სპორტი

მერია მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირს შეისყიდის

04.04.2015 • 2042
მერია მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირს შეისყიდის

 

ბათუმის სასპორტო სკოლა

 

ტურნირში 8 წონითი კატეგორიის (50 კგ, 55 კგ, 60 კგ, 66 კგ, 74 კგ, 84 კგ, 96 კგ, 120 კგ) ქართველი და უცხოელი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ბათუმის მერიამ ტურნირის ჩასატარებლად გუშინ, 3 აპრილს სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 37 600 ლარია.

 

ტურნირის ორგანიზების შემსყიდველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

 

1. სპორტის ამ სახეობისათვის განკუთვნილი სპეციალური ინვენტარით დარბაზის მოწყობა

2. ტურნირში მონაწილეთა დროული ინფორმირება და მოწვევა;

3. ტურნირის პოპულარიზაციისთვის ხის კარკასიანი 25 სარეკლამო ბანერის, 50 მოსაწვევის, 50 ცალი A3 ფორმატის აფიშის დამზადება;

4. UWW-ს (United World Wrestling – ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის) დელეგატის მგზავრობა ევროპიდან, მისი ღამისთევა მაღალი კლასის სასტუმროში და სამჯერადი კვება 4 დღის განმავლობაში.

 5. 70 მოწვეული უცხოელი და ადგილობრივი სპორტსმენის მწვრთნელის, მსაჯის, ტექნიკური პერსონალის, მოწვეული საპატიო სტუმრის ღამისთევა და სამჯერადი კვება 3 დღის განმავლობაში.

6. 10 მსაჯის მომსახურეობის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;

7. მთავარი მსაჯის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;

8. 20 ადგილობრივი სპორტსმენის სამჯერადი კვება 2 დღის განმავლობაში;

9. დარბაზის იჯარა 2 დღით;

10. 10 კაციანი ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;

11. 2 მედ. პერსონის ანაზღაურება, 2 დღე;

12. ბანკეტი 60 კაცზე;

13. 150 ცალი ბეიჯის დამზადება;

14. აწონვებისათვის მერიის სიმბოლიკიანი 120 ნომერიზაციის დამზადება;

15. მერიის სპეციალური პრიზი საუკეთესო ადგილობრივი სპორტსმენისათვის წარწერით „საუკეთესო სპორტსმენს“

16. 33 მედალი და 35 დიპლომი გამარჯვებულებისა და პრიზიორებისათვის;

17. რვა-რვა თასი I, II, III ადგილზე გასულთათვის;

18. 1 თასი 84 კგ წონით კატეგორიაში;

19. მოწვეული საპატიო სტუმრებისათვის ფასიანი 9 დიპლომის დამზადება;

20. მოწვეული სტუმრებისა და სპორტსმენების ქალაქის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯი 3 დღის განმავლობაში;

21. დარბაზის დეკორაციის ხარჯები და ვიდეო ტექნიკისა და ტაბლოს მომსახურე პერსონალის მომსახურეობის ანაზღაურება 2 დღე;

22. შეჯიბრების მუსიკალური გაფორმება 2 დღით;

23. „გასახურებელი“ დარბაზის მოწყობა;

24. VIP კუთხის მოწყობა ფანრებითა და ყვავილებით;

25. ელექტრო ტაბლოს დასადგამი 4 ცალი მაგიდა;

 

 

მუხრან ვახტანგაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი (2001 წელს), ოლიმპიური თამაშების მესამე ადგილის პრიზიორი (2000 წელს) და ასევე მესამე ადგილის პრიზიორია ევროპის ჩემპიონატზე (2003 წელს).

 

42 წლის ყოფილი სპორტსმენი, ამჟამად ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი,  საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრი და აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

 

ბათუმის მერიამ მისი სახელობის ტურნირი რამდენიმე წლის წინ დააწესა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: