საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას გადაწყვეტილებით, თბილისში მდინარე ვერას ადიდების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი გადარიცხა.
Tag Archives: სპორტი
მკლავჭიდელების 33 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
8 ოქროს, 16 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს _ ეს მედლები ჩამოიტანეს საქართველოს მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატიდან. ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში დიდებში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ჩატარდა, საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელებმა სამივე კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავეს და გუნდური მეორე ადგილიც მოიპოვეს.
საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულები ბათუმიდან
ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის აღსაზრდელებმა: ანრი ჯორბენაძემ, გიორგი აგიკიანმა, აჩიკო ჯორბენაძემ, ლუკა მამულაძემ, ჯული ჯიხვაშვილმა, თეკლა ჯიხვაშვილმა, ირაკლი ელიაშვილმა, ლელა დუმბაძემ თბილისში თეიმურაზ კაკულიას თასის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს. ანრი ჯორბენაძემ პირველი ადგილი, გიორგი აგიკიანმა – მეორე, ხოლო ირაკლი ელიაშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა.
ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში ჩატარდება
ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2016 წლის ევროპის თასის ერთ-ერთი ეტაპი ჯომარდობაში საქართველოში გაიმართება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ ამის უფლება მსოფლიო ფედერაციაში მდინარის მონაცემებისა და ადგილმდებარეობის აღწერილობის წარდგენის შემდეგ მიიღო.
მუხრან ვახტანგაძე: ”ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია”
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე იქნება. როგორც აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავში არქეოლოგიური აღმოჩენის მონახულების დროს განაცხადა. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც მერაბ ნაგერვაძე იკავებდა, 2014 წლის აგვისტოდან ვაკანტურია. დღემდე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ერთერთი მოადგილე დავით მიქელაძე ასრულებს.
ხვალ ბათუმში ევროპის ჩემპიონატი იწყება ბილიარდში
11-14 ივნისს ბათუმი ბილიარდში (თავისუფალი პირამიდა) ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი ლადო ასათიანის #14-ში მდებარე ბოულინგკლუბში გაიმართება და მასში ევროპიდან და საქართველოდან 64 მამაკაცი და 32 ქალი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ჩემპიონატი 2015 ფიგურულ ციგურაობაში
23-25 მაისს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში (ნოვისებში, ნოვისების ა კატეგორიაში, 2004-2006; 2006-2007, 2007-2008 წლებში) გამოვლინდნენ. მასში მონაწილეობდნენ მოციგურავეები ბათუმიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან.
ზაფხულის სპორტი ზღვის პირას
მაშინ, როცა სპორტის სახეობებში სეზონი მთავრდება, ბათუმის ბულვარში სპორტის ზოგიერთ სახეობაში ზაფხულის სპორტული სეზონი იწყება. ზღვისპირა ზოლში განთავსებულ სპორტულ მოედნებზე შეჯიბრებები იმართება ქვიშის ფეხბურთში, ქვიშის რაგბიში, ქვიშის ფრენბურთში, ქვიშის ხელბურთსა და ქვიშის ჭიდაობაში.
მუხრან ვახტანგაძე სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდება
დღეს, 2 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში არქეოლოგიური აღმოჩენების მონახულების დროს საკადრო ცვლილებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე გახდება.
ბათუმის ”დინამომ” პირველი შეხვედრა 2-0 მოიგო
კატანიაში მიმდინარე საპლაჟო ფეხბურთის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, სადაც დღეს პირველი შეხვედრები მიმდინარეობს ბათუმის “დინამომ”, ბულგარეთის “ოდესუ” 2-0 დაამარცხა.
აჭარის სპორტის ისტორიაში პირველად ქვიშის ფეხბურთის გუნდი ევროთასზე იასპარეზებს
2-7 ივნისს იტალიაში, ქალაქ კატანიის საპლაჟო ფეხბურთის ცენტრალურ არენაზე ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება – Euro Winners Cup 2015 გაიმართება.
ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ხელბურთში
დღეს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში „ოთარ ფაღავას“ ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ხელბურთში.
ბათუმის ”დინამომ” ფანკლუბს ეთამაშა
ბათუმის ფეხბურთის კლუბმა „დინამომ“ და მისმა ფანკლუბმა „პირატებმა“ 29 მაისს, სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ამხანაგური შეხვედრა გამართეს. „დინამომ“ გულშემატკივრები 6:2 დაამარცხა.
30 მაისს ბათუმში წყვილთა რბოლა გაიმართება
30 მაისს ბათუმში, გმირთა ხეივანსა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიამართება აჭარის ღია პირველობა წყვილთა რბოლაში 1100 მეტრზე. შეჯიბრება ჩატარდება სამ კლასში – წინა წამყვან თვლებს, უკანა წამყვან თვლებსა და კვადროში, ასევე დამატებით მეოთხე – აბსოლუტურ კლასში.
ქალების ბრძოლა ჭადრაკში – ჩაქვი, ევროპის ჩემპიონატი
სანამ დღის სამი საათი შესრულდება, სასტუმროს ფოიეში ევროპის 98 მოჭადრაკე ქალი რეგისტრაციას გადის. აქ არიან მოჭადრაკეები, პოლონეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან – სულ 19 ქვეყნიდან. ზოგი ფოიეში ელოდება თამაშის დაწყებას და ერთმანეთს პარტიების შედეგებზე ესაუბრებიან, ზოგიერთი პირდაპირ ოთახში შედის და საჭადრაკო მაგიდასთან ჯდება. ოთახში ყრუდ აღწევს სასტუმროს ირგვლივ მიმდინარე მშენებლობების ხმა. საჭადრაკო დაფის, კალმის, ფურცლისა და საათის გარდა ზოგ მაგიდაზე წყალი, წვენი და შოკოლადი დევს. მოჭადრაკეებს წინ ხანგრძლივი დრო აქვთ. მათ ენერგია სჭირდებათ, რადგან თამაში შეიძლება ხუთ საათს გაგრძელდეს. მოჭადრაკე ქალები მაგიდებთან ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია
დღეს, 26 მაისს, ათენიდან პირველად საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს. ოლიმპიური თამაშების სიმბოლო, ამჯერად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, რომელიც წელს თბილისში გაიმართება. ცეცხლი პირველად ბათუმში, „თბილისი 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალეკო ახვლედიანმა შემოიტანა და ოლიმიურ ჩემპიონთან, ლერი ხაბელოვთან ერთად აანთო.
ოლიმპიურ ცეცხლს საქართველოში სულ 700 მეჩირაღდნე შემოატარებს.
ჭადრაკი: მეშვიდე ტურის შედეგებით ნინო ბაციაშვილი ლიდერობს
ჩაქვში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შედეგებით პირველ ადგილზე 6.5 ქულით ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილია იმყოფება. მან 25 მაისს, მეშვიდე ტურში 2013 წლის ევროპის ჩემპიონი უნგრელი ჰოანგ თხან თრანგი (2472) დაამარცხა.
ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმში ალეკო ახლედიანი და ლერი ხაბელოვი აანთებენ
20:00 საათზე ბათუმში ოლიმპიურ ცეცხლს სპეც-თვითმფრინავით ჩამოიტანენ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ბათუმის აეროპორტში გაიმართება. თვითმფრინავიდან ოლიმპიურ ცეცხლს “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი ჩამოიტანს და ოლიმიურ ჩემპიონთან ლერი ხაბელოვთან ერთად აანთებს პირველ ჩირაღდანს.
16 წლის შემდეგ ბათუმის დინამო უეფას თასზე ითამაშებს
ბათუმის “დინამო” უეფას თასზე ითამაშებს. ბოლო 16 წლის განმავლობაში გუნდს მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მას შემდეგ რაც სტადიონი დაუნგრიეს, ბათუმის “დინამო”, ძირითადად, პირველ ლიგაში ასპარეზობდა. ის ამ სეზონზე გადავიდა უმაღლეს ლიგაში და ეროვნულ ჩემპიონატზე წარმატებასაც მიაღწია. საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი ფეხბურთში გორის “დილა” გახდა, მეორე ადგილი ბათუმის “დინამომ” მოიპოვა, მესამე პოზიციაზე კი, თბილისის “დინამოა”. რა გზა გაიარა ბათუმის “დინამომ” ბოლო წარმატებამდე – გუნდის საქმიანობა “დინამოს” სამწვრთნელო შტაბის წევრმა შოთა ჭეიშვილმა შეაფასა.
ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა რაბატის მასტერსი მოიგო
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 23-24 მაისს მაროკოს დედაქალაქ რაბატში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – მსოფლიოს მასტერზე – სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.
ბათუმში ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, 25 მაისს ჩატარდება დასკვნითი ეტაპი, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ევროპის ჩემპიონატს ჭადრაკში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე ნანა ძაგნიძე გამოეთიშა
ჩაქვში მიმდინარე ჭადრაკის ქალთა ევროპის ჩემპიონატს ტურნირის ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე გამოეთიშა. ჩემპიონატის ორგანიზატორების თქმით, მან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე ტურის დასრულების შემდეგ შეწყვიტა ასპარეზობა.
დაბრუნება კრივში
“როცა კრივის დარბაზიდან გამომიშვეს – შენგან მოკრივე არ დადგებაო, მე ჩემთვის ვამბობდი – ვნახოთ აბა თუ არ დადგება–მეთქი. ამის დასამტკიცებლად მსოფლიო რინგები შემოვიარე”, – გვიყვება კრივში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, კონტინენტებს შორის ხუთგზის ჩემპიონი, კიკბოქსში მსოფლიო ჩემპიონი და სხვადასხვა ვერსიით ევროპის სამგზის ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე. ავთანდილი 2012 წელს ჩამოშორდა რინგს და გასულ წელს განაახლა ბრძოლა პირველობისთვის. ის ახლა ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, იქ ვარჯიშობს და ემზადება დაკარგული დროის აღდგენისა და მსოფლიო ქამრების დაბრუნებისთვის.
საქართველოს ძიუდოისტები რაბატის მასტერზე
23-24 მაისს მაროკოს დედაქალაქ რაბატში უმაღლესი რანგის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი რაბატის მასტერსი გაიმართება და მასში მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას.
22 მაისს სტუდენტები ერთმანეთს ბოულინგში შეეჯიბრებიან
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდული სფეროს ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბათუმში ,,სტუდენტური დღეები აჭარა 2015“ მიმდინარეობს.
ქალთა ევროპის ჩემპიონატის 10 წლის მონაწილე
ჩაქვში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატის 99 მონაწილეთა შორის ყველაზე ასაკით ყველაზე პატარა დიანა ლომაიაა. ის დღეს სომეხ ანა ჰაირაპეტიანს ხვდება. 25 წლის ანას საერთაშორისო სარეიტინგო ქულა 2192-ია, დიანას კი 1449 ქულა აქვს დაგროვებული.
ბათუმელი მოფარიკავეები საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილებზე გავიდნენ
ბათუმელმა მოფარიკავეებმა – თინათინ ბოლქვაძემ და არჩილ უგულავამ ფარიკაობის საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილები მოიპოვეს. თინათინ ბოლქვაძე რაპირათი ბრძოლაში ფინალურ შეხვედრაში მარიამ ხუციშვილთან დამარცხდა, არჩილ უგულავა კი – ლუკა ღაღანიძესთან.
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პირველი გამარჯვება სოფიო გვეტაძემ მოიპოვა
ევროპის ქალთა ჩემპიონატის პირველ ტურში პირველი გამარჯვება სოფიო გვეტაძემ მოიპოვა. მან ორ საათნახევრის განმავლობაში, 29-ე სვლაზე ქართველი მოჭადრაკე მარიამ ჭოველიძე დაამარცხა.
ხვალ ჩაქვში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება
19 მაისს ჩაქვში 19 ქვეყნიდან 98 მოჭადრაკე შეიკრიბება. ისინი ევროპის ქალთა ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროა. ჭადრაკში ევროპის ქალთა რიგით მე-16 ჩემპიონატს აჭარა მესამეჯერ მასპინძლობს. პირველად ქალთა შორის ევროპირველობა ბათუმში 2000 წელს ჩატარდა, მეორედ კი, ვაჟებს შორის – 2002 წელს.
”ბათუმი” ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა [ვიდეო | ფოტო]
16 მაისს, ბათუმის სასპორტო სკოლის საკალათბურთო დარბაზში, სუპერლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბათუმის „ბათუმმა“ შსს-ს „აკადემიას“ უმასპინძლა.
თბილისის ”ლელო” საქართველოს ჩემპიონია
2014-2015 წლის სეზონის საქართველოს რაგბის ჩემპიონატში კვლავ თბილისის „ლელომ“ გაიმარჯვა, კლუბმა ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო.
ორი ”დინამოს” შეხვედრა ფრედ დასრულდა [ფოტო | ვიდეო]
საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურში ბათუმის “დინამომ”, ქობულეთში “ჩელე-არენაზე” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. ორივე გუნდის ძალისხმევის მიუხედავად თამაში ფრედ დასრულდა.
ბათუმის ”დინამო” VS თბილისის ”დინამო” – ბოლო მატჩი გულშემატკივრის გარეშე
შაბათს, 9 მაისს, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის შემდეგ ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ გადაწყდება, რომელი გუნდი გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.
რბოლა ტრასის გარეშე
25-26 აპრილს ბათუმში რალი-კროსის მესამე ეტაპი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო. აჭარის რეგიონალურ საავტომობილო სპორტის ფედერაციას ის სარბოლო ტრასა, სადაც რალი-კროსი უნდა ჩაეტარებინა, გაყიდული დახვდა.
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში – საქართველოში პირველად
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 11 აპრილს დაიწყო თბილისში, სპორტის სასახლეში და 18 აპრილს დასრულდა. მასში 36 ქვეყნიდან 478 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობისთვის ბრძოლაში, ექვს წონით კატეგორიაში 11 სპორტსმენით წარსდგა. ესენი იყვნენ: რამინ შამილიშვილი (56 კგ), თორნიკე თოდაძე (69 კგ), ირაკლი გაბრიჭიძე (77 კგ), გიორგი ლომთაძე (77 კგ), ნიკა ნანაძე (94 კგ), გია მაჭავარიანი (105 კგ), დავით გოგია (105 კგ), გიორგი ჩხეიძე (105+ კგ), ირაკლი თურმანიძე (105+ კგ), თათია ლორთქიფანიძე (63), სოფიკო მუხათარიძე (69 კგ).
ანგისაში სპორტული ბაზა აშენდება
ბათუმის მერიამ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 330 ათასი ლარია. ანგისაში არსებული სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე დაპროექტებულია 1575-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა, ბუნებრივსაფარიანი ძირითადი საფეხბურთო მოედანი, ზომით 68×105 მ და ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო საფეხბურთო მოედანი, ზომით 63×105მ.