უსაფრთხოების დაცვის მიზნით ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას მიმართავს

ტურისტულ სეზონზე, დამსვენებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად,  განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს. ამიტომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას აფრთხილებს: ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, …

რატომ იყენებენ სტუდენტები Mail.ru-ს?

დათო ბოლქვაძე ერთ-ერთია სტუდენტებს შორის, ვინც ელექტრონული კომუნიკაციისთვის Mail.ru-ს იყენებს. დათო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ამბობს, რომ რუსულ ელექტრონულ ფოსტას მისი თანატოლებიც აქტიურად იყენებენ. რატომ ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები Mail.ru-ს?  – „ძალიან მარტივია ფაილების გადასაგზავნად და ამიტომ ვიყენებ უკვე ხუთი წელია. ვიცი, რომ არსებობს სხვა ფოსტებიც, მაგრამ მე ეს მირჩევნია, შეჩვეული ვარ,“ – გვიყვება დათო. რაც შეეხება …

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსიაში შეხვედრებს მართავს უსაფრთხოების საკითხებზე

სახანძრო და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსში შეხვედრებს მართავს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო მგალობლიშვილი ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს გენადი ლასუტას და მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის რექტორს, ივან პოლევოდას შეხვდა. რატომ მართავს ბელორუსში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე? – დეპუტატს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ …

რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის

მაშინ, როცა აჭარაში წითელას ეპიდემიაა და დაავადების ახალი შემთხვევები მატულობს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ფეისბუქის ჯგუფებში მცირეწლოვანი ბავშვების დედები აცრებს კვლავ ეჭვით უყურებენ. წითელათი დაავადების 300-მდე შემთხვევიდან 222 შემთხვევა აჭარაშია რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი იმუნოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის დარგში ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევები, როცა მშობლები კატეგორიულ უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე იშვიათია, თუმცა დღემდე არსებობს: „ერთეულები …

საცხოვრისი, როგორც უსაფრთხოების საფუძველი და ადამიანის უმთავრესი უფლება

„გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და 2015 წლიდან ამოქმედდა გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში. საქართველოს ქალაქებიდან პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. მოწვეულ ექსპერტთან, პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით  შემუშავდა საქართველოში საქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ზოგადი მონახაზი. …

დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თბილისში მოსწავლეების ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატი მოსწავლეებს მოძალადეებისგან თავის დასაცავად თავდაცვითი-საბრძოლო სპეციალური ხელოვნების შესწავლას სთავაზობს. ლადო მგალობლიშვილი უმაღლეს საბჭოში განათლების, კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარეა. „იმისთვის, რომ სკოლა გაცილებით უსაფრთხო იყოს და მოსწავლეებს გააჩნდეს ელემენტარული თავდაცვის უნარ-ჩვევები მოძალადეებისგან თავის დასაცავად, მომავალი წლიდან ბათუმის რამდენიმე სკოლაში საპილოტედ …

რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ლონდონის ხელისუფლებას დიდი ხანძრის შემდეგ

2017 წლის 14 ივნისს ლონდონის 24-სართულიან  საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 34 გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა. მეხანძრეებმა 65 ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, 5 მლნ. ფუნტი სტერლინგი გამოყო გადარჩენილებისთვის საკვები პროდუქტების, სამოსისა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად. საზოგადოების მწვავე კრიტიკის ფონზე გადადგა კენსინგტონისა და ჩელსის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლას ჰოლგატი. თანამდებობა …

ფრინველების დასაფრთხობად აეროდრომებზე კომიტეტები შეიქმნება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი“ დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ წესმა უნდა უზრუნველყოს „სამოქალაქო აეროდრომებზე ფრენის უსაფრთხოება – აეროდრომის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებით“. [checklist] აეროდრომის შემოგარენი – აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან მიმდებარე ტერიტორია 13 …

პიროტექნიკის ხარისხსა და უსაფრთხოებას ისევ არავინ აკონტროლებს

საახალწლო განწყობის „ხლაფუშკების“ აფეთქებით შექმნის პარალელურად, დაშავებულები წელსაც არსებობენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოზარდს „ხლაფუშკა“ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აუფეთქდა და ქუჩაში მდგომი  წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელი თვალის არეში მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს. პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციებს ხელისუფლება დღემდე არ აწესებს. „ვინმეს არ მოუცია ნებართვა, ჩემით მოვედი და დავდექი“, – გვითხრა „ბათუმის კარიბჭესთან“ …

იარე ნელა! – რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი სტრატეგია

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „მართე ფრთხილად!“, „იარე ნელა!“, „იცოდე შენი სიჩქარე – ნუ მოისწრაფებ სიცოცხლეს“ და ა.შ. – სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აქედან ერთ-ერთი, ცნობილი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. …

რატომ არის სახიფათო სახლი, რომელშიც ცხოვრობთ

 

ქალაქში არსებული მრავალბინიანი სახლების დიდი ნაწილი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა. კანონი, რომელიც მშენებელს უსაფრთხოების ნორმების დაცვას ავალდებულებდა, 2009 წელს გაუქმდა და დღემდე უსაფრთხოების საკითხები მხოლოდ მშენებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რამდენად უსაფრთხოა სახლები სახანძრო და სხვა აუცილებელი ნორმების თვალსაზრისით – ამას სახელმწიფო არ აკონტროლებს.

ცეცხლსასროლი იარაღები დაზვერვის სამსახურში

 

საქართველოს მთავრობამ გუშინდელი დადგენილებით საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა დაამტკიცა.


Exit mobile version