სპორტი

საქართველოს ძიუდოისტები რაბატის მასტერზე

22.05.2015
საქართველოს ძიუდოისტები რაბატის მასტერზე

 

 

World Judo Masters Rabat 2015-ის ლოგო

 

საქართველოს ნაკრები მაროკოში 8 ძიუდოისტით იასპარეზებს, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები – ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპინაშვილი.

სულ რაბატის მასტერზე მსოფლიოს 50 ქვეყნის 225 ძიუდოისტი იასპარეზებს. მედლები მამაკაცთა და კაცთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში გათამაშდება. 

რაბატის მასტერსის საპრიზო ფონდი 200 000 დოლარია, ასევე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოისტებს მასტერსის ტურნირზე წარმატების შემთხვევაში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულები ერიცხებათ.

ტურნირის პირველ დღეს, 23 მაისს მედლებისათვის მამაკაცთა შორის -60, -66 და -73 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 24 მაისს კი ტატამზე -90, -100 და + 100 კგ. წონითი კატეგორიების სპორტსმენები გავლენ.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 

-60კგ – ამირან პაპინაშვილი
-73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი
-90კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი
+100კგ – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

მთ. მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე


საქართველოს სპორტისა და ახალხგაზრდობის საქმეთა სამინისტროს

პრესსამსახური



გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: