Batumelebi | ლაშა გობაძე ევროპის ჩემპიონია ლაშა გობაძე ევროპის ჩემპიონია – Batumelebi
RU | GE  

ლაშა გობაძე ევროპის ჩემპიონია

 

 

 

ლაშა გობაძე ბერძულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ეს ტიტული 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. ლაშა გობაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხი სარგის კოჩარიანი 3:2 დაამარცხა.

 

ლაშა გობაძე

 

 

 

ჩემპიონატიდან კიდევ ორი საპრიზო ადგილი ბრინჯაოს მედლები ხვიჩა ჭითავამ (59 კგ) და კოკა კირცხალიამ (98 კგ) მოიპოვეს.

 

ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხში 24 მარტიდან მიმდინარეობს და დღეს სრულდება.

 

ლაშა გობაძე აჭარის ნაკრების წევრია. ის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან შავაძის შვილიშვილია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი