უსაფრთხოების რისკი, ასევე სტრესი, რომელიც შეიძლება ბავშვმა მიიღოს წლების წინ გამოქვეყნებული ფოტოს, ან ვიდეოს გამო,“ – ამბობს ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე. მას ვესაუბრეთ შემთხვევაზე, როცა ბავშვების ფოტოებს, ვიდეოებს, ან ფეისბუქლაივს საბავშვო ბაღები და სტუდიები საჯაროდ აზიარებენ ყოველდღიურ რეჟიმში. „ჩვენთან არ არსებობს სამართლებრივი რეგულაცია ამ კუთხით. შესაბამისად, საბავშვო ბაღები და სტუდიები, ასევე …

სამი მაშველი, რომლებმაც 350 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამი მაშველი დააჯილდოვა. იგორ აზნაურაშვილს, ანრი ნემსაძეს და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელები გადასცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამივე მაშველმა გასულ წელს ჯამში 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის …

პრეზიდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდა 

დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე” (GDSC)  საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ შექმნას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. „მინდა, მოვუწოდო კოლეგებს, რომ სასწრაფოდ, ინტენსიურად შესრულდეს ის დაპირება, რომელიც იქნა დადებული ახალი სტრუქტურით უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებასთან …

ლევან იზორია: „თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს“

ბათუმში მიმდინარე რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე” (GDSC)  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თქვა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. „ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოს ბატონი ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით, რეალურად და სინამდვილეში, ბატონმა ბოლტონმა და სხვათა შორის, …

რაზე ისაუბრებენ ბათუმში საქართველოს თავდაცვსა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

1-2 ნოემბერს, ბათუმში რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია” (GDSC) ტარდება. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე” გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია …

როგორ ჩავრთოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმი კომპიუტერში [ვიდეოინსტრუქცია]

? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება კომპიუტერთან – რა პროგრამებსა და თამაშებზე მიუწვდება ხელი? როგორ უნდა გააკონტროლოთ მის მიერ გატარებული დრო ინტერნეტში? – ამისათვის შეგიძლიათ კომპიუტერში გააქტიუროთ “მშობლის კონტროლის” ფუნქცია. Windows 7-ის შემთხვევაში უსაფრთხო რეჟიმის გასააქტიურებლად გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას. მიჰყევით მას: See more

როგორ უნდა დაიცვან ბავშვებმა და მოზარდებმა თავი ინტერნეტში – სპეციალისტების რჩევები

ქართულ ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით ფეისბუქზე, დღემდე ბევრი გვერდია, რომელთა მთავარი მიზანიც მოზარდების პირადი მიმოწერისა თუ ინტიმური სურათების უნებართვოდ გამოქვეყნებაა. შემდეგ ამ მოზარდებს სრულიად უცხო ადამიანები მკაცრად აკრიტიკებენ და აბულინგებენ. ბულინგი  კი ზოგჯერ ფატალურადაც მთავრდება. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდებისთვის და ვნახოთ, რა რეკომენდაციებს იძლევიან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები. ონლაინუსაფრთხოების კომპანია getsafeonline  მშობლებს ურჩევს, …

Exit mobile version