„რა თქმა უნდა, ბატონი ზელენსკი დაინტერესებული იქნება, თუ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება სანდოობაზე“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 8 მაისს გამოქვეყნდა, პოდოლიაკმა ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ან მესამე ქვეყანაში გამგზავრებაზე სამკურნალოდ. „ჩვენ გვესმის, რა რეალობა …
Tag Archives: საქართველო-უკრაინა
კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიანიჭეს
უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა. „დღეს ჩვენ მივიღეთ ქალაქ კიევის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკვერს მიენიჭა სახელწოდება ქართული ეროვნული ლეგიონის Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი – მოხალისეთა ფორმირების – პატივსაცემად. მსურს გულწრფელად მადლობა გადავუხადო ქალაქ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, …
Continue reading “კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიანიჭეს”
სუსი ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციაა, თითქოს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ რუკის სქრინს, რომელზეც საქართველო მონიშნულია, როგორც ადგილი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელებია განთავსებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და ახლა ცდილობს გაარკვიოს რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია. „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური …
ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი …
Continue reading “ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს”
უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმისკენ საბორნე მიმოსვლა განახლდება
კომპანია Ukrferry ივლისიდან განაახლებს საბორნე მიმოსვლას ჩერნომორსკი-ბათუმის მარშრუტზე, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეჩერებული იყო. Ukrferry-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პირველი რეისი ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით 9 ივლისს იგეგმება. მგზავრობის დრო დაახლოებით 60 საათია. 13 ივლისს კი იგეგმება რეისი ბათუმიდან ჩერნომორსკისკენ. უკრაინული გამოცემა LIGA.net-ის ცნობით, ბორანი 1989 წელს გერმანიაშია აწყობილი, რომელსაც 250 სამგზავრო ადგილი აქვს. …
Continue reading “უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმისკენ საბორნე მიმოსვლა განახლდება”
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი სოსო გუგუტიშვილი დაიღუპა – ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, სოსო გუგუტიშვილი ავდიივკას მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა. ის ქვედანაყოფის „შავი არწივის“ მებრძოლი იყო და რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ომში 2022 წლიდან იბრძოდა. უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლიდან დღემდე 60-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა 3 წლით შეუძლია – ახალი დადგენილება
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 3 წლით ყოფნის უფლება აქვთ. ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვს, საქართველოში 1 წლით დარჩენა შეუძლია. გამონაკლისი უკრაინაა, რომლის მოქალაქეებსაც ამ დრომდე 2 წლით შეეძლოთ საქართველოში ყოფნა. უკრაინის მოქალაქეებისთვის გამონაკლისი საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაუშვა. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, …
Continue reading “უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა 3 წლით შეუძლია – ახალი დადგენილება”
ჯერ სიგარეტი და ფული სთხოვეს, შემდეგ სცემეს – ბათუმში 3 უკრაინელ ბავშვს ათამდე მოზარდმა სცემა
ბათუმში, მე-13 საჯარო სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, ათამდე ქართველი მოსწავლე, 3 უკრაინელ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვებს, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის მშობელი ამბობს, სახეზე აღენიშნებათ დალურჯებები. შემთხვევა ბათუმში, 9 ნოემბერს, პარასკევ დღეს მოხდა, დაახლოებით 15:30 წუთზე, სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე. „ჩემი შვილი სამ თანაკლასელთან ერთად სკოლიდან მოდიოდა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე ერთი მოზარდი მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა. როცა …
„მესაზღვრე ხელს მკრავდა, წადი იომეო“ – უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ
27 წლის ალექსანდრ იურევიჩი დევნილია უკრაინიდან. 2023 წლის ზაფხულიდან ბათუმში ცხოვრობს. ორი კვირის წინ ალექსანდრე ბათუმიდან თურქეთში წავიდა პროდუქტების საყიდლად. ბათუმიდან ხშირად გადადიან თურქეთის საზღვართან მდებარე მაღაზიებში საკვები პროდუქტის საყიდლად და მალევე უკან ბრუნდებიან. ალექსანდრემ საქართველოდან დაუბრკოლებლად გადალახა საზღვარი თურქეთისკენ, მაგრამ უკან დაბრუნებისას ქართველმა მესაზღვრეებმა აღარ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე. ალექსანდრე სამი კვირაა სარფში [თურქეთის მხარეს] …
Continue reading “„მესაზღვრე ხელს მკრავდა, წადი იომეო“ – უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ”
როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე
603 დღეა, რაც უკრაინა საკუთარ ქვეყანას იცავს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან. ზუსტად ამდენივე დღეა ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოველდღე იკრიბებიან უკრაინის მოქალაქეები 6 საათის შემდეგ დროშებით, პოსტერებით, აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის მცველებს. 55 წლის ინა ნედოვიზიც თითქმის ყოველდღე აქ არის. ამბობს, რომ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად დგას და ეს ძალას მატებს, ენერგიით ავსებს: „ბათუმის ევრომაიდანი …
Continue reading “როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე”
24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკვე მეორე წელია უკრაინა ომის პირობებში აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები ღონისძიებას გამართავენ. იქნება კონცერტი, გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხით უკრაინელი მებრძოლებისთვის პირველად სამედიცინო ინვენტარსა და მედიკამენტებს შეიძენენ. „ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით გამოსვლის საშუალებაც მიეცემათ, მათ შორის, უკრაინაში მებრძოლ …
Continue reading “24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ”
ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეების სოლიდარობის მატჩი გაიმართება
ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციისა [„ფიდე“] და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში უკრაინელი და ქართველი ცნობილი მოჭადრაკეების შეხვედრა გაიმართება. „ფიდეს“ ცნობით, 5-11 ივნისს სასტუმრო „ლეგენდაში“, ბათუმში სოლიდარობის მატჩს გამართავენ მარია და ანა მუზიჩუკები [უკრაინა] და ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე [საქართველო]. დები ანა და მარია მუზიჩუკები ლვოვის ოლქში მდებარე სოფლიდან არიან. სწორედ იქ დაიწყო საჭადრაკო კარიერა უფროსმა …
Continue reading “ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეების სოლიდარობის მატჩი გაიმართება”
საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა ეროვნული ტელემარათონის ეთერში – ინფორმაციას და კულებას ციტატას აღნიშნულ თემაზე უკრაინული გამოცემა 24tv.ua ავრცელებს. კულებას თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა როდის წავა დიპლომატი საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. გამოცემა წერს, რომ კულებას თქმით, კიევი …
Continue reading “საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს – კულება”
უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა 2 წლით შეუძლია – ახალი დადგენილება
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 2 წლით ყოფნის უფლება აქვთ. ამ დრომდე ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდა, საქართველოში 1 წლით დარჩენა შეეძლო. გამონაკლისი ამჯერად მხოლოდ უკრაინა იქნება. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს …
Continue reading “უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა 2 წლით შეუძლია – ახალი დადგენილება”
„ჩემი ტელეფონი არ ჩერდება“ – როგორ მუშაობს უკრაინის საპატიო კონსული ბათუმში
უკრაინის საკონსულო, სადაც საპატიო კონსული, როსტომ ნაკაშიძე მუშაობს, ბათუმში მდებარეობს, საიათნოვას ქუჩაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, საკონსულოს სულ უფრო და უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე მიმართავს. რას ფიქრობს უკრაინის საპატიო კონსული საქართველო-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, როგორია უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატისტიკა – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები” უკრაინის საპატიო კონსულს, როსტომ ნაკაშიძეს ესაუბრა. ბატონო …
Continue reading “„ჩემი ტელეფონი არ ჩერდება“ – როგორ მუშაობს უკრაინის საპატიო კონსული ბათუმში”
„დედა სამხედრო ჟურნალისტია, მამა იბრძვის“ – უკრაინელი მეომრების შვილები ბათუმში ჩამოიყვანეს
ირა 14 წლისაა. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში ლვოვიდან. მალე უკან უნდა დაბრუნდეს. ირას დედა ექიმია, მამა – სამხედრო პირი. ომის დაწყებიდანვე ირას მამა უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. ახლა უკრაინის საზღვარს იცავს ბელარუსის მხარეს, საიდანაც ნებისმიერ წამსაა მოსალოდნელი თავდასხმა. „ჩემს ქვეყანაში ახლა რთული დრო დგას. რუსეთის აგრესიას უამრავი უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოში თავს …
უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, დღეს, 3 დეკემბერს, ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მყოფმა მებრძოლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქართველები სავარაუდოდ საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ. ამ ეტაპზე არ ვრცელდება დაღუპულების ვინაობა. თუმცა, როგორც ქართველმა მებრძოლებმა მოგვწერეს, კიდევ მიმდინარეობს დაღუპულთა რაოდენობის გადამოწმება. დაღუპულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას „ბათუმელები“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ახერხებს. დღემდე უკრაინაში 28 …
ვიყიდოთ 100 გენერატორი უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის – კამპანია „გაუზიარე სინათლე“
„გაუზიარე სინათლე, Поділися Світлом!“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ომში მყოფი უკრაინის დენის გენერატორებით დახმარებას ითვალისწინებს. რუსეთი უკრაინაში მიზანმიმართულად ანადგურებს ელექტროენერგიისა და წყლის ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ჩვენ, 90-იანებს გამოვლილ ადამიანებს, ძალიან კარგად გვესმის, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. თუმცა 90-იანებისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მათ დავეხმაროთ. გაჩნდა …
„მინდა, ქართველებს ქართულად ვესაუბრო” – უკრაინელები ბათუმში ქართულს სწავლობენ
„მე ვარ, შენ ხარ, ის არის. აი წიგნი, აი რვეული, აი კარადა… დარია, აბა გაიმეორე“, – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეჩვიდმეტე აუდიტორიაში ქართული ენის გაკვეთილი ტარდება. ომს გამოქცეული უკრაინელები ქართულს უკვე ერთი თვეა სწავლობენ. გაკვეთილს ესწრება ცოლ-ქმარიც ჩვილ ბავშვთან ერთად. უკრაინელებისთვის კურსი ოთხთვიანია. ქართულ ენას ახლა 12 ზრდასრული მოსწავლისგან შემდგარი უკრაინელების 4 ჯგუფი სწავლობს. უნივერსიტეტის პროფესორი, …
Continue reading “„მინდა, ქართველებს ქართულად ვესაუბრო” – უკრაინელები ბათუმში ქართულს სწავლობენ”
პოდოლიაკი იმაზე, თუ რატომ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს და უკრაინას
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემების საჭიროებაზე საუბრობს, რომლის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია და აცხადებს, რომ პუტინი „მოძალადეა, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს“. „რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მაგრამ „ჩაყლაპა“ ფინეთის ნატოში გაწევრიანება. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თავს არიდებს კონფლიქტებს თურქეთთან. პუტინი თავს შეშლილად გვაჩვენებს, მაგრამ არ არის. ის არის …
Continue reading “პოდოლიაკი იმაზე, თუ რატომ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს და უკრაინას”
უკრაინელები სუხიშვილების გაუქმებული კონცერტების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ
11 მაისს „ბათუმელებს“ უკრაინის მოქალაქემ, ანა კოტოვამ, მომართა წერილობით, რომელმაც გვითხრა, რომ მარტში ის, მეუღლესა და მშობლებთან ერთად, უნდა დასწრებოდა ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტს უკრაინაში, რომელიც საომარი ვითარების გამო ჩაიშალა. ანამ სულ ოთხი ბილეთი იყიდა, რაშიც 6142 უკრაინული გრივნა [627 ლარი] გადაიხადა. „სუხიშვილები“ მარტის ბოლოს უკრაინას საკონცერტო ტურით უნდა სწვეოდა. ბილეთებს უკრაინაში ადგილობრივი გამავრცელებლები, კომპანიები: контрамарка …
Continue reading “უკრაინელები სუხიშვილების გაუქმებული კონცერტების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ”
ვაკანსიები უკრაინელი ლტოლვილებისთვის
დასაქმების საიტმა Jobs.ge-მ ერთად მოუყარა თავი ყველა ვაკანსიას, სადაც უკრაინიდან ლტოლვილებს დასაქმება შეუძლიათ. ამ დროისთვის 8 ქართული კომპანია 40-მდე სხვადასხვა ვაკანსიაზე სთავაზობს დასაქმებას უკრაინის მოქალაქეებს. ძირითადი ვაკანსიები კომპიუტერული მეცნიერების სფეროშია. კომპანიები ეძებენ ვებდეველოპერებს, IT ინჟინრებს და დიზაინერებს, თუმცა ასევე არის ვაკანსიები მომსახურების სფეროშიც. ყველა ვაკანსიის ერთად ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. გვერდზე თავმოყრილია იმ ორგანიზაციების ვაკანსიები, …
ივანიშვილი ცოცხალია, ჯანმრთელია და დიდხანს იქნება ბედნიერად – წულუკიანი ჩანაწერებზე
რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვეს ჟურნალისტებმა კომენტარი. კითხვას, ადასტურებს თუ არა ჩანაწერი, რომ ივანიშვილი კვლავ არის ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველი, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად …
დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას -კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს ესაუბრა. კულებას თქმით, დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის რაიმე სახის გვერდის ავლას. „რუსეთის მიმდინარე შემოჭრასა და უკრაინის გმირული თავდაცვის შესახებ ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ვესაუბრე. მან დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი მადლიერი …
Continue reading “დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას -კულება”
ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბუჩაში, ქართველი ხალხის სახელით, საბავშვო ბაღის აშენება სურს. იდეა მაქარაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი რუსული აგრესიის საპასუხოდ, ომის მიუხედავად, მაინც აპირებენ დანგრეული ქალაქების ეტაპობრივად აღდგენას. „ამ დროისთვის უკვე გამოგვეხმაურა 217 ქართული კომპანია, რომლებსაც სურთ, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მიიღონ ბაღის მშენებლობაში. ზოგმა სურვილი გამოთქვა, …
Continue reading “ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი”
თბილისში 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. უკრაინიდან ლტოლვილ მოსწავლეებს I-XI კლასის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულ სექტორზე სწავლის სურვილი 130-მა ბავშვმა გამოთქვა. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში უკრაინული სკოლა 1999 წელს საქართველოში მცხოვრები უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს მიმართვის საფუძველზე დაფუძნდა და ფუნქციონირებდა. „2011 წელს, …
Continue reading “თბილისში 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა”
აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა
„არსებობს ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? მოდი ყველანი იქ წავიდეთ“, – ეს სიტყვები მარიუპოლის ჯოჯოხეთს გამოქცეულ 6 წლის გოგოს ეკუთვნის, რომელიც პოლონეთში, აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა, მეგი ბიბილურმა შეიფარა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსებმა ომი დაიწყეს, მეგი იმ დღიდან ზრუნავს უკრაინიდან ლტოლვილ ადამიანებზე. „ბათუმელებთან“ იმაზე ჰყვება, რაც ბავშვებმა და ქალებმა უკრაინიდან პოლონეთამდე გაიარეს. მეგი, როგორც ვიცით, …
Continue reading “აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა”
არა გენოციდს! – 6 აპრილს ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართება
ხვალ, 6 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია – „არა გენოციდს!“ ბათუმის გარდა სოლიდარობის აქცია დაგეგმილია თბილისში, ქუთაისსა და ანაკლიაში. თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართება უკრაინის საელჩოსთან, ქუთაისში – წითელ ხიდთან, ანაკლიაში კი – ანაკლიის ხიდთან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ დაკავებული ქალაქები – ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და კიევის მთელი ოლქი …
Continue reading “არა გენოციდს! – 6 აპრილს ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართება”
მტერია, მაგრამ მაინც რთულია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა – ქართველი მებრძოლი უკრაინაში
„მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი. მათი ტყვია ჯერ არ მომხვედრია, მაგრამ გავრილოვის გამო ზურგში ქართველის მიერ ნასროლი ტყვია მომხვდა. განა ჭრილობა მეტკინა, გული მეტკინა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში, ქალაქ ირპენში მებრძოლი ქართველი, ვაჟა ცეცაძე. ის ომიდან დაბრუნების შემდეგ თავის სოფელში ტურიზმის განვითარებაზე აპირებს მუშაობას. ბატონო ვაჟა, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში, რატომ მიიღეთ ომში წასვლის გადაწყვეტილება? 2002 წლიდან …
„ქართველები და უკრაინელები ერთ ნავში ვსხედვართ“ – ინტერვიუ კიევში მყოფ ჟურნალისტთან
ფედირ სიდორუკი უკრაინაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი მათთვის ინფორმაციის გავრცელებაა, ერთი მხრივ მოსკოვის პროპაგანდა რომ გადაიფაროს, ხოლო მეორე მხრივ „თუ უკრაინის ამბები გადაინაცვლებს მეორე, მესამე, მეოთხე და სხვა გვერდებზე“, მაშინ უკრაინის ომს დაივიწყებენ ძალიან სწრაფად, ის „როგორც თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელსო“. ფედირი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ხედავენ „ქართველი …
„ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე უარს ამბობს – ენმ
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქციამ უარი თქვა რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობას და უკრაინისთვის სოლიდარობის ოფიციალურად გამოხატვას ითვალისწინებს. ენმ-ს წევრ გია აბულაძის თქმით, რეზოლუციაზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება უმაღლეს საბჭოს ოპოზიციამ შესთავაზა. რეზოლუციის პროექტი – „უკრაინის მხარდაჭერის შესახებ“ – უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ 2 კვირის წინ დაარეგისტრირა. გია აბულაძის …
Continue reading “„ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე უარს ამბობს – ენმ”
4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში
ბათუმში თანდათან იმატებს ლტოლვილების რაოდენობა უკრაინიდან. ზოგიერთი მათგანი ბათუმში ქირით იწყებს ცხოვრებას, ზოგიერთს ახლობლები ან უცნობები უთმობენ სახლს. რამდენიმე ადგილას ლტოლვილებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებსაც აგროვებენ. 34 წლის ვალერია ტილიკი უკრაინის ქალაქ კრივოი როგიდანაა. იგი 8 მარტს ჩამოვიდა ბათუმში სამ შვილთან ერთად. ომს გამოექცა. მისი მეუღლე, დედ-მამა და ძმა უკრაინაში დარჩნენ. „ახლახან გავიგე, …
Continue reading “4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში”
სალომე ზურაბიშვილი მთავრობას: საზოგადოება თქვენზე ფხიზელი და მამაცია
დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოხსენებით მიმართავს. „ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება, რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, ონკოლოგიური საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცთა და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების თავგანწირული ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოსა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობას და გვერდში დგომას იწვევს. …
Continue reading “სალომე ზურაბიშვილი მთავრობას: საზოგადოება თქვენზე ფხიზელი და მამაცია”
აჭარაში მთავრობამ 200 ათასი ლარი გამოყო უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის
აჭარის მთავრობის ცნობით, უკრაინის დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ჯამში 200 ათასი ლარის გამოიყო. თანხა ასე ნაწილდება: აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი – 110 000 ლარი; ბათუმის მერია – 50 000 ლარი; ქობულეთის მერია – 10 000 ლარი; ქედის მერია – 10 000 ლარი; ხელვაჩაურის მერია – 10 000 ლარი; შუახევის მერია …
Continue reading “აჭარაში მთავრობამ 200 ათასი ლარი გამოყო უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის”
ქართველი ბერი უკრაინაში: 2 სასულიერო პირი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს
„სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე. მათ თავიანთ მიწა-წყალზე მშვიდად უნდა ეცხოვრათ“, – ამბობს მღვდელ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც ოთხი წელია უკრაინაში ცხოვრობს და ახლაც, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, ადამიანებს დაბომბილი ქალაქებიდან გამოსვლაში ეხმარება. რომელ ქალაქში იმყოფებით …
Continue reading “ქართველი ბერი უკრაინაში: 2 სასულიერო პირი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს”
15-20 უკრაინელ ლტოლვილს ვეპატიჟები მარტვილის სახლში – მოქალაქე
46 წლის თეა შენგელია ქალაქ მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ცხოვრობს. თეა უკრაინიდან დევნილ მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს. თეა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 15-20 ადამიანის მიღება შეუძლია. მისი თქმით, უკრაინელ დევნილებს მანამდე შეუძლიათ მის სახლში ცხოვრება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტენ წასვლას. „დიდი სახლი მაქვს, სადაც ძირითადად ჩემი მეათეკლასელი შვილი და დედა ცხოვრობს. მე და ჩემი მეუღლე …
Continue reading “15-20 უკრაინელ ლტოლვილს ვეპატიჟები მარტვილის სახლში – მოქალაქე”