5-7 ნოემბერს ხელბურთში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება თელ-ავივში. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ისრაელის, პორტუგალიისა და ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ბათუმელები
5-7 ნოემბერს ხელბურთში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება თელ-ავივში. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ისრაელის, პორტუგალიისა და ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რამდენიმე საათის წინ დასრულდა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც საქართველოდან ერთადერთმა მონაწილე კლუბმა, ბათუმის „ნონამ“ მოიგო და მეორეჯერ დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონობა.
რუსუდან გორდეზიანს წელს ცურვაში მსოფლიო რეკორდი უნდა დაემყარებინა. მას სურდა 250 კილომეტრი შეუჩერებლად გადაეცურა თურქეთის ქალაქ ესპიედან სარფამდე.
მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ჭადრაკში მიმდინარე ევროპის ქალთა მე-20 საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართა, ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ რუსეთის სახელით მოასპარეზე კლუბი „შსმ ლეგესი სქვეა“( SHSM Legacy Square) დაამარცხა ანგარიშით 2,5-1,5. „შსმ ლეგესი სქვეა“ ჩემპიონატში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს და მონაწილე გუნდებს შორის, სარეიტინგო ქულის მიხედვით პირველ ადგილზეა.
ხულოში საფეხბურთო კლუბი ერთი წლის წინ შეიქმნა – კლუბს ”ხიხანი” ჰქვია და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობს. 6 ოქტომბერს ”ხიხანი” თავის სტადიონზე ჩემპიონატის ლიდერს – ”ეგრისს” შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ”ხიხანი” მეორე ლიგაში 14 ქულით მესამე ადგილზეა. კლუბის გენერალური სპონსორი ენერგოკომპანია ”აჭარისწყალი ჯორჯიაა”, რომლის მხარდაჭერის გარეშე საფეხბურთო კლუბი ”ხიხანის” მოცემულ მომენტში არსებობა წარმოუდგენელი იქნებოდა.
გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ბათუმის სასპორტო სკოლა კალათბურთის ელექტროტაბლოს შეისყიდის. სასპორტო სკოლამ ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 53 500 ლარზე, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 2015 წლის 22 სექტემბერს გამოაცხადა. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბაჩისთან“.
32 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებთან ერთად 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ ითამაშა. ამ შეხვედრაში საქართველომ ნამიბია 17:16 დაამარცხა.
„ტურნირი მინი-ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის“ ბათუმის მერიის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირი მინი ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის დღეს დამთავრდება. ფინალურ შეხვდრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმის მერიის გუნდი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი საციგურაო და ყინულის ჰოკეის აღჭურვილობას შეისყიდის.
31 წლის დავით ქაჯაია სანამ პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდებოდა, მანამ სამოყვარულო რბოლაში მონაწილეობდა. უფრო ადრე კი რუსთავში გამართული ავტორბოლის მაყურებელი იყო. წლების შემდეგ თავად გახდა არაერთგზის გამარჯვებული რუსთავში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრის, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატების. დავითი დღეს სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2013, 2014) „ლეგენდის“ კლასში. წელს კი ახალ საფეხურზე გადაინაცვლა და პირველად მონაწილეობს ძარიანი ავტომობილების შეჯიბრში (European Touring Car Championship), რომელიც ექვს ეტაპად გაიმართა უნგრეთში, სლოვაკეთში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ბელგიასა და იტალიაში. დავით ქაჯაიამ ხუთი ტური წარმატებით გაიარა და ქულათა ჯამით პირველი ადგილი მოიპოვა.
ბათუმის სასპორტო სკოლის წინ 30 წლის ასაკში მოჭიდავეს დავით ბედინაძეს 10 ოქტომბერს ვარსკვლავი გაუხსეს.
კარატისტებმა: ირმა ცენტერაძემ, არჩილ ლორთქიფანიძემ, მურად ბინალიევმა, ლევან თედორაძემ, გიორგი მიქაძემ, გიორგი შავაძემ და თენგო გათენაძემ პროფესიული დონის ამაღლების სემინარები გაიარეს და საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიები მოიპოვეს.
აჭარაში ყველაზე მეტი ბავშვი ფეხბურთს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, თავისუფალ ჭიდაობას, კალათბურთსა და ჭადრაკს მისდევს. მათგან ფეხბურთში, თავისუფალ ჭიდაობასა და ჭადრაკში ჯგუფები ექვსივე მუნიციპალიტეტში არსებობს. საერთო ჯამში, აჭარის მუნიციპალიტეტებში სპორტის სხვადასხვა სახეობას 3 200-ზე მეტი ბავშვი ეუფლება.
18 წლმდელთა გოგოებს შორის ევროპის ჩემპიონობა 17 წლის ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ხომერიკმა (2296) მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაში, მე-9 რაუნდში, პოლონელი მოჭადრაკე ევა ჰარაზინკა (2055) დაამარცხა.
ბათუმში უკვე მესამე დღეა ქვიშის ფრენბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.
25-27 სექტემბერს, ბათუმის ცირკში, გაიმართება ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის გარდა, მასში მონაწილეობას მიიღებენ მოჭიდავეები აზერბაიჯანიდან და ირანიდანაც (ექვს-ექვსი მოჭიდავე). საერთო ჯამში კი 108 სპორტსმენი იასპარეზებს ექვს წონით კატეგორიაში: 60, 66, 73, 81, 90, +90 კგ.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით „რომპეტროლი“ (KMG International) ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. კომპანიასა და ფედერაციას შორის ორ წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელზეც ხელი 16 სექტემბერს „რომპეტროლის” გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ პოპუშოიმ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა – კახი კახიაშვილმა მოაწერეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს – მამუკა კვარაცხელია, რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი. მამუკა კვარაცხელია პირველი ლიგის კლუბმა „გაგრამ“ წარადგინა, რევაზ არველაძე – სფფ-ს რამდენიმე წევრმა, კლუბმა და ორგანიზაციამ, ხოლო ლევან კობიაშვილი – თბილისის „დინამომ“, სადაც ის წლების განმავლობაში თამაშობდა. ერთი მათგანი პირობას დებს, რომ საქართველო 2020 წელს უეფაზე ითამაშებს, მეორეს აზრით, ქართული ფეხბურთის აყვავება წელიწადნახევრის მერე დაიწყება, მესამე კანდიდატი კი დაპირებებს არ იძლევა. პრეზიდენტი სფფ-ს 35 წევრი ორგანიზაციისა და კლუბის წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი გუშინ, 12 სექტემბერს ბათუმში იმყოფებოდა. მან ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ჭეიშვილთან ერთად ერთ-ერთი მორიგი სტადიონი გახსნა.
თავისუფალ სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოსთვის ეს ერთადერთი ოქროს მედალი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელშიც საქართველო 16 მოჭიდავიდთ იყო წარდგენილი. რვა მოჭიდავე თავისუფალ სტილში, რვა კი – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
24-წლიანი თამაშის შემდეგ, 41 წლის ასაკში, ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელმა ამირან მუჯირმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მწვანე მინდორიდან მისი გაცილება 30 აგვისტოს ქობულეთში „ჩელე არენაზე“ შედგა. ამირან მუჯირმა ბოლო მატჩი 2014-2015 წლის სეზონის ბოლოს, მაისში ითამაშა, როცა ბათუმის „დინამო“ ქობულეთის „შუქურას“ ხვდებოდა. იმის შემდეგ „მუმუ“ გუნდში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.
საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურში ქობულეთის ჩელე არენაზე ბათუმის დინამო ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობდა. ანგარიში ფრედ დასრულდა ორივე გუნდმა თითო-გოლი გაიტანა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე ბათუმში იმყოფება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა დღეს დასრულდა.
ზვიად ლაზიშვილი შერეული ორთაბრძოლებისა სპორტსმენია. 2015 წლის მაისში, იტალიის ქალაქ ვერონაში ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა ორ სხვადასხვა სახეობაში და ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში. „მსოფლიოდან რაც ჩამოვედი, მოტივაციაც დამეკარგა. ახლა მშობლების ხარჯზე ვარ და ისინი მარჩენენ. რთულია ამდენი ენერგია ხარჯო, შედეგი გაქვს და მაინც არაფერი“, – მან „ბათუმელებს“ იმ გულისტკივილზე მოუთხრო, რაც არაოლიმპიური სახეობებების სპორტსმენებს აწუხებთ.
დღეს 2 სექტემბერს, ფეხბურთში პირველი ლიგის საქართველოს ჩემპიონატი ქედაში, არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიხსნა.
ავტორბოლა „Bridgestone Black Sea Cup“, რომელიც კომპანიების „თეგეტა მოტორსისა“ და „ბრიჯსთოუნის“ ორგანიზებით იმართებოდა, წელს აღარ ჩატარდება.
2 სექტემბერს, ფეხბურთის პირველ ლიგაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება.
ტალღების და სანაპიროზე გაფენილი ხალხის ხმა ერთდროულად აღწევს მოედნამდე. მოედნის ირგვლივ შეყოლებულ პლასტმასის სკამების მწკრივში მზის სხივები იჭრება და ქვიშის მინდორზე ეცემა. სკამები ცარიელია, მხოლოდ შორტებში გამოწყობილი რამდენიმე ახალგაზრდა და მწვრთნელები სხედან. ისინი ქვიშის მოედანზე მორბენალ ფეხბურთელებს ათვალყურებენ. ფეხბურთელები ვარჯიშობენ მზის ჩასვლამდე. მათ ეს ვარჯიშები სამომავლო ტურნირის მოგებისთვის უნდა გამოიყენონ.
28 აგვისტოს სპორტულ ტანვარჯიშში რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყება. ტურნირი ბათუმის სასპორტო სკოლის ტანვარჯიშის დარბაზში ჩატარდება და მასში რვა ქვეყნიდან 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საერთო ჯამში კი 39 ბიჭი და 34 გოგო.
ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაში შევიდა ინიციატივით, რომ ბათუმის მერიის ბიუჯეტში ქვიშის რაგბის ფესტივალისთვის გათვალისწინებული 40 000 ლარი „ლეიდის ოუფენის“ საპრიზო ფონდსა და ხელბურთის ნაკრები გუნდის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაზე გადანაწილდეს.
22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ზედიზედ მოიგო 10,000$-იანი სამი ტურნირი და მსოფლიო რეიტინგშიც საგრძნობლად დაწინაურდა. მანამდე კი, ივნისის დასაწყისში, თბილისში გამართული კიდევ ერთ, ასევე 10,000$-იან საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. ნახევარ წელზე მეტია იგი თურქეთში ვარჯიშობს, ამჟამად კი ალექსანდრე მეტრეველი მინსკში იმყოფება. „ბათუმელები“ ჩოგბურთელს სწორედ მინსკში ესაუბრა.
თურქეთში, ქალაქ კარასუში, საერთაშორისო ტურნირზე, 21 აგვისტოს გამართულ შეჯიბრზე საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრებმა ორი ოქრო და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
როდესაც რუსუდან გორდეზიანმა 24 საათი იცურა შეუჩერებლად და 46 კილომეტრზე მეტი დაფარა, ქართველმა მოგზაურმა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელიც მის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, თქვა: „მას შეუძლია უფრო მეტის გაკეთება“. ცოტა ხნის შემდეგ რუსუდან გორდეზიანმა 73 კილომეტრი გაცურა, ხოლო წელს ის 250 კილომეტრის გადაცურვისთვის ემზადება, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი იქნება. მან ცურვის ეს მარათონი აგვისტოში უნდა შეასრულოს.
საქართველოს ფუტზალის ასოციაციის განცხადებით 2015-2016 წლის სეზონის უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.