გონიოს ყოფილ პოლიგონს სახელმწიფო იარაღით დაიცავს

ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50-ზე მეტი ობიექტის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში წელს, 7 თვის განმავლობაში, 4,5 მილიონზე მეტ ლარს გადაიხდის. დასაცავ ობიექტებს შორისაა ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, წყალტუბოს სანატორიუმები და სხვა ქონება. ობიექტების დასაცავად საჭირო თანხას – 4 571 570 ლარს კი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაურიცხავენ. სააგენტო წერს, რომ კანონით „ცეცხლსასროლი …

ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს

ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე. რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. დაახლოებით ერთი თვის …

„ოცნების“ შემწირველებმა ბათუმში 10 ჰექტარი იყიდეს – ვის ეკუთვნის კომპანია

„ოცნების“ შემწირველების ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმში, გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის სამი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელთა ფართობიც ჯამში 10 ჰექტარია, 107 586 კვ.მეტრი. შემსყიდველი კომპანია შპს „ ბათუმი ლენდმარკი“ თენგიზ წულაიამ და კახა დევაძემ 2026 წლის 17 თებერვალს დააფუძნეს და წილებს თანაბრად ინაწილებენ. თენგიზ წულაია ყოფილი პარლამენტარის, ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნესპარტნიორია. ივლიანე წულაია 2016-2020 წლებში …

სახელმწიფო უძრავი ქონების გაცვლის წინაპირობები შეიცვალა – ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა უკვე შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტიდან გამომდინარე“ უძრავ ნივთთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანო გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს. საუბარია იმაზე, რომ თუ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება [მაგალითად: გზა, რკინიგზა, პორტი, ელექტროგადამცემი ხაზი და ა.შ.], შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტულ უძრავ ქონებაზე დააწესოს შეზღუდვა. …

სახელმწიფო ქონებას პირდაპირი წესით ისევ გაყიდიან- „ოცნებამ“ კრიტერიუმები დაადგინა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით გაყიდვა ან/და გაცვლა 12 იანვრიდან იმ „წინაპირობების“ საფუძველზე გაგრძელდება, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ დაადგინა. ეს „წინაპირობები“ კი საკმაოდ მოცულობითია. არადა, 2025 წლის ივნისში „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, თუმცა, ამ წესით ქონების გასხვისებას მაინც აგრძელებდა. არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა კი, 2025 წლის 11 ნოემბერს „სახელმწიფო ქონების …

რკინიგზა ბათუმში 107 586 კვ/მ მიწას ყიდის 59 მილიონ ლარად – აუქციონები არ შედგა 

ბათუმში, გაგარინისა და ხახულის  ქუჩის შესახვევს შორის [სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია] „საქართველოს რკინიგზა“ ჯამში 107 586 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის 3 ნაკვეთს ყიდის. ქონება მთლიანობაში 59 712 497 ლარად იყო აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონები არ შედგა. რკინიგზის შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვას“ თითოეულ ნაკვეთზე აუქციონი ორ-ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული. გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობები და საწყისი გასაყიდი …

სახელმწიფო ქონებას პირდაპირი წესით ისევ გაყიდიან – პირობებს მთავრობა დაადგენს

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას [მათ შორის მიწას] „ოცნების“ მთავრობა პირდაპირი წესით კვლავ გაყიდის. დაახლოებით ხუთი თვის წინ კი, „ოცნების“ პრემიერმა განაცხადა, რომ მათ უარი თქვეს უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა 2025 წლის 11 ნოემბერს დაამტკიცა ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში, რომლითაც პირდაპირი მიყიდვის წესი კი არ გაუქმდა, არამედ კანონში დააკონკრეტეს, რომ „სახელმწიფო …

ეკლესიას 1 ლარად მიჰყიდეს მიწა და შენობა სენაკსა და თიანეთში – მთავრობის ახალი განკარგულებები

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სენაკისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწა და შენობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. განკარგულებებით, რომელსაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 28 ოქტომბერს მოაწერა, სახელმწიფო ქონება მუნიციპალიტეტებში თითო ლარად გაიყიდა, ანუ ეკლესია ჯამში 2 ლარს გადაიხდის. ეს თანხა ეკლესიამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. სენაკის …

„ოცნების“ მთავრობამ განმუხურში ქონება ხელახლა მიჰყიდა კომპანიას, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა

„ოცნების“ მთავრობამ, ირაკლი კობახიძის განცხადების მიუხედავად, რომ „უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კერძო კომპანიას სწორედ პირდაპირი წესით მიჰყიდა. საუბარია განმუხურში, ზღვისპირას, 14 686 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე 16 289 კვადრატულ მეტრ მშენებარე შენობაზე, რომელიც პირდაპირი წესით და პირობებით ამჯერად 950 ათას ლარად მიჰყიდეს შპს „ლაზიკა რეზიდენსს“. …

არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება. საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი …

სუს-ის თანამშრომელს სახელმწიფო ბინა ან სახლი შესაძლოა საკუთრებაშიც გადასცენ – ცვლილება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ის] თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ან სახლი [დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით], სუს-ის შუამდგომლობით, შესაძლებელია ეს ქონება საკუთრებაში გადაეცეს. ამ დრომდე სუს-ის თანამშრომელს ქონება საცხოვრებლად მხოლოდ სარგებლობაში გადაეცემოდა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  წესში“ „ოცნების“ მთავრობამ ცვლილება 2025 წლის 21 ოქტომბერს …

ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი

ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მასშტაბური პროექტების განხორციელების პირობით აბასთუმანში სახელმწიფო ქონება იყიდეს, 2025 წლიდან სააქციო საზოგადოება „ტერას“ და ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დარეგისტრირდნენ. ორივე კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია. კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ. ამ სტატიაში გიამბობთ, …

3 სახლი, 6 ბინა, 6 მანქანა, 2,2 მილიონი ბანკში – ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილის ქონება

19 მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, ექვსი ბინა, სამი ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა, 2 მილიონი ლარი ანაბარზე – ეს ვეტერანთა სამახურის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის ქონების არასრული ჩამონათვალია. ნიკოლოზ კვეზერელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2016 წლიდან დღემდე. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ქონების ნაწილი, კერძოდ …

„პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო კომპანიას სახელმწიფო ქონება სწორედ პირდაპირი წესით, ანუ აუქციონის გარეშე მიჰყიდეს. კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის წესის გაუქმებას „პრინციპული გადაწყვეტილება“ უწოდა არაკონსტიტუციურ პარლამენტში, როცა წლიური მოხსენება წარადგინა: „ჩვენ უარი ვთქვით უძრავი …

დეპუტატის დაგირავებული კომპანიები „ქართუში“ – მას მთავრობამ 1.3 ჰექტარი მიწა პირდაპირი წესით მიჰყიდა 

„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, „ოცნების“ დეპუტატს ქობულეთში ჯამში 1,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცეს. კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის მესაკუთრეა პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია, 1 კვადრატულ მიწაში 59,7 ლარს გადაიხდის და ქონების მთლიანი თანხა – 819 800 ლარი, ორ წელში უნდა დაფაროს. გიორგი ჭყონიას „შატო კვირიკეს“ 100 პროცენტი წილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ …

კობახიძე მალავს, ვის აძლევს სახელმწიფო ქონებას პირდაპირი მიყიდვით და იჯარით

საქართველოს მთავრობა კერძო პირებზე პირდაპირი წესით ყიდის ან იჯარით გასცემს სახელმწიფო ქონებას, მაგრამ ხშირად ამ პირების ვინაობას უკანონოდ მალავს. შესაბამის განკარგულებებს [სადაც სახელმწიფო ქონების მიმღების ვინაობა დამალულია], რომლებსაც მთავრობა ასაჯაროებს, ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს. ირაკლი კობახიძე პრემიერობის დასაწყისში აცხადებდა და შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ისინი სრულიად გამჭვირვალეა. მთავრობას …

სალიბაურის სკოლის ეზოს ნაწილი კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობამ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სარგებლობაში იყო, საკუთრებაში 1 ლარად გადასცა მართლმადიდებელ ეკლესიას. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ოქტომბერს მოაწერა. „1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 300 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, …

დეპუტატმა 600 კვ.მეტრი მიწა სახელმწიფოს 1050 კვადრატში გაუცვალა – ხუნდაძის გარიგება

საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახელმწიფოსთან სარფიანი გარიგება დადო. მან ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთი გაუცვალა. დეპუტატმა სახელმწიფოს გადაუფორმა თავისი კუთვნილი 600 კვ.მეტრი მცხეთაში და  სანაცვლოდ ასევე მცხეთაში, სამხედრო ქალაქში, მტკვრის სანაპიროზე 1050 კვ.მეტრი გაიფორმა. არც ქონებრივ დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრის დოკუმენტებში არ ჩანს, ვინ იყო გაცვლის ინიციატორი, ქონების მართვის სააგენტო, თუ დეპუტატი. თუმცა, …

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბლექ სი რივიერას“ ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში 500 ათას ლარს გადაიხდის. საუბარია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს, მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. „ბლექ სი რივიერას“ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ ზუგდიდის სოფელ განმუხურში, სახელმწიფოსგან ნაყიდ …

მთავრობა საბჭოთადროინდელი უფუნქციო შენობების ნგრევას იწყებს – დაიხარჯება 5,6 მილიონი

ქონების ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ძველი, ძირითადად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დროს აშენებული და დღეისათვის სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობების“ დემონტაჟს იწყებს. დასანგრევი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, სულ არის 372. მათი დემონტაჟისთვის კი, ბიუჯეტიდან 5 მილიონ 635 ათასი ლარი გამარტივებული შესყიდვით ანუ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. შესაბამისი თანხმობის მისაღებად ქონების ეროვნულმა სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს უკვე …

10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს

თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანია სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. შპს „საბადური ვილაჯეს“ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბდურის ტყის“ მიმდებარედ ტურისტული ინფრასტურქტურის მოსაწყობად 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული. 10 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბადურის …

“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა?” – დავა საკონსტიტუციოში

“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა კრწანისის ქონებაში?” – ეს შეკითხვა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს დაუსვა, რომელმაც დღეს, 20 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენება მისცა. საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ საპატრიარქოს შეიძლება გადაეცეს და არც ერთ სხვა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც საჯარო …

სახელმწიფო ახალ ბულვართან ყიდის მიწას, მერია კი აქ მშენებლობის წინააღმდეგია

სახელმწიფო აუქციონზე ყიდის მორიგ მიწის ნაკვეთს, რომლითაც კერძო პირი ამ დრომდე უკანონოდ სარგებლობდა და სარგებლობს. ამჯერად ასეთი ნაკვეთი ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარეობს და მას, აუქციონის პირობის მიხედვით, „პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე იყენებს“. შესაბამისი დოკუმენტის გარეშე სახელმწიფო ქონების გამოყენებაზე კი, ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. აუქციონზე 191 კვ/მ ნაკვეთია გატანილი, …

შსს-ს მიწა ბათუმში სანაპიროსთან, რომელიც წლებია უსარგებლოდაა

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში უკანონო ნაგავსაყარს წარმოადგენდა, ბოლო 6 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია. 7023 კვ.მ მიწის ნაკვეთით, საჯარო რეესტრის მონაცემებით არაერთი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ნაკვეთის მესაკუთრე სახელმწიფოა.  „ბათუმელები“ დაინტერესდა, სარგებლობს თუ არა შსს ამ ნაკვეთს [რომელიც 2013 წელს გადასცეს სარგებლობაში], რისთვის ან რას გეგმავს აქ სამომავლოდ. …

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე …

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

აჭარიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ხეებს გადასატანად ამჯერად სახელმწიფო მნიშვნელობის გზის, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთის გასწვრივ, ორ ადგილზე თხრიან. ერთ ადგილზე ხე, როგორც ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს, კერძო კომპანიის საკუთრებაში დგას, მეორე ადგილზე – სახელმწიფო საკუთრებაში. ივანიშვილისთვის ამ ხეებს მესაკუთრის – სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, კანონდარღვევით იღებენ. აქ რამდენიმე ხე, მათ შორის მრავალწლოვანი, მოჭრეს კიდეც. …

გიორგი მშვენიერაძე: განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით არ აქვს

„სახელმწიფოს ვალდებულებაა რწმენის თავისუფლების დაცვა და არა რომელიმე რელიგიის გაძლიერება,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის ხუთი რელიგიური ორგანიზაციის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში. დავის საგანი სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია. „მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის ინტენსივობა არის ძალიან დაბალი. ყოფილა შემთხვევები, როცა …

ორგანიზაციები 1 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლეს

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, „ავერსი-ფარმა“, „საქართველოს საპატრიარქო“, „შავი ზღვის ტერმინალი“, „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ფორტე“ – ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც, სხვა 40-მდე ორგანიზაციასთან ერთად, მათზე დაკისრებულ ჯამში – 945 350 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ გადაიხდიან. საქართველოს მთავრობამ ისინი, როგორც სახელმწიფო ქონების მონათხოვრეები,  დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლო მათ თხოვების …

Exit mobile version