თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე ქათამაძემ ევროპის ჩემპიონატზე 42 კილოგრამ წონით კატეგორიში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში თურქი კარა დოგანი 10:9 დაამარცხა დაამარცხა.
ბათუმელები
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე ქათამაძემ ევროპის ჩემპიონატზე 42 კილოგრამ წონით კატეგორიში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში თურქი კარა დოგანი 10:9 დაამარცხა დაამარცხა.
„ბატონო თავმჯდომარე, ამ განცხადებას თან ერთვის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ხელწერათა სია. საჭიროების შემთხვევაში საჩინოს თემის მთლიანი მოსახლეობის ხელწერათა სია იქნება წარმოდგენილი“, – წერია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე 2013 წლის 26 აგვისტოს შედგენილ, მოსახლეობის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 83 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ითხოვენ საჩინოს თემს, რომელშიც შედის სამი სოფელი – საჩინო, ზედა აჭყვა და ქვედა აჭყვა, სახელმწიფოს მიერ გასხვისებული საფეხბურთო მოედანი დაუბრუნდეს.
14-21 აგვისტოს ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი – 2015“ გაიმართება.
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი მოჭიდავე გელა ბოლქვაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში, რომელიც გუშინ გაიმართა, თურქი აკბუდაკ ბურჰანი 4-3 დაამარცხა.
ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიმდინარე 10,000 დოლარიანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში, 4-5 აგვისტოს თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 83 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა დღეს გამართულ მეოთხედფინალური მატჩი სამ სეტში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მან ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბრედლი მოუზლი დაამარცხა.
ბათუმში 93 სპორტული მოედანია. მათგან 70-ზე მეტი მოედანი შესაკეთებელია. ბათუმის ბიუჯეტში სპორტული მოედნების შეკეთება-რეაბილიტაციისთვის წელს 383,307 ლარია გამოყოფილი. ამჟამად 7 მინიმოედნის შეკეთებაზე მუშაობენ, შეაკეთეს რვა და დაგეგმილია ცხრა მოედნის გარემონტება.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში – „თბილისი 2015“-ში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, აჭარიდან სამი სპორტსმენი მონაწილეობდა: ნათია მიქაბერიძე – ძიუდოში, ელიზა ფალავანდიშვილი – ფრენბურთში და მარი მეჯიდოვა – სიმაღლეზე ხტომაში. ისინი საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ, თუმცა დიდი გამოცდილება მიიღეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გიორგი თავამაიშვილის ბრძანებით, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ირმა ნიჟარაძე დაინიშნა. მანამდე სასპორტო სკოლას ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე, ოლიმპიური პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პირველ ივლისს მინისტრმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.
კრივის ევროპის კონფედერაციის მიერ (EUBC) ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში 6-16 აგვისტოს კრივში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. მასში ევროპის 37 ქვეყნის 241 მოკრივე იასპარეზებს. ჩემპიონატს 107 მსაჯი ეყოლება.
ბათუმის მერიის მიერ ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაზე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი ისევ უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „ენერგოსექტორმშენი“ მონაწილეობდა, რომელმაც მერიას ბაზის აშენება 5 276 700 ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა.
ქვიშის რაგბის ფესტივალის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ბათუმელების“ კითხვებს ქვიშის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ დუგლაძემ უპასუხა.
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს 5 სპორტსმენს დაუდგინდა დოპინგის მოხმარება, მიმდინარე წელს კი აკრძალული ნივთიერების მოხმარებაში ერთი სპორტსმენია გამოვლენილი. როგორც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე თეიმურაზ უკლება ამბობს, „ეს რაოდენობა ჩვენნაირი ქვეყნისთვის ცოტა არ არის.“
ბათუმის მერიამ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ხელახალი, ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა, რაზედაც თანხმობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღო. შესაბამისად, ტენდერი შეზღუდულ ვადებში ჩატარდა – წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყო და ორ დღეში, 22 ივლისს დასრულდა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 5 მილიონ 330 ათასი ლარი იყო. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „ენერგოსექტორმშენი“ მონაწილეობდა, რომელმაც მერიას ბაზის აშენება 5 276 700 ლარად შესთავაზა.
2015-2016 წლის სეზონისთვის ბათუმის ”დინამომ” განახლება დაიწყო. კლუბის ოფიციალურ ვებგვერზე გამოყვეყნებული ინფორმაციის თანახმად გუნდში პორტუგალიელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო ვიერია მედინა მომავალი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
აჭარაში კრივის ექვსი ფედერაციაა რეგისტრირებული. მათგან სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ ერთი – ის იღებს, რომელსაც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია აღიარებს. როგორც განათლების სამინისტროში სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა მინდია ქათამაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი აჭარის სამოყვარულო კრივის ფედერაციასთან თანამშრომლობს, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. კრივის საზოგადოება ფედერაციის პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა და ახალ პრეზიდენტის არჩევას ითხოვს.
ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ივლისს სან-მარინოში „დევისის თასის“ ევროპის მესამე ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრება. ნაკრებში ოთხი ჩოგბურთელია: ნიკა ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი. ისინი შეეცდებიან გადალახონ მესამე ლიგა და გადაინაცვლონ მეორეში.
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში წელს ასპარეზობის უფლება თბილისის „დინამომ“ (საქართველოს ჩემპიონი) ბათუმის „დინამომ“ (ვიცე-ჩემპიონი) და ცხინვალის „ცხინვალმა“ მოიპოვეს. თუმცა მათ პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწიათ ევროასპარეზობისთვის დამშვიდობება.
აჭარაში არსებული 32 ფედერაციიდან „ბათუმელები“ 20-ს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ მათგან გენერალური სპონსორი არც ერთს არ ჰყავს. იმ ერთეულ შემთხვევებს კი, როცა კერძო ბიზნესი სპორტის ამა თუ იმ სახეობას აფინანსებს, ქველმოქმედების სახე უფრო აქვს, ვიდრე საქმიანი ურთიერთობის, რასაც სპონსორობა მიღებული სარგებელი ჰქვია.
8-14 ივლისს ბათუმში, ბულვარში მდებარე ქვიშის მოედანზე საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს რიგით მეორე ჩემპიონატი ჩატარდება.
ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბი „მაჭახელა“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 23 ფეხბურთელზე გათვალისწინებულ კვებით მომსახურებასა და საწვრთნო შეკრებებისთვის ტრანსპორტირების ხარჯებს შეისყიდის.
9 წლის თამარ მექვაბიშვილი მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ტურნირი – „2015 Istanbul Rhythmics Cup“-ი 26-27 ივნისს თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა. შეჯიბრი ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
ბათუმის „დინამო“ დღეს დილით კვიპროსში გაემგზავრა. 9 ივლისს „დინამო“ კვიპროსის „ომონიასთან“ საპასუხო შეხვედრას გამართავს.
აჭარის სამოყვარულო კრივის ფედერაციაში მოკრივეები პრეზიდენტის რამაზ სოფრომაძის გადადგმომას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მშრალი ანგარიშით დაამარცხა ბათუმის ”დინამომ” ნიქოზიის ”ომონია”. გოლი მეორმოცე წუთზე დინამოს დებიუტანტმა გიორგი გაბედავამ, საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ბათუმის „დინამოს“ 700 გულშემატკივარი ბათუმიდან 30 მიკროავტობუსით ზესტაფონში გაემგზავრა. ისინი დღეს, 20:00 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაესწრებიან, ერთმანეთს შეხვდებიან საფეხბურთო კლუბები _ ბათუმის „დინამო“ და ნიქოზიის „ომონია“ (კვიპროსი). მატჩი 2 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.
ბათუმის „დინამო“ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. გუნდმა ბათუმში დაწყებული ვარჯიშები თურქეთში, ქალაქ კერტეპეში 10-დღიანი საწვრთნო შეკრებით გააგრძელა, სადაც სამი შეხვედრა ჩაატარა. 5:4 სძლია სომხურ კლუბს „ულისეს“, ფრე 2:2 დაამთავრა რუმინეთის „იასთან“, ხოლო რუსეთის „ამკართან“ 1:0 დამარცხდა. ბათუმსა და ტურნირში მისი პირველი მოწინააღმდეგის, კვიპროსის „ომონიას“ შეხვედრა 2 ივლისს, 20 საათზე, ზესტაფონში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი კვიპროსში 9 ივლისს შედგება.
როგორ ემზადება გუნდი ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის? „ბათუმელები“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს ასლან ბალაძეს ესაუბრა.
ხუთშაბათს, 2 ივლისს, 20.00 საათზე ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბათუმის “დინამოსა” და ნიქოზიის “ომონიას” შორის.
ბაქოში სპორტის ისტორიაში პირველად ევროპის ოლიმპიური თამაშები „ბაქო 2015“ მიმდინარეობს. მასში საქართველოდან 105 სპორტსმენი – 73 კაცი და 32 ქალი მონაწილეობს. პირველი მედალი ამ ისტორიული თამაშებიდან საქართველოს მშვილდოსნებმა – ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ გუნდურ ასპარეზობაში მოიპოვეს. ყველაზე მოულოდნელი კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ასპარეზობა აღმოჩნდა – მათ ვერც ერთი საპრიზო ადგილი ვერ დაიკავეს. ინციდენტი მოხდა თავისუფალი სტილით ასპარეზობის დროს, რის გამოც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თამაშებიდან მოხსნეს და „ბაქო 2015“-ის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.
2015 წლის 4-5 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ დიდ სამეჯლისო დარბაზში საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ცეკვებში „Batumi Open 2015“ ჩატარდება.
დღეს, 29 ივნისს, ქედის სასპორტო სკოლაში, გურამ ჯიჯავაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირის ფინალური თამაში გაიმართა.
29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ლონდონის ერთ-ერთ რაიონში – უიმბლდონში ჩოგბურთის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელიც უიმბლდონის ტურნირითაა ცნობილი და რომელიც წარმოადგენს დიდი სლემის ოთხი ტურნირიდან ერთ-ერთს.
მშვილდოსნებმა ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ, ბაქოში გამართულ ევოროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუპოვეს. მათ ვერცხლის მედალი წყვილთა ბრძოლაში მოიგეს, რომელიც 16-19 ივნის მიმდინარეობდა.
ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ მომდევნო დღეებში ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც გააგრძელეს ასპარეზობა. 21 ივნისს ქალებს შორის ჩატარდა ინდივიდუალური პირველობა, 22 ივნისს კი – მამაკაცებს შორის. ორივე მათგანი მერვედფინალიდან გამოეთიშა თამაშს.
მოქმედი სპორტსმენი ხათუნა ნარიმანიძე ამავდროულად საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიცაა. 2015 წლის თებერვალში ის 18 მეტრიან დისტანციაზე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ლაშა ფხაკაძეს, მისი კარიერა მშვილდოსნობაში ექვს წელს ითვლის, ბაქოში კი პირველი ოლიმოპიური მედალი მოიპოვა.
ისინი საქართველოში დღეს ბრუნდებიან. ბაქოში მყოფ ქართველ მშვილდოსნებს „ბათუმელები“ ესაუბრა.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 14 ივნისს კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში საქართველოს ნაკრები ოთხი სპორტსმენით მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ბათუმიდან ლევან ცინცაძე და ბერდია გორგაძე.
გასულ კვირას საქართველოში პირველად ბილიარდის ერთ-ერთ სახეობაში – თავისუფალ პირამიდაში, მამაკაცებსა და ქალებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 13 ქვეყნის (უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, საქართველო, მოლდავეთი, ლიტვა, სომხეთი, რუსეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ბელგია) 73 სპორტსმენი – 58 კაცი და 15 ქალი მონაწილეობდა.