კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის პეტრო განჯას სარჩელი დააკმაყოფილა. ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაკმაყოფლდა: ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოზე აღდგენა და  განაცდურის ანაზღაურება. ეს იყო შრომითი დავა შპს „ლიმონი 2009“-ის წინაღმდეგ, რომლის მფლობელობაშიცაა კაზინო „ივერია“ და იგი მდებარეობს სასტუმრო „რედისონში“.  პეტრო განჯასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2019 წლამდე, მაგრამ იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. …

როცა მართლმსაჯულება წლობით იგვიანებს – დაუსრულებელი საქმეების ქრონიკა

16 აგვისტოს ზუსტად 8 წელი სრულდება სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან. აგვისტოს ომის მონაწილე ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს ოფიციალურად ნარკოტიკების შენახვა-რეალიზებისთვის. ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის დროს მოხდა. 8 წლის წინ დაწყებული გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. შეიცვალა ის, რომ საქმე აჭარის პროკურატურიდან თბილისში გადააგზავნეს. საქმის ზედამხედველი პროკურორი, გიორგი გრატიაშვილი კი მოსამართლე გახდა. სასამართლოში არაერთია …

მოწმის ჩვენებიდან: პოლიციელმა ფოტოსურათი ამოცნობამდე გვაჩვენა

მოწმის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ მას პოლიციელმა ფოტოსურათი ბრალდებულის ამოცნობამდე აჩვენა, საქმეში მთავარ მტკიცებულებას აბათილებს და პოლიციელის პასუხისმგებლობას აყენებს. საუბარია 4 მარტს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სკვერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, სადაც კახაბერ ტ. სავარაუდოდ დანით დაჭრეს. ბრალდებული გიორგი ა. ბრალს უარყოფს, მას პროკურატურა სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით ედავება. „…4 მარტი იყო, ღამის 12 საათი, ეკლესიის …

22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 22 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილე გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმეს. პოლიციამ  აქცია გუშინ ძალის გამოყენებით დაშალა, რაშიც მონაწილეობდნენ კუნთმაგარი მამაკაცები უნიფორმის გარეშე. გუშინ არც ერთ მათგანს არ გაუცია კითხვაზე პასუხი – იყვნენ პოლიციელები თუ არა? „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან გვინდოდა მოწმედ წარმოგვედგინა საქართველოს …

20-20 ლარი გიორგი ტატიშვილის სასარგებლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლა დაავალდებულა, გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას – „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციის მიწოდების გარდა 20-20 ლარიც გადაუხადონ. გიორგი ტატიშვილი სარჩელში თითოეულ საჯარო სკოლას არა მარტო საჯარო ინფორმაციას, არამედ 599 ლარს, როგორც ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ბათუმის მე-11 საჯარო სკოლამ მოგვაწოდა, გიორგი ტატიშვილი მათ 2011 წლიდან …

“სლავა 2015” კედლის აშენების უფლებას ითხოვს

კედლის აშენების მოთხოვნით ნებართვის მისაღებად კომპანიამ – “სლავა 2015” აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი უკანონოდ დაანგრია გასული წლის ნოემბერში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებისთვის “სლავა 2015”-მა უკვე გადაიხადა ჯარიმა – 10 000 ლარი. ორი კვირის წინ კი კომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა უკანონოდ …

ოჯახში ძალადობა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის სასამართლო განიხილავს ოჯახური ძალადობის სავარაუდო შემთხვევას, სადაც ქმარი უჩივის ცოლს. საქმის მასალების მიხედვით, ქმარმა პოლიციას მაშინ მიმართა, როცა მას ცოლმა თავში ბოთლი ჩაარტყა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს სახის მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული. დაცვის მხარის ადვოკატის ინფორმაციით, ამ ოჯახიდან პოლიციისთვის დასახმარებლად ადრეც მიუმართავთ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში შემაკავებელი ან გამაფრთხილებელი ორდერი არ …

მოქალაქეები მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ (ვიდეო)

იცით თუ არა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეთ მოსამართლის თანდასწრებით? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი ახალ წესს იცნობს, თუმცა არ იცის, როგორ იმოქმედებს, თუკი თავად დაიბარებენ მოწმის სახით. მოქალაქეთა ერთი ნაწილისთვის მოსამართლის დასწრება გამორიცხავს ზეწოლას პროკურატურისგან, ნაწილი კი თვლის, რომ …

მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით

გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გასულ კვირას იმ პირის მიმართ გამოიტანა, ვისაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. სხვებისგან განსხვავებით, შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, ადვოკატმა სასამართლოს თავად პოლიციის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოუდგინა, სადაც …

შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. აღნიშნული საქმის შესახებ ბოლო, უზენაესი სასამართლოს განჩინება „გაზეთ ბათუმელებს“ 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ განჩინების მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სამინისტროს საჩივარი, რომელიც ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების …

ორსულთა ბრძოლა (ვიდეო)

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შრომითი უფლებების ევროპული  სტანდარტების დამკვიდრებას და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს. შეიცვალა შრომის კოდექსი, თუმცა ცვლილება რომ საკმარისი არ არის, ამას აღიარებს ხელისუფლებაც. სტატიტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე ცუდი ქვეყანაა ორსულობისთვის. ორსული ქალები შრომითი უფლებების დასაცავად მიდიან სასამართლოებში. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სიუჟეტის გმირია. მან სასამართლო ხელვაჩაურის გამგებელს …

სასამართლო გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა დევნილის სტატუსს ომარ როდონაია

14 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესია ჩანიშნული, რომლის შედეგად უნდა გადაწყდეს, მიანიჭებს თუ არა სასამართლო შშმ პირს, ომარ როდონაიას დევნილის სტატუსს. მის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, ნიკა დუმბაძე იცავს. სტატია ომარ როდონაიას შესახებ – ”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ” – გაზეთ „ბათუმელებში“ 2015 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. ომარ …

მარიხუანას მოხმარებაზე სასამართლოები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ – პარლამენტის უმოქმედობა

მარიხუანას შეძენა-შენახვასა თუ მოხმარებაზე საქმეებს სასამართლოები ვერ იხილავენ. პრობლემა კანონია, რომელიც არ არსებობს. კანონმდებლობით მარიხუანას მოხმარება დანაშაულად რჩება, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რითაც შეიძლება დამნაშავეს სასამართლომ სასჯელი მიუსაჯოს. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმეზე მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აკრძალა და იგი წამების ტოლფასად მიიჩნია. პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ბათუმის …

პოლიციელები ციხისძირის აქციის მონაწილეების დაკავების სამართლებრივ საფუძველს ვერ ასახელებენ – სასამართლო პროცესი გრძელდება

ამ წუთებში  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრების – ბონდო თედორაძისა და ოლეგ ბროლაძის საქმეს განიხილავს. ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოწმეების დაკითხვამდე დაცვის მხარის ადვოკატებმა სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ, პოლიციის ჩაქვის განყოფილების პოლიციელებს კითხვები დაუსვეს. „პოლიციის შესახებ კანონის“ მიხედვით, პოლიციელის …

ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს

ბათუმის მერია სასამართლოში საქმეებს ზედიზედ აგებს. სასამართლომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებები კონკრეტული 5 პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ ცნო. საქმეების წაგება სასამართლოში, ასევე ის, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ჯიბის ხარჯზე უნდა გადაუხადოს მერიამ განაცდური ხელფასები, როგორც ჩანს, ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს არ ანაღვლებს. მან 29 იანვარს სასამართლოს გზით იძულებით აღდგენილი ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი სულ …

სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” ქონების დაბრუნების ორმაგი სტანდარტი

„ერთი და იგივეა ჩემი და ქიბარის ამბავი. მეც მაიძულეს, დამეთმო ქონება. აბა, ვის სჯერა, რომ საჩუქარი იყო ეს?“ – ამბობს ასლან ხალვაში, ქიბარ ხალვაშის ბიძაშვილი, რომელიც ასევე ბიზნესმენია. ის იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აჩუქა სახელმწიფოს. ორივე საქმეში, ბიძაშვილი ხალვაშები სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დარღვევაზე მიუთითებენ, რაც გულისხმობს „ბათილად ცნობას იმ …

ბათუმის მერიამ „სასაფლაოების“ ყოფილ დირექტორთან სასამართლოში დავა წააგო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 9 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დავა ეხებოდა ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის თანამდებობიდან ლაშა ბერძენიშვილის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლებას. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ურთიერთობაზე ვრცელდებოდა მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის თანახმად, დამფუძნებელს ჰქონდა ექსკლუზიური უფლება თანამდებობიდან …

„ბათუმის სასაფლაოების“ უფროსი მერიამ ხელახლა გაათავისუფლა

ბათუმის მერიამ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ისევ გაათავისუფლა, ამჯერად შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში 28 იანვარს დაბრუნებული ლაშა ბერძენიშვილი მერიამ სამსახურიდან 2 თებერვალს ისევ გაუშვა. ლაშა ბერძენიშვილმა სასამართლო მერიის წინააღმდეგ 2015 წლის 30 სექტემბერს მოიგო. ის „ბათუმის სასაფლაოს“ დირექტორად აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. „მერიის ბრძანებაში საერთოდ არ იყო მითითებული გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლება იყო …

ადვოკატი ირაკლი შავაძე ბათუმში მოსამართლედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იუტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი მოსამართლე გაამწესეს: ხათუნა ბოლქვაძე, ირაკლი შავაძე და გიორგი გრატიაშვილი. არჩევნები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხათუნა ბოლქვაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში წლებია მუშაობს, ირაკლი შავაძე კი ადვოკატია. რაც შეეხება გიორგი გრატიაშვილს, იგი 2009-2011 წლებში აჭარაში ზედამხედველ პროკურორად მუშაობდა. მისი სახელი ბიზნესმენებისთვის ძვირადღირებული მანქანების ჩამორთმევის სკანდალს უკავშირდება. ეს მანქანები ახალმა ხელისუფლებამ …

საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენებთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს 17 დეკემბერს, კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მომზადებულ სარჩელს განიხილავენ. მოსარჩელეები კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებენ, რის საფუძველზეც სამართალდამცავ ორგანოებს კომუნიკაციებთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ, რაც საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით ადამიანის თვალთვალისა და მოსმენების უფლებას სასამართლო ნებართვის გარეშე იძლევა: „მიგვაჩნია, რომ  სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი შესაძლებლობა კონსტუტიციის მე-16 და მე-20 მუხლებს ეწინააღმდეგება, რაც პირად …

პოლიციელის ჩვენება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესზე დღეს, 14 დეკემბერს მოწმის სახით ის პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც ამ საქმეზე სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოწმის სატატუსით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ბადრი ქათამაძე. მისი ჩვენების მიხედვით, ხულოს ერთ-ერთ სოფელში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში შევიდა და ისიც ოპერატიულ სამძებრო …

კანონიერი ქურდი ოჯახში სიკვდილის უფლებისთვის სასამართლოში დავობს

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც კანონიერი ქურდობის გამო იხდის სასჯელს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას ოჯახში ითხოვს. პატიმარი, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოში უჩივის, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული.  მისი ადვოკატი ამბობს, რომ სხვა პატიმრებთან შედარებით ფოცხვერია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ის ვერც ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობს და ვერც …

პარლამენტის შუამდგომლობას მოსამართლეების აცილებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში უპასუხეს

 

  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნა შუამდგომლობა, სადაც ის  ორი მოსამართლის – კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის საქმიდან აცილებას მოითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ პარლამენტის შუამდგომლობა წერილობითი ფორმით არ მიუღიათ. 

მთვრალი ბრალდებული მოსამართლემ სასამართლო პროცესზე არ შეუშვა

 

„როგორც მანდატურებმა მითხრეს, ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაშია, ამიტომ  მას სასამართლოს დარბაზში არ ვუშვებ“, – განმარტა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა სასამართლო პროცესზე. სხდომა ბრალდებულის გარეშე გაგრძელდა. ბრალდებული 51 წლის მამაკაცია.

59 წლის მამაკაცი: “ცოდვა ვარ პატიმრობისთვის”


ბათუმში, სასტუმრო “მერკურის” მიმდებარე ტერიტორიაზე, უცენზურო სიტყვებისა და ხმაურის გამო დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 59 წლის მამაკაცი. პატრულის თანამშრომელმა თქვა, რომ დაკავების დროს მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. ბრალდებული ქობულეთში ცხოვრობს. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ძალიან რცხვენია მომხდარის გამო. “უხერხულად ვგრძნობ თავს ბატონო მოსამართლევ, პატიებას ვითხოვ”. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალდება ითვალისწინებდა ჯარიმას ან პატიმრობას. “პატიმრობისთვის ცოდვა ვარ”,
– ასე უპასუხა მოსამართლის განმარტებას ბრალდებულმა.


 

ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ქურდობაში ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული და ის უკვე მეორედ არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. როგორც მისმა ადვოკატმა, ბიძინა ბერიძემ მოსამართლეს უთხრა, სწორედ იმ დღეს, როცა სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცუდად გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ექიმებმა გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ადვოკატმა მოსამართლეს წარუდგინა კიდეც. 

სასჯელი პოლიციელების დაუმორჩილებლობის გამო

  

პოლიციაზე დაუმორჩილებლობის, მათი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულს განუმარტა, რომ ეს ბრალდება 250-ლარიდან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებდა.

 

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმეზე პოლიციის უფროსსა და გამგებელს დაკითხავენ

 

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა  ბოლქვაძე „ქართელ მუსლიმთა ერთობის“ სარჩელს განიხილავს. „ქართველ მუსლიმთა ერთობა“  მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის თანამშრომლები და მშობლები დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოპასუხე მხარე შინაგან  საქმეთა სამინისტრო და ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირია.  

”ტურავა, მოდი სამსახურში” – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

16 სექტემბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონას“ წევრებმა აქცია გამართეს. „მექრთამე მოსამართლე“,  „ტურავა მოდი სასამართლოში“ – ამ და სხვა ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის,  მერაბ ტურავას გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა, რადგან სხდომას არ ესწრებოდა საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლე მერაბ ტურავა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, „გადაწყვეტილების ხელმოწერის დროისთვის მერაბ ტურავა, მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში.“ 

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული, შეწყვეტილი პროცესი და ექიმები სასამართლოში

 

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ექიმები ბრალდებულთან იმყოფებოდნენ. ბრალდებული შეუძლოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს გახდა. 

პროკურორი: ბრალდებულს გვამის გადამალვაში ცოლი დაეხმარა

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებული საზოგადოებისგან იზოლირებულ გარემოში უნდა იყოს, რადგან მან თავისუფლებაში ყოფნის დროს მტკიცებულებების განადგურება სცადა.

მაღალჩინოსნების სასამართლოზე პროკურორი არ გამოცხადდა

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე  და ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე.


7 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 109 ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო

 

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით, I ინსტანციის სასამართლოებში შემოსული სამოქალაქო საქმეების რაოდენობა გაიზარდა 21,2%-ით, ხოლო განხილული საქმეები – 13,5%-ით, ანუ 16090 საქმიდან 18259 საქმემდე. 14,8%-ით გაიზარდა  გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ საქმეთა რაოდენობაც და 2015 წლის 7 თვეში შეადგინა 13253 საქმე.

მოსამართლე ბრალდებულს: “იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი გაკვეთილი თქვენთვის”

 

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და საზღვარზე გადმოტანაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. მსჯავრდებული ქალია და ის პატიმრობაში იმყოფება.

გინება, ფურთხება და ჩაშლილი თათბირი პოლიციის განყოფილებაში

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ სამართალდამრღვევად ცნო 18 წლის სტუდენტი და 400 ლარით დააჯარიმა. პოლიციელების თქმით, დაკავებული სტუდენტი ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის №2 განყოფილებაში შეიჭრა და პოლიციელები სიტყვიერად შეურაცხყო. სტუდენტი სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, რომ შენობაში ის პოლიციელებმა შეიყვანეს, ხელებზე ბორკილები დაადეს და “თავში ურტყეს ხელები”.

ბათუმის ავტოსადგურთან ორი მამაკაცი დაჭრეს

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქე დააპატიმრეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ბრალდებულის ადვოკატმა ბიძინა ბერიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის გირაოს გამოყენება მოითხოვა. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

Exit mobile version